წმინდა ბართლომეს ღამე

   1572 წელი იდგა. საფრანგეთი რელიგიურ ომებში იყო ჩართული ჰუგენოტ პროტესტანტებთან. ჟან კალვინის მიერ დამოძღვრილი "ფრანგი პროტესტანტები" შეჩვენებულნი იყვნენ რომის პაპის მიერ და კათოლიკე მეფე, შარლ IX ყველანაირად ცდილობდა გაენადგურებინა ისინი (შარლ IX, იგივე შარლ-მაქსიმილიან დე ვალუა ყოვლად უუნარო ადამიანი იყო, ამიტომ დედამისი, მარია მედიჩი განაგებდა ქვეყანას). პროტესტანტ ლიდერებში კი სამი პიროვნება გამოირჩეოდა: ადმირალი გასპარ დე კოლინი, ანრი ნავარელი და პრინცი კონდე.

მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა საფრანგეთმა, როდესაც გადაწყდა, რომ მეფე შარლის და, მარგარიტა დე ვალუა (იგივე დედოფალი მარგო) უნდა გათხოვილიყო ანრი ნავარელზე. უკანასკნელი მოლაპრაკებისთვის ლუვრში გაემგზავრა ანრის დედა, ჟანა დ'ალბრე, სადაც ეკატერინე მედიჩიმ მოწამლული ხელთათმანებით მოკლა ის. ქორწილი მაინც არ გადაიდო, თუმცა უკმაყოფილი ანრი ხვდებოდა, რომ სიკვდილთან ახლოს იყო და სიტუაციის შემხედვარე სასოწარკვეთილი ამბობდა: "მზითვად დედაჩემის კუბო მოაყოლეს, ხოლო ცოლი როსკიპი მყავსო". მარგო, მართლაც არ გამოირჩეოდა კდემამოსილებით, მისი საყვარლების რიცხვის დადგენა საკმაოდ რთულია, ამ ფართო სიაში კი მისი ძმებიც შედიოდნენ (შარლ მეცხრე და ანრი III).
                                                           

დედოფალი მარგო

ქორწილი შედგა 1572 წლის 18 აგვისტოს. დედაქალაქში დაახლოებით 6 000 ჰუგენოტი ჩამოვიდა. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ კათოლიკეებს რელიგიური შემწყნარებლობა გამოეჩინათ მათ მიმართ და უფლება მიეცათ იარაღი ეტარებინათ. მეფე შარლი ამ დროს ძალიან დაუახლოვდა პროტესტანტების ბელად ადმირალ კოლინის. ამბობენ, რომ პირად საუბრებში საკმაოდ გახსნილად საუბრობდნენ და იმ რამდენიმე ადამიანში, რომელსაც მეფე ენდობოდა კოლინიც იყო. ძალიან დააფიქრა ამ ფაქტმა დედა დედოფალი, მან ადმირალის მოკვლის
                                                             ანრი IV ნავარელი

ბრძანება გასცა, რაც კარგად ვერ შეასრულეს და მხოლოდ ხელში მსუბუქად დაჭრეს. ამ ამბავმა დედაქალაქში მყოფი ჰუგენოტების მღელვარება გამოიწვია, იმუქრებოდნენ ყველაფერს ბოლომდე გამოვიკვლევთ და დამნშავეებს დავსჯითო, რამაც სამეფო კარი ძალიან შეაშინა. ეკატერინე მედიჩისა და მეფის ძმის, ანჟუს ჰერცოგის ალექსანდრე-ედუარდ დე ვალუას (მომავალში საფრანგეთის მეფე ანრი III) ძალისხმევით შარლ IX-ემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარიზში ყველა ჰუგენოტი გაენადგურებინათ.  
                                                             ეკატერინე მედიჩი

1572 წლის 24 აგვისტოს, ქორწინებიდან სულ რაღაც ექვსი დღე იყო გასული, როდესაც წმინდა ბართლომეს ღამეს, პროტესტანტები მახეში გაებნენ, მახეში რომელსაც პარიზი ჰქვია. კათოლიკე ფანატიკოსებმა მოილაპარაკეს, რომ ყველა ჰუგენოტის სახლი ჯვრით აღენიშნათ და ქვეყნაში მცხოვრები მტრებისგან არავინ დაეტოვებინათ ცოცხალი.
ღამის ორ საათზე დაიწყო საშინელი ხოცვა-ჟლეტვა. ჯგუფებად შეგროვილი კათოლიკეები მძინარე თანამემამულეებს დაესხნენ თავს და ყოვლად გაუგონარი სისასტიკე გამოიჩინეს მათ მიმართ. იმ ღამეს პარიზში სრული განუკითხაობა სუფევდა, თუ ადამიანს მეორესთან, თუ გინდ კათოლიკე ყოფილიყო შეეძლო "ანგარიში გაესწორებინა" და პასუხსაც არავინ მოთხოვდა. ფრანგ კალვინისტებს ქუჩაში აუპატიურებდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ კათოლიკე ფანატიკოსები. ასე დაემართა ოთახში მარტო მყოფ ადმირალ კოლინის, მკვლელის დაწყებული საქმე ისევ მათ დაამთავრეს, მოკლეს და ფანჯრიდან გადმოაგდეს ის. პრინცმა კონდემ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გაასწრო ამ ძალმომრეობას, ხოლო ლუვრში გამოკეტილ ანრი ნავარელს სარწმუნოების შეცვლა აიძულეს.
                                                                       შარლ IX

ამ ღამეს არ დაუვიწყებს ვალუებს განგება, სამივე ძმა უმემკვიდრეოდ გარდაიცვლება და 1589 წელს საფრანგეთის მეფე, ანრი ნავარელი გახდება, ცნობილი როგორც ანრი IV დე ბურბონი, ხალხმა კი მას "დიდი" უწოდა. მან 1976 წელს ვალუების "კლანჭებს" დააღწია თავი, როდესაც ნადირობა მოიმიზეზა და მცირე ამალით ანჟუში გაიქცა, სადაც კალვინიზმს დაუბრუნდა. მან ვერ მოახერხა ისეთივე დონეზე აეყვანა პროტესტანტები, როგორც კათოლიკეები იყვნენ, მაგრამ საკმაოდ შეუმსუბუქა ყოფა და გაუსაძლისი ვითარებიდან გამოიყვანა ისინი. ანრი გარდაიცვალა როგორც კათოლიკე მონარქი, რადგან საფრანგეთის მოსახლეობა მოითხოვდა, რომ მას სარწმუნოება შეეცვალა და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმებოდნენ მის გამეფებას, როდესაც ანრის ცნობილმა სიტყვებმა გაიჟღერა: "პარიზი ღირს მესად".

                                                                                                გიორგი ხარშილაძე