ქვეითი ჯარისკაცები ნაპოლეონის იმპერიის არმიის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ, ისევე როგორც ავსტრიის, პრუსიის და რუსეთის არმიებში.
ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ XV-XVI საუკუნეში, სრულიად შეცვალა ბრძოლის სახე. ახლა უპირატესობა ქვეითებს მიენიჭა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ამან ბრძოლის ველიდან ნელ-ნელა გააძევა მძიმე აბჯრით შემოსილი ცხენოსანი რაინდები, რადგან თოფის ტყვია თავისუფლად ატანდა აბჯარში.
თავდაპირველად თოფები ძალიან მოუხერხებელი და არასაიმედო იყო. ამის გამო ევროპულ არმიებში გამოიყენებოდა შუბოსანთა დანაყოფები და საშუალოდ აღჭურვილი ცხენოსნები. თოფოსნების მნიშვნელობა გაიზარდა რაც მას შემდეგ, რაც ცეცხლასაროლმა იარაღმა პროგრესი განიცადა. ამან თან მოიტანა ბრძოლის ახალი ტაქტიკა რომლის შესახებაც შემდეგში ამბობდნენ რომ ომი რაღაც საშუალო იყო დუელსა და ჭადრაკის თამაშს შორის.
ორი არმია ერთმანეთს თოფის სასროლ მანძილზე უახლოვდებოდა, შემდეგ ორივე მხრიდან თოფოსნები მტერს ტყვიებს უშენდნენ. თოფები ძნელი დასატენი იყო და ამიტომ ხშირად ასეთ ხერხს მიმართავდნენ: ჯარი რამდენიმე გრძელ ხაზად განლაგდებოდა, როდესაც წინა ხაზი გაისროდა, მეორე ხაზი წინ გამოვიდოდა და ახლა ისინი ისროდნენ, მერე შემდეგი ხაზი. მანამდე ის ჯარისკაცები ვინც უკვე ისროლეს, იარაღს ტენიდნენ და ისევ ისროდნენ. ამით ისინი დროს აძლევდნენ დანარჩენებს რომ კვლავ დაეტენათ იარაღი.
დროთა განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღი უფრო დაიხვეწა და ჯარისკაცები შედარებით უფრო სწრაფად ახერხებდნენ მის დატენვას. ნაპოლეონის ომების პერიოდში ქვეითთა იარაღი იყო მუშკეტი, კარაბინი, შაშხანა. ამას გარდა ჯარისკაცებს ხელჩართული ბრძოლისათვის ხიშტებიც ჰქონდათ, რომელიც თოფის ლულაზე მაგრდებოდა და მას შუბის მსგავსად იყენებდნენ.
ევროპის არმიები ნაპოლეონის ომების პერიოდამდე, პრუსიული საბრძოლო სისტემით სარგებლობდნენ რომელიც პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ II დიდმა შემოიღო. ფრიდრიხ II-ის ჯარი გრძელ ხაზებად ეწყობოდა ბრძოლაში და მტერს ცეცხლს უხსნიდა. ფრიდრიხი თვლიდა რომ ჯარს რეზერვი ან საერთოდ არ უნდა ჰყოლოდა, ან ძალიან მცირე რაოდენობით. მხედართმთავარს ბრძოლაში ყველა თავისი დანაყოფი უნდა ჩაერთო.
აჯანყებულმა ფრანგმა ხალხმა აიღო ბასტილიის ციხე და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯა საფანგეთის მეფე ლუი XVI. ხალხის მასების ასეთი მღელვარების და ამის შედეგად აჯანყების უმთავრეს მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს საფრანგეთის გაკოტრება, სამღვდელოებისა და თავად-აზნაურების გარყვნილება, უბრალო ხალხის ჩაგვრა და საფრანგეთის დამარცხება ომებში.
ფრანგებმა დაარსეს რესპუბლიკა და მის სათავეში მოვიდა მაქსიმილიან რობესპიერი. რესპუბლიკამ რამდენიმე ომი გადაიტანა. ამ ომებში სახელი გაითქვეს ისეთმა გენერლებმა, როგორებიც იყვნენ: ჰოში, მორო, პიშეგრიუ, ჟურდანი, დეზე, ჟუბერი და რა თქმა უნდა ნაპოლეონ ბონაპარტი.
საფრანგეთის არმიის ერთ-ერთი უპირატესობა იყო ისიც რომ ჯარისკაცებმა იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ, რომ ისინი იცავდნენ კონსტიტუციურ, თავისუფალ რესპუბლიკას. თითოეულმა ფრანგმა რევოლუციონერმა იცოდა თავისუფლების, თანასწორობის ფასი და ამიტომ აღარ სურდა რომ ფეოდალურ, ბატონყმურ სახელმწიფოში ეცხოვრა(ავსტრია, პრუსია და რუსეთი, რესპუბლიკის გაუქმებას ცდილობდნენ ვინაიდან შიშობდნენ რომ მათი ხალხიც ისურვებდა თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრებას და რესპუბლიკას, ეს კი მონარქიასა და ბატონ-ყმობას უქმნიდა საფრთხეს, ამიტომ ცდილობდნენ ევროპელი მონარქები საფრანგეთის რესპუბლიკის მოსპობას და საფრანგეთში ისევ მონარქიის აღდგენას).

XVI-XVII საუკუნეების ესპანური ქვეითი ჯარის "ტერცია" ბრძოლაში

ფრიდრიხ II დიდი(1712-1786)
ზოგადად, ფრიდრიხის ტაქტიკა ითვალისწინებდა არა ერთი ან რამდენიმე გენერალური ბრძოლის გამართვას, არამედ რთულ მანევრირებას, რომლითაც პრუსიელები მტერს სურსათისა და საკომუნიკაციო გზებს უჭრიდნენ და ასე ნელ-ნელა ასუსტებდნენ მას. რთული მანევრირება ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა და ამან გამოიწვია ომების ხანგრძლივობის გაზრდა.
ფრიდრიხის შემდეგ ხაზოვან სისტემას იყენებდნენ ევროპის ყველა სახელმწიფოში, მაგრამ 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ ბევრი რამ შეცვალა.
ფრიდრიხის შემდეგ ხაზოვან სისტემას იყენებდნენ ევროპის ყველა სახელმწიფოში, მაგრამ 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ ბევრი რამ შეცვალა.
ბასტილიის დაცემა
აჯანყებულმა ფრანგმა ხალხმა აიღო ბასტილიის ციხე და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯა საფანგეთის მეფე ლუი XVI. ხალხის მასების ასეთი მღელვარების და ამის შედეგად აჯანყების უმთავრეს მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს საფრანგეთის გაკოტრება, სამღვდელოებისა და თავად-აზნაურების გარყვნილება, უბრალო ხალხის ჩაგვრა და საფრანგეთის დამარცხება ომებში.
ფრანგებმა დაარსეს რესპუბლიკა და მის სათავეში მოვიდა მაქსიმილიან რობესპიერი. რესპუბლიკამ რამდენიმე ომი გადაიტანა. ამ ომებში სახელი გაითქვეს ისეთმა გენერლებმა, როგორებიც იყვნენ: ჰოში, მორო, პიშეგრიუ, ჟურდანი, დეზე, ჟუბერი და რა თქმა უნდა ნაპოლეონ ბონაპარტი.
შარლ პიშეგრიუ(1761-1804)
ამ მხედართმთავრებმა ბრძოლის ახალი წესები შემოიღეს, რომლის მსგავსს პრუსიული ხაზოვანი სისტემის მიმდევარი სარდლები არასოდეს შეხვედრიან. ამიტომაც საფრანგეთის არმიამ ბრძოლის უჩვეულო წესებითა და ნიჭიერი გენერლების სარდლობით მრავალი გამარჯვება მოიპოვა.
ფრანგები არ სარგებლობდნენ ხაზოვანი სისტემით. ისინი ბრძოლაში უმთავრესად კოლონებად დაწყობილები ერთვებოდნენ. ეს გარკვეულწილად მსხვერპლს ზრდიდა, მაგრამ სამაგიეროდ მტრის ხაზებად დაწყობილ რიგებს ადვილად არღვევდა და ანადგურებდა. ფრანგთა ჯარი ხშირად ერთვებოდა ხიშტით ბრძოლაშიც.

ლაზარ ჰოში(1768-1797)
საფრანგეთის არმიის ერთ-ერთი უპირატესობა იყო ისიც რომ ჯარისკაცებმა იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ, რომ ისინი იცავდნენ კონსტიტუციურ, თავისუფალ რესპუბლიკას. თითოეულმა ფრანგმა რევოლუციონერმა იცოდა თავისუფლების, თანასწორობის ფასი და ამიტომ აღარ სურდა რომ ფეოდალურ, ბატონყმურ სახელმწიფოში ეცხოვრა(ავსტრია, პრუსია და რუსეთი, რესპუბლიკის გაუქმებას ცდილობდნენ ვინაიდან შიშობდნენ რომ მათი ხალხიც ისურვებდა თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრებას და რესპუბლიკას, ეს კი მონარქიასა და ბატონ-ყმობას უქმნიდა საფრთხეს, ამიტომ ცდილობდნენ ევროპელი მონარქები საფრანგეთის რესპუბლიკის მოსპობას და საფრანგეთში ისევ მონარქიის აღდგენას).
ლუი დეზე(1768-1800)
რესპუბლიკური საფრანგეთის არმიის ჩამოყალიბება, საფრანგეთის გენერლებმა ჯერ ისევ ძველი, მეფის ჯარის მსგავსად დააპირეს მაგრამ ჯარის ასე მომზადებას და გაწვრთნას დიდი დრო სჭირდებოდა ამიტომ ფრანგებმა დაიწყეს კოლონებად განლაგება ბრძოლის ველზე და სწრაფი და მასიური შეტევებით მოწინააღმდეგის ხაზოვანი წყობის მოშლა. ფრანგებს, ჯარის სამივე სახეობა ჰყავდათ: ქვეითები, კავალერია და ზარბაზნები. თუმცა ჯარის 90%-ს მაინც ქვეითები შეადგენდნენ.
ქვეითი ჯარის სამი ძირითადი სახეობა არსებობდა: ფუზილერები(მათ მიიღეს ცენტრალურების სახელი), ვოლტიჟერები(საფრანგეთის ჯარის ეგერები) და გრენადერები.
ფუზილერები ფუზილერები შეადგენდნენ საფრანგეთის ჯარის უდიდეს ნაწილს. ცენტრალურებს მათ იმიტომ უწოდებდნენ რომ ბრძოლის დროს ბატალიონის მწყობრში შუა ადგილს იკავებდნენ. მარცხნიდან მათ მხარს უმაგრებდა გრენადერთა ასეული, მარჯვნიდან კი ვოლტიჟერების ასეული.
ფუზილერები
ფუზილერებს ეწოდებოდა სახაზო ჯარი. ისინი ჯარის უმთავრეს და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ. ვოლტიჟერები და გრენადერები პირველები ერთვებოდნენ ბრძოლაში და გზას უთავისუფლებდნენ სახაზო ჯარს. ვოლტიჟერებს, ფუზილერებსა და გრენადერებს შორის დიდი განსხვავება არ იყო, გარდა თოფის ზომის, ქუდისა და მუნდირის მცირეოდენი სხვაობისა. ფუზილერების ქუდებზე მიმაგრებული იყო ნაპოლეონის არწივის ემბლემა ან ნაპოლეონის ინიციალი”N”რომელსაც გვირგვინი ედგა(იმპერიის ეპოქაში).
ფუზილერების მასიურად დაწყობილი დიდი კოლონები ლურჯ მუნდირებში გამოწყობილი და პრიალა იარაღით დამშვენებული, საფრანგეთის დროშების ფრიალით და დოლების რაკუნით უახლოვდებოდა მოწინააღმდეგეს, რომელსაც ეს მრისხანე ძალა სულიერად აძაბუნებდა. მტერი ხშირად უხალისოდ და შიშით ერთვებოდა ფუზილერთა მასიური კოლონების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფუზილერები გრენადერებთან და ვოლტიჟერებთან ერთად თოფების ძლიერი ზალპით ხვდებოდნენ მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი ხიშტით ეკვეთებოდნენ.ფრანგები ხიშტებითაც კარგად იბრძოდნენ.ქვეითების ყველაზე დიდი მტერი იყო კავალერია. ამიტომ ცხენოსნების წინააღმდეგ ქვეითი ფუზილერები კარეს წყობას იღებდნენ. თოფოსნები კვადრატის ან მართკუთედის ფორმით განლაგდებოდნენ - პირველი რიგი ჩაჩოქილი იყო მუხლზე, მეორე რიგი ფეხზე იდგა. თოფებზე წამოცმული ჰქონდათ ხიშტები, რადგან თუ ტყვიების ზალპით ყველა ცხენოსნის მოგერიებას ვერ შეძლებდნენ და ისინი კარეზე შეტევის მიტანას მოახერხებდნენ, ხიშტების ჯაგრით დაეცვათ თავი. ახლო-ახლო განლაგებული რამდენიმე კარე ჯვარედინი ცეცხლით ანადგურებდა მტრის კავალერიას.
1777 წლის მოდელის მუშკეტი
ფუზილერების მთავარი იარაღი იყო 1777 წლის მოდელის თოფები. ფუზილერის თოფის წონა იყო 4,65 კილოგრამი ხოლო სიგრძე 1.53 მეტრი. ამ თოფის ტყვია 110 მეტრის მანძილზე კლავდა მტერს, რადგან ჯარისკაცი დამიზნებით ისროდა. 200 მეტრის მოშორებით მდებარე მტერს თოფით ვერ მოკლავდი რადგან ტყვია ზუსტად მიზანში იშვიათად მიდიოდა და დიდ მანძილზე სიზუსტესთან ერთად ძალაც ეკარგებოდა. თოფს ჩვეულებრივ 17.5 კალიბრიანი მრგვალი ტყვიები ჰქონდა.
თოფის დატენვისას ჯარისკაცს ლულაში უნდა მოეთავსებინა ტყვია და დენთი, შემდეგ ქაღალდის საშუალებით მკვიდრად ჩაეტენა ზუმბით და ჩახმახი ფეხზე შეეყენებინა. თოფი გასროლისათვის მზად იყო. დატენვის პროცესი საკმაო დროს მოითხოვდა. ამას გარდა რევოლუციური არმიის ფრანგული თოფები მოწინააღმდეგისაზე უფრო ცუდი ხარისხის იყო და ამიტომ ფრანგი ჯარისკაცები მოკლულ მტერს აცლიდნენ იარაღს. ჯარისკაცს თან დაჰქონდა 50 ვაზნა. ამას გარდა ფუზილერები ატარებდნენ მოკლე დაშნასაც.
ბაიონეტი(ხიშტი)
ცეცხლსასროლი იარაღის ასეთი უზუსტობის გამო დიდი უპირატესობა ენიჭებოდა საბრძოლო ხიშტს.ფრანგული ხიშტი სიმტკიცით იყო განთქმული. მისი სიგრძე გახლდათ 40 სანტიმეტრი.
ფუზილერებს რესპუბლიკის პერიოდის არმიაში ეცვათ ლურჯი მუნდირები და ეხურათ სამკუთხოვანი ქუდები. იმპერიის ეპოქაში მათი მუნდირი თითქმის არ შეცვლილა, ხოლო სამკუთხოვანი ქუდი, კივერით (მაღალი კეპის მსგავსი ქუდით)შეიცვალა.
ვოლტიჟერები
ვოლტიჟერი
ვოლტიჟერებს საგანგებოდ არჩევდნენ მოქნილი, დაბალი და ჩუბინი მეომრებისაგან. ვოლტიჟერები და პრუსიელი ,რუსი და ავსტრიელი ეგერები თითქმის იგივე ტიპის შენაერთს წარმოადგენდნენ, უბრალოდ საფრანგეთში ეგერებს “ვოლტიჟერები” ეწოდებოდათ. ვოლტიჟერების დანიშნულება იყო მტრისათვის რაც შეიძლება მეტი ტყვიის დაშენა და მისი რიგების შეთხელება .თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ვოლტიჟერები ჩუბინი მსროლელები იყვნენ, ჩანს რომ მათ დიდი ძალა გააჩნდათ და სანამ მტერი ახლოს მოვიდოდა ისინი მრავალი მოწინააღმდეგის მოკვლას ახერხებდნენ. ვოლტიჟერებს უფრო მოკლე თოფები ჰქონდათ ვიდრე ფუზილერებს და გრენადერებს. სხვა მხრივ ვოლტიჟერები დიდად არ განსხვავდებოდნენ ფუზილერებისაგან, მათაც თითქმის ისეთივე ფორმა ეცვათ და ისეთივე ქუდი ეხურათ. მაღალი ქუდი თავს კარგად იცავდა მტრის ხმლის დარტყმისაგან. ქუდი იმდენად მაღალი იყო, რომ ჯარისკაცები ხშირად მის შიგნით ნივთებსაც კი ინახავდნენ. მაგალითად თამბაქოს და ღვინის ბოთლსაც კი.
ნაპოლეონის ჯარში 1804 წელს ითვლებოდა 37 ლეგიონი(პოლკი) მსუბუქი ქვეითი. ეს გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ საფრანგეთის ჯარში საკმაო რაოდენობის ვოლტიჟერები იყვნენ.
1806 წლიდან ნაპოლეონის ჯარის ზოგიერთ დანაყოფში შემოიღეს თეთრი მუნდირები, მათ შორის ვოლტიჟერებშიც.მაგრამ 1807 წლიდან თეთრი ფორმების ტარება გააუქმეს. ვოლტიჟერების ნიშანი იმპერიის ეპოქაში იყო ღია ყვითელი საყვირი.

გრენადერები
ნაპოლეონის ჯარის და მისი გვარდიის ელიტალურ ნაწილს გრენადერები შეადგენდნენ. გრენადერებად ირჩევდნენ ყველაზე წლოვან, გამოცდილ, ბრძოლებში გამოწვრთნილ მეომრებს.ისინი გადამწყვეტ შეტევას აწყობდნენ მოწინააღმდეგეზე. გრენადერთა ფორმა და აღჭურვილობა თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ქვეითი ჯარის სხვა სახეობებისაგან.გრენადერი და ვოლტიჟერი
გრენადერები ფუზილერებთან და ვოლტიჟერებთან ერთად იბრძოდნენ ბრძოლის ველზე. გრენადერების ქუდები სხვა ჯარის სახეობებთან შედარებით უფრო მაღალი იყო და იმპერიის კავალერიის ცხენოსნის ქუდის მსგავსი იყო. გრენადერების ქუდები მორთული იყო წითელი სულთნებით.
ნაპოლეონის გვარდიის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ გამოცდილი გრენადერები. გვარდიის გრენადერები ბევრით არაფრით განსხვავდებოდნენ არმიის გრენადერებისაგან. მათ მაღალი, დათვის ტყავის ქუდები ეხურათ, ლურჯი მუნდირები ემოსათ და ხიშტიანი თოფებით იყვნენ აღჭურვილნი. გრენადერების ნიშანი იყო წითელი გრანატა რომელიც ქუდზე ჰქონდათ მიმაგრებული.
საიმპერატორო გვარდიის(Garde Impériale) ქვეითები
1804 წლის 18 მაისს, ნაპოლეონმა საიმპერატორო გვარდიის ფორმირების ბრძანება გასცა. იგი არ კმაყოფილდებოდა საკონსულო გვარდიის რაოდენობით და შემადგენლობით. გვარდიაში იღებდნენ მხოლოდ უაღრესად გამოცდილ ჯარისკაცებს. არსებობდა ახალი, საშუალო და ძველი გვარდია. გვარდიაში სამსახური დიდი პატივი იყო და ასევე ჯილდოც ვეტერანი ჯარისკაცებისათვის, რადგან გვარდიელებს ყველაზე უკეთესად აჭმევდნენ, ასმევდნენ და აცმევდნენ. ისინი დიდ პატივში იყვნენ.
1814 წ. ნაპოლეონი ემშვიდობება საიმპერიო გვარდიას ფონტენბლოს სასახლის ეზოში(ანტუან ალფონს მონტფორტის ტილო)
ნაპოლეონის ბრძანებით არცერთ გაზეთში არანაირი ცნობა არასოდეს ყოფილა გვარდიის შესახებ რადგან ნაპოლეონს სურდა რომ მტერს არ სცოდნოდა როგორი სამხედრო დანაყოფით იყო იმპერატორი დაცული. ამას გარდა იგი ყველანაირად ცდილობდა გვარდიის შესახებ ყველანაირი ცნობა მოესპო.
გვარდიის რაოდენობა 1804 წელს იყო 9775 ჯარისკაცი.შემდეგ მისი რაოდენობა გაიზარდა და 1812 წელს ის უკვე 23 924 ჯარისკაცს შეადგენდა. 1815 წელს კი ზოგიერთი მონაცემის მიხედვით 126 850. 1814 წლისათვის ნაპოლეონის გვარდიის რაოდენობა შემცირდა და 17 498 ჯარისკაცამდე დავიდა. ქვეითი საიმპერატორო გვარდიის რიგებში შედიოდნენ ვოლტიჟერები, ფუზილერები და გრენადერები.
ნაპოლეონის გვარდიის გრენადერი
ნაპოლეონის გვარდიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო გრენადერთა ბატალიონები. თითოეული გრენადერთა ბატალიონი შეადგენდა 8 ასეულს. ასეულში კი იყო ერთი კაპიტანი, პრემიერ ლეიტენანტი, ორი სეკუნდ-ლეიტენანტი, სერჟანტ-მაიორი, ოთხი სერჟანტი, ფიურერი, რვა კაპრალი, ორი საპერი კაპრალის ჩინით, ოთხმოცი გრენადერი და ორი მედოლე. გრენადერების მსგავსად გვარდიაში იყო ველიტების რაზმები. ველიტები მსუბუქი ქვეითები იყვნენ და მათი ბატალიონები შედგებოდა გაწაფული მსროლელებისაგან.
ნაპოლეონის გვარდიის გრენადერის სიმაღლე უნდა ყოფილიყო არანაკლებ 176 სანტიმეტრი და მას ნასახურები უნდა ჰქონოდა 5 წელი ქვეით არმიაში სულ მცირე უბრალო ვოლტიჟერად, ფუზილერად ან არმიის უნტერ-ოფიცერად. ამას გარდა გვარდიელს მინიმუმ ორ სამხედრო კამპანიაში უნდა ჰქონოდა მონაწილეობა მიღებული.
ძველი გვარდიის იერიში
ყველაფერ ამას თუ გავითვალისწინებთ, გვარდიის გრენადერების სამხედრო ღირებულებას დავადგენთ.
იმპერატორი ყოველთვის თავის გვარდიასთან ერთად იყო. ომებისას გვარდია იშვიათად ერთვებოდა ბრძოლაში. თუმცა როდესაც ეს საჭირო ხდებოდა, ნაპოლეონი მყისვე გზავნიდა თავის გამოცდილ გვარდიის გრენადერებს ფრონტის ხაზზე. გვარდია არასოდეს დამარცხებულა.
აი სურათი ნატურიდან, რომელიც რუსმა პარტიზანმა და პოეტმა დენის დავიდოვმა დაგვიტოვა: ”ბოლოს მოვიდა ძველი გვარდია, რომელშიაც თვით ნაპოლეონი იყო. ჩვენ მოვახტით ცხენებს და კვლავ დიდ გზასთან გავჩნდით. მტერმა დაინახა თუ არა ჩვენი ახმაურებული გროვა, თოფი ჩახმახზე შეაყენა და ამაყად განაგრძო გზა ისე, რომ ფეხიც კი არ აუჩქარებია.
დენის დავიდოვი(1784-1839)
ბევრი ვეცადეთ თუნდაც ერთი მერიგე ჯარისკაცი მაინც მოგვეწყვიტა ამ მჭიდროდ შეკრული რაზმეულისაგან, მაგრამ ისინი, თითქოს გრანიტისაგან ყოფილიყვნენ გამოქანდაკებულნი, არაფრად აგდებდნენ მთელი ჩვენი ძალღონის დაძაბვას და უვნებელი რჩებოდნენ; მე არასოდეს არ დამავიწდება ამ ყოველგვარი სიკვდილის ცეცხლში ნაცად მებრძოლთა თავისუფალი ნაბიჯი და მრისხანე წარმოსადეგობა. ისინი დათვის მაღალი ქუდებით დაფარულნი, ლურჯ მუნდირებში გამოწყობილნი, თეთრი ღვედებით, წითელი ჯიღებითა და ეპოლეტებით, ყაყაჩოსფრად მოჩანდნენ თოვლით დაფარულ მინდორზე. ყველა ჩვენი აზიური იერიშები ვერაფერს ვერ აკლებდა შემჭიდროვებულ ევროპულ მწკრივს. რაზმეულები ერთმანეთს მისდევდნენ, ჩვენს იერიშებს თოფის სროლით იგერიებდნენ და დასცინოდნენ ჩვენს უნაყოფო ჯირითობას მათ გარშემო. ამ დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ ვიგდეთ ხელთ ერთი გენერალი, მრავალი აღალი და შვიდასამდე ტყვე, მაგრამ გვარდიამ ნაპოლეონითურთ ისე გაიარა ჩვენი კაზაკების გროვის შუა, როგორც ასზარბაზნიანმა გემმა მეთევზეთა ნავებს შორის.”
ნაპოლეონის ძველი გვარდიის ცხენოსანი გრენადერი ეილაუს ბრძოლაში(1807)
დენის დავიდოვის ამ სიტყვებიდან ჩანს როგორი მრისხანე და ამაყი იყო გვარდია და როგორ აძაბუნებდა მტერს იგი მორალურად.
გვარდიაში შედიოდა ჯარის ყველა სახეობა და ის მთელი საფრანგეთის არმიის მინიატურულ მოდელს წარმოადგენდა. გვარდიას ყავდა არტილერიაც და კავალერიაც. გვარდიელთა დროშაზე გამოსახული იყო ნაპოლეონის ინიციალი “N” და ნაპოლეონის არწივი. ამას გარდა ჩამოთვლილი იყო ყველა იმ ძლევამოსილი ბრძოლის სახელი, სადაც ნაპოლეონმა მტერი გაანადგურა. ამ ბრძოლების ჩამონათვალი მიგვითითებს თუ რამდენი ბრძოლა გამოიარა გვარდიამ და მასთან ერთად იმპერატორმაც. გვარდიის ჯარისკაცები მრისხანებითა და სიამაყით ივსებოდნენ როდესაც ამ დროშას შეხედავდნენ.
გვარდიის ქვეითი გრენადერები ეილაუს ბრძოლაში(1807)
გვარდია და არმია ბრძოლაში ერთვებოდა საომარი შეძახილით: - გაუმარჯოს საფრანგეთს, გაუმარჯოს ნაპოლეონს, გაუმარჯოს იმპერატორს!
მრისხანე გვარდია მტერს შიშის ზარს სცემდა. ეს სამხედრო შენაერთი ნაპოლეონის ჭეშმარიტი პირმშო იყო.
”გვარდია არ ნებდება”!
ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის განკარგულებით მტერზე ჯიქური ნაბიჯით მიმავალი გვარდია მოაბრუნეს უკან და მაშინ პირველად გაისმა”გვარდია უკან იხევს”.
ნაპოლეონის გვარდია გამსჭვალული იყო იმპერატორის უანგარო სიყვარულით. ისინი ყოველი ბრძოლის წინ ცხენზე ამხედრებულ ნაპოლეონს Vive le Empereur! -ით ეგებებოდნენ, რაც ნიშნავს - გაუმარჯოს იმპერატორს. ამით ფრანგები მტერს აჩვენებდნენ იმპერიის ჯარის ძალას, იმპერატორის ერთგულებას და ამით თითქოს მიანიშნებდნენ მტერს რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძოლებდნენ და გაიმარჯვებდნენ.
ძველი გვარდიის უკანასკნელი ბრძოლა ვატერლოოსთან(1815)
საფრანგეთის არმიის ქვითებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს დიდი იმპერიის შექმნაში. მათ დაამტკიცეს რომ ფრანგებმა იცოდნენ ბრძოლა თავისუფლებისათვის და თავდადება იმპერატორისადმი რომელმაც თავისი საოცარი საქმეებით, ისტორიაში თავისი სიტყვა თქვა და სახელი გაუთქვა რესპუბლიკურ საფრანგეთსაც. იგი მართლაც რომ დიდი ადამიანი იყო, რომელსაცშესწევდა უდიდესი საქმეების ჩადენის ძალა.
ნიკა ხოფერია