დუაიტ ეიზენჰაუერი(მეტსახელად "აიკი" - IKE) შშ-ს 34-ე პრეზიდენტი და ხუთვარსკვლავიანი გენერალი, NATO-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალი. ეიზენჰაუერი მონაწილეობდა და წარმატებით იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. მისი ცნობილი გამონათქვამებია:
- ხალხი, რომელიც პრივილეგიებს პრინციპებზე მაღლა აყენებს, მალე ერთსაც დაკარგავს და მეორესაც.
- ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას იმ შემთხვევაშიც, თუ ამისთვის ბრძოლა მოგვიწევს.
- ნამდვილი დემოკრატიის დევიზი არ არის "დაე ეს მთავრობამ გააკეთოს", არამედ "მოგვეცით ნება ეს ჩვენ თვითონ გავაკეთოთ".
- სიცოცხლე მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ფასეულობას, როდესაც ღირსეული საქმისთვის იბრძვი.
- დიპლომატი - ეს ადამიანია, რომელსაც ბევრს უხდიან იმაში რომ ბევრი იფიქროს მანამდე, სანამ არაფერს იტყვის.
- ჰუმანიტარიზმი - ესაა ის, რაც აერთიანებს ამერიკელებს ერთ ხალხად.
- ჯარისკაცისთვის სამხედრო ჭრილობა უფრო ადვილად გადასატანია, ვიდრე ტყვეობის ბორკილები.
- სამხედროთა აზრი კაპიკადაც არ ღირს, თუნდაც ისეთ კითხვებზე რაც სამხედრო საქმეს შეეხება.
- არავის შეუძლია იყოს ყოველთვის მართალი.
- ერთადერთი შანსი მესამე მსოფლიო ომში გამარჯებისა ესაა მისი შეჩერება.
- საკმარისია მხოლოდ ერთი დომინოს კოჭს უბიძგო რომ ის მთელ რიგს წააქცევს.
- არ გარისკოთ საკუთარი სიცოცხლე აუცილებლობის გარეშე, სანამ მე ნიშანს არ მოგცემთ.
შეადგინა ნიკა ხოფერიამ