მედიჩების ოქროს ხანა დასრულდა, ლორენცო მედიჩი მკვდარია. თუმცა ამ დიდ ფლორენციელს, წინასწარ ჰქონდა ყველაფერი გათვლილი. თავისი უკანასნელი სახსრებით, მან თავის ვაჟს ჯოვანის კარდინალის ტიტული უყიდა.
ფლორენციას ოთხი წელი ჯიროლიმო სავონაროლა მართავდა რკინის ხელით, მანამ სანამ ჩამოახრჩობდნენ. ამის შემდეგ ქალაქის მმართველი საბჭოს თავჯდომარე გახდა ცნობილი მოაზროვნე და პოლიტიკოსი: ნიკოლო მაკიაველი.
ის იყო იტალიელი პატრიოტი, რომელიც მართლა ზრუნავდა ქვეყნის გაერთიანებაზე. ის რესპუბლიკის მომხრე იყო, თუმცა თვლიდა, რომ ამაჟამად ქვეყანას ერთი ძლიერი მმართველი ჭირდებოდა, რომელიც შეძლებდა დაქუცმაცებული სამეფოების გაერთიანებას. ფლორენციის მმართველმა საბჭომ კი ჯილდო დააწესა იმ ადამიანზე, რომელიც შეძლებდა გაქცეული მედიჩების მოკვლას. საუბარი მაქვს ლორენცო მედიჩის ვაჟ ჯოვანიზე და ძმისწულ ჯულიოზე.
ცხრა წელი იხეტიალეს ამ გავლენიანი ოჯახის შვილებმა მფარველის მოსაძიებლად. ჯოვანი მამამისის ნაყიდი კარდინალის ტიტულით იწონებდა თავს, ხოლო ჯულიო ერთი ნაბიჯით ჩამორჩებოდა, ის მღვდელი და წინამძღვარი გახლდათ. მათ იცოდნენ, რომ ფლორენციის გარეშე ისინი მხოლოდ საეკლესიო ტიტულის ამარა რჩებოდნენ და ქალაქი დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა. ძალიან გაუმართლათ მედიჩებს, როდესაც მაღალი წოდების სასულიერო პირებმაც ინებეს მოესმინათ მათი გასაჭირი და იმ დროს წმინდა ტახტზე მოკალათებული იულიუს მეორე, ერისკაცობაში ჯულიანო დე ლა რივერე გავლენიანი გვარის შთამომავალი იყო, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ფლორენციელი დიდებულების ამბავი. მან წმინდა ტახტის ჯარი გააყოლა ძმებს თავისი ქალაქის დასაბრუნებლად.
ნიკოლო მაკიაველი
მაკიაველის გავლენით ამ დროს მიქელანჯელო თვლიდა, რომ მისი სათაყვანებელი ოჯახისა და ფლორენციის ინტერესი გაიყარა. ამიტომ მან დავითის ქანდაკება დაამზადა, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტის წინ აღმართეს. ეს ნიშნავდა დაუმორჩილებლობას ნებისმიერი დიქტატორის წინაშე. დავითი პატარა ფლორენციად იყო წარმოჩინებული, რომელიც დიდ გოლიათს, მედიჩების ოჯახს ებრძვის. მასეთან ერთად, მეორე გენიოსმა ლეონარდო და ვინჩიმ კათოლიკური ეკლესიისთვის მეტად საჭოჭმანო გადაწყვეტილება მიიღო, ის მეთაურობდა საავადმყოფოდან გვამების გამოტანას ადამიანის ქსოვილის შესასსწავლად.
როდესაც გაიგო მაკიაველიმ პაპის პოზიცია, რომელიც მედიჩებს ჯარს ატანდა ფლორენციის დასამორჩილებლად, მან მიქელანჯელო ბუონაროტის და ლეონარდო და ვინჩის დაავალა მოეხატათ პალაცოლიკიო ცნობილი ფლორენციული ბრძოლებით, მოსახლეობისთვის საბრძოლო სულისკევეთების ასამაღლებლად. ლეონარდო და ვინჩი მსოფლიოში აღიარებული მხატვარი იყო, მაგრამ არა საუკეთესო. მას ამ წოდებაში მიქელანჯელო ეცილებოდა და ამითაც იყო განსაკუთრებული ეს შემთხვევა. ლეონარდომ ანგიერის ბრძოლა დახატა, გაშმაგებული, სისხლიმსმელი ადამიანების სახეებით, რისი დახატვაც იმ დროს არაეთიკურად მიაჩნდათ. ხოლო მიქელანჯელომ კი კასკანას ბრძოლა, სადაც ადამიანების და ქალაქის შიში ნათლად წარმოაჩინა.
კასკანას ბრძოლა(მიქელანჯელო)
მალე მედიჩებმა ტოსკანიის საზღვარი გადაკვეთეს და ფლორენციასთან ახლოს მდრებარე, კარგად გამაგრებულ ქალაქ პარტოს მიადგნენ. თუმცა არ გასჭირვებიათ მისი აღება, კედლის გადაკვეთის შემდეგ კი ჯარმა ეკლესიის სახელით საშინელი სისასტიკე გამოიჩინა. ქალაქი სისხლში ცურავდა, ხოლო მედიჩები იმით იმიშვიდებდნენ თავს და ამშვიდებდნენ პაპს, რომ ეს მაგალითი იქნებოდა ყველასთვის. ასეც მოხდა, ფლორენციამ თავი უშანსოდ ჩათვალა და დანებდა.
პაპი იულიუს II(რაფაელ სანტი)
დიქტატურა აღდგა, თუმცა ეს მხოლოდ ძალმომრეობით მოხერხდა და სტაბილურობა ჯერაც არ იყო ქალაქში. მედიჩებს კი შეეძლოთ მათი მოწინააღმდეგის, მაკიაველის ბრძნული სიტყვებით დაემშვიდებინათ თავი, რომელიც ამბობდა, რომ სიყვარულსა და შიშს შორის თუ ექნებოდა არჩევანი გასაკეთებელი, ის შიშს აირჩევდა, რადგან ქვეშერმდომთათვის ორი რამ არის უპირატესი: სიცოცხლე და საკუთრება. იულიუს მეორემ, როდესაც მედიჩების გამარჯვების შესახებ შეიტყო, მან თხოვა მათ მიქელანჯელო გაეშვათ ვატიკანში სიქსტის კაპელის მოსახატად, რაზეც რათქმაუნდა უარი ვერ უთხრეს.
მალე გარდაიცვალა მედიჩების მფარვაელი პაპი იულიუს მეორე. როგორც წესი იყო, ამიტომ ყველა კარდინალი რომში მიიწვიეს. კონკლავი ერთი კვირა გრძელდებოდა, საპირფარეშოში კარდინალები ერთამანეთს ხვდებოდნენ და ხმის მიცემას ათანხმებდნენ, თუმცა უპირატესობა ჯოვანი მედიჩის ჰქონდა. ერთი კვირა ვერ ირჩევდნენ სასურველ პაპს, სანამ მათი კვება დღეში ერთჯერადი არ გახდა და ისიც კარდინალებისთვის უკადრისი საკვებით. ამის შემდეგ უმაღლესმა სასულიერო პირებმა გონება დაძაბეს და არჩევანი გააკეთეს. გადამწყვეტი ხმა ჯოვანი მედიჩის შეხვდა, რომელსაც ამავე დროს უნდა გამოეცხადებინა თუ ვინ იყო ახალი პაპი. 1513 წელს, რათქმაუნდა წმინდა ტახტის ახალი პატრონი ლორენცოს ვაჟი აღმოჩნდა და იწოდა ლეო X-ის სახელით.
ანგიარის ბრძოლა(ლეონარდო და ვინჩი)
ფლორენციამ მალევე სიხარულით მიიღო ჯოვანი მედიჩი, ხოლო დაივიწყა მისი სასტიკი საქმეები. იტალიაში ხომ წმინდა მამა შეუცდომელია და უზენაესესის გადაწყვეტილებით ხდება მისი მოადგილე დედამიწაზე.
მაკიაველიმ, როდესაც შეიტყო ლეო მეათის ტახტზე ასვლის შესახებ, ის მალევე გაემგზავრა მის სამსახურში ჩასადგომად, მაგრამ იქ შეიპყრეს და ანტისახლმწიფოებრივი შეთქმულების ბრალდებით სასტიკად აწამეს, შემდეგ ქალაქიდან განდევნეს და შინა პატიმრობაში ამყოფებდნენ. მაშინ მან წიგნი მიუძღვნა მედჩიებს, სახელად "მთავარი", რომელიც ამბიციურ დიქტატორებს რჩევებს აძლევდა, თუმცა მაინც ვერ მოახერხა მათი გულის მოლბობა და წმინდა ტახტის სამსახურში ჩადგომა.
მიქელანჯელო შეშინებული იყო მედიჩის პაპის ტახტამდე აღზევებით, არ უნდოდა გაეხსენებინათ მისი ღალატი. სიქსტინის კაპელას კი ყოვლად უხასიათოდ ხატავდა, რადგან თვლიდა, რომ ხატვა მისი საქმე არ იყო. მაგრამ მან შექმნა შედევრი, რომელმაც მედიჩები მის საჭიროებაში დაარწმუნა. მიქელანჯელოს უბრძანა ლეო მეათემ მათი წინაპრების: ლორენცო და ჯულიანო მედიჩების საფლავის მონუმენტური კონსტრუქციის აგება, რაზეც უარს ვერ იტყოდა გენიოსი. ჯერ ერთი ლორენცომ აღზარდა და მორე პაპისთვის უარი თქმა საკმაოდ რთული საქმეა.
როგორც პაპი ჯოვანი საკმაოდ მსუნაგი აღმოჩნდა. ის ყოველდღე მდიდრულ სუფრას მიუჯდებოდა და დაახლოებით სამოცდახუთი კერძი შემოჰქონდათ დაუსრულებლად. ამიტომ, მან მალე "მოახერხა" პაპის ხაზინის დაცარიელება. ხაზინის დაცარიელებასთან ერთად, რამდენიმე კარდინალმა გადაწვიტა ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მკვლელებს ლეოს მოკვლა დაავალეს. თუმცა ქრისტეს მოადგილემ შეიტყო ამ შეთქმულების შესახებ და მკვლელები, მათი დამკვეთების თაოსნობით სიცოცხლეს გამოასალმა. ამის შემხედვარემ "წმინდა" მაფიოზურ სტილში წამოწია თავის დაახლოებული პირები კარდინალად და ნებისმიერ თანამდებობას მისი მომხრეები განაგებდნენ, ჯულიოს კი მანამდე, ტახტზე ასვლიდან მოკლე ხანში უბოძა კარდინალობა. ისტორიკოსები ლევ მეათეს ახასიათებენ ისეთ ადამიანიად, რომელიც სინდისს ყიდდა და ეკლესიებს აგებდა. პაპის სახელის განდიდებისთვის, მისი წინამორბედი იულიუს მეორე თავდაუზოგავად შრომობდა, თუმცა ჯოვანის სახელზე მეტად, თავის ფლორენცია ადარდებდა. ლეომ ხაზინის შესავსებად ძალიან დიდი რაოდენობით ინდულგენციებით ვაჭრობა დაიწყო.
მარტინ ლუთერი
1517 წლის მარტინ ლუთერის გამოსვლამაც ვერ გაუფუჭა მას ხასიათი, ის ხომ რომი პაპი იყო და ვიღაც ავგუსტინელი ბერის ნაქადაგები არაფრად აინტერესებდა. მან დიპლომატიურად მალევე მოკვეთა ლუთერი ეკლესიიდან, მაგრამ ეს დროებითი გამარჯვება იყო, მისმა 95-მა თეზისმა დიდი პოპულარობა ჰპოვა გერმანიაში და ამ რაოდენობით, ასეთ დიდ მანძილზე მანამდე არაფერი გავრცელებულა. ლუთერი მხოლოდ ინდულგენციებით ვაჭრობის შეწყვეტას ითხოვდა, თვით კათოლიკურ ეკლესიას არსებობას ეჭვქვეშ არ აყენებდა. ჯოვანიმ თითქოს აქ არაფერიო და გერმანიას ისევ თხოვდა ფულის გამოგზავნას.
ამ დროს ულრიხ ფონ ჰუტენმა თქვა "რომის ტრიადაში": "სამი რამით ვაჭრობს რომი - ქრისტეთი, სამღვდელო ადგილითა და ქალებით... სამი რამ ფასობს რომში: ქალის სილამაზე, კარგი ცხენი და პაპის სიგელი... სამი რამ არის უხვად რომში: მეძავები, მღვდლები და მდივნები". პაპმა კი იმით, რომ ვერ გაიაზრა ლუთერის გამოსვლის მნიშვნელობა, დაკარგა "მეწველი ძროხა" გერმანიის სახით.
პასკვინომ ეპიგრამა უძღვნა პაპს, სურათში, რომელშიც ეშმაკი შანთით წვავს ვენერიული სენით დაავადებულ ლეოს: "მოგზაურო, შემ მეკითხები, რატომ ვერ მიიღო ლევ მეათემ ზიარებაო? გაყიდა! რატომ უვლიან ასე ცუდად სამწყსოს? იმიტომ, რომ ლევ მეათე, იმის ნაცვლად, რომ პირუტყვს მოუაროს, ადამიანებს მწყემსავს"
კლიმენტი VII
არ დაცალდა მედიჩის დიდ ხანს ლუთერთან ბრძოლა. რომის პაპი უბრალო ზამთრის სუსხმა იმსხვერპლა. დადიოდა ჭორები, რომ ის ჰომოსექსუალი იყო.
ჯოვანის ბიძაშვილს, ჯულიანს ერთი წელი დასჭირდა პაპამდე აღსაღზევებლად, რადგან მანამდე უტრეხტელი პაპი ადრიან მეექვსე გახდა. ის გახლდათ კარლოს მეხუთეს მოძვღვარი და ეკლესიის რეფორმაციას უბრალო კერპს ეძახდა.
თუმცა არ დაცალდა ადრიანს დიდ ხანს პაპობა, 1 წელიწადში გარდაიცვალა და მის ადგილზე მოვიდა ჯულიანო მედიჩი სახელად კლიმენტი VII. ამბობენ, რომ მან ქრთამით შეძლო ტახტზე ასვლა. ახასიათებენ, როგორც სუსტ დაფარისეველ პაპად. ტახტზე ასვილისას საფრანგეთის მეფე ფრანცისკ პირველსა და გერმანიის იმპერატორ კარლოს მეხუთს შორის ომი მიმდინარეობდა, მან პირველის მხარე დაიჭირდა და სასტიკად შეცდა. კარლოსმა დაამარცხა მოწინააღმდეგე და ისედაც განრისხებულმა პროტესტანტებმა რომს ალყა შემოარტყეს. იმ პერიოდში რომზე თავდასხმა წარმოუდგენელი იყო, ეს წმინდა ქალაქი იყო და ეს უბრალოდ არ შეიძლებოდა. ჯულიანომ სასწრაფოდ შეაფარა თავი სანტ-ანეჯოს ციხეს და სწორადაც მოიქცა, მეორე დღეს "ჩიცა საკრა" (მარადიული ქალაქი) დაეცა. ქალაქში შემოსული გერმანელები არავის ინდობდნენ და პირველ დღეს 8 000 ადამაინი მოკლეს. როდესაც ინათა რომში მამაკაცების დიდი ნაწილი მკვდარი იყო, ხოლო ქალებს ნამუსი ჰქონდათ ახდილი.
კარლოს V
შვიდი თვე იყო ალყაში ჯულიანო, რაც საკმარისი აღმოჩნდა მისთვის თავის დასაღწევი გეგმა შეემუშავებინა. მან პაპის ძვირფასეულობა მთლიანად გადაადნო, ტანსაცმელში ჩააქსოვა და მოსყიდვის საშუალებით ფლორენციისკენ გასწია. მაგრამ მის ქალაქში უკვე შეეტყოთ რომში მომხდარი ამბავი და მედიჩების მომხრეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ინოკენტიმ გადაწყვიტა ქალაქი შტურმით აეღო, თუმცა ფლორენციელებს კიდევ ჰქონდათ ერთი კოზირი. მათ ყავდათ ეკატერინე მედიჩი, ჯულიანოს ძმისწული და მათი გვარის ერთადერთი პირდაპირი გამგრძელებელი. რომის პაპი მას "თავის შეუფასებელ მარგალიტს" ეძახდა, ამიტომ ჯარები უკან გამოიწვია და მალე ფრანცისკ პირველის შვილს, მომავალში საფრანგეთის მეფეს: ანრი მეორეს მიათხოვა (ამ დროისთვის ეკატერინე მედიჩი მხოლოდ 14 წლის იყო).
ინოკენტი მალევე შეიპყრეს ლანსკეხტებმა და ფლორენციის გადარჩენის მიზნით, ჯულიანომ პაპისთვის სამარცხვინო ზავი დადო. ამის შემდეგ მალევე გარადიცვალა ინოკენტი და პისკვინოს ეპიგრამამ უკვდავყო ის: "ძეგლი რად უნდა, ჯობს ტიბრში ისროლონ მისი გვამი! თუმცა ტიბრი თხელია, მის საძაგლობას სადღა დაიტევს! კლიმენტისთვის საჭიროა უძირო ზღვა."
გიორგი ხარშილაძე