ბრძოლა ტურთან შუა საუკუნეების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. ეს შეტაკება საინტერესოა როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს იყო ორი განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების, რელიგიის, მრწამსის, კანონებისა და სამხედრო სისტემის შეჯახება. ევროპაში დომინირებას იწყებდნენ ფრანკები, ხოლო აზიასა და აფრიკაში ფეხს იკიდებდა ახალი, უზარმაზარი ისლამური იმპერია - ომაიანთა სახალიფო, რომელიც ევროპასაც მისწვდა, დალაშქრა ბიზანტია მცირე აზიაში, დაიპყრო პირენეის ნახევარკუნძული (შემდგომში კუნძული სიცილია და იტალიის სამხრეთ ნაწილი) და ამზადებდა მომავალ ლაშქრობებს უფრო ჩრდილოეთით. ორ ქალაქს ტურსა და პუტიეს მახლობლად მომხდარი ბრძოლა აბდ ალ რაჰმანისა და კარლოს მარტელის არმიებს შორის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა იმისა, რომ არაბული ლაშქრობები ისლამის გავრცელებისთვის თითქმის შეწყდა საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე. ჰიუ კენედი აღნიშნავს: "ბრძოლა პუატიესთან 732 წელს, ისევე როგორც ტალასთან (ტალასის ბრძოლა - აბასიდების სახალიფოსა და ტანგის (ჩინეთის) იმპერიის ჯარებს შორის მომხდარი ბრძოლა 751 წელს, რომელიც არაბთა გამარჯვებით დასრულდა), მკრთალადაა ასახული იმ დროის არაბულ წყაროებში. პუატიეს არაბთა მარცხით დასრულდა, ტალასი კი გამარჯვებით, მაგრამ ორივე ბრძოლამ საზღვარი დაუდო არაბთა ექსპანსიას ამ მიმართულებებით".(Кеннеди, Хью. Великие арабские завоевания. Mосква: АСТ, 2009. 363) კარლოს მარტელის გამარჯვებამ პუატიესთან 732 წელს, არაბები აიძულა პირენეებამდე დაეხიათ.(Keegan, John, A history of warfare. New York: Alfred A. Knopf: Distributed by Random House, Inc., 1993. 284) გამარჯვება ტურთან ასევე მნიშვნელოვანი გახდა ფრანკთა იმპერიის აღზევებისთვის. "ფრანკთა ძალაუფლების დამყარებამ დასავლეთ ევროპაში, შეცვალა კონტინენტის ბედი, გამარჯვებამ ტურთან კი განამტკიცა ფრანკების, როგორც დომინანტი ხალხის მდგომარეობა ევროპაში, მათ დაარსეს დინასტია, რომელმაც შვა შარლემანი".(Davis, Paul K, 100 decisive battles : from ancient times to the present. New York: Oxford University Press, 2001. 103).
ფრანკთა სამეფო
დასავლეთ გერმანული ტომი ფრანკები ევროპის ისტორიის ასპარეზზე აქტიურად IV საუკუნიდან გამოჩნდნენ. თუმცა III საუკუნეშიც მოქმედებდნენ გალიის ტერიტორიაზე, სადაც ქვემო რაინთან რომის VI ლეგიონის მეთაურმა და მომავალმა იმპერატორმა ლუციუს დომიციუს ავრელიანემ (Lucius Domitius Aurelianus, რომის იმპერატორი 270-275 წლებში) გაანადგურა ისინი. მე-4 საუკუნიდან ფრანკები კვლავ გამოჩნდნენ და გენობავდის, მარკომერისა და სუნონის მეთაურობით რომაულ პროვინცია გერმანიაში შეიჭრნენ. ფრანკთა ნაწილი მსახურობდა როგორც რომის მოკავშირე Foederati ტოქსანდრიაში. V საუკუნის მეორე ნახევარში ლეგენდარული მეროვეგის შვილიშვილი, ხილდერიხის ძე ხლოდვიგი (Chlodovechus, დაახლ. 466-511) იბრძოდა გალიაში ძალაუფლებისთვის. მის დროს ფრანკები ორ ძირითად ნაწილად იყოფოდნენ - სალიელი (Francs saliens) და რიპუარის (რაინის ფრანკები - Rheinfranken) ფრანკები.
ბარელიეფი ხლოდვიგის საფლავზე სენ-დენის ტაძარში
ხლოდვიგი სალიელი ფრანკების ერთ-ერთი ტომის მეთაური იყო. მისი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე გახდა ყოფილი რომაული პროვინცია გალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის მმართველი სიაგრიუსი, რომელიც 486 წელს დაამარცხა სუასონის ბრძოლაში და დაიკავა მისი მიწები (Gregory
of Tours, History of the Franks, book
II. 27(On-line text) ხლოდვიგმა შეიერთა სხვა მეზობელი ტერიტორიებიც, დაამარცხა ალემანები და
ვესტგოთები და გახდა ფრანკთა სამეფოს(Regnum Francorum) დამაარსებელი. 498 წელს იგი
რეიმსის ეპისკოპოსმა წმინდა რემიგიუსმა(Saint Remigius) მონათლა მის მეომრებთან ერთად.
ეს ხლოდვიგის მეტად ბრძნული ნაბიჯი იყო.(Halsall, Guy, Warfare and society in the barbarian West, 450-900. London ; New York: Routledge, 2003. 121) იგი მოინათლა არა არიანული, არამედ, სხვა ბარბაროს მეფეთაგან განსხვავებით,
კათოლიკური წესით. ამით მოიპოვა პაპისა და კათოლიკური ეკლესიის მძლავრი იერარქიის
მხარდაჭერა.

რემიგიუსი ნათლავს ხლოვდვიგს (Maître de Saint-Gilles, XV ს.)
მალევე ფრანკებმა დაიპყრეს ბურგუნდთა სამეფო და პროვანსი.(Ле Гофф, Жак. Цивилизация средневекового Запада. Москва:" Прогресс-академия",
1992. 15) ეს გახდა წინაპირობა ახალი, ქრისტიანული ქვეყნის შექმნისა. ხლოდვიგის შემდგომი მეფეები
ცვალებადი წარმატებით იბრძოდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან. როდესაც ბიზანტიის ჯარები
იტალიაში ებრძოდნენ ვესტგოთებს, ფრანკებმა ამ უკანასკნელებს დაატოვებინეს პროვანსი.
სახელმწიფო რამდენჯერმე გაიყო სამ ნაწილად, რადგან სალიკური წესების(Lex Salica) მიხედვით
მეფის ყველა ძეს ეკუთვნოდა თავისი წილი. VII საუკუნისთვის ფრანკების სამეფოში მეროვინგთა
მმართველობა დასუსტდა. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მაიორდომებმა(Major Domus - სახლის
უფროსი), სამეფო კარის უმაღლესმა მოხელეებმა. ზოგჯერ მათ Subregulus-ს უწოდებდნენ, ანუ
მეფის ნაცვლებს.(Хэгерманн, Дитер, Карл Великий. Москва: Издательство АСТ, 2003. 17) სწორედ ასეთი თანამდებობით მართავდა ფრანკთა სახელმწიფოს კარლოს მარტელი.

კარლოს მარტელის ძეგლი (ვერსალის გალერეა)
მცირეწლოვანი ხლოდვიგ III და პიპინ ჰერისტალელი (XIX ს. ლითოგრაფია)
720-იან წლებში დაამარცხა ფრიზები, საქსები და ალემანები, მხარს უჭერდა ანგლო-საქსი მისიონერების აქტივობას. კარლოსის გამარჯვებამ პუატიესთან იგი მთელი ევროპის გმირად აქცია. სიკვდილის შემდეგ დიდებითა და პატივით დაკრძალეს მეროვინგების სამეფო საყდარში სენ-დენში, პარიზთან ახლოს. დავიდ ნიკოლი აღნიშნავს, რომ "კარლოს მარტელის ომები ძირითადად დაცვითი და ძველმოდური ხასიათისა იყო. რაღაც მალე უნდა შეცვლილიყო და ყველაფერი 747 წელს დაიწყო, როდესაც კარლომანი ბერად აღიკვეცა და მთელი ძალაუფლება პიპინის ხელში მოექცა". (Nicolle, David, The age of Charlemagne: warfare in Western Europe 750-1000 AD. London: Osprey, 1984. 3) მისი მემკვიდრეები - კაროლინგების დინასტია - საფრანგეთის მართვას X საუკუნემდე აგრძელებდნენ, ხოლო მარტელის შვილიშვილის შარლემანის(კარლოს დიდის) დროს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიეს და მთელი დასავლეთი ევროპა ერთი მონარქის მმართველობის ქვეშ მოაქციეს.
კარკასონი
ოდო დიდი (Eudes, Eudo, Odo, 650/660-735) აქვიტანიისა და ბასკონიის პრინცეპსი (ჰერცოგი) იყო. იგი დაახლ. 674-700 წლებში დაეუფლა მართვის სადავეებს და აქვიტანიის პირველი მმართველი გახდა, რომელმაც ფრანკთა სამეფოსგან სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია, თუმცა დამარცხებებმა კარლოს მარტელთან და ომეიდებთან ბრძოლაში, აიძულა კვლავ ეცნო ფრანკთა ძალაუფლება. ოდო ტულუზიდან მართავდა გალიის სამხრეთ დასავლეთ ნაწილს - ლუარიდან პირენეის მთებამდე. 721 წელს ოდომ დაამარცხა ომეიდთა არმია ტულუზასთან. რომის პაპთა ქრონიკებში - Liber pontificalis - საზეიმოდაა აღნიშნული ეს თარიღი, როგორც 375 000 სარკინოზის გაწყვეტის დღე (რიცხვი რათქმაუნდა ფანტასტიკური და არარეალურია), ხოლო პაპმა გრეგორიუს II-მ საჩუქარი და წერილი გაუგზავნა ოდოს. მიუხედავად ამ წარმატებისა, 725 წელს აქვიტანიის პრინცეპსმა ვერ შეუშალა ხელი არაბებს, დაეკავებინათ კარკასონი და ნიმი. (Лебек С. Происхождение франков. V—IX века. М.: Скарабей, 1993. 225—228) ამავდროულად მას მოუწია ებრძოლა არამარტო არაბებთან, არამედ კარლოს მარტელთანაც, რომელმაც 731 წელს ორჯერ დალაშქრა აქვიტანია და გაძარცვა ქალაქი ბურჟი. იმავე წელს ოდოს არაბი მოკავშირე მუნუზა (უტმან იბნ ნაისა) ალ-ანდალუსის ვალს (მმართველს) აბდ ალ-რაჰმან იბნ აბდალაჰს აუჯანყდა, მაგრამ დამარცხდა. "აბდ ალ-რაჰმანი კი აქვიტანიას შეესია და ოდოს ჯარი ბორდოსთან ბრძოლაში სასტიკად გაანადგურა." შემდეგ აიღო და გაძარცვა ბორდო და მისი მიმდებარე ტერიტორია და საფრანგეთის სიღრმეში, ქალაქ ტურისკენ დაიძრა. არაბთა სამიზნეს მარტინ ტურელის ცნობილი სააბატო წარმოადგენდა. ოდო არმიის ნარჩენებით კარლოს მარტელთან გაიქცა პარიზში და დაარწმუნა იგი დროებით შეეწყვიტა გერმანულ ტომებთან დაპირისპირება და მასთან ერთად გაელაშქრა შემოჭრილი არაბების წინააღმდეგ. კარლოსმა შეიერთა ალემანები, ბავარიელები, ფრიზები, საქსები და სამხრეთისკენ დაიძრა.
წმინდა მარტინ ტურელის ბაზილიკა
როდესაც კარლოს მარტელმა ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, მისი არმია ძირითადად ავსტრაზიელებისგან შედგებოდა. (Nicolle,
David, Poitiers
AD 732: Charles Martel turns the Islamic tide. Oxford:
Osprey, 2008. 24) როდესაც მთლიანად ფრანკთა სამეფოს მმართველი გახდა, შეცვალა ადგილობრივი ნაცვლები და ეკლესიური სისტემის ადმინისტრაციული პოტენციალი სამხედრო რეფორმების გასატარებლად გამოიყენა. ფრანკთა მთელი საზოგადოება ჩართული იყო სამხედრო კამპანიების წარმოებაში, თუმცა განსაკუთრებით ეს სამხედრო არისტოკრატიას ეხებოდა. კარლოს მარტელის ლაშქრობების დროს ბევრს მიეცა შანსი გაეკეთებინა კარგი კარიერა და მიეღო მდიდრული ნადავლი. წარმატებული კამპანიების შედეგად მეტი რესურსი გროვდებოდა შემდეგი ომებისთვის, ამიტომ დროთა განმავლობაში კარლოს მარტელის პატარა არმია დიდ და ძლიერ სამხედრო ძალად იქცა. ჯარისკაცები საკუთარი შესაძლებლობისა და სტატუსის შესაბამისად იარაღდებოდნენ. სავალდებულო სამსახური წელიწადში სამი თვე იყო. ვისაც არ სურდა ომში წასვლა, ის გარკვეულ ბეგარას იხდიდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. კარლოს დიდი ამ შემოსავალს ჯარის ელიტარული ნაწილების ეკიპირებისთვის ხარჯავდა.
მისი რეფორმების შედეგად შეიქმნა მაღალი მოტივაციის მქონე ფეოდალური ჯარი, რომლის ბირთვს საკადრო ნაწილები წარმოადგენდნენ. საეკლესიო საზოგადოებას არ ევალებოდა ჯარში მსახური, მაგრამ სამაგიეროდ უნდა შეეკრიბა გარკვეული რაოდენობის მეომრები, ხოლო მაღალი რელიგიური თანამდებობების სამღვდელოები თვითონ მეთაურობდნენ მათ. "მიუხედავად ამ რეფორმებისა, კარლოსის ჯარის ძირითად ნაწილს მდინარე რაინისა და მაასსის მიმდებარე მიწებზე მცხოვრები ხალხი და ავსტრაზიელები ავსებდნენ. აქ გერმანული სამხედრო ტრადიცია ყველაზე ღრმად იყო ფესვგადგმული. ფრანკთა ჯარს ავსებდნენ რომის იმპერიის დაცემის პერიოდიდან აქ მდგარი ყოფილი რომაული ცხენოსანთა რაზმები, რომლებიც შედგებოდა გერმანელებისგან, ალანების, სარმატებისა და სხვა Foederati-ებისგან."(Nicolle, David, Poitiers AD 732: Charles Martel turns the Islamic tide. 25-26) შედეგად, კარლოს მარტელის დროს, სამხედრო არისტოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილს გალო-რომაული ან შერეული - ფრანკო-გალო-რომაული წარმოშობა ჰქონდა. მეთაურობის სისტემა ფრანკთა არმიაში კვლავ ატარებდა გერმანული სოციალური სტრუქტურის ნიშნებს - მაღალ სამხედრო თანამდებობებს გავლენიანი დიდებულები იკავებდნენ. მსხვილი საკავალერიო შენაერთები გამოდიოდნენ იმ ტერიტორიებიდან, სადაც ადრე მნიშვნელოვანი რომაული პროვინციები მდებარეობდა - ნევსტრია, ბრეტანი და ჩრდილოეთ საფრანგეთი. ტრადიციულად, ძლიერი ცხენოსანი რაზმები გამოყავდათ ბასკებს და ვესტგოთებს. აქვიტანიის პრინცეპს ოდოს არმია განსხვავდებოდა კარლოს მარტელის ჯარისგან და გვიანრომაული, ადრებიზანტიური პრინციპებით (რომელიც "ბარბაროსთა" დაქირავებასაც კი გულისხმობდა დამხმარე ჯარის სახით). საუკეთესო სამხედრო შენაერთები აქვიტანიაში პრინცეპსის კომიტატები (Comitatenses) იყვნენ, რომლებიც მის გვარდიას შეადგენდნენ.
ფრანკი მხედრები

ფრანკი მეომარი
ფრანკი ქვეითები მძიმედ იყვნენ შეიარაღებულები, ატარებდნენ დიდ ფარებს და იბრძოდნენ ხმლითა და ცულით. (Davis, Paul K, 100 decisive battles : from ancient times to the present. New York:
Oxford University Press, 2001. 104) ცხენოსნებს ჰქონდათ გრძელი შუბები, ხმლები და ფარები, ასევე ხელშუბები. ისინი უახლოვდებოდნენ მოწინააღმდეგის რიგებს, ტყორცნიდნენ ხელშუბებს, შემდეგ უკან იხევდნენ და კვლავ იგივე მანევრს ასრულებდნენ. ამ დროისთვის ევროპაში ჯერ არ იყო გავრცელებული უზანგები, რაც რთულს ხდიდა ცხენიდან ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობას. ამიტომ ასეთ შემთხვევებში მხედართა ნაწილი ქვეითად იბრძოდა. "რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცხენოსანთა როლი ფრანკთა არმიაში, ამაზე ახლაც დაობენ ისტორიკოსები. ქვეითები დიდი ხანი დომინირებდნენ ევროპულ ბრძოლის ველზე, კავალერიის მნიშვნელობა კი სწორედ ამ პერიოდში იზრდებოდა. კარლოსის არმიის სისუსტე იყო ის, რომ მეომრები ნაკლებად დისციპლინირებულები იყვნენ და მომარაგების პრობლემაც არსებობდა." (Davis, Paul K, 100 decisive battles : from
ancient times to the present. 104)
სხვადასხვა ავტორი ფრანკთა არმიის რიცხოვნობას სხვადასხვანაირად ასახელებს. ხშირად ეს რიცხვები არარეალურია, მაგ. 400 000(ისლამური მონაცემებით), 80 000, 30 000. მოზარაბული ქრონიკის მიხედვით ფრანკთა ჯარი ბევრად აღემატებოდა არაბებისას. პაულ დევისი კი წერს - "არმია, რომელიც კარლოს მარტელმა შეკრიბა სავარაუდოდ 30 000-ს ფარგლებში იყო და წარმოადგენდა გამოცდილი პროფესიონალი ჯარისკაცებისა და ახალბედა და ცუდად შეიარაღებული მოხალისეების ნარევს წარმოადგენდა."(Davis, Paul K, 100 decisive battles : from ancient times to the present. 104) ყველაზე მიღებულია კარლოს მარტელის ჯარის 15-20 ათასს შორის დაფიქსირებაა.
ადრეული პერიოდის (VI ს.) ფრანკი მხედარი

ომაიანთა სახალიფო
VII საუკუნე ისლამის აღზევების საუკუნე იყო. მუჰამედის რელიგია მალე გავრცელდა არაბეთის ნახევარკუნძულზე. მექა და მედინა კი იქცა ცენტრად ისლამური ექსპანსიისა. მუჰამედის მიმდევრებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი ლაშქრობები ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიაში, კავკასიასა და შუა აზიაში. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილი იყო პირენეის ნახევარკუნძულზე ვესტგოთების ძლიერი სამეფოს დამარცხება და არაბთა ძალაუფლების დამყარება. უზარმაზარი იმპერია, რომელსაც სათავეში ომაიანების დინასტია ედგა, დამასკოდან იმართებოდა. ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის შეიქმნა საფოსტო სამსახური, ხაზინა და სახელმწიფო არქივი. ხალიფას ხელში თავს იყრიდა სასულიერო და საერო ძალაუფლება, რაც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ომეიდები აგრძელებდნენ "ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას" დაწყებულ დაპყრობით ომებს.
არაბთა სახალიფო ომეიდთა მმართველობის მიწურულს სწორედ მათ დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკა, შუა აზია, სინდეთი, ტაბარისტანი, ჯურჯანი და პირენეის ნახევარკუნძული. არაბთა ექსპანსიის წარუმატებელი დასასრული ხალიფა ჰიშამ იბნ აბდ ალ-მალიქს (724-743, هشام بن عبد الملك) უკავშირდება, რადგან მის დროს მოხდა ბრძოლა ტურთან. ასევე კავკასიაში გრძელდებოდა ხაზართა წინააღმდეგ ომი, სადაც არაბები სასტიკად დამარცხდნენ მარჯ-არდაბილის ბრძოლაში 730 წელს, ხოლო 740 წელს ხუჯანდთან ბრძოლაში თურგეშის ხაკანატის ჯართან. ამ წარუმატებლობამ ხელი შეუწყო 750 წლისთვის ძალაუფლების აბასიდების ხელში გადასვლას.

აბდ ალ-რაჰმან ალ გაფიკი(عبد الرحمن الغافقي, გარდ. 732) წარმოშობით იემენიდან იყო. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ტუნისსა (იფრიქია) და მაროკოში (მაღრიბი). იგი დაუახლოვდა გავლენიან არაბ სარდალ მუსა ბინ ნუსაირსა და მის ვაჟ აბდულ აზიზს, ალ-ანდალუსის - პირენეის ნახევარკუნძულის დამპყრობელს. 721 წელს მონაწილეობა მიიღო ტულუზასთან ბრძოლაში, სადაც ალ-ანდალუსის მმართველი ალ სამჰ იბნ მალიქი დაიღუპა აქვიტანიის პრინცეპსის ოდოს ჯართან შეტაკებაში. 730 წელს ხალიფა ჰიშამ იბნ აბდ ალ-მალიქმა აბდ ალ-რაჰმანი ალ-ანდალუსის ვალად (გუბერნატორი) დანიშნა. მას ბრძოლა მოუწია მუნუზას სახელით ცნობილ უტმან იბნ ნაისასთან, რომელმაც აჯანყება წამოიწყო პირენეების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და შეუკავშირდა აქვიტანიის პრინცეპს ოდოს. აბდ ალ-რაჰმანმა ჯარები დაძრა და მუნუზა სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ ანდალუსიის ვალმა დაიწყო მზადება ლაშქრობისთვის ფრანკთა მიწებზე, კერძოდ მისი მთავარი სამიზნე წმინდა მარტინ ტურელის ბაზილიკა გახლდათ. "აბდ ალ-რაჰმანმა ჯარი პამპლონაში შეკრიბა და როსენვალის უღელტეხილით ბორდოსკენ დაიძრა.
ოდო აქვიტანელმა ვერ შეძლო მისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა და ქვეყნის სიღრმისკენ დაიხია." (Encyclopedia of Islam. Leiden. E.J Brill, 1986. 86) ბორდოს დარბევისა და მდინარე გარონასთან ოდოს სასტიკად დამარცხების შემდეგ არაბები თავიანთი მთავარი სამიზნისკენ დაიძრნენ. ამავდროულად ოდომ შეიკავშირა თავისი ყოფილი მტერი - კარლოს მარტელი, რომელმაც არიერ-ბანი გამოაცხადა და ყველა ვასალი მოიწვია აბდ ალ-რაჰმანთან საომრად. ფრანკებმა ორლეანთან გადალახეს ლუარა და ამბუაზის გავლით პუატიეს მახლობლად კარგად გამაგრებულ ქალაქ ტურამდე მიაღწიეს. "სენ დენის" ქრონიკების მიხედვით მათ წმინდა მარტინის ეკლესიაც დაარბიეს. სავარაუდოდ, როდესაც არაბებმა აღმოაჩინეს კარლოს მარტელის რაზმები, აბდ ალ-რაჰმანი ჯერ სამხრეთით იმყოფებოდა.
ესპანური ბაზილიკა როსენვალში

იმ პერიოდში, როდესაც ტურის ბრძოლა მოხდა, დასავლეთ არაბული პროვინციების სამხედრო ძალას ძირითადად ბერბერები და აღმოსავლეთიდან წამოსული არაბი მეომრები წარმოადგენდნენ. "ისლამური ექსპანსიის განმავლობაში, რომელიც VII საუკუნის შუა ხანებში დაიწყო, ომეიდების პროფესიონალური არმია შეიცვალა. ქვეითი მშვილდოსნები, შურდულოსნები და ხელშუბის მსროლელები კვლავ რჩებოდნენ მნიშვნელოვან ნაწილებად, მაგრამ ჯარის მთავარ ძალას მაინც ქვეითი შენაერთი წარმოადგენდა, რომელიც ბრძოლის ველამდე ცხენებით მიდიოდნენ." (Nicolle,
David, Poitiers
AD 732: Charles Martel turns the Islamic tide. Oxford:
Osprey, 2008. 29) არაბი მხედრები არ იყენებდნენ მშვილდ-ისარს და იბრძოდნენ შუბებით და ხმლებით. ისინი სწრაფად სწავლობდნენ სპარსელი, თურქმანი და ბიზანტიელი მოწინააღმდეგეებისგან. ომეიდების იმპერიაში პროვინციების მმართველის თანამდებობებს ძირითადად წარმატებული მთავარსარდლები იკავებდნენ და არა ხალიფას ნათესავები.
ჯარის შეკრების პრინციპი ძირითადად მოხალისეობას ემყარებოდა და ახლა უკვე არაბების გარდა სხვა დაპყრობილი ტომებიც იღებდნენ მონაწილეობას ომეიდთა ლაშქრობებში. მიუხედავად ამისა, ომაიანთა არმიები არ იყო მრავალრიცხოვანი VIII საუკუნემდე, როდესაც მათ უკვე მეტი სამხედრო პოტენციალი ჰქონდათ. ამავდროულად გაიზარდა ცხენოსანთა რიცხვი და შემცირდა ქვეით შუბოსანთა და მოისართა რაოდენობა. ანდალუსიასა და აქვიტანიაში მოქმედებისას სწორედ ბერბერთა კავალერია ასრულებდა ყველაზე მნიშვნელოვან როლს. "ბერბერთა გამოცდილება სამხედრო საქმეში მეტად კომპლექსური იყო - რომის იმპერიის დროს აქ სირიული კავალერიის ნაწილები და ე.წ. Dromedarii ანუ აქლემებზე ამხედრებულ მეომართა რაზმები მსახურობდნენ."(Nicolle, David, Poitiers AD 732: Charles Martel turns the Islamic tide. 31) "მავრები თავიანთ ნაკლოვანებას მშვილდოსნობაში და მძიმე აღჭურვილობის ნაკლებობას სიმამაცითა და რელიგიური ფანატიზმით ფარავდნენ. იბრძოდნენ შუბებითა და მოღუნულპირიანი მახვილებით. მავრების ტაქტიკა გულისხმობდა მასიურ, თავზეხელაღებულ კავალერიულ იერიშს მოწინააღმდეგის ძალებზე და რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე მის განადგურებას.
მათივე სისუსტეს წარმოადგენდა დაცვითი ბრძოლის წარმოება." (Davis, Paul K, 100 decisive battles : from ancient times to the present. New York: Oxford University Press, 2001.104) პროვინციათა ლაშქრის დასახმარებლად, ხალიფა ჰიშამ იბნ აბდ ალ-მალიქის დროს, ქალაქებში იგზავნებოდა საბრძოლო აღჭურვილობა და ცხენები, რომლითაც ახალწვეულებს აიარაღებდნენ. ომაიანების პირენეული სამხედრო პოტენციალის ნაწილი იყო 714 წელს ისლამური სუვერენიტეტის ქვეშ მოქცეული ვესტგოთებიც.
სავარაუდოდ აბდ ალ-რაჰმანის ჯარი 15-20 ათასს აღწევდა და ამგვარად მხარეთა შორის ერთგვარი რიცხობრივი თანაფარდობა იყო.
აბდ ალ-რაჰმანის არაბი მეომრები

Dromedarii

ბრძოლა
ორი არმია ერთმანეთს 732 წლის ადრეულ შემოდგომაზე შეხვდა. აბდ ალ-რაჰმანის არმიას თან გაძარცვული ქალაქებიდან და მონასტრებიდან წამოღებული დიდი ნაალაფარი ჰქონდა, რაც ერთგვარად აყოვნებდა მათ წინსვლას.
ორი ჯარის შეხვედრის ზუსტი ადგილი ცნობილი არ არის. ბრძოლის ველი ქალაქ პუატიეს სამხრეთით უნდა ყოფილიყო, ტურთან ახლოს. აბდ ალ-რაჰმანი რთული მისიის წინაშე იდგა. თუ იბრძოლებდა შეიძლებოდა ნადავლი დაეკარგა, სხვა შემთხვევაში კი მოუწევდა წესრიგით უკან დახევა, რასაც დააყოვნებდა დიდი აღალი, ხოლო კარლოსი ზურგში მიყვებოდა და საფრთხეს შეუქმნიდა. ერთი კვირის განმავლობაში არცერთი მხარე პოზიციებიდან არ იძვროდა. ამასობაში აბდ ალ-რაჰმანმა მოგროვილი ნაალაფარის სამხრეთით გაგზავნა მოასწრო, კარლოსმა კი, რომელიც ფრთხილად ზვერავდა მოწინააღმდეგის პოზიციებს, დამატებითი ძალები მიიღო მოხალისეთა არარეგულარული ნაწილების სახით, რომლებიც მას პროფესიონალი მეომრებისთვის საჭურველმტვირთველებად და სურსათის შემგროვებლებად უფრო სჭირდებოდა.
7 დღიანი ლოდინის შემდეგ, როდესაც აბდ ალ-რაჰმანმა ნადავლი სამხრეთში, უსაფრთხოდ დაიგულა, ყურადღება ბრძოლის გამართვაზე გადაიტანა. შეტაკების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, სავარაუდოდ ოქტომბერში უნდა მომხდარიყო. კარლოსი ელოდა მასირებულ კავალერიულ შეტევას, რაც არაბთა ნაცადი ტაქტიკა იყო, ამიტომ ჯარი მჭიდრო რიგებად მოაწყო და ფარების კედელი შექმნა. აბდ ალ-რაჰმანმა შეუტია, თუმცა წარუმატებლად. მათ ფრანკთა ფარების კედელი ვერ გაარღვიეს და საპასუხოდ ხელშუბებისა და სატყორცნი ცულების სეტყვა მიიღეს, რასაც ბევრი მხედარი და ცხენი შეეწირა. მუსლიმებმა, რომელთაც სხვა სამხედრო ტაქტიკა ნაკლებად ჰქონდათ გამოცდილი, ისევ იგივე გზით სცადეს იერიშის მიტანა, ფარების კედელი მედგრად იდგა. "ისიდორე პაცენელმა ამის შესახებ დაწერა - "ჩრდილოელები კედელივით მყარად და გაუნძრევლად იდგნენ, თითქოს ყინულის ერთიან ქამრად შეკრულიყვნენ. ისინი ჩეხდნენ არაბებს თავიანთი მახვილებით". (Davis, Paul K, 100 decisive battles : from ancient times to the present. 105)
განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ავსტრაზიელებმა. ოდო, რომელიც კარლოსთან ერთად იბრძოდა, კონტრშეტევას გაუძღვა. ამას დაერთო მუსლიმთა შიში ნადავლის დაკარგვისა. კავალერიის რამდენიმე შენაერთმა ბანაკის დასაცავად დაიხია უკან. კარლოს მარტელი ბრძოლის გაგრძელებას მეორე დღეს აპირებდა, მაგრამ, როდესაც მუსლიმებმა აღმოაჩინეს, რომ აბდ ალ-რაჰმანი დაიღუპა, აიყარნენ და უკან დაიხიეს. კარლოსი თავიდან ფიქრობდა, რომ მტერს მისი ჩამოტყუება სურდა ველზე, სადაც ქვეითებს ისლამურ კავალერიასთან ბრძოლა გაუჭირდებოდათ, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ აბდ ალ-რაჰმანის ლაშქარს დაეტოვა ბანაკი და გაქცეულიყო.
„სარკინოზთა არმია პარიზთან, 730-732 წ." (იულიუს შნორ ფონ კაროლსფელდის ნახატი, XIX ს.)
განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ავსტრაზიელებმა. ოდო, რომელიც კარლოსთან ერთად იბრძოდა, კონტრშეტევას გაუძღვა. ამას დაერთო მუსლიმთა შიში ნადავლის დაკარგვისა. კავალერიის რამდენიმე შენაერთმა ბანაკის დასაცავად დაიხია უკან. კარლოს მარტელი ბრძოლის გაგრძელებას მეორე დღეს აპირებდა, მაგრამ, როდესაც მუსლიმებმა აღმოაჩინეს, რომ აბდ ალ-რაჰმანი დაიღუპა, აიყარნენ და უკან დაიხიეს. კარლოსი თავიდან ფიქრობდა, რომ მტერს მისი ჩამოტყუება სურდა ველზე, სადაც ქვეითებს ისლამურ კავალერიასთან ბრძოლა გაუჭირდებოდათ, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ აბდ ალ-რაჰმანის ლაშქარს დაეტოვა ბანაკი და გაქცეულიყო.
შედეგები
ჟაკ ლე გოფი სწორედ ტურთან გამართულ ბრძოლის შედეგებს ასახელებს, როგორც დამამუხრუჭებელს არაბული ექსპანსიისა, რომელიც ნარბონის დაკარგვის შემდეგ სამუდამოდ მიეჯაჭვა პირენეის ნახევარკუნძულს და პირენეის მთათა სისტემა მტკიცე საზღვრად გაევლო ფრანკთა და არაბთა შორის.(Ле Гофф, Жак. Цивилизация средневекового Запада. Москва:" Прогресс-академия",
1992. 15) აბდ ალ-რაჰმანის ჯარებმა ესპანეთში დაიხიეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო არაბთა უკანასკნელი ლაშქრობა საფრანგეთში, შემდგომი ლაშქრობები მასზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა, ხოლო ნარბონის დაკარგვის შემდეგ მავრები პირენეის ნახევარკუნძულზე დამკვიდრდნენ და აღარ უცდიათ ჩრდილოელ მეზობელთა შეწუხება. არავინ იცის რა მოხდებოდა აბდ ალ-რაჰმანის გამარჯვების შემთხვევაში და დასავლეთ ევროპის რომელი ხალხი შეძლებდა არაბთათვის ორგანიზებული, მძლავრი წინააღმდეგობის გაწევას.
კარლოსმა გაიმარჯვა და ამით არამარტო ფრანკებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც აარიდა საფრთხე. ამ ბრძოლის შემდეგ, ფრანკებმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაპყრეს კავალერიის გაძლიერების საკითხს და მართლაც, მალე ევროპაში დომინირება მძიმედ აღჭურვილმა მხედრებმა მოიპოვეს, რომელთაც რაინდული ინსტიტუტი შექმნეს და საფუძველი ჩაუყარეს ფეოდალიზმის აყვავებას. ამავდროულად ქვეითი ჯარი კვლავ რჩებოდა ბრძოლის მოგების გასაღებად.
კარლოს მარტელის გამოსახულება სტრასბურგის კათედრალური ტაძრის სარკმელზე (XIII ს.)
კარლოსმა გაიმარჯვა და ამით არამარტო ფრანკებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც აარიდა საფრთხე. ამ ბრძოლის შემდეგ, ფრანკებმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაპყრეს კავალერიის გაძლიერების საკითხს და მართლაც, მალე ევროპაში დომინირება მძიმედ აღჭურვილმა მხედრებმა მოიპოვეს, რომელთაც რაინდული ინსტიტუტი შექმნეს და საფუძველი ჩაუყარეს ფეოდალიზმის აყვავებას. ამავდროულად ქვეითი ჯარი კვლავ რჩებოდა ბრძოლის მოგების გასაღებად.
ფრანკთა ძალაუფლების გამყარებამ შეცვალა დასავლეთ ევროპის ბედ-იღბალი, შუა საუკუნოვანი საზოგადოება. პუატიეს ბრძოლაში გამარჯვებამ კი მათი გავლენა კიდევ უფრო გაამყარა.
ბიბლიოგრაფია
- Davis, Paul K, 100 decisive battles : from ancient times to the present. New York: Oxford University Press, 2001.
- Encyclopedia of Islam. Leiden. E.J Brill, 1986
- Gregory of Tours, History of the Franks, book II. 27(On-line text)
- Halsall, Guy, Warfare and society in the barbarian West, 450-900. London ; New York: Routledge, 2003.
- Keegan, John, A history of warfare. New York: Alfred A. Knopf: Distributed by Random House, Inc., 1993.
- Nicolle, David, Poitiers AD 732: Charles Martel turns the Islamic tide. Oxford: Osprey, 2008
- Oman, Charles, The dark ages 476-918. London, Rivingtons, 1901.
- Schulman, Jana K, The Rise of the Medieval World, 500-1300: A Biographical Dictionary. Westport, Conn. : Greenwood Press, 2002.
- Ле Гофф, Жак. Цивилизация средневекового Запада. Москва:" Прогресс-академия", 1992.
- Лебек С. Происхождение франков. V—IX века. М.: Скарабей, 1993.
- Кеннеди, Хью. Великие арабские завоевания. Mосква: АСТ, 2009.
- Хэгерманн, Дитер, Карл Великий. Москва: Издательство АСТ, 2003.
ნიკა ხოფერია