რომი სამოქალაქო ომი, ნაწილი I დირაქიუმი

                                                                     პომპეუსი 
 
რომი, 300 წლიანი რესპუბლიკა საფრთხის წინაშე დგას. პროკონსულმა გაიუს იულიუს კეისარმა, რომელსაც უკვე ორი წელია სტატუსი ჩამოართვეს, მდინარე რუბიკონი გადაკვეთა, რაც ნიშნავს რესპუბლიკის დაუმორჩილებლობას და ომის გამოცხადებას. კეისარი, რომელიც არის ბიბრაქტის, ალეზიის და გერგოვიის გმირი, ბრწყინვალე სტრატეგი რატომ დგავს ამ ნაბიჯს? მას ქონდა შიში რომში შექმნილი მდგომარეობის, ფიქრობდა რომ ჯარის გარეშე ჩასულს, აუცილებლად სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ნამდვილად იყო ეს მიზეზი თუ პირადი ამბიციები გააჩნდა?

რუბიკონის გადალახვას რომში არავინ ელოდა, (იმ პერიოდში მხოლოდ ორი დღის სავალი იყო მდინარიდან მარადიულ ქალაქამდე) რესპუბლიკის ჯარები არ იყვნენ დედაქალაქში მობილიზებულნი. სენატმა მიიღო გადაწყვეტილება სახელოვანი სარდალი ჩაეყენებინა არმიის სათავეში, ადამიანი რომელსაც უკვე ოცი წელი არ ეხელმძღვანელა საბრძოლო კამპანიებში, 58 წლის პატრიციუსი: გნეუს პომპეუს მაგნუსი. პომპეუსმა მიიღო ეს გამოწვევა, იგი არ იყო უამბიციო მთავარსარდალი ცინცინატივით (გამოჩენილი სარდალი, რომაელთათვის უსაყვარლესი და მისაბაძი პიროვნება. ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მისდევდა
                                                                          კეისარი

მიწათმოქმედებას, მაგრამ როდესაც იმპერიას ჭირდებოდა ჯარებს სათავეში ჩაუდგებოდა, მოაგებინებდა ბრძოლას და ისევ წინანდელ საქმეს დაუბრუნებოდა), პომპეუსს ენატრებოდა ბრძოლებში მონაწილეობის მიღება და უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო რომში ყველაზე ძლიერი სარდალი და მისი ჩამოწერა ჯერ კიდევ ნაადრევი გახლდათ. რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით უკან დაეხია სანამ ჯარების მობილიზაციას შეძლებდნენ და დედაქალაქი კეისარს დაუთმო. პომპეუსმა საბერძნეთში (დღევანდელ ალბანეთში) შეძლო ჯარები გაეერთიანებინა და იქ გამაგრდა, კეისარიც არ დარჩა რომში, არ დაელოდა მოწინააღმდეგის შეტევას, ის ფეხდაფეხ გაყვა ოპონენტს. 

ბრძოლა გაიმართა ქალაქ დირაქიუმთან ახლოს, მისი მაშტაბები იმდენად შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ შეიძლებოდა ომის ბედი სწორედ აქ გადაწყვეტილიყო. კეისრის ვეტერანი, გამოცდილი ჯარისკაცები შიმშილობდნენ და დეზერტირობის შემთხვევებიც ხშირი იყო, ამიტომ იძულებული გახდა პროკონსული შეტევითი ომი ეწარმოებინა, მას მხოლოდ 15 000 ჯარისკაცი ყავდა, მოწინააღმდეგეზე სამჯერ ნაკლები. პომპეუსს თავის ჯარისკაცები გეოგრაფიულად საკმაოდ კარგ ადგილას ყავდა განლაგებული, მის უკან ზღვა იყო(ზღვას პომპეუსელები აკონტროლებდნენ და მუდამ აწვდიდნენ სურსათს), ხოლო დანარჩენი ნაწილი მთებით იყო შემოსაზღვრული. იულიუსმა გადაწყვიტა სუსტი ადგილი მოენახა მოწინააღმდეგისთვის და მთელი ძალით მიეტანა მტერზე იერიში, თუმცა მის არმიაში მომსახურე გალებმა უღალატეს, პომპეუსიანელებს შეეკრნენ და კეისრის ბანაკის სუსტი ადგილი უჩვენეს. პომპეუსსაც, რომის ისტორიაში ამ გამოჩენილ და
                                                                 გალი ცხენოსნები

სახელოვან სარდალს, რათქმაუნდა არ შეეშლებოდა თავისი ჯარის მომზადება. კეისარიც პირველად შეხვდა პირისპირ ასეთ ძლიერ მხედართმთავარს, რათქმაუნდა ვერცინგეტორიქსს არ ვაკნინებ, მაგრამ პომპეუსსმა თავის ცხოვრებით და ომის ცოდნით დაიმტკიცა თავისი სტატუსი და მიიღო თიკუნი „მაგნუს“ ანუ დიდი.
პომპეუსიანელები მოულოდნელად გამოჩნდნენ და კეისარს თავს დაატყდნენ. იულიუსმა როგორც შეეძლო შემოიკრიბა მოუმზადებელ მეომართა რიგები, მათი ერთგულებისა და სიმამაცისკენ მოუწოდა, მასთან დარჩენილ ჯარისკაცებს გმირები უწოდა, ხოლო გაქცეულებს, როგორც ეკუთნოდათ დეზერტირები. ამდენ ჭირს
                                                                 რომაული ბანაკი

გამოვლილ ჯარისკაცებშიც კი ყოფილან ისეთები ვინც ბოლომდე არ უერთგულეს მათ სარდალს და დღეს ხედავდნენ ვინ იყვნენ რომის დამცველნი და "გაზულუქებული" სენატორების მტრები. კეისრის ბრძანებაზე ჯარმა შეტევა განახორციელა, რომის ჯარისკაცებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს. როდესაც მიხვდა კეისარი, რომ არაფერი გამოვიდოდა, უკან დაიხია, სრულ კრახს მოერიდა და გამარჯვებისკენ ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა, რაც შეიძლება მთავარსარდალს გაეკეთებინა. 1 000 კეისრის და 2 000 რესპუბლიკის ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე. გნეუს პომპეუსმა კეისარიანელებს დაანახა, რაოდენ ძლიერ
                                                          რომაელი ლეგიონერები 

მოწინააღმდეგესთან ჰქონდათ საქმე. როგორც ყოველთვის თუ პომპეუსი მოთმინებით აღიჭურვებოდა, ის აუცილებლად მიაღწევდა გამარჯვებას, შედეგს გამოიღებდა სენატორების პროპაგანდა დიადი რომის შესახებ და ჯარს კეისარს ადვილად დაავიწყებდა, დეზერტირობა იმატებდა და ერთი დარტყმით შეძლებდნენ მტრის განადგურებას.

                                                                                            გიორგი ხარშილაძე