სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი II


ტირი – გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში, ომის ცალხელა ღვთაება, ოდინისა და გოლიათის(სამყაროს გოლიათის, იმირის და) შვილი.
ტირს ხელი ლოკის ნაშიერმა, უზარმაზარმა მგელმა, ფენრირმა მოაჭამა, როდესაც ღმერთები ცდილობდნენ მისი ჯადოსნური ჯაჭვით დაბმას. ტირმა სპეციალურად ჩაუდო მას პირში ხელი, რათა დრო მიეცა სხვა ღმერთებისთვის სწრაფად ემოქმედათ და ჯაჭვით დაებათ ეს საშინელი არსება. რაგნაროკის დღეს ტირი შეებრძოლა ძაღლ-ურჩხულ ჰარმს. მათ ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრეს და ბრძოლის ველზე დაეცნენ.


ტირის მნიშვნელობას სკანდინავიურ მითოლოგიაში ისიც ამტკიცებს, რომ მის სახელისთვის რუნულ დამწერლობაში, რომელსაც ვიკინგები იყენებდნენ, ცალკე რუნაა შექმნილი


ფრეი – გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში ნაყოფიერებისა და ზაფხულის ღმერთი. წარმოშობით ვანებიდან იყო, ნორდისა და სკანდის ვაჟი. ფრეის მამა ნორდი ოდინმა იშვილა, როდესაც ასების (ოდინის უმაღლესი ღმერთები) ვანებთან ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების შემდეგ ვანებმა მძევლად დატოვეს ასგარდში. ფრეის ტყუპი და ჰყავდა, რომელსაც ფრეია ერქვა და სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იყო.
ფრეი ფლობდა მზის სხივების ძალას და შეეძლო ადამიანების დახმარებოდა დიდი მოსავლის მოყვანაში. ის ახოვანი და მშვენიერი ვაჟკაცი იყო და სილამაზით ბალდერ მშვენიერსაც კი არ ჩამოუვარდებოდა, ხოლო ხასიათით კეთილი და მოწყალე იყო ისევე, როგორც მისი მამა ნორდი. მას არ უყვარდა ომი და მუდამ ცდილობდა მშვიდობის დამყარებას. ფრეის წმინდა ცხოველად ითვლება ტახი. ლეგენდებში მოიხსენიება, რომ ფრეის დვალინმა სკიდბლადნირის გემი აჩუქა, ხოლო სინდრიმ გულიბურსტის ტახი.

ფრეია(Gefn, Hörn, Mardöll, Sýr, Valfreyja) - გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში სიყვარულისა და ომის მშვენიერი ქალღმერთი, ასგარდის მკვიდრი. ფრეია წარმოშობით ვანებიდან იყო და ნორდის ქალიშვილი გახლდათ, როგორც ფრეი, მისი ტყუპისცალი ძმა, ნაყოფიერებისა და ზაფხულის ღმერთი (მასზე წინა პოსტში ვისაუბრეთ, თუ როგორ დარჩა მამამისი ნორდი მძევლად ასგარდში და ოდინმა იშვილა). ფრეი და ფრეიას მსგავსი მშვენიერების ქმნილებები არც ადამიანებში, არც ვანებში და არც ასებში არ მოიძებნებოდნენ. ასევე ორივენი ძალიან კეთილი და გულმოწყალე ღვთაებები იყვნენ. ფრეიას ჰქონდა ჯადოსნური შევარდენის ფრთა, რომლითაც ფრენა შეეძლო და ასევე გააჩნდა გნომების დამზადებული შესანიშნავი ოქროს სამკაული "ბრისინგამენი". როდესაც ფრეია ტიროდა, მისი თვალებიდან

ოქროს ცრემლები ცვიოდა. ფრეია გარდა იმისა, რომ სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იყო, ის მეთაურობდა ვალკირიებს - ღვთაებრივად მშვენიერ ქალ მეომრებს, რომლებიც ვალჰალას ემსახურებოდნენ. ფრეია ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, რომელსაც ფოლკვანგი ეწოდებოდა, ხოლო მის მთავარ სასტუმრო ოთახს სესუმნირი. სიყვარულის გარდა მშვენიერი ქალღმერთი ყურადღებას აქცევდა მოსავლიანობას და ნაყოფიერებას. ასევე მას შეეძლო ბრძოლაში გამარჯვებაც მოეტანა. ფრეია აგროვებდა ბრძოლაში დაცემულ მეომრების ნახევარს (ნახევარი ოდინს მიჰყავდა).
ფრეია ცოლად ადამიანს, სახელად ოდს გაჰყვა, რომელიც ერთი გადმოცემით ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, ხოლო სხვა გადმოცემით ნახევრად ღმერთი გახლდათ. ოდი მალე უგზოუკვლოდ გადაიკარგა და ფრეია დაქვრივდა. სწორედ ოდის გადაკარგვის შემდეგ დაიწყო მან ოქროს ცრემლებით ტირილი. ფრეიამ ასებს შეასწავლა ჯადოქრობის ხელოვნება, რომელიც მანამდე ვანებში იყო გავრცელებული.

სიფი( Sif ) - გერმანულ - სკანდინავიურ მითოლოგიაში ნაყოფიერების ქალღმერთი, თორის მეუღლე, ასგარდის მკვიდრი. ითვლებოდა ფრეიას შემდეგ ყველაზე მშვენიერ ქმნილებად. განთქმული იყო თავისი ბაჟაღლო ოქროს თმებით. მისი ქალიშვილები იყვნენ ვალკირიები ტრუდი, მოდი და ულია (ულია არ იყო თორის შვილი). ვანების მთავარმა ღმერთმა ლოკიმ სიფის ღამით თმები მოპარა, თუმცა ეს თორმა მალე შეიტყო და საშინლად განრისხდა. ის მზად იყო ლოკის მოსაკლავად მაგრამ მან სთხოვა, რომ დრო მიეცა გამოესწორებინა დანაშაული. ლოკი წავიდა გნომების ქვეყანაში. გნომები კი განთქმულები იყვნენ მჭედლობის ხელოვნებაში. ლოკიმ მათ ახალი ოქროს თმების დამზადება სთხოვა, ისინი კი დასთანხმდნენ, რადგან უნდოდათ ღმერთებისთვის დაემტკიცებინათ თუ რა შესანიშნავი ხელოსნები იყვნენ. მათი დამზადებული თმები ობობას ქსელზე უფრო ნაზი და მშვენიერი იყო, როგორც კი სიფი თავზე დაიყენებდა, მაშინვე ჩვეულებრივი თმასავით იზრდებოდნენ. ლოკმა თმა სწრაფად მიართვა თორს, რომელმაც ის ისევ სიფს გადასცა.

იდუნი(Idhun) - გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში მარადიული ახალგაზრდობის ქალღმერთი, ჯუჯა ივალდის ქალიშვილი, ბრაგის, პოეზიის ღმერთის მეუღლე. იდუნი ცნობილია, როგორც ვაშლის მცველი, რომლითაც ღმერთებს მარადიული ახალგაზრდობა ენიჭებოდათ. ერთხელ ფრინველმა ტიაციმ აიძულა დატყვევებული ლოკი, მისთვის გადაეცა იდუნი თავისი ჯადოსნური ვაშლებით, მაგრამ საბოლოოდ ლოკიმ ისევ დაიბრუნა ქალღმერთიც და ვაშლებიც, რადგან ოდინმა სიცოცხლეს გამოასალმა ტიაცი. იდუნი ცხოვრობდა ბრუნაკრში, ჭების ველზე, სადაც სიცოცხლისა და მუდმივი ახალგაზრდობის ჭები იყო.

ჰელი(Hel) - მკვდართა სამყაროს, ჰელჰეიმის ქალღმერთი, ლოკისა და ქალი-გოლიათის, ანგრბოდის ქალიშვილი. როდესაც ლოკის ყველა შვილთან ერთად ოდინთან მიიყვანეს, მან ჰელს მკვდართა სამყაროს ქალღმრთობა უბოძა. მასთან მიდიოდა ყველა გარდაცვლილი ბრძოლაში დაცემული მეომრებისა და გმირების გარდა, რომლებიც ვალკირიებს ვალჰალაში მიჰყავდათ. ჰელი საშინელ სახეს იღებდა და ხალხს მისი ძალიან ეშინოდა. როდესაც ურჩხულად გარდაისახებოდა, მისი სხეულის ნახევარი შავ-თეთრი ხდება, ხოლო მეორე ნახევარი მკვდარივით უფერული.

ნიკა ხოფერია