გიორგი მესამე (ოქროს ხანა)

 
"უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და მბრძანებელი ყოველისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა", ერთ დროს ასე იწოდებოდა საქართველოს მეფე, ოქროს ხანა ედგა ქვეყანას და დიდების მწვერვალზე იყო ასული. მხოლოდ ამ პერიოდში მოხდა, როდესაც საქართველო არა თავდაცვითს, არამედ დამბყრობლურ პოლიტიკას ატარებდა და სრულიად უმიზეზოდ ესხმოდა თავს სამეფოებს.

  გიორგი მეფის დაბადების თარიღი ისტორიისთვის უცნობია, თუმცა კარგად ჩანს მამის სიყვარული. მისი მეფობა ლოგიკურიც იყო და შემთხვევითიც. დემეტრე პირველს მისი უფროსი ვაჟი ტახტისთვის შეუფერებლად მიაჩნდა და გიორგის მიიჩნევდა ფავორიტად, თუმცა ამას არ ეპუებოდა უფლისწული დავითი, ტახტიდან გადადგომა აიძულა მამას და ექვსი თვე დავით მეხუთის სახელით განაგებდა სამეფოს. დიდ ხანს არ გასტანა უძღები შვილის მეფობამ და სავარაუდოდ თავადების ერთმა ნაწილმა მოწამლა ის (მკვლელთა რიგებში მოიაზრებიან ორბელები, რომლებსაც ამ ისტორიაში ისევ შევხვდებით). დემეტრე პირველმა სასწრაფოდ გაიხადა ანაფორა და ტახტს დაუბრუნდა. შეეშინდა შიდა ომების, რომლსაც თავადების ერთი ჯგუფი აპირებდა, დავით V- ის მცირეწლოვანი ვაჟის, დემეტრე (დემნა) ბატონიშვილის გასამეფებლად. 1156 წელს, სკიპტრის კიდევ ერთხელ დაჭერის შემდეგ, მან სასწრაფოდ დაისვა თანამოსაყდრედ თავისი ვაჟი გიორგი

მესამე, რომელსაც ყველა წესის მიხედვით მომავალში დემნასთვის ტახტი უნდა გადაეცა. მომაკვდავმა დავით მეხუთემ, სიკვდილის წინ ტახტი დემეტრეს დაუტოვა, რასაც სეტეფანოზ ორბელიანი ადასტურებს, მან ისტორიას შემოუნახა მეფის ანდერძი: " ჰოი, დიდებულნო ქართველნო, თქვენ თავად მხნედ იცით, თუ როგორ იღვაწა მამაჩემმა თქვენთვის, და კვლავ განაახლა ეს სამეფო და სიკვდილის ჟამს დიდი აღთქმითა და წიგნით მე მიბოძა ეს სამეფო, ხოლო ამჟამად მე მიახლოვებული ვარ აღსასრულს და შენ, ძმაო ჩემო, გიორგი, არც წილი და არც სიტყვა არ გეკუტვნის ამ ტახტისთვის. აწ, როგორც მამაჩემმა მე მიბოძა საკუთრად სამეფო ტახტი, მსგავსადვე მე ჩემ პირმშოს დემნას ვუწყალობებ მას ყველა თქვენთაგანის მოწმეობით, ხოლო შენ, გიორგი, ძმაო ჩემო, დადექ ჩემს ადგილზე და დაეუფლე ქვეყანის ძალთმთავრობას, და იყოს შენი ნაწილი მემკვიდრეობისა, რომელიც მამაჩემმა მოგცა, ვიდრე აღიზრდება ჩემი ყრმა". შემდეგ მოიხმო ივანე ორბელი და დააფიცა ანდერძის აღთქმის დაცვა.
დიდ ხანს არ უცოცხლია ბერად შემდგარ მეფეს, მალე გიორგის ჯერი დადგა. ახალგაზრად მეფემ, მამის პოლიტიკა არ გააგრძელა და უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. 1161 წელს, მან პირველად ქალაქ ანისზე გაილაშქრა, გამარჯვების შემდეგ კი მისი მართვა ივანე ორბელს მიანდო, მოადგილედ კი წარმოშბით ქურთი, სარგის მხარგრძელი დაუნიშნა (ზაქარია მხარგრძელის მამა). არ შეჩერდა ახალგაზრდა, ბრძოლას მოწყურებული მეფე და სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი აიღო. ამასთან ერთად მას არ შეუწყვიტავს ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ.

ამ ყველაფრის შემყურე და შეწუხებულმა მაჰმადიანმა ამირებმა, მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი ძალებით შეეტიათ ქართველთათვის. ხალთის, დიარბაქირის და არზუმის მმართველები თავისი ურიცხვი მხედრობით დაიძრნენ გიორგი მესამისკენ, რომელსაც სომხები ეხმარებოდნენ. ქართველთა მეფემ მტერი საასტიკად დაამარცხა და უკუაქცია. ყველაფერი მოგვარებული ეგონა გამოუცდელ ბაგრატიონს და ყურადღება მოადუნა, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა, შეუტია ანისს და იოლად აიღო ის. შემდგომი ზავის მიხედვით, ანისის მმართველი, ქართველთა მეფის ყმადნაფიცი გახდა, თუმცა ქალაქი საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა.
იმჟამინდელ საქართველოს უკვე აღარც საზღვრები ჰქონდა განსამტკიცებელი და არც მტერი უტევდა, შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ ძარცვა-რბევას შეჩვეული ჯარისკაცებისთვის ეს მეტად მტკივნეული გადასატანი იყო. ამიტომ, მათ მიმართეს მეფე გიორგის, რაზედაც პასუხად მიიღეს "არა არს ღონე დარჩომისა ჩუენსა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა". მეფით შეგულიანებულმა ჯარმა დაარბია მოსაზღვრე ქალაქები, რითაც სამეფო კარმა თავიდან აიცილა ლაშქართან დაპირისპირება და საშუალება მისაცა ნადავლი მოეპოვებინათ.
1167 წელს, მეფე გიორგიმ თავისი კიდევ ერთი ყმადნაფიცის დასახმარებლად გასწია, საუბარი მაქვს აღსარ (ახსითან) შირვანშაჰზე, რომელსაც იმიერკავკასიელი ხაზარები ავიწროვებდნენ დარუბანდის მხრიდან. ქართული მხედრობა დარუბანდამდე მივიდა, აიღო ქალაქი შაბურანი და ახსითანს უწყალობა.

1155 წელს გიორგიმ ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბურდუხანი, რომლისგანაც ეყოლა ორი შვილი: თამარი და რუსუდანი.
საგარეო პოლიტიკაში გამარჯვებას (1173 წლიდან, საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა: ანისი, გვინი და მათი მიმდგომი მხარეები), საშინაო მარცხი მოჰყვა. ნებისმიერი სამოქალაქო ომი, სახელმწიფოს მარცხია. 1177 წელს თავადების ერთმა ჯგუფმა ივანე ორბელის მეთაურობით, განიზრახა კუთნილი ტახტი დაებრუნებინა დემნა ბატონიშვილისთვის, რომელიც ასევე ივანე ორბელის აღზრდილი იყო. მათ რიგებში შედიოდნენ წარჩინებული თავადები როგორებიც იყვნენ: მხარგრძელები, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, მემნა ჯაყელი, ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტი და სხვა. მათ დიდი აჯანყება წამოიწყეს და 30 000 მებრძოლს მოუყარეს თავი. აჯანყებუელბის მიზანი იყო, რომ სწრაფად შეეპყროთ გიორგი მესამე, და უმტკივნეულოდ გადაეცათ ტახტი დემნასთვის. თუმცა შეიტყო ეს ყველაფერი მეფემ და თბილისში ჩამოასწრო, სადაც შეკრიბა თავისი ერთგული ჯარი, სწრაფად შეუტია კოჯორში გამაგრებულ შიდა მტრებს, დაფანტა ისინი და აიღო სამშვილდე. ივანე ორბელმა დახმარებისთვის მიმართა შაჰ არმენს და ელდიგუზ ათაბაგს, მაგრამ მათ შეეშინდათ გიორგის გადამტერება და დახმარებაზე უარი განაცხადეს. დავით ქობაირელი კი ირწმუნება, რომ ივანემ, მეფეს შესთავაზა გაეყოთ ორად სამეფო.
ივანე ორბელი მიუდგომელ ლორეს ციხეში გამაგრდა, ხოლო მისი ძმა ლიპარიტი, უფლისწულ დემნასთან ერთად კაენის ციხეში. აჯანყებულები: მხარგრძელები, გამრეკელი და გრიგოლ ანელი მეფესთან გადავიდნენ, რაზეც გიორგი მესამემ გულუხვად დააჯილდოვა (მხარგრძელებს ღალატი სისხლი ჰქონდათ). რამდენიმე თვე ბრძოლა მიმდინარეობდა, ამისგან ორივე მხარე იტანჯებოდა, დემნა ბატონიშვილმა აღმზრდელთან შეუთანხმებლად, ღამე ციხიდან საბელი გადმოაგდო, ჩამოვიდა და ბიძამისს თავისი ფეხით ეახლა. თავდაპირველად გიორგი მესამემ შეიწყალა ის, თუმცა, როდესაც აჯანყებულები მთლიანად ხელში ჩაიგდო, ყველა უმკაცრესი ფორმით დასაჯა: ივანე ორბელს თვალები დათხარა, მისი ძმა ლიპარიტი და შვილი სიკვდილით დასაჯა, დემნა ბატონიშვილს კი თვალები დათხარა და დაასაჭურისა. ამ პიროვნულ ტრაგედიას ვერ გაუძლო ახალგაზრდა უფლისწულმა და მალევე გარდაიცვალა. ორბელების და სხვა აჯანყებულების მიწები, მეფმ თავის ერთგულ თავადებს გაუნაწილა, უგვარო და უთვისტომონი კი დააწინაურა.
                                                            სამშვილდის ციხე

აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ, 1178 წელს ეკლესიას იმ მამულებზე შეუვალობა დაუბრუნა გიორგიმ, რომელმაც მეფობის დასაწყისში წაართვა. ხოლო 1180 წელის, მისი ასული თამარი თანამოსაყდრედ დაისვა ყველანაირი გაქნხეთქილების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ რა გამოლევს შინაურ მტერს, თუმცა გიორგისგან შედარებით თამარი უფრო გულმოწყალე იქნება.
1184 წელს აღესრულა გიორგი მესამე, რომლის მეფობა საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად არის მიჩნეული. საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მდიდარი და ძლიერი ქვეყნის მეფე დაკრძალულია გელათში.

                                                                                  გიორგი ხარშილაძე.