აი რა არის დღეისთვის ცნობილი თამაშის შესახებ:
• პროექტი Rome II იქნება Rome: total war-ზე ბევრად მასშტაბური.
• სტრატეგიული რუკა ბევრად ფართო და დახვეწილი იქნება და სავარაუდოდ ინდოეთამდე გადაიჭიმება.
• რომის გარდა თამაშში სხვა ბევრ სახელმწიფოსაც ჩასვამენ, რომლითაც თამაშს შევძლებთ, თითოეული მათგანი დახვეწილი, დეტალური და ორიგინალური იქნება.
• თითოეულ სახელმწიფოს, გენერალს თუ აგენტს საკუთარი განვითარების ხე ექნება.
• კამპანია პუნიკურ ომებამდე დაიწყება(ალბათ ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოს ან III საუკუნის დასაწყისში) და თქვენზე იქნება დამოკიდებული როდის დასრულდება – ტრაიანეს თუ კონსტანტინეს იმპერატორობის დროს.
• ყოველ რომაულ ლეგიონს ექნება საკუთარი ისტორიული სიმბოლიკა და სახელი.• პროექტი Rome II იქნება Rome: total war-ზე ბევრად მასშტაბური.
• სტრატეგიული რუკა ბევრად ფართო და დახვეწილი იქნება და სავარაუდოდ ინდოეთამდე გადაიჭიმება.
• რომის გარდა თამაშში სხვა ბევრ სახელმწიფოსაც ჩასვამენ, რომლითაც თამაშს შევძლებთ, თითოეული მათგანი დახვეწილი, დეტალური და ორიგინალური იქნება.
• თითოეულ სახელმწიფოს, გენერალს თუ აგენტს საკუთარი განვითარების ხე ექნება.
• კამპანია პუნიკურ ომებამდე დაიწყება(ალბათ ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოს ან III საუკუნის დასაწყისში) და თქვენზე იქნება დამოკიდებული როდის დასრულდება – ტრაიანეს თუ კონსტანტინეს იმპერატორობის დროს.
• თითოეული ლეგიონი მიიღებს არამხოლოდ გამოცდილებას, ეს სისტემა ბევრად დაიხვეწება(მაგალითად ლეგიონერები დაჯილდოვდებიან გამოჩენილი სიმამაცისთვის და ა.შ.)
• შესაძლებელი იქნება როგორც ცალკეული რაზმეულების, ასევე მთელი ლეგიონის გამოყვანა.
• ბრძოლის დროს ჯარისკაცების სახეზე თქვენ შეამჩნევთ შიშს, სიხარულს, მრისხანებას, სიცილ-ხარხარს, გაოცებას, სიმშვიდესა და სხვა ემოციებს, რაც წარმოდგენას მოგვცემს მათ მორალურ მდგომარეობაზე.
• არმიაში იუნიტების მაქსიმალური რაოდენობა ახლა 40 იქნება, თითოეულ მათგანში კი ბევრად მეტი ჯარისკაცი ჩაირიცხება, ვიდრე ეს total war-ს ნებისმიერ თამაშში ყოფილა
• ბრძოლის დროს შეიძლება ჩვენს დასახმარებლად მოკავშირის ჯარი მოვიდეს ან ახლომახლო მდგარი ჩვენივე სახელმწიფოს არმია(თუნდაც მაქსიმალური რაოდენობით იყოს შევსებული). მტრებსაც ზუსტად ასეთივე არმიები ეყოლებათ. ბრძოლაში სიფრთხილის გამოჩენა მოგვიწევს, რადგან შეიძლება მოწინააღმდეს მოულოდნელად მრავალრიცხოვანი დახმარება მოუვიდეს.
• ქალაქზე შეიძლება როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო იერიშის მიტანა ან ორივე ერთდროულად.
• თამაშში სრულფასოვანი საზღვაო ბრძოლები იქნება.
• ქალაქებისა და ციხე-სიმაგრეების შტურმის დროს, მოიერიშე მხარე გამოიყენებს საალყო კოშკებს, კიბეებს, ტარანებს და ა.შ.
• რომაელთა მძიმე ქვეით ჯარს საჭირო დროს საბრძოლო წყობა “კუს” გაკეთება შეეძლება. ასევე რომაელები მოახერხებენ რიგების არევისა და მწყობრის დარღვევის გარეშე აწიონ ფარები და სრულად დაიცვან თავი მოწინააღმდეგის მშვილდოსნების ფრონტალური იერიშისგან.
• რომაელებს შეეძლებათ გამოიყენონ ბრძოლის დროს დაღლილი ჯარისკაცების ახლებით ჩანაცვლების ტაქტიკა, რაც ისტორიულად რომის ლეგიონის ერთ-ერთ ტაქტიკად ითვლებოდა. ყველაფერი ეს დისციპლინირებულად მოხდება და ლეგიონის საბრძოლო წყობა არ დაირღვევა.
• ზღვის სანაპიროს მდებარე ქალაქთან შესაძლებელი იქნება საბრძოლო ფლოტით მიახლოება და ხომალდებზე განლაგებული კატაპულტებითა და ბალისტებით ქალაქის დაბომბვა.
• არმიის გადაყვანა ფლოტით დამოკიდებული იქნება ხომალდებისა და ჯარისკაცების რაოდენობაზე(მაგალითად როგორც Rome: total war-ში იყო 1 გემით 5000 კაცის გადაყვანა, ასეთი არარეალურობა აღარ იქნება და დიდ ჯარს შესაბამისი გემებიც დასჭირდება).
• ბრძოლაში ათეულობით ათასი მეომარი მიიღებს მონაწილეობას.
• შესაძლებელი იქნება დესანტის გადასხმა სანაპიროზე პირდაპირ ბრძოლის დროს.
• იქნება ტყვეების გაცვლა-დაბრუნება, დაჭრილი მეომრების მკურნალობით ისევ მწყობრში ჩაყენება, დეზერტირები და ა.შ.
• თამაშში კვლავ იქნება მთავარსარდლების პათოსური სიტყვით გამოსვლა ჯარის წინაშე ბრძოლის წინ და ახლა ეს ნამდვილ კინომატოგრაფიული სანახაობის დონემდე ავა.
• შეიქმნება სრულიად ახალი, დახვეწილი ინტელექტი მოწინააღმდეგისთვის. იგი იმოქმედებს იმდენად ჭკვიანურად და სწორად, რომ გაგაოცებთ თავისი მოქმედებებით როგორც სტრატეგიულ, ასევე ტაქტიკურ რუკაზე.
• თამაშის ძრავა ახალი და ძალიან დახვეწილი იქნება, სწორედ ისეთი, როგორიც დასჭირდებოდა Rome II-სავით დიდ და სერიოზულ პროექტს.
• თამაშის შემქმნელებმა გაამჟღავნეს, რომ ზოგიერთი რამ Rome II-თვის შეიმუშავეს Shogun II და Shogun II: “სამურაების დაცემის” გაკეთების დროს, ასევე Shogun II გამოიყენეს საცდელ პოლიგონად.
• თამაშში ხელჩართული ბრძოლების სრულიად განსხვავებული ანიმაცია იქნება. ჯარისკაცები ისწავლიან რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას და მოწინააღმდეგისთვის ზურგიდან შეტევას.
• თამაშში აუცილებლად იქნება მულტიპლეიერი, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც კამპანიაზეა გადატანილი, როგორც რომის, ასევე სხვა მოთამაშე სახელმწიფოების მხრიდან.
• მთავარი ტერიტორიული ერთეული თამაშში პროვინცია იქნება. ერთი პროვინცია შეიძლება რამდენიმე რეგიონისგან შედგებოდეს და მოთამაშეს შეეძლოს მათი ნაწილობრივ დაკავება. პროვინციის სხვადასხვა რეგიონების დაპყრობა განსხვავებულ სტრატეგიულ ეფექტს შექმნის. თითოეულ პროვინციაში იქნება ცენტრალური მმართველობის ქალაქი. მოთამაშეს შეუძლია გააფართოვოს საზღვრები მისი დაკავებით, მაგრამ მთელი პროვინციის დაპყრობა მხოლოდ მაშინ შეეძლება, თუ ყველა რეგიონს დაიკავებს. როგორ მოხდება ეს თამაშში ჯერჯერობით არაა ზუსტად გარკვეული. პროვინცია 100-მდე იქნება, ხოლო რეგიონი რამდენიმე ასეული.
• ბრძოლები იქნება მაქსიმალურად რეალური და სისხლისმღვრელი. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ შეიძლება გადაწყდეს თამაშის ცენზის +18-მდე გაზრდა, რადგან მარკეტოლოგებმა შეამჩნიეს, რომ თამაშისადმი ინტერესი ყოველგვარ რეკორდს გასცდა.
• თამაშის პირველი რელიზი 2013 წლის შემოდგომისთვის მომზადდება.
• Creative Assembly თამაშისთვის ბევრნაირ დამატებით კონტენტს შეიმუშავებს, მოკლედ რომ ვთქვათ DLC-ს.
• თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მინი-რუკაზე, რომელიც ბრძოლის დროს გვიჩვენებდა როგორც ჩვენი, ასევე მოწინააღმდეგის არმიების განლაგებასა და მოძრაობას. ბრძოლის ველი გაცილებით გაფართოვდება და მინი-რუკა ვეღარ შეძლებს მის ნორმალურად ასახვას. მისი შეცვლა მაღალი კამერის ჩვეულებრივზე უფრო ზემოთ აწევის ფუნქციით მოხდება, რომლის დროსაც მოთამაშის თვალწინ ბრძოლის ველი გადაიშლება, ხოლო რაზმეულები პატარა რომბებად, კვადრატებად, სამკუთხედებად და მართკუთხედებად გამოჩნდებიან.
• გაკეთდება სპეციალური რეჟიმი კამერით ბრძოლის დეტალების სანახავად. შესაძლებელი იქნება ბრძოლის კინომოატოგრაფიული რეჟიმის ჩართვა(თუ რათქმაუნდა ბრძოლისთვის ამისთვის დრო გექნებათ). ამ რეჟიმის ჩართვის შემდეგ კამერა თქვენ არჩეულ რაზმს მიაუხლოვდება და ბრძოლის ყველაზე საინტერესო დეტალებს განახებთ. კამერა კვლავ თავისუფალი იქნება და მოთამაშეს როგორც ესურვება ისე ამოქმედებს.
• ქალაქის შტურმის დროს გაიმართება სისხლიმღვრელი ბრძოლები ქუჩებში, შეტაკებები შენობებს შიგნითაც მოხდება. ახლა ქალაქის ან ციხის დასაკავებლად არ იქნება საკმარისი მისი ცენტრის დაჭერა. აუცილებელი გახდება ქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისა და საკვანძო წერტილის დაპყრობა. რაც უფრო დიდი იქნება ქალაქი და ციხე-სიმაგრე, ასეთი საკვანძო წერტილების რაოდენობაც ბევრად გაიზრდება.
• თამაშში იქნება ჯარის მართვის ახალი სისტემა ბრძოლის დროს. შემქმნელები ამბობენ,რ ომ ეს დაკავშირებულია არმიების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასთან, რომლებიც თქვენი მმართველობის ქვეშ იქნებიან. გვპირდებიან, რომ მართვის სიტემა ახალი და მოხერხებული იქნება, თუმცა ჯერჯერობით მეტი ცნობა ამის შესახებ არ გვაქვს. ასევე გვიტოვებენ შესაძლებლობას ვმართოთ თითოეული ცალკე აღებული რაზმი, როგორც ეს სხვა Total War თამაშებში იყო.
• დიდი ბრძოლების დროს ბრძოლის ლიმიტიც შესაბამისი იქნება, ასევე შეგვეძლება საერთოდ მოვხსნათ ბრძოლის ლიმიტი, როგორც ეს Total War–ს წინა თამაშებში იყო. ასეთ შემთხვევაში ბრძოლა რომელიმე მხარის საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება. დიდი ბრძოლების მაქსიმალური ხანგრძლივობა ორ-სამ საათამდე გასტანს, მაგრამ ასეთი ბრძოლა იშვიათად მოხდება, ხოლო ჩვეულებრივი, საშუალო ჯგუფების შეტაკება საშუალოდ 15-35 წუთი გაგრძელდება.
ნიკა ხოფერია