რომის იმპერიის არმია მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და წარმატებულ სამხედრო ძალად ითვლება, რომლის წყალობითაც რომმა დიდი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, გაავრცელა რომაული კულტურა, ენა და ტრადიციები, ცივილიზაცია შეიტანა ევროპაში, აზიასა და აფრიკის ნაწილში, ააგო გზები, აკვედუკები და სხვა ცივილური ნაგებობები. ყველაფერი ეს რომაული სამხედრო ძალის მოქმედებას უკავშირდება. ომის დროს რომაელები მტერს ებრძოდნენ და იმარჯვებდნენ, მშვიდობიანობისას კი ეს სასტიკი მეომრები მშენებლებად და რომაული კულტურის გამავრცელებლებად გვევლინებოდნენ.
გზებისა და აკვედუკების დიდი ნაწილი პროვინციებში, სწორედ რომაელი მეომრების აგებული იყო. ტერიტორიულ ზრდამ და სახელმწიფო მმართველობის ფორმის შეცვლამ, რამაც რესპუბლიკური ქვეყანა ნამდვილ იმპერიად აქცია ერთპიროვნული იმპერატორის ძალაუფლებით, გამოიწვია ის, რომ საჭირო გახდა უფრო მეტი სამხედრო ძალა, რათა განემტკიცებინათ მდგომარეობა პროვინციებში, ჩაეხშოთ შესაძლო აჯანყებები, უზრუნველეყოთ გადასახადის აკრეფა, სავაჭრო გზების დაცულობა, აღეკვეთათ მტრის შემოსევა, ეწარმოებინათ დაპყრობითი ომები. ამიტომაც რომის იმპერატორებმა ლეგიონების რაოდენობა გაზარდეს და მასში მსახურის უფლება პროვინციელებმაც მიიღეს.
იულიუს კეისარი
დიქტატორ იულიუს კეისრის (Gaius Julius Caesar, ძვ.წ. 100 – ძვ.წ. 44) ბრუტუსის(Marcus Junius Brutus, ძვ.წ. 85- ძვ.წ 42), კასიუსისა(Gaius Cassius Longinus, ძვ.წ. 85 - ძვ.წ. 42) და რესპუბლიკელების მიერ მოკვლისა(ძვ.წ. 44) და ძალაუფლებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული კეისრის შვილობილი ოქტავიანე ავგუსტუსი(Imperator Gaius Julius Caesar Augustus, ძვ.წ. 63 - ახ.წ. 14, იმპერატორი ძვ.წ. 27 – ახ.წ. 14 წლებში) გამოვიდა, რომში საბოლოოდ დამყარდა საიმპერიო ძალაუფლება და დაიწყო პრინციპატის ეპოქა.
ოქტავიანე
ოქტავიანემ მიაქცია ყურადღება იმას, რომ რომაელი იმპერატორი არ იყო სათანადოდ დაცული, რაზეც მეტყველებდა იულიუს კეისრის მკვლელობაც. მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად, უფრო კი რომში თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად, მან გადაწყვიტა შეექმნა დიდი საჯარისო ერთეული, რომელიც პასუხს აგებდა იმპერატორის უსაფრთხოებასა და ქალაქის დაცვაზე.
ტიბერიუსი
ოქტავიანეს ბრძანებით პროვინციაში გაფანტული ლეგიონებიდან ჩამოყალიბდა პრეტორიანული გვარდია. ეს გამოცდილი, კარგად შეიარაღებული და მომზადებული მეომრები მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ იმპერატორის ხელში.
რომაული ლეგიონის სიმბოლო - არწივი
პრეტორიანულ გვარდიაში სამსახური სათანადოდ ფასდებოდა – მათ დიდი ხელფასი და სამხედრო სამსახურის ხანმოკლე პერიოდი ჰქონდათ(16 წელი, ჩვეულებრივი ლეგიონერი 20 წელი მსახურობდა). ამ საჯარისო შენაერთის სახელწოდება უკავშირდება Praetorium-ს, რომაულ ბანაკში მხედართმთავრის კარვის ადგილს, რომლის გარშემოც Cohorta Praetoria – მეთაურის მცველთა ერთი კოჰორტა იყო განლაგებული.
სციპიონ აფრიკელი
სციპიონ აფრიკელმა( Publius Cornelius Scipio Africanus Maior, ძვ.წ. 235 - ძვ.წ. 183) ჯერ კიდევ ძვ.წ. III საუკუნეში ჩამოაყალიბა ცხენოსანთა რაზმი, რომელსაც პრეტორიანული გვარდია უწოდა. შტაბი, კანცელარია, მხედართმთავრის ახლო წრე და მხარის განმგებლები(კვესტორი, პრეტორი, ტრიბუნი, ლეგატი, თარჯიმანი, მწერალი, ლიქტორები, შიკრიკები, ჰეროლდები და ბოლოს მეგობრები და ნაცნობები – comites) ერთად შეადგენდნენ Cohorta Praetoria-ს. ოქტავიანე ავგუსტუსის პრეტორიანული გვარდია ბევრად მრავალრიცხოვანი იყო და შეადგენდა 9 კოჰორტას, თითოეულში 1000 ჯარისკაცით.
მონეტა პრეტორიანელთა გამოსახულებით
სამი კოჰორტა რომში იდგა, დანარჩენები კი იტალიის სხვადასხვა მხარეში იყვნენ განლაგებულები. უფრო გვიან ერთი კოჰორტა, რომელსაც ქალაქის კოჰორტა(cohortes urbanae) ეწოდებოდა, გამოეყო გვარდიას და შეადგინა კორპუსი, რომელშიც 14 კოჰორტა იყო გაერთიანებული.
სეიანუსი
პრეტორიანელები ემორჩილებოდნენ თავიანთ პრეფექტს - praefectus praetorio. იმპერატორ ტიბერიუსის( Tiberius Julius Caesar Augustus, რომის იმპერატორი ახ.წ. 14-37 წლებში) დროს პრეტორიანელების პრეფექტი ლუციუს ელიუს სეიანუსი(Lucius Aelius Seianus, დაახლ. ძვ.წ. 20 – ახ.წ. 31) იყო, რომელმაც მთელი პრეტორიანული გვარდია რომში მოაქცია და მათთვის სპეციალური ბანაკი - castra praetoria ააგებინა. რადგანაც პრეტორიანელები რომში მომხდარ ყველა შეთქმულებასა და აჯანყებაში მონაწილეობდნენ, იმპერატორებმა რამდენჯერმე სცადეს მათ ორგანიზაციაში ცვლილებების შეტანა.
პრეტორიანელები მონაწილეობას იღებდნენ იტალიის საზღვრებს გარეთ მიმდინარე ომებშიც.
ოტონი
მაგალითად მათ იბრძოლეს გერმანიკუსის(GermanicusJulius Caesar, ძვ.წ. 15 – ახ.წ. 19) ლაშქრობებში, შემდეგ ახ.წ. 69 წელს ბედრიაკუმის ბრძოლაში იმპერატორ ოტონის(Marcus Salvius Otho Caesar Augustus, იმპერატორი 14 იანვარიდან – 16 აპრილამდე) მხარეს იდგნენ ვიტელიუსის(Aulus Vitellius Germanicus Augustus, იმპერატორი 69 წლის 16 აპრილიდან – 22 დეკემბრამდე) წინააღმდეგ.
ტრაიანე
ვიტელიუსმა დაშალა პრეტორიანული გვარდია და ახალი შეადგინა 16 კოჰორტის შემადგენლობით, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ, იმპერატორმა ვესპასიანე ფლავიუსმა(Titus Flavius Caesar Vespasianus Augustus, იმპერატორი 69-79 წლებში) კვლავ 9 კოჰორტამდე დაიყვანა გვარდია. პრეტორიანელებმა მონაწილეობა მიიღეს დომიციანესა(Titus Flavius Caesar Domitianus Augustus, რომის იმპერატორი 81-96 წლებში) და ტრაიანეს(Marcus Ulpius Nerva Traianus Augustus, რომის იმპერატორი 98-117 წლებში) კამპანიებში დაკიასა და მესოპოტამიაში, ხოლო მარკუს ავრელიუსთან(Marcus Aurelius Antoninus Augustus, რომის იმპერატორი 161-180 წლებში) ერთად მდინარე დანუბეს ფრონტზე იდგნენ.
მარკუს ავრელიუსი
193 წელს დიდიუს იულიანემ( Marcus Didius Severus Julianus Augustus, რომის იმპერატორი 193 წელს რამდენიმე თვით) იმპერატორ პერტინაქსის(Publius Helvius Pertinax Augustus, რომის იმპერატორი 193 წელს რამდენიმე თვით) პრეტორიანელების მოკვლის შემდეგ, ამ უნაკასკნელთაგან დიდ თანხად “იყიდა” საიმპერატორო ტახტი. იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა(Lucius Septimius Severus Augustus, რომის იმპერატორი 193-211 წლებში) დაშალა პრეტორიანული გვარდია და თავისი პანონიური ლეგიონებით ჩაანაცვლა.
სეპტიმიუს სევერუსი
271 წელს იმპერატორმა ავრელიანემ(Lucius Domitius Aurelianus Augustus, რომის იმპერატორი 270-275 წლებში), რომლის დროსაც გვარდია კვლავ ფუნქციონირებდა, პრეტორიანელები პალმირას წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა.
დიოკლეტიანე
284 წელს დიოკლეტიანემ( Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus, რომის იმპერატორი 284-305 წლებში) პრეტორიანულ გვარდიას ფუნქცია დააკარგვინა, გადავიდა რა რომის სამართავად ქალაქ ნიკომედიაში, რითაც პრეტორიანელები რომის უბრალო გარნიზონად აქცია.
გვიანდელი პერიოდის რომაული ლეგიონი
იმპერატორს ორი ახალი კორპუსი – Jovians და Herculians იცავდა. პრეტორიანელთა მნიშვნელობა არც დიოკლეტიანეს გადადგომის(305 წ.) შემდეგ შეცვლილა.
კონსტანტინე დიდი
312 წელს, როდესაც კონსტანტინე დიდმა( Flavius Valerius Aurelius Constantinus Augustus, რომის იმპერატორი 306-337 წლებში) მულვიუსის ხიდთან თავისი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და რომი ხელთ იგდო, მან საბოლოოდ დაშალა პრეტორიანული კოჰორტები. პრეტორიანული გვარდიის ჯარისკაცები სხვადასხვა ლეგიონებში მიმოფანტა რომის პროვინციებში, მათი ბანაკი რომში კი – დაანგრევინა.
ძველი რომი - რეკონსტრუქცია
პრეტორიანული გვარდიის მომზადება უფრო ინტენსიური იყო ვიდრე ჩვეულებრივი ლეგიონებისა, რადგან ზოგადად მათ უფრო მეტი თავისუფალი დრო რჩებოდათ თუ იმპერატორთან ერთად არ ლაშქრობდნენ. შეიარაღება იგივე ტიპის იყო, როგორიც ლეგიონერებს ჰქონდათ, მაგრამ უკეთესი ხარისხის, უფრო დახვეწილი. საჭურველი ორი ტიპისა იყო, ერთი რომში მსახურისთვის, ხოლო მეორე ლაშქრობებისთვის.
გვიანდელი ხანის რომაელი ლეგიონერი
პრეტორიანელთა სიმბოლოები იყო მთვარე, ვარსკვლავები და მორიელი. გვარდიელები ხელფასს უფრო მეტს იღებდნენ ვიდრე ლეგიონერები – თუ ჩვეულებრივი ჯარისკაცი 250 დენარს იღებდა, პრეტორიანელს 375 ეძლეოდა.
ამას გარდა ზოგჯერ იღებდნენ სპეციალურ სტიპენდიასაც, დამატებით ხელფასს – 1500 დენარს წლის განმავლობაში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ყოფილი პრეტორიანელი იღებდა 5000 დენარის ოდენობის თანხას, მიწის ნაკვეთსა და დიპლომს, რომელზეც ეწერა – “მეომარს, რომელიც მამაცურად და ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას”.
პრეტორიანულ გვარდიაში თავიდანვე შედიოდა მცირე კავალერიული შენაერთი - equites singulares Augusti, იმპერატორის ესკორტი როგორც მშვიდობიან, ისე სამხედრო კამპანიის დროს. ეს ცხენოსანი რაზმი ერთგული პროვინციელებისგან შედგებოდა, რომელთაც საკუთარი ტრადიციული სამოსი და იარაღი ჰქონდათ. ტრაიანემ გაზარდა ეს შენაერთი და მასში რომაელებიც ჩარიცხა. გვარდიის კავალერიაში ანუ ala milliaria-ში 720 მხედარი მსახურობდა, გადანაწილებული 24 ესკადრონში( turmae ), რაზმი ემორჩილებოდა tribunus militum-ს და ზოგადად პრეტორიანელთა მე-10 კოჰორტას შეადგენდა.

პრეტორიანული გვარდიის რანგები
•
Milites
– გვარდიის რიგითი ჯარისკაცი
•
Immunes
– გამოცდილი ჯარისკაცი, რომელსაც ხუთწლიანი სამსახურის შემდეგ პრეტორიანული კავალერიის ნაწილში მსახურის უფლება ჰქონდა
•
Evocati
Augusti
– ვეტერანი მეომარი, რომელიც 16 წლიანი სამსახურის მოხდის შემდეგ კვლავ გვარდიაში დარჩა და მიიღო განსაკუთრებული პრივილეგია
•
Centuriones
– პრეტორიანული გვარდიის ცენტურიის უფროსი
•
Tribuni
– უფროსი ოფიცერი, პრეფექტის მოადგილე
•
Praefectus
– პრეტორიანული გვარდიის მეთაური
ნიკა ხოფერია