ჯვაროსანთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია. ის წარმოადგენდა იერუსალიმის სამეფოს მთავარ დასაყრდენს, ხოლო
მუსლიმები მას იმდენად სახიფათოდ თვლიდნენ, რომ გადაწყვიტეს სიმაგრე მთლიანად გაენადგურებინათ, ოღონდ ის ჰოსპიტალერთა ხელში არ ჩავარდნილიყო, თუმცა მათ ვერ მოახერხეს ამ გეგმის ბოლომდე განხორციელება, ამიტომ დიდებული შუა საუკუნოვანი ციხესიმაგრე კვლავაც დგას ისრაელში და მნახველებს შეუძლიათ მისი ხილვა. თავდაპირველად ეს სიმაგრე ფრანგი ფეოდალის, ველოს საკუთრება იყო, მან კი ჰოსპიტალერებს მიყიდა 1168 წელს. ორდენის რაინდებმა კარგად შეაფასეს ციხესიმაგრის სტრატეგიული მდებარეობა და აქ ახალი, უმძლავრესი სიმაგრე აღმართეს.
ბელვუარის გარნიზონს ადვილად შეეძლო ეკონტროლებინა იერუსალიმის სამეფოს სამი მთავარი გზა: ზინბარი (გალილეის ზღვის სამხრეთით), ნახარაიმი (მდ. იორდანესა და იარმუკის შეერთება), ბეთ-შანის, აღმოსავლეთის. ებრაულად ციხე-სიმაგრეს ეწოდებოდა კოხაბ-ა-ირადენი – „იორდანეს ვარსკვლავი”. სოფელი კოხაბი ამ ადგილზე ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს მდებარეობდა. მუსულმანები ბელვუარს კაუკაბ-ალ-ხავას უწოდებდნენ, რაც „ქართა ვარსკვლავს” ნიშნავს. სახელი მომდინარეობს იქიდან, რომ ამ ციხესიმაგრის ადგილზე მუდამ იცოდა ძლიერი ქარები. ჯვაროსნები ბელვუარს „კოკეს”უწოდებდნენ, რაც ფრანგულად მომხიბლავს ნიშნავს, ხოლო ბელვუარ „მშვენიერს”, „ლამაზს”. აქედან წარმოიშვა ციხესიმაგრის სახელიც. ბელვუარი მუსლიმების მთავარი დამაბრკოლებელი გახლდათ იერუსალიმის გზაზე.
ამ სიმაგრის საშუალებით რაინდები წმინდა ქალაქს უფრო საიმედოდ იცავდნენ. 1180 წელს ბელვუარმა გადაიტანა მუსლიმთა ალყა, თუმცა მათ ვერ მოახერხეს ჰოსპიტალერთა სიმაგრეების დაკავება. სალადინის მიერ ჰატინთან იერუსალიმის სამეფოს ჯარის განადგურების შემდეგ, მან ბელვუარს ალყა შემოარტყა. ნახევარწლიანი ალყის შემდეგ ჰოსპიტალიერებმა განახორციელეს ერთი წარმატებული იერიში მოალყეებზე და თავს დაესხნენ რამდენიმე მუსლიმურ ქარავანს, რომელთა საშუალებით საჭირო რაოდენობის სურსათ-სანოვაგე მოიმარაგეს და ალყის გაძლება იქამდე შეძლეს, სანამ მუსლიმები არ აიყარნენ და წავიდნენ. მალე სალადინმა ალყა განაახლა და 1189 წლის 5 იანვარს მოახერხა კედლის გარღვევა, რის შემდეგაც ჯვაროსნები დანებდნენ.
სალადინმა დიდსულოვნება გამოიჩინა და ბელვუარის მამაცი დამცველები ქალაქ ტიროსისკენ თავისუფლად გაუშვა, შემდეგ კი ციხესიმაგრე აღადგინა და თავისი გარნიზონი ჩააყენა. 1219 წლამდე აქ არაბული ჯარი იდგა, მაგრამ როდესაც ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის საშიშროება გაჩნდა, გადაწყვიტეს სიმაგრე დაენგრიათ. 1220 წელს დამასკოს მმართველმა მალიქ ისამ ბრძანა ბელვუარის დანგრევა, მაგრამ ციხესიმაგრე ისეთი მყარი გამოდგა, რომ როდესაც ძირიდან ნგრევა დაუწყეს, კედლები უბრალოდ დადაბლდა. მუსლიმებმა ვერ მოახერხეს ბელვუარის ისე დანგრევა, რომ მისი აღდგენა რთული ყოფილიყო.
1240 წლის შეთანხმების მიხედვით ბელვუარის ტერიტორია ჯვაროსნებს გადაეცათ, მაგრამ საჭირო სახსრების უკმარისობის გამო მათ ვერ აღადგინეს ციხესიმაგრე და მალე ის კვლავ მუსულმანთა კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. მას შემდეგ ამ ნანგრევებს მხოლოდ თავშესაფრად იყენებდნენ ბედუინი არაბები. ბელვუარის ნანგრევები ახლაცაა შემორჩენილი და შუა საუკუნეების ისტორიით დაინტერესებული ტურისტებისთვის პალესტინის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს წარმოადგენს.
ბელვუარის ნანგრევები

სალადინი (გუსტავ დორეს ნახატი, XIX ს.)
სალადინმა დიდსულოვნება გამოიჩინა და ბელვუარის მამაცი დამცველები ქალაქ ტიროსისკენ თავისუფლად გაუშვა, შემდეგ კი ციხესიმაგრე აღადგინა და თავისი გარნიზონი ჩააყენა. 1219 წლამდე აქ არაბული ჯარი იდგა, მაგრამ როდესაც ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის საშიშროება გაჩნდა, გადაწყვიტეს სიმაგრე დაენგრიათ. 1220 წელს დამასკოს მმართველმა მალიქ ისამ ბრძანა ბელვუარის დანგრევა, მაგრამ ციხესიმაგრე ისეთი მყარი გამოდგა, რომ როდესაც ძირიდან ნგრევა დაუწყეს, კედლები უბრალოდ დადაბლდა. მუსლიმებმა ვერ მოახერხეს ბელვუარის ისე დანგრევა, რომ მისი აღდგენა რთული ყოფილიყო.
ჰოსპიტალერი რაინდი (მარკ ჩარმსის ნახატი)

ნიკა ხოფერია