რომის სამოქალაქო ომი, ნაწილი III, აქციუმი

 
ფარსალოსთან იულიუს კეისრის გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ (ძვ.წ. 48 წელი), ბრძოლებმა ესპანეთში გადაინაცვლა, სადაც მან საბოლოო და ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლაში აიღო დიდგვაროვნების მიერ გამაგრებული უკანასკნელი ბასტიონები, კორდუბა და მუნდა. დროებით სიმშვიდემ დაისადგურა რესპუბლიკაში, თითქოს სამოქალაქო ომი დამთავრდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ რესპუბლიკელი სენატორები მარკუს იუნიუს ბრუტუსი და გაიუს კასიუს ლონგინუსი, რომელთა მეთაურობითაც სიცოცხლე მოუსწრაფეს კესარს.
სენატის კიბეზე მიმავალ დიქტატორს, დამნაშავეთა ერთმა ჯგუფმა 23-ჯერ ჩაარტყა სატევარი, მაგრამ აქედან მხოლოდ ორი იყო სასიკვდილო. გადმოცემის მიხედვით, მისმა აღზრდილმა მარკუს იუნიუს ბრუტუსმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და დაიყვირა: "ასე ემართებათ ტირანებს!". ხოლო კეისარმა შეხედა და უთხრა: “შენც ჩემო შვილო”(შექსპირის ვერსიით “შენც ბრუტუს?”).
იულიუსის მკვლელებს სამაგიერო მიუზღვეს, მისმა შვილობილმა გაიუს ოქტავიანე კეისარმა, უერთგულესმა თანამებრძოლებმა: მარკუს ემილიუს ლეპიდუსმა და მარკუს ანტონიუსმა. მათი პირადი ძალისხმევით, შეთქმულებიდან 3 წელზე მეტი არცერთს არ უცოცხლია. კასიუსი ამბობდა, რომ კეისრის სიკვდილი ლეპიდუსის სინდისზეც იყო, თუმცა სარდალმა მოახერხა და დაარწმუნა სენატორები თავის უბრალოებაში. მკვლელების დასჯის შემდეგ შეკრეს მეორე ტრიუმვირატი და აღარ გაიმეორეს იულიუს კეისრის შეცდომა: მისგან განსხვავებით ამ სამმა ადამიანმა მთლიანად გაანადგურა რომში ოპოზიცია. ამ შავ სიაში, ერთ-ერთი ადამიანი იყო გამოჩენილი მოაზროვნე, ორატორი და სამართალმცოდნე ციცერონი. მას ბრალი ედებოდა კეისრის მკვლელობის ორგანიზაციაში, ან სულ მცირე უმოქმედობაში მაინც.
ოპოზიციის არ ყოფნაში, მოსახლეობას გაუჩნდა შიში, რომ ტრიუმვირატები ერთმანეთს გადაემტერებოდნენ. გარკვეულწილად ეს ასეც მოხდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ, თავიდან კი ხორბლით მდიდარი აფრიკა ლეპიდუსს ერგო, უმდიდრესი ეგვიპტე მარკუს ანტონიუსს, ხოლო ომისგან დაუძლურებული მარადიული ქალაქი, რომი, ოქტავიანე კეისარს. ამ უკანასკნელს თავიდანვე პრობლემები შეექმნა, დედაქალაქი შიმშილობდა, სენატორები კი მარკუს ანტონიუსს
                                                                         ოქტავიანე 

უფრო დიდ ადამიანად აღიქვამდნენ და მათ თანაბარუფლებიანობას ეჭვქვეშ აყენებდნენ. თუმცა კეისარმა დამშეული რომის დაპურება და მასზე კონტროლის დამყარება მოახერხა. იმპერიის პირველი ქალობის სურვილით შეპყრობილმა ეგვიპტის დედოფალმა, მისი საყვარელი მარკუს ანტონიუსი (მომავალი ქმარი) წააქეზა ოქტავიანესთან ომისთვის, საბაბად კი მის წინააღმდეგ მიმართული აგრესია დაასახელა. იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ კლეოპატრა არ გამოირჩეოდა გარეგნობით, თუმცა იმდენად თავდაჯერებული და განათლებული იყო, აუცილებლად ახერხებდა მამაკაცის დატყვევებას (მისი პირველი საყვარელი გაიუს იულიუს კეისარი იყო). მას საპირისპირო სქესის მოხიბვლა ერთადერხელ არ გამოუვიდა და ეს სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა. 
                                                              მარკუს ანტონიუსი

  ქალის ვნებას აყოლილმა დიდმა რომაელმა, ვერ გაუძლო კლეოპატრას ზეწოლას და ფრონტაზიასთან გადმოსხა თავის ლეგიონები. ერთმანეთის პირისპირ ორი რომაული ჯარი აღმოჩდა, რომი კი ისევ სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო. ამ დროს გამოიჩინეს მთავარსარდლებმა კეთილგონიერება და ერთმანეთს შეურიგდნენ, ამის ნიშნად მარკუს ანტონიუსმა, ოქტავიანეს და, ოქტავია შეირთო ცოლად, კეისარმა კი თავისი ჯარის ნახევარი გაატანა პართიასთან საბრძოლველად. ეს ის პართიაა ძვ.წ. 53 წელის კრასუსი, რომ შევიდა და მისი თავდაჯერებულობით თავიც გაწირა და მთლიანად ჯარი. ამ ბრძოლის შემდეგ, რომის საგარეო პოლიტიკაში მთავარი ადგილი პართიას ეჭირა.
                                                                           აგრიპა

მცირე ხნით გასტანა ამ მშვიდობამ, მარკუს ანტონიუსი კლეპატრას ტრფიალს დაუბრუნდა, კეისრის და საბერძნეთში დატოვა და იშვიათად ინახულებდა ხოლმე, რომს კი გადასახადი შეუწყვიტა, რითაც დაარღვია კანონმდებლობა. თუმცა მხოლოდ ამ მიზეზით რომი არ გამოუცხადებდა ომს ანტონიუსს. ამიტომ კეისარმა გახსნა თანაკონსულის ანდერძი და სენატს წარუდგინა, სადაც ის წერდა, რომ მთლიანად მის ქონებას და რაც მის მმართველობაში შედიოდა ყველაფერს ეგვიპტის დედოფალს უტოვებდა. სენატს ისღა დარჩენოდა სამოქალაქო ომი განეახლებინა.
                                                                     კლეოპატრა

ძვ.წ. 32 წელს გაემართა ოქტავიანე კეისარი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად აქციუმის კუნძულებისკენ, თუმცა რამდენიმე თვემ უშედეგოდ გაიარა, მოწინააღმდეგეები ამ დროს ერთმანეთის დაზვერვას ანდომებდნენ. ანტონიუსს ბევრად დიდი ფლოტი ჰყავდა, თუმცა მასში ძალიან დიდი გემები შედიოდა, რაც სრუტეში მანევრირებისთვის არ გამოდგებოდა. ოქტავიანეს ხომალდები ბევრად პატარა და მანევრირებადი იყო, ეკიპაჟი კი უფრო გამოცდილი. მარკუს ანტონიუსს ხმელეთი ჰქონდა გამაგრებული, რაც კეისრის შეტევას აყოვნებდა. ოქტავიანეს ერთგულმა მეგობარმა და თანამებრძოლმა მარკუს აგრიპამ, შეძლო და წარმატებას მიაღწია რამდენიმე ბრძოლაში, მოწინააღმდეგე კი სრუტესთან მიიმწყვდია. აგონიაში ჩავარდნილმა კლეოპატრამ დღემდე აუხსნელი მიზეზით მიატოვა ქმარი და მის ფლოტს უკანდახევა უბრძანა. კარგად ხვდებოდა ანტონიუსი, რომ ის ვეღარ შეძლებდა მოწინააღმდეგის ხაზის გარღვევას და ჩრდილოეთისკენ გაიქცა. კლეოპატრასთან მიმავალი ქმარი კი, ეგვიპტის მთავარმა ქურუმმა მოაკვლევინა(არის ვერსია რომ იგი ხმალზე დაეგო, როცა გაიგო, რომ კლეოპატრამ თავი მოიკლა).

ავგუსტუსი შევიდა ეგვიპტეში. დიდმა დედოფალმა კიდევ ერთხელ სცადა, იმპერიის პირველი კაცი მოეხიბლა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. როგორც დედოფალს შეეფერება, მან თავი მოიკლა სამეფო კობრის საშუალებით. რომაული მითოლოგიის თანახმად, გველის შხამისგან მკვდარი ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. კლეპატრას უწოდეს "დიდი", იგი თავისუფალი ეგვიპტის ბოლო დედოფალი იყო. კლეოპატრამ სიკვდილის წინ ითხოვა, რომ მარკუს ანტონიუსის გვერდით დაემარხათ.

  ავგუსტუსი გახდა პირველი იმპერატორი, მისი მოღვაწეობის დროს 30 წელიწადი რომი მშვიდობას ეღირსა(Pax Romana). კეისარმა რომში სამართალი უმაღლეს დონეზე აიყვანა, განამტკიცა საზღვრები და გააძლიერა ეკონომიკა. მისი იმპერატორობის პერიოდი ოქროს ხანად არის აღიარებული, რომმა იმ დროს არნახულ დიდებას მიაღწია. 

                                                                                 გიორგი ხარშილაძე