ლორენცო დი პიერო დე მედიჩი

   ლორენცო მედიჩი არის ადამიანი, რომლის ხელდასმითაც ვიცნობთ ისეთ გენიოსებს, როგორებიც არიან: სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო ბუონაროტი. თვითონ მედიჩების გვარი იტალიაში და მითუმეტეს ფლორენციაში უდიდესი გავლენით სარგებლობდა. რომის პაპი ლეო X და ლეო XI, ხომ ერისკაცობაში მედიჩები იყვნენ. კოზიმო მედიჩი, ლორენცოს ბაბუა, მათი გვარის პრივილეგიის ფუძემდებელი.
ის იყო ყველაზე ძლიერი ბანკირი რესპუბლიკაში და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ევროპაში. მედიჩის მოსდგამდა ოდიდგანვე ხელვნების თაყვანისცემა, როგორც ვატიკანს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ისინი ბევრად თავისუფალი შემოქმედების მოყვარულნი იყვნენ და ამით იმდროინდელ სასულიერო პირებს აღიზიანებდნენ. ლორენცოს მამა, პიერო მედიჩი ასევე ფრიად განსწავლული ადამიანი იყო, ფლორენციის მმართველი და ხელოვნების მფართველი. დედამისი ლურკაცია ტორნაბუონი კი პოეტი და სონეტების ავტორი. 
                                                          ლეო X(რაფაელის ნახატი)

  რათქმაუნდა ლორენცოს დაბადებითგანვე პრივილეგიები ჰქონდა, მაგრამ ამის გარდა, მეთხუთმეტე საუკუნის იტალიაში, ის საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო. ბავშვობიდანვე ეჩვეოდა პოლიტიკას, რაშიც მისი გვარი ყოველთვის მაღალ პოზიციებს იკავებდა. ფლორენციაში დაბრუნებამდე ის ხშირად აგვარებდა მისი ოჯახის საქმეებს და ხშირად დადიოდა კიდეც რომის პაპთან შეხვედრებზე. თუმცა, რომში მალე დაიძაბა პოლიტიკური ვითარება მედიჩების გარშემო. ამიტომ ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაბრუნებულიყო თავის ქალაქში.
1466 წელს, როდესაც მედიჩები ფლორენციაში ბრუნდებოდნენ, სასულიერო პირებს და მათ მოწინააღმდეგეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მთლიანი ოჯახი ამოეწყვიტათ და განთავისუფლებულიყვნენ მათი გავლენისგან. თუმცა ლორენცოს გამჭრიახობით მოხერხდა "კურტიზან ქალთა სამშობლოში" მათი უსაფრთხო დაბრუნება. რათქმაუნდა ეს ყველაფერი არ იყო, საკმარისი გავლენა ჯერ არ ჰქონდათ მედიჩებს ძალაუფლების მოსაპოებლად, მათ არ ჰყავდათ ჯარი. ამიტომ, პიერო მედიჩიმ მიიღო გადაწყვეტილება მის ვაჟს ცოლად შეერთო რომაელი ბარონის შვილი და კარდინალის ნათლული კლარისა ორსინი. ეს საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, ამით დაიბრუნეს ფლორენციის მმართველობა.
                                                                    ფლორენცია

1469 წელს პიერო მედიჩი გარდაიცვალა და მისი ვაჟი გახდა " maestro della bottega" (დიდი სახელოსნოს უფროსი). ზუსტად ეს სახელი ასახავს იმ დროინდელი ფლორენციის მდგომარეობას. ქალაქი მართლაც დიდ სახელოსნოს იყო დამსგავსებული, თავისუფალი იყო ხელოვნების ნიმუშებზე მუშაობა, თუმცა ეს არაორგანიზებულად ხდებოდა.
ლორენცო მედიჩს ხელოვნება თავისი ოჯახის სიძლიერის დასამტკიცებლად ჭირდებოდა, თუმცა ამასთან ერთად ძალიან კარგი თვალი ჰქონდა და შეეძლო აღმოეჩინა გენიოსები. მისი პირველი აღმოჩენა იყო სანდრო ბოტიჩელი, რომელიც, ლორენცოს მთელი ცხოვრების მანძილზე განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა.
  ახალგაზრდა მედიჩის პერიოდში და საერთოდ მედიჩების ისტორიაში, მათი ძალაუფლება პირად ერთგულებაზე იყო დამოკიდებული. ისინი სარგებლობდნენ მაფიის პრინციპით, მოსახლეობას ეხმარებოდნენ პირადი ქონებით და ძალაუფლებით, საფასურად კი "მეგობრობას" ითხოვდნენ. მედიჩების ოჯახი ფაქტიურად ფლორენციის ხელუსფლებას წარმოადგენდა, რომელსაც ნებისმიერ საქმეზე მიმართავდნენ, ამიტომ მათი "მეგობრების რიგი" არასდროს არ წყდებოდა. მათი ძალაუფლების დასტური იყო "La Cappella dei Magi" (მოგვების სამლოცველო), რომელიც იყო მათ სასახლეში მოხატული ბენოცო გოძილის მიერ. შიგნით შესული ადამიანი მაშინვე მოხვდებოდა გარემოს ტყვეობაში და მაშინვე აღიარებდა ამ გვარის გავლენას.
                                                          სანდრო ბოტიჩელი

  პირველად მოხდა ლორენცო მედიჩის მმართველობის დროს, რომ ხელოვანებს ჰქონოდათ საშუალება საჯაროდ გამოსულიყვნენ. ამ დროს ჩაუყარა სანდრო ბოტიჩელიმ ახალ მიმდინარეობას "la primavera" (გაზაფხული), რომელიც მაშინ დამკვიდრებული სასულიერო მხატვრობისგან განსხვავებოდა. ბოტიჩელი ამ ქვეყნიურ სილამაზეს ხატავდა, ვნების აღმძვრელ სურათებს, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი ეჭირა წარმართული მითოლოგიის პირველ წარმომადგენელ: ვენერას. სწორედ მან ჩაუყარა რენესასს (აღორძინებას) საფუძველი.
ფლორენციაში ყველაფერი რიგზე არ იყო, ამ დროს გააქტიურდნენ მედიჩიზე ძველი გვარის, პაცების ოჯახი. პაცების გვარი თავს იწონებდა წარსული დიდებით, მათ ოჯახში რაინდები ცხოვრობდნენ და იმ დროსაც სარგებლობდნენ ამ პრივილეგიით. მედიჩების მსგავსად, ისინიც აკონტროლებდნენ სამეზობლო ტერიტორიას, თუმცა როდესაც ლორენცო ფლორენციის მმართველი გახდა, მისი პირველი ნაბიჯი იყო, რომ არ მიშევა მოწინააღმდეგე ოჯახი ქალაქის მმართველობამდე. კათოლიკური ეკლესიის მეთაურებსაც მედიჩების ვალი ჰქონდათ და ამავდროულად ღიზიანდებოდნენ ბოტიჩელის ნამუშევრებით, ამიტომ შეეკრნენ პაცებს და ყველაზე მკრეხელური გეგმა შეადგინეს, რაც კი შეეძლოთ მოეფიქრებინათ.
                                                    იქელანჯელო ბუანოროტი

1478 წლის 26 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ლორენცო და ჯულიანო მედიჩი (ლორენცოს ძმა) ეკლესიაში წირვას ესწრებოდნენ, როდესაც შეთქმულთა ჯგუფი თავს დაესხა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ორივე ძმა უნდა მოეკლათ, რადგან მხოლოდ ფლორენციის მმართველის მკვლელობით არაფერი შეიცვლებოდა, მისი ძმა ჯულიანი საკმაოდ ქარიზმატული, სიმპატიური და განსწავლული ადამიან იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძმის ძალაუფლებას გადაიბარებდა, მოწინააღმდეგეებს კი სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა.
                                                            ჯულიანო მედიჩი

ამ დღეს მედიჩების გვარი სასწაულმა გადაარჩინა. მართალია ჯულიანო მედიჩი გარდაიცვალა (მას 19-ჯერ დაარტყეს დანა), მაგრამ ლორენცო მძიმე ჭრილობის მიუხედავად გადარჩა და როგორღაც ხელიდან გაუძვრა მკვლელებს. მან მოახერხა ეკლესიაში მისი დაბნეული მეგობრების წინაშე წარსდგომა და ამით დაანახა, რომ მედიჩი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ქალაქში ძალაუფლება მას ეკუთნოდა. ამით გათამამებული მისი მომხრეები მკვლელებს სასტიკად გაუსწორდნენ და არც სასულიერო პირები დაინდეს.
კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლების მკვლელობის ამბავი, რომ შეიტყო რომის პაპმა სიქსტი მეოთხემ, ბრძანება გასცა ფლორეცნიის მმართველი ოჯახის განადგურების შესახებ. ლორენცო მედიჩი მიხვდა, რომ სასწრაფო ზომები უნდა მიეღო ქალაქის დასაცავად. 1479 წელს, მან პირადი რისკის საფასურად ნეაპოლს მოაშურა, მისმა ქარიზმამ დაატყვევა მის წინააღმდეგ წამოსული მმართველები ხოლო ფულმა კი ერთგულების გარანტია მისცა. ამ ყველაფერთან ერთად, ყველამ იცოდა, რომ უმდიდრეს ქალქ ფლორენციაში, ლორენცო იყო მათი საზღვაო მიმოსვლის გარანტი, მას უწოდებდნენ: "მაგნიტიჩენცია", რაც დიდძალი ფულის პატრონს ნიშნავს. ნეპოლიტანელებმა ჯარები უკან გამოიწვიეს. ლორენცო მედიჩის აღმზრდელი ამბობდა, რომ ამ დროს, ფლორენციის მმართველი სხვის დასანახად დღე მხნედ გამოიყურებოდა, ხოლო ღამე კი მეტად საშინელი სანახავი იყო.
1784 წელს, ლორენცოს კიდევ ერთი პირადი ტრაგედია დაემატა. მისი ცოლი და ერთგული მეგობარი კლარისა ორსინი ტუბერკულიოზით 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.
                                                          ლეონარდო და ვინჩი

საყვარელი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, მან ხსნა ისევ ხელოვნებაში მოძებნა. 1488 წელს მან სამხატვრო სკოლა დაარსა, რაც მის არცერთ წინამორბედს არ გაუკეთებია და იმ დროს შეიძლება ითქვას უპრეცედენტო აქტი იყო. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, "აღორძინების" ხანას კიდევ ორი გენიოსი შეემატა: ლეონარდო და ვინჩი და 13 წლის მიქელანჯელო ბუონაროტი, რომელიც ლორენცომ იშვილა და თავის ოჯახში აცხოვრებდა. მიქელანჯელოს აძლევდა საშუალებას დამჯდარიყო სუფრასთან და მოესმინა გენიოსების საუბრები, რომელთა მოთავე რათქმაუნდა სანდრო ბოტიჩელი გახლდათ...
თუმცა ამ დროს მას მრისხანე მოწიააღმდეგე გამოუჩნდა, დომინიკელი ბერი ჯიროლიმო სავონაროლა. სავონაროლა რელიგიური ფანატიკოსი იყო, რომელიც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა გარდა რელიგიისა. მას ყველა უბედურების მოთავედ ლორენცო მედიჩი მიაჩნდა და წინასწარმეტყველებდა მის საშინელ სიკვდილზე.
ჯიროლამო სავონაროლა

ლორენცოს ამ პრობლემის შემდეგ, კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა, მას ფინანსები შემოაკლდა. მედიჩიმ ინვესტიციებში დიდი ფული დააბანდა და დაკარგა, მისი ქონება საგრძნობლად შეთხელდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეგობრების წრესაც იგივე დაემართა. ამიტომ სავონაროლას აუდიტორია შეემატა, თვითო რომის პაპიც კი უსმენდა მას.
სავონაროლას წიანსწარმეტყველება აუხდა, ლორენცო მედიჩს დაავადება შეეყარა და წამებით აღესრულა. თუმცა სიკვდილამდე მან სავონაროლას უხმო აღსარების ჩასაბარებლად. ფლორენციის მმართველთან მისულმა ბერმა დაწყევლა ის და ყურში ისეთი საშინელებები ჩასჩურჩულა, რომ ნაწამები სახით აღესრულა სახელოვანი მედიჩი.
ამის შემდეგ სავონაროლა ოთხი წელი მართავდა ფლორენციას, რომელსაც პაპის ჯარები უმაგრებდნენ ზურგს (თვითონ ეს ბერი კათოლიკურ ეკლესიასაც ქარცეცხლში ატარებდა. თქვენ შეგეძლოთ გაცნობოდით სიქსტი მეოთხეს წინა სტატიაში: იოანე ოცდამესამე: ბალთაზარკოსა). მან მედიჩები განდევნა და თავის სამსახურში ჩააყენა: ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო. სანდრო ბოტიჩელის მან აიძულა, რომ თავისი ნამუშევრები გაენადგურებინა, ხოლო ყველაფერი რაც მედიჩებს უკავშირდებოდა ასეთივე ბედი აწია.

არც სავონაროლას ჰქონდა ბევრი დრო დარჩენილი. პაპმა სავონაროლას მოუწოდა, რომ ეკლესიის გმობა შეეწყვიტა და კარდინალობაც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ დომინიკელი ბერი აწამეს, დანაშაული აღიარებინეს და ჩამოახრჩეს.
  ამ ღალატის და ინკვიზიციის მოსვლის მიუხედავად მედიჩები არ გატყდებიან. ლორენცოს შვილი და ძმისწული მომავალში აღადგენენ მათი გვარის ძალაუფლებას და შემდგომში პაპებიც გახდებიან, ლეო მეათის და ინოკენტი მეშვიდის სახელით. 

                            გიორგი ხარშილაძე