ნაპოლეონის მამლუქი - რუსტამ რაზას მემუარები


მეგობრებო, წარმოგიდგენთ ჩემი და პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძის წიგნს ნაპოლეონის მამლუქ რუსტამზე. 

რუსტამ რაზა 1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. აღა-მაჰმად ხანის საქართველოში შემოსევის დროს მისი ოჯახი სომხეთში გაიქცა და მშობლიურ ქალაქ აპერკანს შეაფარა თავი. იქ ყოფნისას რუსტამი მონებით მოვაჭრეებმა მოიტაცეს და ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი სტამბოლში გაყიდეს. ბოლოს ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც წარმოშობით ქართველმა მამლუქმა – სალა ბეიმ იყიდა.


1798 წელს ეგვიპტეში ფრანგული ჯარი შეიჭრა, დაამარცხა მამლუქები და ქვეყანა დაიკავა. მომდევნო წლიდან რუსტამი ნაპოლეონ ბონაპარტის სამსახურში აღმოჩნდა და თექვსმეტი წელი ერთგულად ემსახურა იმპერატორს.

რუსტამის მემუარები პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა XIX საუკუნეში, თუმცა ყველაზე სანდო 1911 წლის გამოცემაა. დღემდე საქართველოში ამ ტექსტის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო ცნობილი, წინამდებარე გამოცემით კი მკითხველს საშუალება ეძლევა ნაპოლეონის თბილისელი მამლუქის მემუარებს სრულად გაეცნოს.

ფრანგულიდან თარგმნეს, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ.

 მოიკითხეთ „არტანუჯის“ სტენდთან წიგნის ფესტივალზე 25-27 მაისს(შემდეგ "ბიბლუსის", "პარნასის" და სხვა წიგნის მაღაზიათა ქსელებში).

ნიკა ხოფერია