Showing posts with label მაკედონია და ძველი საბერძნეთი. Show all posts
Showing posts with label მაკედონია და ძველი საბერძნეთი. Show all posts

მემნონ როდოსელი: ალექსანდრე მაკედონელის უდიდესი მოწინააღმდეგე

ალექსანდრე მაკედონელი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული ფიგურაა, რომელმაც შექმნა უზარმაზარი იმპერია და საფუძველი ჩაუყარა ელინისტურ სამყაროს. ბრწყინვალე სამხედრო ნიჭით გამორჩეულმა მაკედონელმა მეფემ, გაიმარჯვა გრანიკოსის, ისოსის, გავგამელას, ჰიდასპეს ბრძოლებში, ბრწყინვალედ ორგანიზებული ალყებით აიღო  ტიროსი, ღაზა, სათავეში მოექცა ანტიკური სამყაროს უდიდესი ნაწილს ბალკანეთიდან ინდოეთამდე. აქემენიანთა იმპერია, ძველი აღმოსავლეთის უდიდესი სახელმწიფო, ძვ.წ. IV საუკუნისთვის, სამოქალაქო ომების, აჯანყებებისა და ბერძნებთან საგარეო მარცხის შემდეგ, შესუსტებული იყო, სატრაპიებს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა, თუმცა, ის კვლავინდებურად რჩებოდა დიდი სამხედრო შესაძლებლობების, უმდიდრეს ქვეყნად. მაგრამ მძლავრი და კარგად ორგანიზებული არმიის სათავეში მდგარი, ბალკანეთის ჰეგემონი მაკედონიის მეფესთან ბრძოლას შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა მასშტაბურ ომს და აირჩევდა სწორ სტრატეგიას. ვერც სპარსელმა სატრაპებმა და ვერც მეფე დარიოს III-მ ეს ვერ შეძლეს, მაგრამ, აქემენიანთა სამსახურში მყოფი გამოცდილი ბერძენი სარდალი, ალექსანდრესთვის ღირსეული და უაღრესად სახიფათო მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მაკედონელი დამპყრობლის გეგმების ჩაშლასა და ომის ბედის შემოტრიალებასთან. ეს იყო მემნონი კუნულ როდოსიდან.

პო­ლი­ბი­ო­სის სამ­ყა­რო: რომის აღზევება


ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ომე­ბის ის­ტო­რი­ას. ბერ­ძენ-სპარ­სელ­თა ომის (ძვ.წ. 499-449 წწ.) დრო­ი­დან, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი და ევ­რო­პა მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­და ერ­თმა­ნეთს და ერ­თი მთლი­ა­ნო­ბის ორ პო­ლუ­სად იქ­ცა, რომ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ანუ ძვე­ლი სამ­ყა­როს დაპ­ყრო­ბა, ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელ­მა შეძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი იმ­პე­რია და­ი­შა­ლა, ელი­ნის­ტუ­რი, ბერ­ძნულ-მა­კე­დო­ნუ­რი კულ­ტუ­რა ფარ­თოდ გავ­რცელ­და მთელს აზი­ა­ში და დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა იქ მო­სახ­ლე ხალ­ხებს.

ათლეტები ბერძნულ-რომაული სამყაროდან: ფაქტები


ფიზიკური ვარჯიშის კულტურა ანტიკური ხანის თითქმის ყველა ცივილიზაციაში გვხვდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი საბერძნეთი და რომი. სხეულის სიჯანსაღე, ფიზიკური ძალა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში წარმატება, მნიშვნელოვან მიღწევად ითვლებოდა და დიდად დაფასებული იყო. ისეთი დიდი სპორტული ტურნირი, როგორიც ოლიმპიადაა, სწორედ ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება. ოლიმპიადაზე გამარჯვებული ათლეტების სახელი მთელ ბერძნულ სამყაროში იყო ცნობილი და მაშინაც კი, როდესაც საბერძნეთი რომის იმპერიის საზღვრებში მოექცა, ოლიმპიადაზე მონაწილეობა კვლავ პოპულარული იყო. ადამიანები იძულებულებიც იყვნენ მუდამ ფიზიკურ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ, დაეუფლებოდნენ არა მხოლოდ იარაღის გამოყენებას, არამედ უიარაღოდ ბრძოლის ხელოვნებას, ჭიდაობას, კრივს. ანტიკურ საბერძნეთში მოქალაქე მეომარი იყო. ისევე როგორც რომის რესპუბლიკაში. სწორედ ამიტომ, დღემდე საკმაოდ ბევრი თხზულება, ტრაქტატი თუ სხვა სახის დოკუმენტი შემოგვრჩა, რომლებიდანაც კარგად ჩანს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფიზიკურ ვარჯიშს ანტიკურ ხანაში, რა ვარჯიშებს, სავარჯიშო ტექნიკას იყენებდნენ, როგორ იწვრთნებოდნენ მეომრები და გლადიატორები, რით იკვებებოდნენ და ა.შ. ეს ფაქტები მეტად მნიშვნელოვანია სამხედრო ისტორიისთვისაც, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს ინდივიდუალურ დონზე წარმოვიდგინოთ ანტიკური ხანის მეომარი, მისი ფიზიკური შესაძლებლობები ბრძოლაში და ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის დროს.

ბერძენ-სპარსელთა ომები და სამხედრო საქმე ანტიკურ სამყაროში





























ანტიკურ ხანაში, ცივილიზაციების  წარმოშობა და განვითარება, მჭიდროდ იყო დაკავშირებული გეოგრაფიულ არეალზე, კლიმატურ პირობებზე, რესურსებზე. ამაზე იყო დამოკიდებული სახელმწიფოთა წარმოშობა, მმართველობის ფორმები და საზოგადოების სოციალური ფორმაცია. ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულ, სხვადასხვა პირობებში წარმოქმნილ ცივილიზაციებს შორისაც კი, ბევრი საერთო არსებობდა. თუმცა იყო მრავალი ნიშანიც, რითაც ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. ასევეა სამხედრო საქმის განვითარებაც. მასზე უამრავი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, ამიტომაც ევროპულ და აზიურ სივრცეში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა სამხედრო საქმის მიმართ.

რიჩარდ გაბრიელი - „ შეგვიძლია ვენდოთ ანტიკურ ტექსტებს?"


ანტიკური ან თუნდაც შუა საუკუნოვანი ან ახალი წერილობითი ისტორიული წყაროები უმნიშვნელოვანესი მასალაა ისტორიის შესასწავლად. მაგრამ ყოველ ასეთ ტექსტს, ცნობას, სჭირდება ღრმა ანალიზი, ლოგიკური გააზრება, ეპოქის მიხედვით განსაზღვრა, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალების მონიშვნა, ავთენტურობის დადგენა და ა.შ. სულ რომ ახალი ისტორიის პერიოდიდან ავიღოთ - XVIII საუკუნეშიც კი უამრავი ლეგენდაა შეთხზული რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ კრიტიკული გააზრების გარეშე, ხშირად დამკვიდრებულა ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, თუნდაც ახლახანს გაჩენილი მითი თითქოს ერეკლე მეფეს განათლება ინგლისში, ვულვიჩის სამხედრო აკადემიაში მიეღოს ანდაც გერმანიაში, ფრიდრიხ დიდის არმიაში ემსახუროს. ხშირად ასეთი მითების ტყვეობაში თვითონ ისტორიკოსებიც ექცევიან. მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მეთოდიკას, შეგვეძლოს გამასხვავებელი ნიშნების პოვნა, დროში ორიენტირება და პრობლემის კრიტიკულად გააზრება. 
ამავე პრობლემას ეხება ცნობილი სამხედრო ისტორიკოსის, მრავალი წიგნის (Philip II of Macedonia: Greater than Alexander; Scipio Africanus: Rome's Greatest General; Hannibal: The Military Biography of Rome's Greatest Enemy და სხვ.) ავტორის, რიჩარდ გაბრიელის ძალიან საინტერესო და საყურადღებო სტატია „შეგვიძლია ვენდოთ ანტიკურ ტექსტებს"?  („Can We Trust The Ancient Texts?", Military History;Mar/Apr2008, Vol. 25 Issue 1) რომელიც 2008 წელს გამოქვეყნდა. სტატია ინგლისურიდან ვთარგმნე, რადგან ვთვლი, ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ისტორიოგრაფიაში და იმედი მაქვს ისტორიის მკვლევარებს ან უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება ისტორიული წყაროების დახარისხებასა და შესწავლის მეთოდების გაცნობაში, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ანტიკურ ხანას სამხედრო თვალსაზრისით შეისწავლის. 

გავგამელას ბრძოლა (ძვ.წ. 331 წ.)


პიროვნულ დონეზე ალექსანდრე დიდი წარმოგვიდგება, როგორც ყოველმხრივ სრულყოფილი ადამიანის სახე, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, მაგრამ საკუთარი თავი დაკარგა.
ერნესტ ბადიანი

დარიოსს იმ არმიასთან მოუწევს ბრძოლა, რომელსაც ალექსანდრე მეთაურობს.
ალექსანდრე მაკედონელი ისოსის ბრძოლის წინ (ფლავიუს არიანეს მიხედვით)

ძვ.წ. 331 წელს გამართულმა ბრძოლამ გავგამელასთან, საბოლოოდ გადაწყვიტა სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის ბედი და მსოფლიოს მბრძანებლის კვერთხი ალექსანდრე მაკედონელს ჩაუგდო ხელში. აქემენიანთა ირანის დიდება ახალი, ელინისტური იმპერიის ტახტზე მჯდარი გენიალური მთავარსარდლის ჩრდილმა დაფარა. გავგამელასთან ალექსანდრემ გრანიკოსის, ისოსის, ღაზისა და ტიროსის შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მხედართმთავრული შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველი სპარსეთის მეფემ აირჩია და თავისი ჯარისთვის მომგებიანი პოზიცია დაიკავა, გაშლილი მინდორი, სადაც თავისუფლად იმოქმედებდა სპარსეთის მძლავრი კავალერია. სპილოები და საბრძოლო ეტლები და სადაც შეძლებდა, რომ მაკედონელთათვის ალყა შემოერტყა, ალექსანდრემ გაბედა მის წინააღმდეგ ბრძოლა, განახორციელა მეტად სარისკო, თავზეხელაღებული მანევრი თავისი ცხენოსნებით და გამარჯვება მოიპოვა ძველი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში. გავგამელამ საბოლოოდ გაუხსნა მას გზა დაეკავებინა ბაბილონი და მთელი სპარსეთის იმპერია ხელში ჩაეგდო. ამ ბრძოლის შედეგმა ძველი მსოფლიოს ისტორია შეცვალა და მასში ახალ, ელინისტურ ხანას დაუდო საფუძველი, რომელიც სამ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა და ევროპისა და აზიის დიდი ნაწილი ბერძნულ კულტურას აზიარა. 

ყირიმი: შავი ზღვის ციტადელის ისტორია

შავი ზღვაში ჩრდილოეთ სანაპიროდან შეჭრილი ყირიმის ნახევარკუნძული ისტორიის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი და საკვანძო პუნქტი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცივილიზაციას ეკავა და მასზე თავის კვალს ტოვებდა. აქ ცხოვრობდნენ კიმერიელები, სკვითები, ტავრები, ბერძნები, გოთები, ბიზანტიელები, იტალიელები, თურქები და რუსები, ცხოვრობდნენ სხვა ხალხებიც და ეს ინტერნაციონალური საზოგადოება მუდმივად იცვლიდა მბრძანებელს, ნახევარკუნძულის მმართველს, რომელიც ამავდროულად შავი ზღვის სივრცეების გამაკონტროლებელიც ხდებოდა. ბევრი მძლავრი ევროპული თუ აზიური სახელმწიფო მიილტვოდა ყირიმის დასაპყრობად და ასეთ დიდ მნიშვნელობას ინარჩუნებს ის დღესაც, განსაკუთრებით რა თქმა უნდა შავი ზღვისპირეთის ქვეყნებისთვის და ისეთი იმპერიალისტური იდეოლოგიის სახელმწიფოსთვის როგორიც რუსეთის ფედერაციაა. 

სელევკიდი და ლაგიდი მონარქები

სელევკიდებისა და პტოლემაიოსების ელინისტური სახელმწიფოების ისტორია ბიბლიის ერთ-ერთ ნაწილში - მაკაბელთა შესახებ წიგნებშია ასახული. აქ მოცემულია ამ სამეფოთა რამდენიმე მონარქი, რომელთა სახელებს მაკაბელთა წიგნებშიც შეხვდებით.

ანტიოქე IV ეპიფანე(ძვ.წ 175-164 წ) - სირიის მეფე მაკედონელი სელევკიდების დინასტიიდან, ანტიოქე III დიდის ძე. ანტიოქე ეპიფანე სელევკიდების იმპერიის მოსახლეობის ელინიზებას ცდილობდა და სურდა ყველგან ბერძნული რელიგია, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და ენა გაევრცელებინა. სწორედ ამ მცდელობას და ხალხის ძალით ელინიზებას მოჰყვა დიდი აჯანყება იუდეაში მაკაბელების მეთაურობით.  

სელევკიდების იმპერია

სელევკიდების იმპერია ყველაზე დიდი ელინისტური სახელმწიფო იყო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიშვა. თავისი აყვავების პერიოდში იმპერია ეგეოსის ზღვიდან თითქმის ინდოეთამდე იყო გადაჭიმული.
სელევკიდების იმპერიის დაარსება მიეწერება ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთ საუკეთესო სარდალს და იმპერიის მემკვიდრე “დიადოხოსს”, სელევკოსს, რომელმაც ისარგებლა თავისი მძლავრი მოწინააღმდეგის, ანტიგონე ცალთვალას დასუსტებით გაზესთან ბრძოლაში (ძვ.წ 312 წ) და დაეუფლა ალექსანდრეს იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს: სუზიანას, ბაბილონს, მიდიას, სპარსეთს და სხვა სატრაპიებს ჰინდიკუშის ქედამდე, სადაც ინდოეთის მეფესთან, ჩანდრაგუტპა მაურია I-თან ზავი დადო და სამაგიეროდ 500 საბრძოლო სპილო მიიღო. სელევკოსმა ანტიგონე ცალთვალა იპსოსთან(ძვ.წ 301) ბრძოლაში საბოლოოდ დაამარცხა და სირიას და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს დაეუფლა. ამოდენა იმპერიის სამართავად სელევკოსმა ყველა პროვინციაში ააგო ბერძნული ქალაქები, რითაც კიდევ უფრო გააღრმავა აზიის ელინიზაცია. სელევკოსის იმპერიას აღმოსავლეთ და დასავლეთ დედაქალაქი ჰქონდა, სელევკია და ანტიოქია.

მაკედონური და ელინისტური სამეფოების არმია

 მაკედონიის არმია ძველი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული, კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული არმია იყო. მან მსოფლიო ისტორიაში დიდი როლი ითამაშა, რომ არა ფილიპე II-ის მიერ შექმნილი მაკედონური ძალები, ალექსანდრე მაკედონელი მსოფლიოს ვერ დაიპყრობდა, ის ხომ სწორედ თავისმა ერთგულმა და მამაცმა მაკედონელმა ჯარისკაცებმა ატარეს ტრიუმფით ჰინდიკუშის ქედამდე და ჰიდასპემდე(ინდოეთი). მაკედონიის მძლავრი არმიის და კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება მიეწერება ალექსანდრე მაკედონელის მამას, ფილიპე II-ს. ფილიპე მეორის მეფობის დასაწყისში მაკედონური სამეფო სუსტი და უძლური ქვეყანა იყო, მას ჩრდილოეთიდან ბარბაროსული ტომები ავიწროებდნენ, სამხრეთიდან კი ბერძნული პოლისები(ქალაქ-სახელმწიფოები). ფილიპე მეორემ დიდი გამჭრიახობა და სიბრძნე გამოიჩინა და პატარა მაკედონიამ მალე მოახერხა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების ჩამოყალიბება. ფილიპეს არმიამ მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრო.

ანტიოქე III დიდი


ანტიოქე III დიდი(ძვ.წ 241-187 წ) _ სელევკიდების სირიის იმპერიის მმართველი.  ანტიოქე 18 წლის ასაკში გახდა უზარმაზარი სახელმწიფოს მეფე.  ძვ.წ 212-205 დაიპყრო პართია და ბაქტრია, ძვ.წ 203 წელს კი განდევნა ეგვიპტელები პალესტინიდან. ძვ.წ 192-188 წლებში დამარცხდა რომის რესპუბლიკასთან გამართულ სირიულ ომში და დაკარგა მცირე აზიის სამფლობელოების ნაწილი.  
ანტიოქე III ძვ.წ 241 წელს დაიბადა ბაბილონში. მისი მშობლები იყვნენ სელევკოს II კალინიკა და ლაოდიკა II. ძვ.წ 226 წელს მამის სიკვდილის შემდეგ მეფობა ანტიოქეს უფროს ძმას, სელევკოს III-ს შეხვდა. სელევკოს III მალე თავისივე ჯარის სარდალმა მოკლა და იმავე წელს ტახტი ანტიოქე III-მ დაიკავა.  გამეფებიდან ერთი წლის შემდეგ ანტიოქე III-მ ცოლად მოიყვანა პონტოს მეფის,  მითრიდატე II-ის ასული ლაოდიკა.

საბრძოლო სპილოები


სპილო - ერთადერთი ცხოველი, რომელსაც ადამიანი  სისტემატიურად იყენებდა იარაღად. ცხენები არასდროს არ ყოფილან მებრძოლები, მათ მხოლოდ სწრაფი გადაადგილებისთვის იყენებდნენ ბრძოლის ველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ძაღლებიც გამოყავდათ ბრძოლაში, მაგრამ ისინი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგისთვის. სპილოები “ცოცხალი ტანკები” იყვნენ,
რომლებიც მოწინააღმდეგის ასობით ადამიანს თელავდნენ.

მეომრები, რომელთაც შეცვალეს ისტორია. ნაწილი II


"მეომრები, რომელთაც შეცვალეს ისტორია" მეორე ნაწილი.
ნაწილი მეორე:
სპარტელი ჰოპლიტი


ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო, სპარტა, პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა. აქაურ მაცხოვრებლებს ლაკედემონელებს უწოდებდნენ, ხოლო მხარეს ლაკედემონს. ლეგენდარული მეფის, ლიკურგეს მმართველობის პერიოდში, ლაკედემონელებმა შექმნეს მკაცრ და სასტიკ კანონებზე დაფუძნებული სამხედრო სახელმწიფო, რომელშიც მთავარ როლს მეომრები ითამაშებდნენ. სწორედ მაშინ, დაახლოებით ძვ.წ VIII საუკუნეში შეიქმნა განთქმული სპარტას ფალანგა. ჯარი, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ და იარაღს ყრიდნენ საბერძნეთის ქალაქთა კავშირები. ჯარი, რომელმაც თერმოპილესთან შეაჩერა დიდი სპარსული არმია და გადაარჩინა საბერძნეთი. სპარტელები იქცნენ მამაცობის, გმირობის, ვაჟკაცობის, სამხედრო დისციპლინის, წესრიგისა და ბრძოლის ხელოვნების მაგალითებად.

შუბი

 
შუბი – საჩხვლეტი ან საჩეხი გრძელ ტარიანი ცივი იარაღი. შუბი გამოიყენებოდა როგორც სასროლად ასევე ხელჩართული ბრძოლისთვის. შუბი შედგება ხის ტარისგან და მასზე დამაგრებული ლითონის ბასრი წვერისგან. პირველი შუბი ძალზედ პრიმიტიული იყო, ის უბრალოდ წაწვეტებული ხის ჯოხი იყო, თუმცა საუკუნეების მანძილზე შუბი განვითარდა და სხვადასხვა ტიპებად დაიყო: სასროლი, საჩხვლეტი, საჩხვლეტ-საჩეხი. აქ მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე მათთაგანი, რომლებსაც სხვადასხვა ერი სხვადასხვა ხანაში იყენებდა:

კასანდრე


კასანდრე (ბერძ. Κάσσανδρος; დაახლ. ძვ.წ 355-297) - მაკედონიის მეფე(ძვ.წ 302-297), ანტიპატრეს უფროსი ვაჟი, პირვლად მოიხსენიება ალექსანდრეს მიერ ბაბილონში გამართულ სასამართლოზე, სადაც სიტყვით გამოვიდა მამის დასაცავად, რომელსაც უსამართლოდ ადანაშაულებდნენ.
ანტიპატრემ რეგენტობა პოლიპერხონს გადასცა, რის გამოც კასანდრეს დასჭირდა დახმარება მაკედონიის გარეთ ეძებნა. მან შეკრა კავშირი პტოლემაიოს I სოტერთან(ლაგიდები) და ანტიგონესთან, შემდეგ კი ომი გამოუცხადა პოლიპერხონს. ბერძნული ქალაქების დიდი ნაწილი, მათ შორის ათენი, კასანდრეს შეუერთდა. ასევე მან თავის მხარეს გადაიბირა მაკედონიის მეფის, ფილიპე არიედეოსის პატივმოყვარე ცოლი, ევრიდიკა.

საალყო მანქანები

კატაპულტა ( ბერძნ. καταπέλτης, ლათ. ტორმენტუმ, ცატაპულტა ) _ ბერძნული ტერმინი, რომელიც ზოგადად ეწოდება ნებისმიერ ქვისმტყორცნელ საბრძოლო მანქანას. ასეთი ტიპის იარაღი დაახლ. ძვ.წ V-IV საუკუნიდან შემოვიდა ხმარებაში ჯერ საბერძნეთში, ხოლო შემდეგ რომის იმპერიაში. იყენებდნენ შუა საუკუნეების პერიოდშიც. არსებობს ვარაუდი, რომ კატაპულტის მსგავს საბრძოლო მანქანებს უფრო ძველადაც, ძვ.წ IX საუკუნეშიც კი იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ეს მთლად დაზუსტებული არ არის.

ძველი რომაელი ავტორები კატაპულტას ტორმენტუმ –ს უწოდებდნენ, რაც მომდინარეობს კატაპულტის ე.წ “კოვზის” დასამაგრებელი გრეხილი, სქელი თოკისგან. ადრეულ რომაულ ხანაში კატაპულტას სწორედ მძიმე რკინის ისრების და ქვების სასროლ მანქანებს უწოდებდნენ, რომელიც არბალეტის პრინციპით მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ ასეთ საბრძოლო იარაღებს “ბალისტა”უწოდეს, ხოლო კატაპულტა ზოგადად ყველანაირი ქვისა და ისრების მტყორცნელ მანქანას უწოდეს. სიტყვა-სიტყვით კატაპულტა ან ბერძნული катапелтес ასე ითარგმნება: “წინააღმდეგ[კატა] ფარისა[პელტე]”. ეს სახელწოდება მომდინარეობს კატაპულტის თვისებიდან, გაარღვიოს ნებისმიერი აბჯარი და მოკლას თუნდაც მძიმედ აღჭურვილი მებრძოლი შორ დისტანციაზე. ალექსანდრე მაკედონელი ქალაქ ღაზის ალყის დროს მძიმედ დაიჭრა მხარში კატაპულტის ისრით, რომელმაც მისი ფარი და აბჯარი სულ ადვილად გაარღვია. თვითონ ალექსანდრეც იყენებდა ამ მომაკვდინებელი ძალის იარაღს ბრძოლაში. კატაპულტების რაოდენობა არასოდეს ყოფილა დიდი, რადგან მისი დამზადება საკმაოდ რთული იყო და დიდ დროს მოითხოვდა. გარდა იმისა, რომ ამ იარაღს მტრისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, ასევე დიდი იყო მის მიმართ შიში, რის გამოც მოწინააღმდეგის მეომრები შიშით ცახცახებდნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ კატაპულტიდან ნასროლი ისარს ვერც ფარი და ვერც აბჯარი წინ ვერ აღუდგებოდა. კატაპულტის პრინციპით მოქმედებდა რომაული “მორიელიც (სცორპიო)”, რომელსაც ლეგიონერები როგორც ბრძოლაში, ასევე ალყის დროსაც წარმატებით იყენებდნენ.

საინტერესოა, რომ საუკეთესო კატაპულტებისათვის თოკის მაგივრად თმისგან დაგრეხილ თოკს იყენებდნენ. ამას მოწმობს პოლიბიოსის ცნობები, რომლის მიხედვითაც ალყაში მოქცეულ ქალაქ სინოპს, 7 ტონა თმა გაუგზავნეს კატაპულტების თოკისთვის. ხშირად იყენებდნენ ცხენის ძუასაც. როდესაც პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელმა ახალი კართაგენი აიღო ესპანეთში, იქ ხელში ჩაიგდო 75 ბალისტა და 400 კატაპულტა. ამ 400 კატაპულტაში არბალეტის პრინციპზე მომუშავე მანქანების გარდა ყველანაირი სხვა ქვისმსროლელი ტექნიკა იგულისხმება. საბოლოოდ გვიანდელი ხანის რომის იმპერიაში სიტყვა კატაპულტი დამკვიდდრდა, როგორც “ონაგრის” პრინციპზე მომუშავე ქვისმტყორცნი მანქანის სახელი. ახლა გადავიდეთ ონაგრებზე. ონაგრი (ბერძ. όναγρος, ლათ. ონაგრეს) რომაული საბრძოლო მანქანა იყო, რომელიც კატაპულტის მსგავსად მტრისათვის ქვების დასაშენად გამოიყენებოდა. სიტყვასიტყვით ონაგრი ითარგმნება, როგორც “ველური სახედარი”. უწოდებენ ასევე კატაპულტასაც. ონაგრის ხის“კოვზი”, სადაც სასროლად გამზადებულ ქვას ათავსებდნენ, თმისაგან ან ძუისგან დამზადებული თოკით იჭიმებოდა და კავზე მაგრდებოდა.

როდესაც მეომარი კავის გასახსნელ სახელურს გამოსწევდა დაჭიმული თოკი სწრაფად და დიდი ძალით თავისუფლდებოდა, რის შედეგადაც ქვა საშინელი სისწრაფით მიჰქროდა მოწინააღმდეგისკენ ან გალავნისკენ. ასეთი ძალით გასროლილ თუნდაც სულ პატარა ქვას დიდი დარტყმის მიყენება შეეძლო. ონაგრებს წარმატებით იყენებდნენ გალავნის მცველებიც და ალყის დროს მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. მაგალითად სირაკუზის ალყისას მეორე პუნიკურ ომში, არქიმედეს გამოგონილი საბრძოლო კატაპულტებით და ონაგრებით რომის ჯარს საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა. ვეგეციუსის მიხედვით ყოველ რომაულ ლეგიონს ათი ონაგრი ჰქონდა და მის გადასატანად ხარებს იყენებდნენ.

კატაპულტაც და ონაგრიც ერთი ტიპის იარაღია და მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ორივე სხვადასხვანაირ მეთოდს იყენებს ქვისა და ისრის სატყორცნად. ეს ორი იარაღი იმდენად გავრცელებული და პოპულარული იყო, რომ XV საუკუნემდე რეგულარულად გამოიყენებოდა და მხოლოდ მოდფის და ზარბაზნის შექმნის შემდეგ ამოიღეს ხმარებიდან.

საალყო კოშკი – გამოიყენებოდა ქალაქის შტურმის დროს კედელზე ჯარის უსაფრთხოდ გადასაყვანად.ხის კოშკს მართკუთხა ფორმა ჰქონდა და ოთხ ბორბალზე იდგა, მისი სიმაღლე კი კედლის სიმაღლის ტოლი იყო ან ოდნავ მაღალი,რათა მშვილდოსნებს საშუალება ჰქონოდათ ზემოდან ესროლათ კედლელზე მყოფი ხალხისთვის.

ხის კოშკის ცეცხლისგან დასაცავად იყენებდნენ პირუტყვის ტყავს ან მეტალის ფირფიტებს.
კოშკი ძალიან მოუხერხებელი იყო ტრანსპორტირებისთვის,ამიტომ მას ალყის დროს აგებდნენ, რასაც რამდენიმე კვირა სჭირდებოდა.
პირველი საალყო კოშკი კართაგენელებმა ააშენეს, რაც შემდეგ მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელდა. ციხის მცველები ტალახს ასხავდნენ კედლის წინ რადგან ხის კოშკს სწორი ზედაპირი ჭირდება სამოძრაოდ.

როცა რომის არმიამ მასადას(ისრაელში მდებარე სიმაგრე) შეუტია და ალყაში მოაქცია,მისი საალყო კოშკით აღება გადაწყვიტა,თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, რადგან ციხე-სიმაგრე კლდეზე იდგა.რომაელმა ინჟინრებმა სასწაული მოახდინეს და უზარმაზარი მიწაყრილის აშენება დაიწყეს.ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა.როცა მიწაყრილი ააშენეს მასზე უზარმაზარი კოშკი აიტანეს,მაგრამ პირველი შტურმი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან კოშკს ცეცხლი წაეკიდა, თუმცა ცეცხლის ალი კარიბჭესაც მოედო,როცა კარიბჭე ბოლომდე დაიწვა,რომაელები ქალქში შეცვივდნენ, მაგრამ არავინ ცოცხალი არ დახვდათ.ყველა ებრაელმა თავი მოიკლა თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია.
როცა ასპარესზე ქვემეხები გამოჩდნენ კოშკების ერა დასრულდა.

ტარანი – ხის მორი(ნაძვის ან წიფლის). გამოიყენებოდა ქალაქის შტურმის დროს კედლების, კარიბჭის და კოშკების დასანგრევად.მორის თავზე დამაგრებული იყო რკინის ან ბრინჯაოს “ვერძი”, რაც უფრო მძლავრი დარტყმის განსახორციელებლად იყო საჭირო.
ტარანს ორნაირად იყენებდნენ:
I-მეომრებს ხის მორი პირდაპირ ხელში ეჭირათ და კედლის დანგრევას ცდილობდნენ.
II-ხის მორი დამაგრებული იყო ჯაჭვებით ბორბლებიან ხის კონსტრუქციაზე,რაც მის ტრანსპირტირებას აადვილებდა და დარტყმის ძალაც მეტი ქონდა.

რომაელი ავტორი ვიტრუვიუსი თავის ტრაქტატში ტარანის ისტორიას აღწერს,თუ როგორ გამოიყენეს პირველად კართაგენელებმა ესპანური ქალაქის კადისის ასაღებად ეს მოწყობილობა.სწორედ ამან უბიძგა ერთ-ერთ გემის მშენებელს ტიროსიდან, მიემაგრებინა გემის ცხვირზე დიდი ხის მორი რითიც ადვილი იქნებოდა მოწინააღმდეგე გემების ჩაძირვა.
ხოლო კერდასმა ქალკედონიდან ხის ბორბლებიან კონსტრუქციაზე დააყენა ტარანი. ზემოდან კი ხარის ტყავით დაფარა.ამ კონსტრუქციას ”კუს” უწოდებდნენ.ვიტრუვიუსი ასევე აღწერს თუ როგორ გამოიყენა მაკედონიის მეფემ ფილიპე მეორემ ტარანი ქალაქ ბიზანტიის წინააღმდეგ.
რომაელებმა ტარანის აშენება ბერძნებისგან ისწავლეს და პირველად სირაკუზის აღების დროს გამოიყენეს. ვეგეტიუსის აზრით ტარანის სახელწოდება მოდის ”ვერძიდან”(ლათ.-ტარანი).

ნიკა ხოფერია და ლევან თავლალაშვილი

ღაზის ალყა ( ძვ.წ 332 წლის სექტემბერ-ოქტომბერი )


ისოსთან სპარსეთის მეფის, დარიოს III-ის დამარცხების შემდეგ ძვ.წ 333 წელს ალექსანდრე მაკედონელი ფინიკიისკენ დაიძრა და ამ ქვეყნის დაკავება დაიწყო.

შვიდთვიანი ალყის შემდეგ მაკედონელებმა აიღეს ტიროსი და იქიდან ეგვიპტისკენ დაიძრნენ. ფინიკიიდან ალექსანდრემ პალესტინის ფილისტიმურ ქალაქებს შეუტია.