ბრანი – ციხე-სიმაგრე რუმინეთში, ბრაშოვიდან 30 კმ-ში, მუნტენიისა და ტრანსილვანიის საზღვარზე. ციხე-სიმაგრე XIV საუკუნის ბოლოს აშენდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, მათივე სახსრებითა და ძალისხმევით. ამის გამო ისინი რამდენიმე წელიწადი განთავისუფლდნენ სახელმწიფო გადასახადისგან. 1622-1627 წლებში ბრანის ციხეს ორი დამატებითი, დამცავი კოშკი მიუერთეს.
კლდის წვერზე აგებული ტრაპეციის ფორმის ბრანის ციხე სტრატეგიულად კარგად იყო დაცული. ციხე-სიმაგრეს ოთხი დონე აქვს, რომელიც ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება, ხოლო ოთახები და დერეფნები ამოუცნობ ლაბირინთს ქმნიან. შიდა ეზოში არის ჭა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, მიწისქვეშა ოთახებს უკავშირდება. ბრანის ციხეს თავისი ისტორიის მანძილზე ბევრი ბატონი ჰყავდა. თავდაპირველად ის მირჩე უფროსს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ბრაშოვისა და ჰაბსბურგების იმპერიის მაცხოვრებლებს. ლეგენდის მიხედვით აქ ღამეს ათევდა ცნობილი ტრანსილვანიელი მთავარი ვლადისლავ ტეპეში, იგივე გრაფი დრაკულა, თავისი ლაშქრობების დროს, ხოლო ბრანის მიდამოები მისი საყვარელი სანადირო ადგილი იყო. არსებობს კიდევ ბევრი ვერსია ვლადისლავ ტეპეშსა და ბრანის ციხეზე, ამიტომ ხშირად ბრანს დრაკულას ციხედ მოიხსენიებენ.

1918 წლის შემდეგ, რუმინეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად, ბრაშოვის მაცხოვრებლებმა, რომელთა წინაპრებმაც ბრანი ააგეს, სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ციხე-სიმაგრე დედოფალ მარიას, რუმინეთის მეფე ფერდინანდ
ვლადისლავ ტეპეში- გრაფი დრაკულა
I-ს მეუღლეს აჩუქეს, მან კი სამეფო რეზიდენციად აქცია. დღეს ბრანის ციხეში ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმია. აქ ინახება იარაღებისა და აბჯრებისა და XIV – XIX საუკუნის სხვა ნივთების მდიდარი კოლექცია. ბრანის ადგილმდებარეობა ასევე განთქმულია გემრიელი ყველით, რომლის დამზადების საიდუმლო თაობიდან თაობას გადაეცემა, თუმცა ბრანის პოპულარობის მთავარი მიზეზი მაინც გრაფი დრაკულაა, იდუმალი ვლადისლავ ტეპეში...
ნიკა ხოფერია
ნიკა ხოფერია