დემეტრე I(1125-1146 წ.) – ერთიანი საქართველოს მეფე, დავით IV-ს უფროსი ძე. გიორგი IV ლაშას პერიოდის უცნობი მემატიანე წერს, რომ დავითმა “სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე და დაადგა გვირგვინი თვით მისითა ხელითა”. მართლაც იგი მამის მეფობის პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვაში, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა შირვანისა და დიდგორის ბრძოლებში. დავით აღმაშენებლის მემატიანის სიტყვებით მეფე დავითმა: “გაგზავნა ძე თვისი დემეტრე შარვანს სპითა ძლიერითა ლაშქრად. ხოლო მან ქმნნა ომნი საკვირველნი, რომელთა განაკვირნა მხილვენი და მსმენელნი, გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-მოსილი მოვიდა წინაშე მამისა თვისისა სავსე ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა”.
დემეტრემ დიდგორთან ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზის ძალებზე მთავარი დარტყმა განახორციელა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სელჯუკთა კოალიციის განადგურებაში. დემეტრეს შესახებ მათე ურჰაელი ამბობს, რომ: “იგი ძგულადი და ღვთის მოყვარე და ყოვლითურთ თავის მამის დავითის მსგავსი იყოო”. სამწუხაროდ დემეტრეს შესახებ მეტად მწირი ინფორმაცია გვაქვს და ამიტომ მისი მეფობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

დემეტრე 1125 წელს გამეფდა, მამის სიკვდილის შემდეგ და აქტიურად ჩაერთო გაერთიანებულ-გაძლიერებული სამეფოს საზღვრების დაცვასა და ახალი მიწების შემოერთებას. იმავე წელს მან დმანისი დაიპყრო, ხოლო 1128 წელს – ხუნანი. ლაშა-გიორგის მემატიანე იმასაც წერს, რომ დემეტრემ “გააქცივნა სუქმეთნი. . .ყოვლისა სპარსეთობისა დახოცნა და ამოსწყუიდნა, აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი”. ვარაუდობენ, რომ აქ შეიძლება ნასრედინ-სუკმან II(1128-1183) იგულისხმებოდეს, თუმცა არცერთ სხვა წყაროში არ მოიპოვება ინფორმაცია დემეტრესა და სუკმანის ომის შესახებ. დავითის მემკვიდრემ ვერ შეინარჩუნა ანისი და ყმადნაფიცობის პირობით წინანდელი მმართველის, მანუჩეს შვილებს დაუთმო(ამის შესახებ მათე ურჰაელი წერს), ხოლო სომეხი ისტორიკოსვარდანის მიხედვით: “ამ დროს აბლსოვარის ერთმა შვილმა, რომელიც ხორასანში იყო, მამისა და ძმების თავგადასავალისა და დავით მეფის სიკვდილის ამბავი შეიტყო თუ არა, მამეულ ქალაქ ანისის სათხოვნელად მოვიდა და ვედრებით შეეხვეწა აბულეთსა და ქალაქის მთავრებს. რაკი ქალაქი თურქთაგან დიდს გაჭირვებაში იყო, ამიტომ აბულეთმა გადასცა მას, შეიწყალა ქრისტიანენი, უფრო კი თავისი შვილი ივანე, რომ იგი მუდმივ ომებში არ დაღუპულიყო, და გადასცა მას”. ანისის წინანდელი მმართველის შვილისთვის გადაცემა დემეტრეს ნებაყოფლობით არ გაუკეთებია, ის უფრო იძულებული გახდა, რადგან მუსლიმები გამუდმებით უტევდნენ ქალაქს და მოსვენებას არ აძლევდნენ აბულეთისძეებს.
1139 წელს არრანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ძალიან დააზარალა ქალაქი განძა, რითაც ისარგებლა დემეტრემ და ლაშქრობა მოაწყო ამ ქალაქის წინააღმდეგ. კირიკოს განძაკელი წერს, რომ მეფემ გაიმარჯვა და განძიდან ძლევამოსილი დაბრუნდა, თან კი ალაფთან ერთად ქალაქის კარიბჭეც ჩამოიტანა. ეს კარი ქართველებმა გელათს შესწირეს და ახლაც იქ ინახება. ეს რომ ნამდვილად დემეტრეს მიერ ჩამოტანილი განძის კარიბჭეა, ამას მასზე არსებული დაზიანებული ქართული წარწერაც ამტკიცებს.

1130 წელს დემეტრეს უფროსმა ვაჟმა და ივანე აბულეთისძემ შეთქმულება მოაწყვეს მეფის წინააღმდეგ(კახელი ფეოდალი აბულეთი და მისი ვაჟი ივანე აბულეთისძე დავითის მიერ იყვნენ დანიშნულნი ანისის მმართველებად, დემეტრე I-ს დროს აბულეთისძემ თავი გამოიჩინა დმანისის აღებით. თამარის ისტორიკოსი მას გამოცდილ მეომრად და მხედართმთავრად მოიხსენიებს) დავითი შიშობდა, რომ მამა უმცროს ძეს, გიორგის გაამეფებდა და თავად გადაწყვიტა სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება. “უფლისწულს და ივანე აბულეთის ძეს უნდოდათ დემეტრე მეფისა და თავის ძმის მოკვლა. მაგრამ მამამ აბულეთმა თავის შვილის წინაშე ჭაღარა გაიშალა და განზრახულის აღსრულება დაუშალა. ძმათა შორის ჩამოვარდნილ მზაკვრობის წყალობით ორივენი დმანისის ციხეში დაამწყვდიეს. როდესაც დემეტრე მეფემ ეს ამბავი შეიტყო, მივიდა დმანისის ციხეში და ივანეს დაცინვით უთხრა: “აჰა შემიპყარ”, მან კი სინანულით უპასუხა “არა მეფევ, მე ხელთ მოგეცით თქვენი ძმა, რომელიც თქვენს მეფობას ეძიებს”. იმავე ვარდანის სიტყვების მიხედვით ივანე აბულეთისძეს გაულაშქრია გარნისში 1131 წელს. მოგვიანებით იგი ვერაგულად მოაკვლევინა დემეტრემ. მისი შვილი შაჰ-არმენთან გაიქცა, მისგან არშარუნი მიიღო და საქართველოს ტერიტორიების აოხრებას შეუდგა. ლაშა-გიორგის მემატიანე წერს, რომ დემეტრემ ივანე აბულეთის ძეს თავი თავისი მეფობის მეოცე წელს მოკვეთა. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ აბულეთისძე რაღაც პოლიტიკური დანაშაულის გამო იქნა დასჯილი. ვარდანი ამ მოვლენას 1132 წლით ათარიღებს, ქართველი მემატიანე კი 1145 წლით. ეს ამბავი ბურუსითაა მოცული და ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა იმის თქმა კი შეიძლება, რომ დემეტრემ მოახერხა შეთქმულების დამარცხება, დასაჯა მისი მონაწილენი, თუმცა თავისი ძე, დავით
დმანისის ნაქალაქარი
უფლისწული დაინდო. 1153-54 წლებში დემეტრე I-ს ომი მოუხდა ამირა სალდუხთან და გაიმარჯვა კიდეც. იბნ ალ-ასირი ამის შესახებ წერს: “548 წ. ჰიჯრით(1153-54) ქართველებსა და არზრუმის მთავარის სალიხს (იგივე სალდუხი) შორის სომხითში სასტიკი ბრძოლა მოხდა. ქართველებმა სალიხი უკუ აქციეს და დაატყვევეს, მაგრამ მერე გაანთავისუფლეს”, დაახლოებით იგივეს თამარ მეფის ისტორიკოსიც აღწერს.
1155 წლისთვის დავითმა კიდევ ერთი შეთქმულება მოაწყო და მეფე აიძულა და ბერად აღკვეცილიყო და მეფობა მისთვის დაეთმო. ლაშა-გიორგის მემატიანე ისე წერს, თითქოს დემეტრე თავისი ნებით შედგა ბერად, თუმცა ეს ცნობა მეტად საეჭვოა და ამას თამარ მეფის ისტორიკოსის სიტყვებიც აყენებს ეჭვქვეშ, დემეტრე მეფე “ვედრებისა შემსმენელმან ღმერთმან დავითის დღეთა შემცირებითა სრულყო პირველ მამისა”.
დავით მეხუთემ მხოლოდ 6 თვე იმეფა. ერთ-ერთი ვერსიით ის უკმაყოფილო დიდებულებმა მოკლეს(მათ შორის სუმბატ და ივანე ორბელებიც მოიაზრებიან). შვილის სიკვდილის შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხალი დემეტრე I ტახტზე დაბრუნდა, თუმცა დიდხანს აღარ უმეფია და მალე გარდაიცვალა. “დემეტრე მეფე ბელტის ციხესა მიიცვალა და გელათს წარიყვანეს მის-გან-ვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. სხვადასხვა წყარო მისი სიკვდილის თარიღად 1156-1157 წლებს ასახელებს. დემეტრე I-ს მეფობისას საქართველოს ტერიტორიები არ გაზრდილა და არც განსაკუთრებული

სამხედრო წარმატებები ყოფილა დმანისისა და განძის აღების გარდა, მიუხედავად ამისა მეფემ მოახერხა მამის დატოვებული მემკვიდრეობის დაცვა და თავის ვაჟიშვილს, გიორგის ჩააბარა, რომლის მმართველობა უფრო მწვავე ექსპანსიური პოლიტიკით გამოირჩეოდა ვიდრე მამამისისა.
მეფე დემეტრე I-ს პოეზია უყვარდა და ლექსებს თხზავდა. ისტორიამ მისი რამდენიმე ნაწარმოები შემოგვინახა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი “შენ ხარ ვენახი” ითვლება. მეფის ეს ლექსი ახლაც საეკლესიო საგალობელია.
ნიკა ხოფერია