შუა საუკუნეების ქართულ პოემაში, „ამირანდარეჯანიანში“, ჩამოთვლილია შვიდი უნარი, რომელსაც ყველა რაინდი უნდა ფლობდეს: მშვილდოსნობა, ასპარეზობა, შუბის ხმარება, ცხენოსნობა, ნადირობა, ცურვა და ჭადრაკი.[1] არჩილ მეფეც, დაახლოებით იგივე თვისებებს ჩამოთვლის XVII საუკუნეში და მისგან შექებულ უნარებს შორის, კვლავ გვხვდება ჭადრაკი. გიორგი ათონელი რელიგიურ ტექსტშიც ასახელებს, მეფე ვახტანგ VI წესებს აღწერს, სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში განმარტავს, თეიმურაზ II კი საინტერესო ლექსს უძღვნის გვიანანტიკურ ხანაში შექმნილ უკვდავ თამაშს, რომელსაც ამიერკავკასიაში სულ ცოტა, 1300 წელია, რაც თამაშობენ.
რიდლი სკოტის „უკანასკნელი დუელი" (2021)
მწარე პოდკასტი
პოდკასტი ისტორიაზე, კულტურაზე, ცივილიზაციებზე, სამხედრო საქმეზე და სხვა თემებზე - მწარედ და მაქსიმალურად ობიექტურად.
უელინგტონის ჰერცოგი: ბრიტანეთის იმპერიის მახვილი (ნაწილი I)
ნაპოლეონი და თანამედროვე საფრანგეთი (ტიერი ლენცის ინტერვიუ Le Figaro-ში)
გთავაზობთ პოპულარულ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ საინტერესო ინტერვიუს ნაპოლეონის ცნობილ მკვლევართან, „ნაპოლეონის ფონდის" დირექტორთან, პროფესორ ტიერი ლენცთან. ინტერვიუ 2021 წლის აქტუალურ თემას, ნაპოლეონის გარდაცვალების 200 წლისთავის აღნიშვნის საკითხს ეხება. ინტერვიუში ჩანს ნაპოლეონის ეპოქის გააზრების პრობლემები თანამედროვე საფრანგეთში და პროფესიონალი მკვლევარის შეფასება.
სამხედრო ისტორიის video ბლოგი
ნაპოლეონი: 51 კითხვა და ამდენივე პასუხი
ნაპოლეონი მსოფლიო ისტორიის განსაკუთრებულად გამორჩეული ისტორიული პერსონაა. კორსიკელი აზნაური, რომელიც ჯერ საფრანგეთის რევოლუციის გენერალი, შემდეგ კონსული, ბოლოს კი იმპერატორი გახდა; დიდი მხედართმთავარი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ევროპის ქვეყნების კოალიციებს; სამოქალაქო კოდექსის შემოქმედი და საფრანგეთის პირველი იმპერიის დამაარსებელი. მან ისეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა XIX საუკუნის პირველ მეოთხედში რომ ამ პერიოდს ნაპოლეონის ეპოქის სახელით მოიხსენიებენ. ნაპოლეონის როგორც ისტორიული ფიგურის პოპულარობა გამოწვეულია როგორც მისი გამორჩეული პირადი ნიჭითა და კოლორიტული ცხოვრებით, ისე ზოგადად ამ გარდამტეხი ისტორიული ეპოქით რომელმაც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. დღემდე გრძელდება დავა ნაპოლეონის მემკვიდირეობაზე: იყო იგი რევოლუციის გადამრჩენელი თუ გამანადგურებელი; სისხლიანი დამპყრობელი და ტირანი თუ ეფექტური ადმინისტრატორი და რეფორმატორი? 2021 წელს შესრულდება ორასი წელი რაც ნაპოლეონი, 51 წლის ასაკში, გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე. ამ წიგნში მკითხველი გაეცნობა ნაპოლეონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დასმულ 51 საინტერესო კითხვა-პასუხს.
წიგნი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა"(2020). არის სქელყდიანი და გამოცემულია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით. თან ერთვის მრავალი საინტერესო ილუსტრაცია.
წიგნის შეძენა შესაძლებელია გამომცემლობა „არტანუჯის" მაღაზია „შაქრო ბაბუაში" (ჯერჯერობით, მხოლოდ online, სანამ გაიხსნება წიგნის მაღაზიები). მალე შევა წიგნის მაღაზიათა სხვა ქსელებშიც.
ედჰემ ელდემი - აია სოფია: ეკლესია, მეჩეთი, კულტურის ძეგლი, მუზეუმი და სიმბოლო
დიდგორის ბრძოლა (1121 წ.): დავით IV-ს გადამწყვეტი დაპირისპირება სელჩუკებთან
საიმპერიო შეჯიბრი" - Hnefatafl ყირიმის ომიდან (1853-56)
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დიდგორის ბრძოლის ილუსტრაცია შუა საუკუნეებში?
სამაგიეროდ, გვაქვს დასავლეთ ევროპული თუ ბიზანტიური მინიატურები, გობელენი და ა.შ. რომლებზეც შუა საუკუნეების სამხედრო კამპანიები და ბრძოლებია ასახული. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ორიგინალური ილუსტრაცია არის ე.წ. ბაიუს გობელენი. ის დამზადებულია XI საუკუნეში, ნორმანდიაში, სავარაუდოდ, ბაიუს ეპისკოპოსის ოდოს ან უილიამ დამპყრობლის მეუღლის, დედოფალ მატილდას შეკვეთით (დღეს ინახება ბაიუს გობელენის მუზეუმში, ნორმანდიაში). გობელენი, ძირითადად, გადმოსცემს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას. მისი თითოეული ნაწილი, ცალკეულ ისტორიას წარმოადგენს. გამოსახულებების გარდა, გობელენზე წარწერებიც არის, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს. გადავწყვიტე ამავე ტექსტურებით ამეწყო დიდგორის ბრძოლის გობელენი, თან დართული ლათინური წარწერებით, რომელსაც (თარგმანით) ამ პოსტში იხილავთ. ბაიოს გობელენზე კი დაწვრილებით იხილეთ შემდეგი პოსტი: ინგლისის დაპყრობა ბაიუს გობელენის მიხედვით
დაბლა მოცემული დიდგორის ბრძოლის გობელენი თანამედროვე ავტორის იმპროვიზაციაა (ამის აღნიშვნა მომიხდა იმიტომ, რომ ბევრმა მართლა XII საუკუნისად მიიჩნია)
Pax Mongolica - დაპყრობილი ქვეყნები მონღოლთა იმპერიაში
ნაპოლეონი და ამერიკა
1799 წელს, როდესაც ნაპოლეონი საფრანგეთის პირველი კონსული და საფრანგეთის, ფაქტობრივად, ერთპიროვნული მმართველი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე ორ ათეულ წელზე მეტს მოითვლიდა. ფრანგები ამერიკელებს ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის ომის დროს ეხმარებოდნენ და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს მათ გამარჯვებაში ინგლისელებზე; 1783 წელს ბრიტანელებსა და ამერიკელებს შორის ზავი სწორედ პარიზში დაიდო. საფრანგეთის რევოლუციამ ფრანგულ-ამერიკული მეგობრობა საფრთხეში ჩააგდო.
გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, წიგნი II
ნიკა ხოფერია - სამხედრო მომარაგებისა და ადგილობრივი რესურსების მოპოვების პრობლემა ლაზიკის ომში
ნიკა ხოფერია - „ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია: ომების ისტორია"
სოხოისტას ბრძოლა (1545 წ.)
XV საუკუნის შუა ხანებში, გიორგი VIII-ს (საქართველოს მეფე 1446-66 წწ. კახეთის მეფე 1466-1476 წწ.) მეფობის დროს, საქართველოს ერთიანი სამეფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. 1414 წელს საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა იმერეთის ერისთავად დიმიტრი ალექსანდრეს ძე დანიშნა, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ კი ერისთავობა მისმა ვაჟმა ბაგრატმა მიიღო. 1462 წელს, ჩიხორის ბრძოლაში, ბაგრატმა გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი (ბაგრატ II). 1465 წელს მან დროებით ქართლიც დაიკავა, თუმცა ერთ წელიწადში გიორგი VIII-მ ტახტი დაიბრუნა და ბაგრატს იმერეთში დაბრუნება მოუხდა. XV საუკუნის ბოლოდან, იმერეთის სამეფოს ახალი, ძლიერი მტერი გამოუჩნდა, ოსმალეთის იმპერია. 1453 წელს, ოსმალთა სულთანმა, მეჰმედ II-მ (1444-46; 1451-81 წწ.) კონსტანტინოპოლი აიღო, 1461 წელს კი, ოსმალებმა ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს და საქართველოს გაუმეზობლდნენ. 1475 წელს, ყირიმის სახანოც მეჰმედ II-ს დაემორჩილა და ოსმალეთი შავ ზღვაზეც გაბატონდა. პირველად საფრთხის ქვეშ სამცხე-საათაბაგო აღმოჩნდა, შემდეგ კი იმერეთის სამეფო, რომელსაც სამი მიმართულებიდან ემუქრებოდა მტრის თავდასხმა, ჩრდილო-დასავლეთიდან (ჯიქეთ-აფხაზეთის გზით), ზღვისპირეთიდან გონიოს გზით და სამცხე-საათაბაგოს მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს უკანასკნელი იყო, რადგან ოსმალებს საშუალება ეძლეოდათ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დასხმოდნენ თავს. ოსმალეთისთვის, სამხრეთ საქართველო, აღმოსავლეთში თავისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის, ირანის წინააღმდეგ, სტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც XVI საუკუნის დასაწყისში ოსმალეთისა და ირანის ნახევარსაუკუნოვანი ომი დაიწყო, საქართველოც ამ დაპირისპირების არეალში მოექცა. ომი განსაკუთრებით გამწვავდა ბაგრატ II-ს შვილიშვილის, ბაგრატ III-ს (1510-1565 წწ.) მეფობისას. 1510 წელს, ოსმალები იმერელთაგან მოულოდნელად შეიჭრნენ ქვეყანაში და ქუთაისი ააოხრეს.