Rome II: Total War - How Far will You Go for Rome? ნაწილი I

როგორც მოსალოდნელი იყო SEGA-მ დაადასტურა, რომ მუშაობს სერიის შემდეგ სტრატეგიაზე - Total War: Rome II. სტრატეგიული ჟანრის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ ამ კომპანიის შესანიშნავი Turn-Based სტილის სტრატეგიული თამაშები: Shogun: total war, Medieval: total war, Rome: total war, Medieval II: total war, Empire: total war, Napoleon: total war, Shogun II: total war. თითოეული მათგანი თავის დროისთვის ნამდვილად საუკეთესო და გამოსარჩევი იყო, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული Rome: total war და Medieval II: total war აღმოჩნდა. ამ სერიის მოყვარულმა გეიმერებმა უამრავი მოდიფიკაცია შექმნეს, რითაც თამაში უფრო დაიხვეწა, რადგან მასში მეტად იყო გათვალისწინებული ისტორიის დეტალები და მომხმარებელთა სამართლიანი თხოვნები.



Empire: total war, Napoleon: total war, Shogun II: total war -ს კომპანიისთვის ისეთი წარმატება არ მოუტანია, როგორც წინა ორ გამოცემას. ახლა კი SEGA-მ გადაწყვიტა კიდევ ერთი დიდი საჩუქარი გაუკეთესო სამხედრო ისტორიისა და სტრატეგიული თამაშების მოყვარულებს და შექმნას სტრატეგია, რომლის ბადალიც აქამდე არ ყოფილა. მოქმედება ანტიკურ ხანაში განვითარდება, როგორც SEGA-ს ყველაზე პოპულარულ თამაშსა და Rome II-ს წინამორბედ Rome: total war-ში. სტრატეგია ახალ გრაფიკულ ძრავაზე დამზადდება, რომელიც საშუალებას იძლევა “ათობით ათასი” მეომარი ერთბაშად ჩართოს ბრძოლაში.

კომპანია  Creative Assembly-ს წარმომადგენელმა ჯეიმს რასელმა, რომელიც SEGA-ს სტრატეგიებზე მუშაობს, დიდ ბრიტანეთის ქალაქ ბრაიტონში გამართულ პრეზენტაციაზე Rome II-ს შესახებ ჟურნალისტებთან რამდენიმე ახალი ნიუანსი გაამხილა –
Rome II ყველაზე სისხლიანი და სასტიკი თამაში იქნება, რაც total war-ს სერია არსებობს.

• ჩვენ გვსურს თამაშში მაქსიმალურად რეალისტურად გავაცოცხლოთ ჩვეულებრივი მეომრები. იქნება სახის ანიმაცია. ბრძოლა მაქსიმალურად სისხლისმღვრელი და სასტიკი გახდება. მაგალითად, თუ რომელიმე მეომარს ისარი მოხვდება, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ.

ჩვენ გვსურს, რომ მოთამაშემ სრულად შეიგრძნოს იმ პერიოდის რომაული სამხედრო ძალის შესაძლებლობები, უნიკალურობა რომაელი მეომრებით ბრძოლის წარმოებისა. 

• ასევე ჩვენი მიზანია Rome II-ში ისეთი ბატალური სცენების გაცოცხლება, რომლის მსგავსიც არცერთ სხვა კომპიუტერულ თამაშში არ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას შევძლებთ. მე არ ვაჭარბებ, ეს არ არის მარკეტინგული სვლა ჩემი მხრიდან.

• ჩვენ გვსურს, რომ მოთამაშემ თვითონ გადაწყვიტოს რისი გაკეთება სურს – გადაარჩინოს რომის რესპუბლიკა ან შექმნას რომის იმპერია. თამაშში თქვენ ნახავთ ომის სხვადასხვა ტაქტიკის შეჯახებას, სხვადასხვა კულტურათა შორის დაპირისპირებას, განსხვავებულ არქიტექტურულ სტილსა და ბუნებრივ პირობებს.

• კამპანიის რუკა გაცილებით დიდი იქნება ვიდრე ეს Rome-ს პირველ ნაწილში იყო. ჩვენ ვიბრძოლებთ ველურ ბარბაროსებთან, გავანადგურებთ ელინისტურ სახელმწიფოებს და მოხვდებით შორეულ და ეგზოტიკურ აღმოსავლეთის მიწებზე.

• რაც ჩვენ ახლა წარმოვადგინეთ, ეს ძალიან, ძალიან შორს არის თამაშის ფინალურ ვერსიამდე. ჩვენ კიდევ უამრავი ვიზუალური ეფექტის დამატება და თამაშის კომპონენტების სრული დეტალიზაცია დაგვრჩა. ფინალური ვერსია ბევრად უკეთესი იქნება იმასთან შედარებით, რაც თქვენ დღეს ნახეთ.

ჯეიმს რასელმა თქვა, რომ ამჟამად თამაშზე 20 დიზაინერი, 36 პროგრამისტი და 40 მხატვარი მუშაობს.
აი კიდევ რა თქვა მან: “რეალიზმი თამაშის მსახურია, მაგრამ მისი ბატონი არ არის” წარმოადგინა რა ცეცხლმოკიდებული ღორის სურათი(ვისაც Rome: total war უთამაშია მიხვდება). 
ჯერჯერობით ორი სკრინის გარდა(მიხვდებით რომლებიც არის - საზღვაო იერიში ქალაქზე და ბრძოლა დიდ ქალაქში), სხვა ხარისხიანი სკრინები არ იშოვება, ჯერჯერობით მხოლოდ ეს "პირატული" სურათებია, იმედია მომავალში სხვა მასალებსაც დადებენ. გაგრძელება იქნება...

ნიკა ხოფერია