ოდინი(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) – უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი, ომისა და შუღლის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).
ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:
ალფადირ (ყველაფრის მამა)
ბოლვერკ (უბედურების მომტანი)
ჰარ (ძალიან მაღალი)
ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი)
ჯაფნჰარ (უმაღლესი)
თჰიდი (მესამე)
ვეგტამ (ბილიკების მცოდნე)
ოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში,

საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრირის, ლოკის შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.
ოდინის შთამომავლები იყვნენ:
იორდისგან – თორი
ფრიგისგან – ბალდერი, ჰედი და ჰერმოდი
რინდისგან – ვალი
გრიდისგან – ვიდარი
იმის გარდა, რომ ოდინი სკანდინავიური მითოლოგიის მთავარი ღმერთი იყო, ასევე ის წარმოადგენდა გერმანული ეპოსის მთავარ ღვთაებასაც, ამიტომ ჩრდილოეთ ევროპაში მისი კულტი ძალიან გავრცელებული გახლდათ.

თორი( Þórr, Thor, Thunar, Donar ) – სკანდინავიურ მითოლოგიაში, ელვის და ქუხილის ღმერთი. თორი არის ოდინის და იორდის (დედამიწა) უფროსი შვილი. ის არის სიფის ქმარი, მოდის (სიმამაცე), თრუდის (ენეგია, სიფხიზლე) და მაგნის (სიძლიერე) მამა. თორის სახლს თუდთჰვანგრი (ენერგიის მოედანი), დარბაზს კი ბილსკირნირი (მოციმციმე ნათება) ქვია.
თორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მისი მაგიური სარტყელი მას კიდევ უფრო უმატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო – მიოლნირი, რომელიც ლოკის დავალებით იქნა გაკეთებული ორი ნაინის, სინდრის და ბროკრის მიერ. მიოლნირის გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ, თავის მფლობელს, თორს

უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. თორი ცას კვეთს ორი მაგიური თხის, ტანგნიოსტის და ტანგრისნირის მეშვეობით. ამავე დროს ეს ორი თხა თორის გამოულევი საკვებია. ის მათ შეწვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან. თორი არის ყველაზე ძლიერი ადამიანთა და ღმერთთა შორის. ის აგრეთვე არის მიგდადრის დარაჯი. ამასთანავე თორი ღმერთებს და ადამიანებს გიგანტებისგან იცავს. რაგნაროკის ჟამს იგი ლოკის შვილს, დიდ ზღვის გველს, იორმუნგანდს ებრძვის და დაამარცხებს მას. მაგრამ იორმუნგანდი მაინც შესძლებს კბენას და თორს შხამით მოწამლავს. გველი პირველი იღუპება, ხოლო თორი კი ცხრა ნაბიჯის გადადგმას ახერხებს, რის შემდეგაც ეცემა.
ლოკი( Loke,Loki,Lopt )- ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშვებისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.
ლოკის აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი.ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა. ლოკის სამი შვილი – ალი, ვალი და ნარვი – სიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან – სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში :
იორმუნგანდი – ზღვის დიდი გველი;
ფენრირი – მგელი-გიგანტი;
ჰელი – გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი.

ფენრირი და იორმუნგანდი
მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდერი, რაც გახდა მიზეზი სხვა ღმერთების მრისხანებისა. ლოკის ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი და მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკის ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებდა, რათა ლოკს ტკივილი არ განეცადა. როცა თასი ივსებოდა და სიგინი მის დაცლას ცდილობდა, შხამის წვეთები მაინც ეცემოდა ლოკის სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდიდა. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდებოდა დედამიწაზე მიწისძვრა.
საბოლოოდ ლოკის შვილები იორმუგანდი, ჰელი და ფენრირი რაგნაროკის დღეს დაიხოცნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა მზის გადაყლაპვა მოასწრო, რის შემდეგაც სამყარო შეიცვალა და ახალი მზე მოევლინა დედამიწას.
საბოლოოდ ლოკის შვილები იორმუგანდი, ჰელი და ფენრირი რაგნაროკის დღეს დაიხოცნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა მზის გადაყლაპვა მოასწრო, რის შემდეგაც სამყარო შეიცვალა და ახალი მზე მოევლინა დედამიწას.
ნიკა ხოფერია