ნაპოლეონ ბონაპარტის ზოგიერთი გამონათქვამი, რომლებიც წმინდა ელენეს კუნძულზე იმპერატორის ტყვეობის დროს შეადგინა და გამოაქვეყნა ფრანგმა კარტოგრაფმა, ბონაპარტის ერთგულმა ემანუელ ოგიუსტენ ლას კაზმა. იგი გადასახლებისას თან ახლდა ნაპოლეონს და წმინდა ელენეს კუნძული მისი სიკვდილის შემდეგ დატოვა (MAXIMES ET PENSEES DU PRISONNIER DE SAINTE — HELENE MANUSCRIT TROUVE DANS LES PAPIERS DE LAS CASAS, Paris Chez L'Huillier, Libraire, rue Serpente, N 16, 1820).
- „ევროპის მონარქებმა შექმნეს ისეთივე არმიები, როგორიც მე მყავდა, მაგრამ ამას გარდა, იმის ცოდნაც სჭირდებათ, როგორ უხელმძღვანელონ მათ."
- „მე მანამდე არაფერს დავწერ, სანამ ლონდონელი ჩინოვნიკები არ შეწყვეტენ ჩემი წერილების გახსნას."
- „ამბობდნენ, თითქოს მე შეურაცყოფა მივაყენე პრუსიის დედოდალს. სულაც არა. მე მხოლოდ ეს ვუთხარი: ქალო, დაუბრუნდი შენ ხელსაქმესა და დიასახლისობას. მე არაფერი მაქვს დასაყვედრებელი. მან თვითონვე ცნო თავისი შეცდომა. მე კი ვბრძანე გაეთავისუფლებინათ მისი ფავორიტი ხატცფელდი."
- „ლუდოვიკო XIV-მ ფრანშ-კონტე ზამთარში დაიპყრო, მაგრამ მას არასოდეს უბრძოლია მოსკოვთან ნოემბერში."
- „მე გადავიკითხავ ხოლმე მაკიაველს ყოველთვის, როდესაც ამის საშუალებას ჩემი ავადმყოფობა და საქმეები მაძლევენ და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ის - უმეცარია."
- „ილიადა რომ მისი თანამედროვის დაწერილი ყოფილიყო, არავინ დააფასებდა მას."
- „მე არა ჯარისკაცებმა მიმატოვეს, მე მივატოვე ჩემი ჯარისკაცები."
ლას კაზი
- „სულელს განათლებულ ადამიანთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, ის მუდამ კმაყოფილია თავისი თავით."
- „თქვენ გაინტერესებთ საიმედონი არიან თუ არა თქვენი მეგობრები? ამის გამოსაცდელად უბედურება უნდა შეგემთხვეთ."
- „ძველ საბერძნეთში შვიდი ბრძენი ცხოვრობდა, ევროპაში კი ახლა ერთიც არ ჩანს."
- „მე ხელოვნებაში დიდებულება მიყვარს. ჩემთვის არსებობს ან უდიადესი, ან უმდაბლესი: მესამე არ არსებობს."
- „სულით ძლიერნი გაურბიან სიამოვნებას, როგორც ზღვაოსნები წყალქვეშა კლდეებს."
- „ჩემს ცხოვრებაში სამი დიდებული დღე იყო - მარენგო, აუსტერლიცი და იენა, თუ არ ჩავთვლით მეოთხეს, როდესაც ბრძოლის ველზე, თხრილში ჩემთან აუდიენცია ჰქონდა ავსტრიის იმპერატორს."
- „მე ჩემით შევქმენი ჩემი საუკუნე, მე კი მისთვის ვიყავი შექმნილი."
- „ჩემი დამარცხებისა და დაცემის შემდეგ ბედისწერა სიკვდილს მიბრძანებდა, მაგრამ ღირსებამ მიბრძანა მეცოცხლა".
ლონგვუდის სახლი, სადაც ცხოვრობდა ნაპოლეონი წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლების პერიოდში
- „მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მითრიდატეთი, რომელსაც რომის დაპყრობა ჰქონდა გადაწყვეტილი იმ დროსაც კი, როდესაც დამარცხებული იძულებული იყო გაქცეული".
- „პოდსტამში მე ფრიდრიხ დიდის დაშნა და ორდენი ვიპოვე: ნადავლი, რომელიც ჩემთვის იმაზე ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე ის ასი მილიონი, რაც პრუსიამ გადაიხადა კონტრიბუციის სახით."
- „იმ დროიდან, რაც ქვეყნის მმართველი გავხდი, რჩევებს მხოლოდ საკუთარი თავისგან ვიღებდი, შეცდომების დაშვება მას შემდეგ დავიწყე, რაც მრჩეველთა რჩევების მოსმენა დავიწყე."
- „რესპუბლიკა საფრანგეთში შეუძლებელია. ჭეშმარიტი რესპუბლიკელები - იდიოტები არიან, ყველა დანარჩენი - ინტრიგანები."
- „მე ოქროში ჩავსვი ჩემი თანამებრძოლები: მაგრამ კარგი იქნებოდა გამეთვალისწინებინა, რომ გამდიდრებულ ადამიანს აღარ სურს თავი ჩაიგდოს სასიკვდილო საფრთხეში."
- „ჩემი განათლების სისტემა ყველა ფრანგისთვის საერთო იყო: რადგან არა კანონებია შექმნილი ხალხისთვის, არამედ ხალხი - კანონებისთვის".
- „ეგვიპტეში ჩასვლისას მე გამაოცა იმან, რომ ეგვიპტელთა წარსული დიდებიდან მე მხოლოდ პირამიდებსა და წიწილების შესაწვავ ღუმლებს მივაგენი".
- „მე ევროპის ყველაზე მდიდარი მონარქი ვიყავი. სიმდიდრე არა უფრო მეტი განძეულობის ქონით ისაზღვრება, არამედ არამედ იმის ცოდნით, როგორ გამოვიყენოთ ის."
მარშალი მიშელ ნეი და მარშალი იოახიმ მიურატი
- „მაკიაველი გვასწავლის, როგორ ვაწარმოოთ ომი წარმატებულად. მე კი მხოლოდ ერთი საშუალება ვიცი ამისთვის - იყო უფრო ძლიერი. ეს ფლორენციელი მდივანი პოლიტიკაში უმეცარია".
- „ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პრუსია მიწასთან არ გავასწორე".
- "ნიდერლანდები? ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის კოლონიაა, რომელშიც ინგლისური კანონები მოქმედებს."
- ესპანეთს ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგული აქვს: მას აღარაფერი დარჩა გარდა ინკვიზიციისა და ძირგამომპალი ხომალდებისა."
- „ისე არაფერი ზრდის რიცხობრივად ბატალიონებს, როგორც წარმატება."
- „ნეისა და მიურატის ბედმა მე არ გამაკვირვა. ისინი დაიღუპნენ ისევე გმირულად, როგორც იცხოვრეს."
- „დეზეს დიდი მხედართმთავრის ყველა თვისება გააჩნდა: სიკვდილით, თავისი სახელი მან ბრწყინვალე გამარჯვებას (მარენგოს ბრძოლა) დაუკავშირა."
- „რომ არა წარმატება, რომელიც მუდამ თან სდევდა ავგუსტუსს, მისი სახელი ყველაზე ბოროტი მმართველების სახელთა სიაში მოხვდებოდა."
შეადგინა ნიკა ხოფერიამ