ანტიპაპი იოანე XXIII


კათოლიკურ ეკლესიას, როგორც ყველაფერ ამქვეყნიურს აქვს თავისი სირცხვილი და საიდუმლო. ნათქვამია: "ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლიტური ძალაუფლება აბსოლიტურად რყვნის". ასე მოხდა ანტიპაპ იოანე XXIII-ის შემთხვევაშიც.

რათქმაუნდა, ის ერთადერთი ადამიანი არ იყო, რომელიც პაპის სავარძელში მოკალათდა და იქიდან ეშმაკისეული საქმეები აკეთა, მაგრამ დანარჩენს ყველას აღემატება იმით, რომ მის დამალვას ყოველთვის ცდილობდნენ, კარდინალ ანეჯელო ჯუზეპე რონიკალსაც, შემდგომ იოანე XXIII უწოდეს, რაც სხვა პაპების შემთხვევაში იშვიათად ხდებოდა. ტირანიით, განუკითხაობით, მკვლელობებით და გამომძალველობით აღსავსე პაპები როგორიებიც იყვნენ: სიქსტი IV, ბენედიქტე IX, გრიგოლ VII, გენადი II, პიუს V და სხვა, ისეთი ღრმა კვალი დატოვეს სასულიერო ისტორიაში, რომ პაპის ეპითეტი ერთ დროს ტირანი იყო. ავიღოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პაპი სიქსტი IV, ფრანჩესკო დელა რივერე, გენუელი ანტიპაპი (1471-1484). მან თავი ისახელა გაჭირვებული ხალხის ძარცვით, ნხევარ გინეად ნაყიდ პურს მოსახლეობაზე 3 გინეად ყიდდა და ბიზანტიელი ჯვაროსნებისთვის შეგროვებულ ფულით, თავის ჯიბეს ივსებდა. მან თავი ისახელა "თურქული შანტაჟით", სადაც ასევე ჯვაროსნული ლაშქრობის საბაბით ფული შეაგროვა და თავისი ნათესავები ააღზევა, შემდეგ თვით მედიჩებს ეჯიბრებოდა ქონების დაგროვებაში. მისი თანამედროვენი ამბობდნენ: "ნამდვილი თურქები ახლა პაპის ძმისწულებიაო". მის დროს პაპი მხოლოდ მკვლელებს და არამზადებს წყალობდა, განათლებული ადამინები კი მეტისმეტად ძულდა. გამოდის, რომ სიქსტინი კაპელის ამშენებელი, ნამდვილი მკვლელი და არამზადა ყოფილა. მისი სიკვდილი დღესასწაულად იქცა რომში, ნერონ იმპერიის დამქცეველს, არაფრად აგდებდნენ პაპთან შედარებით. ეს ის პაპია, ინდულგენციებით რომ ვაჭრობდა და ორიოდ გინეად ყველა ცოდვას პატიობდა ადამიანს, თვით დედის მკვლელობასაც კი, ეს ის პაპია, რომელმაც გადასახადი დაადო საროსკიპოებს და იმ მამაკაცებს, რომლებიც დროებით სხვაგან წასულ მამაკაცთა ადგილებს იკავებდნენ, მათი ცოლების სარეცელში. ბენედიქტე IX კი ყოველგვარი წესის გარეშე, თორმეტი წლის დასვეს "ქრისტეს მოადგილედ", შემდეგ კი ყოველგვარ სიბოროტეს კადრულობდა, მანამ სანამ ჩამოაგდებდნენ. ყოველთვის იმით იმართლებენ თავს კათოლიკურ ეკლესიაში, რომ რაღაც დარღვევით მოხდა ანტიპაპების ტახტზე ასვლა, მაგრამ თუ უზენაესი განაგებს "წმინდა ტახტზე" ასვლას, ნუთუ ის ამდენჯერ შეცდა?
                                                                     ბენედიქტ IX

ზემოთ მოკლედ აღწერილის შემდეგ, გაგიკვირდებათ და იკითხავთ, მეტი რა საშინელება უნდა გაეკეთებინა იოანე XXIII-ეს ასეთი განსაკუთრებული ადგილი რომ დაიკავა სხვა პაპებთან შედარებითო, მისი სახელის დარქმევა ერთი საუკუნე არავინ ინება, თვით სიქსტი მეოთხის სახელი 100 წლის შემდეგ ფელიქს პერეტიმ მიიღო, რომელიც ტახტზე ავიდა სიქსტ V-ის სახელით. ბალთაზარ დე ლა კოსა (იოანე XXIII), არის ნეაპოლიტანელი მეკობრე, რომელმაც მოკლა პაპი ალექსანდრე V და ამის შემდეგ ავიდა ტახტზე, თუმცა მანამდეც ქრისტიანული საწმყმსოს გამგებელი იყო. თვითონ სახელი ბალთაზარი, ძველ ებრაულ ენაზე ნიშნავს: "ღმერთი ჰფარავდა" და ყველაზე მეტად, ალბათ ეს სახელი მას შეეფერებოდა. ყოფილი მეკობრე, რომელმაც ზღვაზე ყაჩაღობით მოიპოვა სიმდიდრე, ადამაინი, რომელმაც მონასტერში თავისი ჰარამხანა მოიწყო და მევახშეობას ეწეოდა. ბალთაზარ კოსას შემთხვევაში კარგად ჩანს, რამდენმა ადამიანმა არ იცის თავისი ნიჭი, როგორ გამოიყენოს.
ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს. ნეაპოლიტანელი ურჩხული, ბავშვობიდან მეკობრეების ოჯახში დაიბადა. მისი ძმა გასპარ კოსა, მეკობრეების ფლოტის "ადმირალი" იყო. ბალთაზარის ძმის შებყრობა და განადგურება არ იყო ადვილი საქმე, თვით სახელმწიფოები ცდილობდნენ გადაებირებინათ ის და მოწინააღმდეგეზე მასთან ერთად მიეტანათ იერიში. თვითონ ბალთაზარმაც ცამეტი წლისამ მიიღო ძამასთან ერთად გემზე "საბრძოლო ნათლობა". კიდევ შვიდი წელი იცურა ზღვაში მომავალმა პაპმა, როდესაც დედამ უთხრა, დანარჩენი ძმებივით ნუ გაყვები ავაზაკურ ცხოვრებას, სასულიერო სემინარიაში ჩაეწერეო. ჭკუაში დაუჯდა ეს ნათქვამი კოსას და ბოლონიაში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც თავის ნიჭით, გარშემომყოფების აღფრთოვანებას იწვევდა. მას შეუყვარდა ერთი ქალი სახელად იანდრა, როემლიც კარდინალ სანტა კიარას საყვარელი იყო და მისი წყალობით შეეძლო მშვიდად ეცხოვრა წმინდა ინკვიზიციის შიშით, იმ დროს განათლებას ხომ ეშმაკისეულს ეძახდნენ, სწორედ ასეთი იყო კოსას ახალი სატრფო. ინკვიზიციის კლანჭები, როდესაც იანდრასაც მიწვდა და დილეგში ჩააგდეს, ბალთაზარმა ძმის დახმარებით შეძლო და გაათავისუფლა ის, დაუბრუნდა ძველ საქმიანობას, მეკობრეობას და უკვე რამდენიმე გემის კაპიტანიც გახდა.
                                                                        ურბან VI

ერთხელ, ზღვაში თარეშიშას შტორმმა მეკობრეების გემი ნაპირისკენ ჩაითრია, ხოლო კოსამ, იანდრამ და რამდენიმე მგზავრმა ნაპირადმე გადმოსვლა შეძლეს, მანდ კი პაპ ურბან მეექვსის ინკვიზიაციამ დაიჭირა და ნოჩეროში საკანში ჩაყარა.
ბედის ირონიით, კარდინალები პაპ ურბან მეექვსეს გადაემტერნენ და ნახევარმა ევროპამ პაპად კლიმენტი მეშვიდე ცნო, ამჟამად წმინდა ტახტზე ერთდროულად ორი პაპი იყო მოკალათებული! პაპმა ურბან მეექვსემ ანათემა გამოუცხადა ნაეპოლიტანის დედოფალ იოანას, რადგან ის კლიმენტი მეშვიდეს შეუერთდა, როდესაც მბრძანებლის ჩამოგდება გინდა, აუცილებლად გესაჭირეობა ჯარი. ურბანს დახმარება აღუთქვა წმინდა ეკატერინე სინიელმა და უნგერთიდან კარლ დურაცოს მეთაურობით ჯარი გამოგზავნა. ბედმა გაუღიმა კარდინალს და გაიმარჯვა, დაატყვევა იოანა და ბრძანა დილეგში გაეგუდათ, ხოლო კარლს, ნეაპოლიტანის მეფის გვირგვინი უბოძა. თუმცა დიდ ხანს არ გასტანა ურთიერთგაგებამ, პაპმა თითმის ყველა ქალაქის ჩუქება თხოვა თავისი ძმიშვილისთვის, რაზეც მტკიცე უარი მიიღო და ომი გაჩაღდა პაპსა და მეფეს შორის. სწორედ ამ დროს შეიტყო ურბან მეექვსემ ბალთაზარ კოსას შესახებ, როემლიც დილაგში ყავდა ჩამწყვედეული, შეუთანხმდა მას და ერთად გააგრძელეს ბრძოლა მეფე კარლის წინააღმდეგ. "ქრისტეს მოადგილის" ბრძანებით ტყვეების დაკითხვას კოსა თაოსნობდა , დაკითხვის მეთოდები კი მეტად მტკივნეული და ხშირ შემთხვევაში სასიკვდილოც იყო. ურბან მეექვსეს მიუვიდა ცნობა, რომ ექვსმა კარდინალმა უღალატა, ბალთაზარს მიანდო მათი დაკითხვა და მეკობრემაც, ერთ-ერთ მათგანს აღიარებინა დანაშაული, დანარჩენი ხუთი(!) ტომარაში ჩასვეს, თავი მოუკრეს და გემიდან ლიგურიის ზღვაში გადაუძახეს. პაპის მომხრეებმა და კარისკაცებმა ნოჩეროში, კარლის წინააღმდეგ ამბოხება მოაწყვეს, რის შედეგადაც მოკლეს კიდეც მეფე. ურბან მეექვსემ არც მისი ოჯახი დაინდო და ანათემა გამოუცხადა, ჯარი შეაგროვა და რომში შესვლა დააპირა, მაგრამ ზეციურმა ამის ნება არ მისცა, გზაში ჯორიდან ჩამოვარდა და სული განუტევა. კათოლიკურ ეკლესიას იმედი მიეცა ერთი პაპი იქნება ისევ და ერთმანეთთან ქიშპობას ბოლო მოეღებაო, თუმცა სხვაგვარად ფიქრობდნენ განსვენებული პაპის კარდინალები, რომლებიც სულ 14 დარჩნენ მას შემდეგ, რაც ორი კლიმენტი მეშვიდესთან გაიქცა და ხუთი დაახრჩვეს. დარჩენილი კარდინალები ფიქრობდნენ, რომ დაკარგავდნენ ყველაფერს რაც აქამდე ქონდათ, თუ ახალ პაპს არ აირჩევდნენ და ასეც მოხდა, კონკლავმა პეტრე ტომაჩელი აირჩია ღმერთთან შუამავლად, მას ბონიფაციუს IX ეწოდა. აქაც დაირღვა წესი, პაპი 55 წელს გადაცილებული უნდა იყოს, ხოლო ბონიფაციუსი 30 წლის გახლდათ, ბალთაზარზე სულ რაღაც ერთი წლით უფროსი და ადვილად გამონახეს საერთო ენა. ფრიად განათლებული კოსა ადვილად ახერხებდა ემართა წერა-კითხვის უცოდინარი პაპი. ის იმდენად სულელი იყო, რომ სულ უბრალო მდგომარებაშიც ჩიხში ექცეოდა, ამიტომ, მან წმინდა ესტეტეს ტაძარში კოსა არქიდიაკვნად დანიშნა, რადგან ფიქრობდა მომავალში მისი ხელშეწყობა დაჭირდებოდა და რჩევას კითხავდა ხოლმე. ასეც მოხდა, ახალი პაპის არჩევის შესახებ, რომ გაიგო კლიმენტი მეშვიდემ ანათემა გამოუგზავნა ბონეფიციუსს, საპასუხო წერილი კი კოსამ მიწერა "მისი" პაპის სახელით, უზენაესის რჩეული ხომ ხელის მოწერასაც ვერ ახერხებდა სხვის დახმარების გარეშე. ახალმა პაპმა მევახშეობით, თანამდებობების გაყიდვით და ფულის სიყვარულით გაითქვა სახელი. ის ნებისმიერ თანამდებობას ყიდდა, არ ქონდა მნიშვნელობა თუ ვინ იქნებოდა მსურველი, მთავარია შესაბამისი თანხა გადაეხადა, რის შედეგადაც დედა მონასტერი კურტიზანი ქალების თავშესაფრად იქცა, ხოლო მონასტრის მმართველები ავაზაკები და მკვლელები ხდებოდნენ ხოლმე. როდესაც ფული მოაკლდებოდა ბონეფიციუსს, ერთხელ გაყიდულ თანამდებობას მეორედ და მესამედ ყიდდა კვირაში. თვითონ ბალთაზარმა, პაპისგან განებივრებულმა კაცმა, იანდრა დე ლა სკალას უყიდა რომში ახალი სახელი, როდესაც თვითონ დედაქალაქი უკიდურესად გაჭირვებული იყო და სატრფოს ღამით ნახულობდა ხოლმე, დღე კი ბევრი საქმით იყო დატვირთული, არ იცოდა რომელი ქალი გაებედნიერებინა.
                                                                 ბონიფაციუს IX

  ბონეფაციუსი, როდესაც მღვდლებისგან ნდობა დაკარგა თანამდებობის რამდენჯერმე გაყიდვით, ახალი გეგმა შეიმუშავა ფულის საშოვნელად. მანდ იუბილეების ვადები შეცვალა, 50 წელი დიდ დროთ ეჩვენებოდა და 33 წლამდე დაიყვანა, ამას კი იმით ამართლებდა, რომ ქრისტე ამდენი წლის იყო როცა აწამესო, შემდეგ კი 25 წლამდეც ჩამოიყვანა. ამ დროს ავინიონელი პაპი კლიმენტი მეშვიდე გარდაიცვალა, ბევრს ეცადა ბონიფაციუსი, ცოტა მოიცადეთ ახალი პაპის არჩევას ჯერ ჩვენ დავილაპრაკოთო, მაგრამ ყური არ უგდეს მას და ახალი ტირანი აირჩიეს, სახელად ბენედიქტე XIII.
საკმაოდ ცრუ პოლიტიკოსი აღმოჩნდა ბენედიქტი, ამბობდა მზად ვარ ტახტიდან გადასადგომად, თუ ქრისტიანი მრევლი ამას ინებებსო და ფიცითაც ამტკიცებდა ამას, თუცა როდესაც საქმე საქმეზე მიდგებოდა შესაშური ოსტატოებით ახერხებდა ყველა საშუალებით თავი აერიდებინა კონსესუსამდე მიღწევის. ფრანგები უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ბენედიქტეს, ძვირი უჯდებოდა მრევლს მისი შენახვა, ალყა შემოარტყეს ავინიონს და ტყვედ აიყვანეს. ბენედიქტემ განაცხადა ის ტიარას მხოლოდ მაშინ გაიხდის, როდესაც ამას ბონიფაციუსი გააკეთებს. საფრანგეთის და ინგლისის ხელმწიფეები დააფიქრა ამ ფაქტმა, ელჩებიც კი გაუგზავნეს რომში გადაწყვეტილების მისაღებად, ბონიფაციუსმაც უთხრა, რომ წერილობით მისწერდა გადაწყვეტილებას, თუმცა ეს წერილი არსად ჩანდა. ელჩები კვლავ ეხლენ ვატიკანს, მაგრამ კოსასთან შეთანხმებულმა პაპმა გამოაცხადა, რომ თვითონ იყო ერთადერთი პაპი, ბენედიქტე კი ანტიპაპი და უშველი სიტყვებით მოიხსენია. ამაზე განრისხებულმა საფრანგეთის ელჩმა უთხრა, რომ ბენედიქტე საეკლესიო თანამდებობეს მაინც არ ყიდისო. ბონიფაციუსი ამ პასუხმა აღაშფოთა, ელჩები გააგდო და თვითონ რამდენიმე დღეში დარდისგან გარდაიცვალა. მანამ სანამ გარდაიცვლებოდა 1402 წლის 27 თებერვალს, ბალთაზარზე იზრუნა და კარდინალობა უბოძა. მოკვდა პაპი! გაუმარჯოს პაპ ინოკენტი XII-ეს. თვითონ კოსამ, მისი ძმა მიქელ კოსა, ბონეფიციუსის დახმარებით რომის ეკლესიის საზღვაო ფლოტის კაპიტნად დანიშნა, "გენერალურ კაპიტნად", რომელსაც მთლიანად ეკლესიის საზღვაო არმადა ემორჩილებოდა. თუმცა თავისი ძმის ცოლთანაც ხშირად ატარებდა ღამეებს ბალთზარი, ჯერ კიდევ ქალწულობაში გარყვნა მიქელის მეუღლე და ხშირად ზღვაში მყოფი ძმის "მაგივრობას" წევდა. მხოლოდ ბოლონიაში კოსამ ორასზე მეტი ქალის შეცდენა მაოხერხა, ზოგი თანხმობით მიყვებოდა, ზოგსაც კი პირდაპირ მონასტერში აუპატიურებდა. არ გეგონოთ მხოლოდ მონაზვნებთან იჭერდა საქმეს, ის იწვა ქმრიან ქალებთან, ქვრივებთან და ქალიშვილებთან.

  ამჟამად პაპის ლეგატმა ბალთაზარ კოსამ 1403 წელს, პაპის ჯარით დაიპყრო ბოლონია, მოდენა, რეჯო და პარმა. სარდალმა ჯარისკაცებს ძარცვა-გლეჯვის უფლება მისცა. თვითონ, როგორც ბრწყინვალე სტრატეგმა და დიპლომატმა უდიდესი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში, იმდენს მიაღწია, რომ ეს ქალაქები "წმინდა ტახტის სამემკვიდრო" გახადა, ბენედიქტეს მომხრეები კი დანებდნენ. პაპ ინოკენტს შურდა მისი ლეგატის წარმატებები ბოლონიაში და უნდოდა მალე წაერთმია მისთვის დაბყრობილი ტერიტორიები. ამიტომ გაგრძელდა სულ რაღაც 2 წელი მისი პაპობა, ბალთაზარმა, ამ გაქნილმა პოლიტიკოსმა უცებ გაიაზრა სიტუაცია და ინოკენტი მოწამლა! ეს მისი პირველი პაპია, რომელიც მოკლა. კოსამ კონკლავზე წამოაყენა კანდიდატურა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, პაპად არჩევის თაობაზე. მისი სახელი იყო ანჯელო კორარიო, რომელიც ამავე დროს დასავლეთის ეკლესიის კარდინალად ითვლებოდა. ახალი პაპის თქმით, ის იზრუნებდა, რომ ერთი ქრისტეს მოადგილე ყოფილიყო საქარისტიანოში და თუ თვითონ გახდებოდა პრობლემა, მზად იყო გადამდგარიყო. მას არ ჰქონდა ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება, ანუ პირობით პაპად იყო არჩეული (ასეთებიც გვხვდება ისტორიაში), პირველად კი რათქმაუნდა ბალთაზარმა მოაწერა ხელი ახალი პაპის არჩევას, რომელსაც გრიგოლ XII ეწოდა (ანჯელო კორარიო). თუმცა, როგორც წინა შემთხვევაში აქაც ეს დაპირება ტყუილით იყო გაჟღენთილი, არც ბენედიქტე იყო თანახმა "წმინდა ტახტს" შელეოდა და არც გრიგოლი. მხოლოდ ზედაპირულად ჩანდა, რომ ორივე ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ჩუმად ყველა პოლიტიკურ ეშმაკობას მიმართავდნენ ტახტის შესანარჩუნებლად. ამით განაწყენებულმა საფრანგეთმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ბენედიქტს და ალყაშიც მოაქციეს ის, ერთ-ერთი თავდასხმა კი მეტად წარმატებული აღმოჩნდა და პაპი დაჭრეს კიდეც, თუმცან მან მაინც მოახერხა სასახლიდან გაპარვა და კვლავ შეინარჩუნა ტახტი. არც გრიგოლი იყო უკეთეს დღეში, მან ნეაპოლიტანის მეფე ვლადისლავთან მოლაპარაკება გამართა და 25 000 ფლორინად რომი მიჰყიდა! ამბობენ, რომ ვლადისლავის შეჭრით რომში, გრიგოლმა უდიდესი სიამოვნება მიიღოვო, მან იცოდა, რომ არ ყავდა საკმარისი ძალები დედაქალაქის დასაცავად, ამიტომ უჯობდა მეფისთვის დაეთმო და რაიმე სარგებელი ენახა, ვიდრე მეორე პაპისთვის. 
                                                                    ალექსანდრე V

ამ დროს კოსა თავის ძალაუფლებას აძლიერებდა და ყველაზე ძლიერი კარდინალი იყო დასავლეთის ეკლესიაში, მან რომანია და ბოლონია თითქმის საკუთარ სახელმწიფოდ აქცია და ფორალის დამორჩილებაც მოახერხა. შემდეგ პრობლემები შეექმნა ბალთაზარს გრიგოლთან. მან მოახერხა და გადაუყენა ყველა კარდინალი პაპებს, იმ საბაბით, რომ ერთი პაპი აერჩიათ, და ბოლო მოეღოთ შუღლისთვის. ასეც მოხდა, მეკობრეში ლიდერს ხედავდნენ, რომელიც შეძლებდა ერთი ტახტის ქვეშ გააერთიანებინა დასავლეთის ეკლესია და კონკლავი პიზაში შეკრიბეს. კოსას მხურვალე მხარდაჭერით აირჩიეს ახალი პაპი, ბერძენი განსწავლული პეტრე ფილარგი, იგივე ალექსანდრე V. ახალი პაპი ძალიან განათლებული, მაგრამ უნებისყოფო იყო, ასევე მეტად ღორმუცელა აღმოჩნდა, სასახლეში რაც კი საჭმელი მოიძიებოდა ყველაფერს შთანთქავდა და მზარეულს კარგი დღე არ ადგებოდა თუ მისთვის რაიმე ახალ, მადის აღმძვრელ სასუსნავს არ მოიფიქრებდა. ხშირად პაპი მთავარ მზარეულს პატიჟებდა და ერთად დიდ ხანს საუბრობდნენ, თუ როგორ უნდა გაეფორმებინათ კერძები. კარდინალებს უნდოდათ ბალთაზარი აერჩიათ ღმერთის მაოდგილედ, მაგრამ მან იუარა და მისი აზრით უფრო "ღირსეულს" დაუთმო ადგილი. ოსტატურად მოიქცა მეკობრე, როდესაც მთელი მსოფლიოს მზერა აქეთ იყო მიბყრობილი მაშინ არ უნდა დათანხმებოდა პაპობას, მომავალში ამის დროც მოვა, ახლა კი კარდინალის წოდებიდანაც მოახერხებს ალექსანდრეზე გავლენის მოპოვებას.
ახლა უკვე ერთდროულად სამი პაპი იყო წმინდა ტახტზე მოკალათებული და თითოეულს თავისი მხარდამჭერი ყავდა. მართალია ალექსანდრეს ყველაზე მეტი საფრანგეთი, ინგლისი, პოლონეთი ბოჰემია (ჩეხეთის, გერმანიის და იტალიის მრავალი სახლწიფოებიც უჭერდნენ მხარს) მაგრამ გრიგოლს რიმინიის, ნეაპოლიტანის, გერმანიისა და უნგრეთის ზოგიერთ სახელმწიფოში ემხრობოდნენ, ბენედიქტეს კი ესპანეთში და შოტლანდიაში. ერთმანეთს ანათემა გაუგზავნეს სამივე პაპმა, ახლა უფრო რთულ სიტუაციაში იყო აღმოჩნდენენ ისინი, თითოეულისთვის, მათი მოწინააღმდეგე ერთდროულად ორი პაპი იყო და არა ერთი. ალექსანდრეს ერთადერთი დასაყრდენი კოსა იყო, ორივეს გეგმებში შედიოდა რომის განთავისუფლება ვლადისლავისგან, რომელიც გრიგოლ მეთორმეტემ მიყიდა თავის დროზე. კოსამ მოახერხა და ძლიერი სახელმწიფოების ჯარი შემოიკრიბა, 1410 წელს კი მარადიული ქალაქი, კარდინალს (მეკობრეს) დანებდა. მარტო ეს არ იყო ალექსანდრე მეხუთისთვის სასიხარულო ამბავი, უნგრეთის და გერმანიის

სახელმწიფოებმა პაპად აღიარეს, რომლებიც აქამდე არ ცნობდნენ მის გავლენას. ბალთაზარმა შემდეგ კიდევ ერთი სისხლიანი გადაწყვეტილება მიიღო, პაპ ალექსანდრე მეხუთესთან ერთად, თავის განუყრელი საყვარელი იანდრა მოწამლა. იანდრას გული უკვდებოდა, როდესაც ხედავდა კოსა სხვა ქალებთან დადიოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო იმა, რომელმაც ახალგაზრდობაში ბალთაზარი უეჭველი სიკვდილისგან იხსნა, ამის შემდეგ კი მათი სიყვარული გაგრძელდა. ვერ ეპატიებინა ქალს მისი სიყვარულის სხვაგან წასვლა და მკვლელი დაიქირავა იმას მოსაკვლელად, მაგრამ არ გაუმართლა. იანდრა ღალატს, ღალატით პასუხობდა, ერთ-ერთი კი, კოსას ახალგაზრდობის მეგობარი და განუყრელი ადამიანი გუინდაჩო ბუონაკორსო იყო, მეტად დიდი და ჯმუხი მეკობრე, ამის პატიება კი შურიმაძიებელ კარდინალს არ შეეძლო.
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ კონკლავი შეიკრიბა ახალი პაპის ასარჩევად, გამოკვეთილი იყო ორი კანდიდატურა კოსასი და ოტონ კოლონსი. ბალთაზარი ეჭვის თვალით უყურებდა ყველა კარდინალს და კარდინალ კოლონას ასე მიმართა (ყველაზე მეტად ბალთაზარს სწორედ კოლონა ერთგულობდა):
- შენ მე მომცემ ხმას, თუ ასე არ მოიქცევი, თავს დააბრალე. მე მოვკალი სამოცდათორმეტი კაცი და ჩემთვის ძნელი არ არის კიდევ ერთის მოკვლა.
პაპი ხომ ანაფორის ქვეშ სტილეტს ინახავდა. რათქმაუნდა უპრობლემოდ ჩაიარა მეკობრის პაპად არჩევამ. 1410 წლის 25 მაისს ავიდა ტახტზე და დაირქვა იოანე XXIII და 5 წელი განაგებდა დასავლეთის საქრისტიანოს. იოანემ გაითვალიწინა წინა პაპების შეცდომები თანამდებობების გაყიდვასთან დაკავშირებით (ეს განსაკუთრებით

ალექსანდრე მეხუთეზე ითქმის) და ყველა ქალაქში გააგზავნა ინდულგენციები გასაყიდად, თითოს კონსტანტინოპოლის ქრისტიანების დასახმარებლად გროვდებოდა თანხა. ხშირად პაპის ქვეშემდგომნი პარავდნენ ფულს "წმინდა ადამიანს". ამის გამოსასწორებლად ყველა ცოდვას ფასი დაადო მეკობრემ, შემოსავალი ზუსტად განისაზღვრებოდა და ძარცვა შეწყდა. ბალთაზარმა ადვილად მოიშორა გრიგოლ მეთორმეტე, მან ნეაპოლიტანის მეფე ვლადისლავს წერილი მისწერა 100000 ოქროს ფროლინის სანაცვლოდ ეღიარებინათ ერთადერთ კანონიერ პაპად. ასეც მოხდა, მეფე ვლადისლავმა გრიგოლი ნეაპოლიდან გააძევა და უტახტოდ დარჩენილი პაპი რამინოში ჩავიდა მეგობარ და მმართველ კარლ მალატესტასთან. საქმე გართულდა ბენედიქტეს შემთხვევაში, არ მოერიდა თითქმის მთელი საქრისიტოანოს მბრძანებელს ბერიკაცი, ამჟამად ესპანეთში მცხოვრები და ანათემას, ანათემით უპასუხა.
  კოსას ახასიათებდნენ, როგორც ქვეყნის ძლიერ მმართველად, მაგრამ სარწმუნოების საკითხებში არაფერი გაეგებოდაო. რომაელი ხალხი და კარდინალებიც კი, უკვე ჩუმად ლაპარაკობდნენ პაპის გარყვნილებაზე, მან თავისი ბანკები დაარსა სადაც გაჭირვებული გლეხები მიდოდნენ, გარკვეულ თანხას იღებდნენ და შემდეგ "წმინდა მამა" ატყავებდა და სამმაგ ფასს ამოიღებდა ხოლმე. ახალგაზრდობიდან მოყოლებული მისი სექსულური ლტოლვა ძნელი დასაკმაყოფილებელი იყო, ამისთვის ოჯახის სამი თაობაც ეყოფოდა თუ არა კოსას, რომ არა ასაკი? დიახ, ის იწვა შვილთან, შემდეგ კი შვილიშვილთან. თუმცა უხაროდა კიდეც დინორას (შვილიშვილი) ეს ამბავი, ამბობდა თვით "პაპი" გიჟდება ჩემზეო. მონასტრები კი, მის პირად ჰარამხანად ჰქონდა გადაქცეული. სასტიკი ხვედრი ელოდა ვინც საერო პირთან გააბამდა რომანს, მაგრამ "წმინდა მამისთვის" ყველას უნდა ესიამოვნებინა. კოსამ თავის მმართველობის პერიოდში 300 "სარძლოს უფლისას" ახადა ნამუსი. საერთოდ მონასტრები წარჩინებული ადამიანებისთვის სასურველ ადგილს წარმოადგენდა, როგორც დღეს ჩვენი თანამედროვე მონაზვნების ჩაცმულობისგან, რადიკალურად განსხვავდებოდა კოსას თანამედროვე მონასტერში ჩაცმის სტილი. მონაზვნებს სამოსელი კარგად აჩენდა მათი ტანის სილამაზეს და მამაკაცებს ვნებას აღუძრავდა, ვენეცია ამ დროს ხომ კურტიზანი ქალებით იყო განთქმული
.

იოანემ ოცდამესამემ გადაწყვიტა რომ გრიგოლის შებყრობის დრო მოვიდა, დახმარებისთვის პაპების დაუძინებელ მტერს, ნეაპოლიტანის მეფეს ვლადისლავს მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამაზე გაცხარებულმა ანათემა შუეთვალა მეფეს, პასუხად კი რომის დაცემა და პაპის გაპარვა მოჰყვა. გამგზავრების წინ თავისი შვილი დინორა დაარიგა გამხდარიყო ჭარბვნებიანი ვლადისლავის საყვარელი. შემდეგ ისე მოხდა რასაც მეკობრე ვერ წარმოიდგენდა, დინორასაც შეუყვარდა მეფე. მან სიყვარულის წამალი მამობილს (დედამისის ქმარს) თხოვა, რომელიც მეაფთიაქე იყო. მან კი შური იძია პაპზე, ცოლზე და სიდედრზე. საწამლავი მისცა და დაარიგა, სანამ სიყვარულს მიეცემით ქვედა არეში წაისვი სითხე და მეფე სამუდამოდ შენი ერთგული გახდებაო. თუმცა მოხდა სხვა რამ, დინორა მეორე დღეს გარდაიცვალა, ხოლო ვლადისლავი 7 დღის შემდეგ.
  იოანე ოცდამესამე ფიქრობდა, რომ ვლადისლავი მოახერხებდა მთელი იტალიის დაპყრობას და მის განადგურებას (ჯერ არ იცოდა მისი სიკვდილის შესახებ), ამიტომ მეფე სიგიზმუნდს მიწერა დახმარების თაობაზე და პირობა მისცა, რომ მოიწვევდა კრებას, სადაც ეკლესიის მდგომარეობა იქნებოდა განხილული და რომში აკურთხებდა კიდეც იმპერატორად. გვიან გაიგო პაპმა მეფის სიკვდილის შესახებ, შეთანხმება მიღწეული იყო და კრება გერმანიაში, კონსტანციაში გაიმართებოდა, სადაც სულ მარტო იქნებოდა საეკლესიო პირების წინაშე. ეს არ აწყობდა რომის პაპს, ის სრულიად მშვიდად იქნებოდა იტალიაში რომ გამართულიყო კრება, მაგრამ სიგმუნდი თვლიდა, რომ კონსტანცია საუკეთესო ადგილი იყო ევროპაში, სადაც შეძლებდა ყველა საეკლესიო პირი და იმპერატორი მისვლას.
- sic cmpiuntur vulpes ! (ასე იჭერენ მელიებს) - ხშირად იმეორებდა ბალთაზარი.
თუმცა ჰქონდა ერთი სასიხარულო ამბავი, კრებამდე ერთი წელი იყო დარჩენილი, ვლადისლავის სიკვდილის შემდეგ, რომაელებმა განდევნეს მტერი და პაპსის სადიდებელი შეძახილებით აიკლეს მარადიული ქალაქი. კოსა თვლიდა რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი კრებაზე წასვლა იყო, ითვალისწინებდა რა, მისი წინამორბედების შეცდომებს კრებაზე მისვლას თავს რომ არიდებდნენ.
                                                     იმპერატორი სიგიზმუნდი 

1414 წლის 16 ნომებერი იდგა, როდესაც დაიწყო კრება ქალაქ კონსტანცაში. იოანე ოცდამესამე ჩავიდა ისეთი სიამაყით თითქოს, მხოლოდ მისი მობრძანების გამო იყო ეს კრება ასეთი მნშვნელოვანი. 150 000 ადამიანს მოეყარა თავი ქალაქში, რაც იმ დროისთვის რეკორდულ მაჩვენებლადაც კი ითვლებოდა, ამ პატარა ქალაქში, ხომ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ცხოვრობდა.
  პირველმა დღემ პაპისთვის კარგად ჩაიარა, თუმცა შემდეგ გამოჩნდნენ ძირითადად ფრანგი მოწინააღმდეგეები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ საერო პირებსაც უნდა ქონოდათ ხმის მიცემის უფლება. კრებაზე იტალიელი კარდინალები ჭარბობდნენ, რაც პაპისთვის გარანტი იყო ხელშეუხებლობის, ამ შემთხვევაში კი მისი მტრები აღმოჩნდნენ უპირატესობაში. ბალთაზარი ხედავდა, რომ უფკსრულისკენ მიექანებოდა, ურთიერთობა გაუფუჭდა გერმანიის იმპერატორ სიგიზმუნდთანაც (მან მოახერხა და პაპის ხელშეწყობის გარეშე მოიპოვა იმპერატურის ტიტული). ამიტომ გაქნილი პოლიტიკოსი დაუკავშირდა იმპერატორის მტერ ფრიდრიხ ავსტრიელს (მაშინ ჩვეულებრივი მმართველი იყო, პაპი კი მეფობას ჰპირდებოდა) და ურთიერთდახმარების პირობა დადეს. იოანე ოცდამესამე გადაცმული გაიპარა კონსტანციდან, სადაც ფრიდრიხის ციხეში გამაგრდა და მანამდე ნათქვამი სიტყვები გადადგომის შესახებ უკან წაიღო. სიგიზმუნდმა მაშინვე დაიწყო ომის წარმოება, ფრიდრიხი და მოკავშირეები დაამარცხეს და ტერიოტრიებიც წაართვეს. ბუნებით მერყევი ავსტრიელი მივიდა სიგიზმუნდთან, პატიება სთხოვა იმ იმედით, რომ მიწის რაღაც ნაწილს მაინც დაუბრუნებდა. იმპერატორმა შეიპყრო იოანე ოცდამესამე და ეკლესიამ მას 72 პუნქტისგან შემდგარი ბრალდება წაუყენა.იმდენად საშინელი ბრალდებები იყო წამოყენებული, რომ საჯაროდ ზოგიერთი არ იქნა წაკითხული და "მძიმე ცოდვით" მოიხსენიეს.
სიგიზმუნდმა მისი მეგობრის ლუდვიგ III-ის კარცერში გამოკეტა პაპი.
პროფესორი ჰუსი წარსდგა კრების წინაშე, რომელიც გამოირჩეოდა პირდაპირობით და ღიად აცხადებდა "წმინდა ტახტის" ცოდვებს. სანამ ჩამოვიდოდა ქალაქში მას იმპერატორმა მისცა შეუვალობის სიგელი, რომელიც დაირღვა კარდინალების მიერ და ეს პირდაპირი ადამიანი, ერეტიკოსობისთვის კოცონზე დაწვეს. კათოლიკური ეკლესია ეხლაც აცხადებს, რომ ჰუსი დასაჯა საერო ხელისუფლებამ და მიცემული შეუვალობის სიგელი არის, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მას თვითნებურად არავინ დასჯიდა და კრებას სრული უფლება ქონდა მისი გასამართლების.
                                                   ბალთაზარ კოსას საფლავი

დარდი მოკლავდა ბალთაზარს ციხეში, იმა, რომ არ ყოლოდა გვერდით. მისგან შეიტყო ლუდვიგის და სიგმუნდის შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ, რითაც ისარგებლა და 38 000 ფლორინის სანაცვლოდ პატიმრობას თავი დააღწია. კრებამ ახალ პაპად კოსას ყველაზე ერთგული კარდინალი ოტონ კოლონა აირჩია, მარტინ V-ის სახელით. კოსა გრძნობდა, რომ კოლონა წმინდა ტახტის ერთგული იყო და არა მისი, ამიტომ ჯოვანი მედიჩის დაუკავშირდა და შუამდგომლობა თხოვა, მან პირობა მისცა მარტინს, რომ პაპობაზე უარს თავად იტყოდა, კარდინალის ტიტულს კი შეინარჩუნებდა. იცოდა მარტინ მეხუთემ, რომ ჯერ კიდევ ძალაინ ბევრი მეგობარი ყავდა კოსას და ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდა. არც შეცდა ახალი ქრისტეს მოადგილე, სიცოცხლის ბოლომდე, 1419 წლამდე, მეკობრე პაპი ფლორენციის ერთ-ერთ უმშვენიერეს სასახლეში ცხოვრობდა, სანამ გარდაიცვლებოდა. მის საფლავზე დონატელოს შექმნილი სამლოცველო აღმართეს, თეთ მარმარილოს საფლავის ფილაზე ასვენიან კოსას ბრინჯაოს მოოქროვილი ნიღაბი, მის ქვეშ იოანე XXIII-ის ღერბი, დაბლა კი ამოკვეთილია კარდინალის ქუდი და პაპის ტიარა. რამდენიც არ უნდა დამალოს კათოლიკურმა ეკლესიამ მისი არსებობის შესახებ, დღესად ნათლად წერია წარწერა მის საფლავზე: "აქ განისვენებს ბალთაზარ კოსა, ყოფილი პაპი იოანე XXIII.

                                                                                    გიორგი ხარშილაძე