შარლ VIII(ფრ. Charles VIII, 30 ივნისი, 1470 – 7 აპრილი, 1498) – საფრანგეთის მეფე 1483 წლიდან, ვალუების დინასტიიდან. ტახტზე 13 წლის ასაკში ავიდა მამამისის, ლუდოვიკო XI-ს გარდაცვალების შემდეგ.
შარლი საფრანგეთში, ამბუაზში დაიბადა. იგი ლუდოვიკო მე-XI-სა და მისი მეორე ცოლის შარლოტა სავოიელის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი შვილი იყო. შარლმა სამეფო გვირგვინი 1483 წლის 20 აგვისტოს მიიღო, 13 წლისამ. ის სუსტი ჯანმრთელობის, ავადმყოფი ბავშვი იყო, ამიტომ ლუდოვიკო XI-ს სურვილით რეგენტად შარლის უფროსი და, ანე დე ბოჟე, ჭკვიანი და პრინციპული ქალი დანიშნეს. ის ქვეყანას თავის ქმარ პიერ II დე ბურბონთან ერთად რეგენტის სტატუსით 1491 წლამდე მართავდა.
ლუდოვიკო XI
1482 წელს შარლ VIII მარგარიტა ავსტრიელზე, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I ჰაბსბურგისა და მარია ბურგუდიელის ასულზე დაინიშნა. მზითვის სახით საფრანგეთმა არტუასა და ბურგუნდიის ნაწილი შეიერთა.
1488 წელს, ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა ბრეტანის ჰერცოგი ფრანცისკ II, მემკვიდრედ კი 11 წლის ქალიშვილი ანა დარჩა. ანა ფიქრობდა, რომ საფრანგეთი საფრთხეს შეუქმნიდა ბრეტანის დამოუკიდებლობას, ამიტომ მაქსიმილიან I ჰაბსბურგზე გათხოვება დააპირა(მარია ბურგუნდიელი 1482 წელს გარდაიცვალა). ფრანგებმა ეს ფაქტი ვერჟეს მოლაპარაკების დარღვევად მიიღეს და იმპერიასთან სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადეს. ფრანგული ჯარები ბრეტანში 1491 წელს შეიჭრნენ და რამდენიმე გამარჯვების შემდეგ შარლ მე-8-მ თავის სარდალ ლა ტრემუილთან ერთად ალყა შემოარტყა რენს. შარლმა თავად მოისურვა ანას ცოლად შერთვა და საბოლოოდ ანა ბრეტონელი იძულებული გახდა დათანხმებოდა. 1491 წლის 6 დეკემბერს ლანჟში შედგა ანასა და შარლის ჯვრისწერა. 1492 წლის 15 თებერვალს ეს ქორწინება პაპმა ინოკენტი მე-8-მ დაადასტურა.

ლანჟში გამგზავრებისას ანამ დემონსტრაციულად ორი საწოლი წაიღო თან, რათა ეჩვენებინა, რომ შარლთან დაწოლას არ აპირებდა, რადგან ძალით ხდებოდა მისი მეუღლე, მაგრამ 1492 წელს იგი მაინც გახდა საფრანგეთის დედოფალი, ხოლო მარგარიტა ავსტრიელი, შარლის ყოფილი საცოლე უკან, მამამისთან დააბრუნეს,
ანა ბრეტონელი
ხოლო საფრანგეთის წინააღმდეგ გაერთიანებული კოალიციის წევრები – საღვთო რომის იმპერია, ინგლისი და ესპანეთი შარლმა ამ გზით დააშოშმინა. მან დაუბრუნა იმპერატორ მაქსიმილიანს არტუა, ფრანშ-კონტე და შაროლე, ინგლისის მეფე ჰენრი VII-ს ოქრო გაუგზავნა, ხოლო კასტილიისა და არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს რუსილიონი.
ამის შემდეგ შარლი ნეაპოლიტანიის სამეფოსკენ დაიძრა, რომელზეც გარკვეული
მაქსიმილიან I
უფლებებიც ჰქონდა. 1494 წლის აგვისტოში მან გადალახა ალპები და მრავალრიცხოვანი არმიით ნეაპოლს სისხლის ერთი წვეთის დაუღვრელად მიაღწია, პირიქით, საკუთარი მმართველებისგან დაჩაგრული ხალხი აღტაცებით შეხვდა ფრანგი მეფის გამოჩენას. აქვე გაიმართა კორონაცია და შარლი ნეაპოლის, იერუსალიმისა და აღმოსავლეთის იმპერატორად ეკურთხა, ხოლო შემდეგი ორი თვე თავის გამარჯვებას ზეიმობდა. ამ პერიოდში საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი კოალიცია მომზადდა: პაპ ალექსანდრე VI ბორჯიას, ვენეციის რესპუბლიკას(შარლის ყოფილი მოკავშირე) და ლუდოვიკო სფორცას უნდა შეეჩერებინათ ფრანგები მდინარე პოს დაბლობზე. ჰენრი VII ინგლისელს და ფერდინანდ ესპანელსა და იმპერატორ მაქსიმილიანს კი შეეტიათ საფრანგეთისთვის. შარლმა ჰერცოგი
მონპანსე იტალიის ვიცე-მეფედ დატოვა, ხოლო თვითონ გაიარა იტალია, დაამარცხა მოკავშირეთა ძალები ფორნოვოსთან(6 ივლისი, 1495) და საფრანგეთში დაბრუნდა. მეფე ფერდინანდმა ესპანელების დახმარებით კვლავ დაიკავა ნეაპოლი, ჰერცოგი მონპანსე შავი ჭირით გარდაიცვალა, ხოლო ფრანგული გარნიზონი სამშობლოში დ’ობინიმ დააბრუნა. იტალიურმა კამპანიამ საბოლოო ჯამში არანაირი წარმატება არ მოუტანა შარლ VIII-ს.
1498 წლის 7 აპრილს მეფე შარლი გარდაიცვალა ამბუაზში: იგი შედიოდა მეტად დაბალ კარში, თავი მაგრად აარტყა, ტვინის შერყევა მიიღო და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. რადგან შარლისა და ანას სამივე ვაჟი ყმაწვილობაშივე გარდაიცვალა, ხოლო მეფის ხაზით სხვა უფრო ახლო ნათესავი არავინ იყო, შარლ VIII-ს მემკვიდრე და საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XII, ორლეანის ჰერცოგი გახდა.

ნიკა ხოფერია