ხოპეში – ძველეგვიპტური ცივი იარაღი. გარეგნულად იატაგანს გავდა. შედგებოდა ტარისა და მოღუნული პირისგან. ხოპეშის ტარი ორსახელურიანი იყო და მისი გამოყენება სწორედ ორი ხელით გახლდათ უმჯობესი. მისი სიგრძე 50-60 სმ(20-24 დუიმი) აღწევდა, თუმცა არსებობდა უფრო პატარა ზომებიც. ნახევარმთვარის ფორმის პირიანი ხოპეში ხმალი არ იყო(რომელიც ხანჯლისგან წარმოიქმნა) და საბრძოლო ცულის განვითარების შედეგს წარმოადგენდა, მაგრამ თავის წინაპრისგან განსხვავებით, მისგან მიყენებული ჭრილობა ხმლისას უფრო ჰგავდა. ამ იარაღის გამოყენება დაახლ. ძვ.წ. 1300 წლიდან შეწყვიტეს.
ხოპეშით შეიარაღებული ბევრი ფარაონია გამოსახული ეგვიპტურ რელიეფზე, ასევე ეს იარაღი ნაპოვნია სამარხებში, მათ შორის ტუტანხამონის აკლდამაში. ძველ ეგვიპტეში ხოპეში დახელოვნებული მებრძოლებისა და ელიტური რაზმების იარაღს წარმოადგენდა. მისი სიგრძე საშუალებას იძლეოდა, რომ გამოეყენებინათ საბრძოლო ეტლით ბრძოლისასაც. არსებობს მოსაზრება, რომ აულესავ ხოპეშებს, რომლებიც ასევე სამარხებთან არის ნაპოვნი, ჰქონდათ ცერემონიალური მნიშვნელობა. საბოლოოდ ხოპეში კოპისის წინაპარი გახდა, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელის არმიაში იყენებდნენ.
ამას გარდა საკმარისად მჭრელი იყო, რათა ძლიერი დარტყმა მიეყენებინა. აკინაკი სკვითური კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთების ე.წ. “სკვითურ სამეულში” შედის. არსებობდა ირანული აკინაკებიც, რომელთაც ფალოსის ტიპის ვადები ჰქონდათ.
გლადიუსი (ლათ.
gladius) – რომაული მოკლე ხმალი, რომლის სიგრძეც 60-იდან 80 სანტიმეტრამდე მერყეობდა.
გლადიუსი პირენეის ნახევარკუნძულზე შეიქმნა და მისი გაუმჯობესებაც სწორედ აქ მოხდა. ხმალს ბალანსირებისთვის, ტარის ბლოში ჰქონდა მძიმე ბურთი. რომაელი ლეგიონერები გლადიუსს, მხოლოდ საჩხვლეტად იყენებდნენ, მაგრამ მახვილის პირი იმდენად ფართე იყო (დაახლ. 4-8 სმ.), რომ მისი მოქნევით, საკმაოდ ღრმა ჭრილობის მიყენება შეიძლებოდა. ყველაზე ხშირად გლადიუსს, რკინისაგან ამზადებდნენ, თუმცა ძველ, რომაულ წყაროებში გვხვდება გლადიუსები, რომელებიც ბრინჯაოსგანაც არის დამზადებული. გლადიუსი პოპულარულობით სარგებლობდა, როგორც რომის იმპერიაში, ასევე საბერძნეთსა და სპარტაში.
პროფესიონალის ხელში გლადიუსი, ნამდვილი სასიკვდილო იარაღი იყო. მისი წონა არ იყო დიდი (დაახლ. 1,2-1,6 კგ.) და ამიტომ მისი ხმარება საკმაოდ ადვილი იყო. ყველაზე დიდი პოპულარობა მან, მაინც რომის ლეგიონში მოიპოვა. მას 7 საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ რომაელი ლეგიონები. ლეგიონერების, მსგავსად გლადიუსს გლადიატორებიც იყენებდნენ.
სპატა – გრძელი, ორპირი ხმალი, რომელიც კელტებმა გამოიგონეს. სპატა უპირატესობა ანიჭებდა ქვეით მეომრებს, თუმცა მაგ დროისთვის უკვე გამოიყენებოდა კავალერია და ეს მახვილი გალების კავალერიის განუყრელ იარაღად იქცა. შემდგომში მას იყენებდა რომის კავალერიაც. რომაელებისგან კი სპატა, ფრანკების იარაღადაც იქცა. ასევე იყო პოპულარული გერმანელებისთვისაც V საუკუნეში.
ლევან ტავლალაშვილი და ნიკა ხოფერია