გნეუს დომიციუს კორბულონი(Gnaeus Domitius Corbulo, დაახლ. 7-67 წ.) - რომაელი მხედართმთავარი, კონსული 39 წელს. მთავარი ორგანიზატორი იმპერატორ ნერონის აღმოსავლური პოლიტიკისა, მოქმედებდა სირიისა და დღევანდელი ნიდერლანდების ტერიტორიაზეც.
კორბულონს ცოლად ყავდა კასია ლონგინა, მისი და, დომიცია ლონგინა კი 70 წელს მომავალ იმპერატორ დომიციანეს, ვესპასიანეს ვაჟს მითხოვდა. კორბულონის მშობლები იყვნენ სენატორი გნეუს დომიციუს კორბულონ უფროსი და ვისტილია.
კორბულონს ცოლად ყავდა კასია ლონგინა, მისი და, დომიცია ლონგინა კი 70 წელს მომავალ იმპერატორ დომიციანეს, ვესპასიანეს ვაჟს მითხოვდა. კორბულონის მშობლები იყვნენ სენატორი გნეუს დომიციუს კორბულონ უფროსი და ვისტილია.
ამ ბიუსტს ე.წ "ფსევდო-კორბულონს" თავდაპირველად დომიციუს კორბულონის ბიუსტად თვლიდნენ, მაგრამ შემდეგში გაირკვა, რომ ის ძვ.წ. I საუკუნეში მოღვაწე უცნობ რომაელს ეკუთვნის
ტიბერიუსის დროს კორბულონს რამდენიმე თანამდებობა ეკავა. 47 წელს კლავდიუსმა ის ქვემოგერმანული არმიების მეთაურად დანიშნა, რომელშიც I, V, XV და XVI ლეგიონები შედიოდნენ. ალბათ ეს თანამდებობა კორბულონმა მხედართმთავრული ნიჭის გამოვლენით დაიმსახურა, სხვა შემთხვევაში რთულია წარმოვიდგინოთ მისი დანიშვნა რომის მთელი არმიის 1/7 ნაწილის მეთაურად.
ამ თანამდებობაზე გატარებულ პირველივე წელს, როდესაც კორბულონი თავის შტაბში - კოლონია აგრიპინაში იმყოფებოდა, სიტუაცია რაინის აღმოსავლეთ სანაპიროზე გართულდა. ხავკების ბელადი განასკი ხავკებისა და ხერუსკების ტომის მეომრებით ქვემო გერმანიაში შეიჭრა. კორბულონმა რაინის ფლოტისა და V და XV ლეგიონების მეშვეობით მოახერხა შეტევის მოგერიება.
რომაული ხიდის რეკონსტრუქცია კორბულონის არხზე
განასკი გაიქცა და კორბულონის მიერ გაგზავნილი მკვლელების მსხვერპლი გახდა. ამის შემდეგ კორბულონი ფრიზების მიწაზე შევიდა, სადაც ფორტის მშენებლობის დროს მოუვიდა ბრძანება კლავდიუსისგან, დაბრუნებულიყო რომში. კორბულონის ხელქვეითებმა კი მისი ბრძანებით რაინსა და მაასს შორის არხი გაიყვანეს. შემდეგში ეს არხი ცნობილი გახდა კორბულონის არხის(Fossa Corbulonis) სახელით. ამავე პერიოდში დაიწყო ორი რომაული ფორტის მშენებლობა ფრიზიაში - ნიგრუმ პულუმისა(ცვამერდამი) და ტრაეკტუმის(უტრეხტი).
იტალიაში დაბრუნებისას კორბულონმა ტრიუმფის უფლება მიიღო. როდესაც რომის იმპერატორი ნერონი გახდა, კორბულონი მისი ბრძანებით აღმოსავლეთში გაიგზავნა, რათა იქ ნერონის ექსპანსიური პოლიტიკა გაეტარებინა.
X ლეგიონის შტანდარტი
ადრე ავგუსტუსისა და პართიის მეფე ფრაატ IV-ს მოლაპარაკების შედეგად, რომაელებმა სომხეთის ტახტზე თავიანთი ვასალი მეფეების დასმის უფლება მიიღეს. 54 წელს ვოლოგეზ I-მა დაარღვია ეს ხელშეკრულება და მეფედ თავისი ძმა ტირიდატი დასვა. კორბულონთან ერთად სომხეთის საკითხის მოსაგვარებლად X და XII ლეგიონებით გამოვიდა გაიუს დურმიუს უმიდიუს კვადრატი. კორბულონის დროშების ქვეშ კი III და VI ლეგიონები იდგნენ. ორივე მეთაურმა გაუგზავნა პართიის მეფეს მისი ქმედების საპროტესტო ნოტა, მაგრამ მან უპასუხოდ დატოვა რომაელთა წერილები. 58 წლის გაზაფხულზე, ჯერ კიდევ მოუმზადებელ რომაულ ჯარებს შეუტია ტირიდატმა ევფრატის მახლობლად. მოკავშირე კავკასიელმა ხალხებმა მისცეს საშუალება III, VI და X ლეგიონებს, დაძრულიყვნენ არტაშატისკენ. ზაფხულში კორბულონის ჯარმა აიღო სომხეთის დედაქალაქი, შემდეგ წელსშეიჭრა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში და გადალახა ტიგროსი. ტიგრანოკერტის აღების შემდეგ, სომხეთის ტახტზე, საბოლოოდ პრორომაული განწყობის ტიგრანი დაჯდა. უმიდიუს კვადრატის სიკვდილის შემდეგ, კორბულონი დაახლ. 60 წელს კაპადოკიის პროკურატორად დაინიშნა. 62 წლის გაზაფხულზე პართიელებმა ტიგრანოკერტის დაბრუნება სცადეს და კორბულონი, რომელსაც ამ დროისთვის სათანადო ძალები არ გააჩნდა, იძულებული გახდა ვოლოგეზთან ზავი დაედო.
VI ლეგიონის შტანდარტი
ზაფხულისთვის მის დასახმარებლად ლუციუს ზეცენიუს პეტუსის მეთაურობით ჯარის ნაწილები მოვიდნენ. კორბულონმა გადალახა ევფრატი და შეიჭრა მესოპოტამიაში, როდესაც მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ პეტუსი მტრის ალყაში მოხვდა რანდეასთან. კორბულონი მელიტენესკენ დაიძრა, მაგრამ დააგვიანა. ზამთარში დაიწყო მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. 63 წლის გაზაფხულზე კორბულონმა ოთხი ლეგიონი კვლავ შეიყვანა სომხეთში, თუმცა კამპანია აღარ გაგრძელებულა, რადგან ვოლოგეზი და ტირიდატი მიხვდნენ, რომ ომს ვეღარ მოიგებდნენ, კორბულონს კი უდაბნოში მათი დევნა არ სურდა. კვლავ დაიდო ხელშეკრულება(რანდეაში), რომლის მიხედვითაც ტირიდატი ხდებოდა სომხეთის მეფე, მაგრამ როგორც რომის ვასალი, უნდა წასულიყო რომში, რათა მიეღო სამეფო რეგალიები თავად ნერონისგან. რომში იანუსის კარიბჭე დახურეს, მშვიდობის ნიშნად, კორბულონი კი იმპერატორმა გულუხვად დააჯილდოვა. თუმცა მალე, ვესპასიანეს გავლენის სწრაფი ზრდის შედეგად, კორინთოს პორტში კორბულონს ეწვივნენ ნერონის მსტოვრები, რომელთაც მისგან თვითმკვლელობის ჩადენა მოითხოვეს.
კორინთოს ნანგრევები
სახალხო პოპულარობის მქონე და დიდი სამხედრო შენაერთების სათავეში მყოფი კორბულონი, საკმარისად ძლიერი იყო საიმისოდ, რომ ნერონი ტახტიდან ჩამოეგდო, მაგრამ არ ისურვა იმპერიაში არეულობის დაწყება და თავისი სიძე ანიუსი რომში გაგზავნა მძევლად. მიუხედავად ამისა, 67 წელს ნერონმა კორბულონი საბერძნეთში მიიწვია და სანაპიროზე მისი გადმოსვლისთანავე, სიკვდილი მიუსაჯა. როდესაც კორბულონმა ნერონის ბრძანების შესახებ შეიტყო, საკუთარი მახვილით გაიგმირა მკერდი და დაიყვირა: "Axios!"(ღირს არს, დამსახურებულია) ეს ცნობები დიონ კასიუსისა და ტაციტუსის თხზულებებში გვხვდება.
ცნობილია, რომ კორბულონს დაწერილი ჰქონდა აღმოსავლეთში თავისი მოღვაწეობის აღწერა, თუმცა დოკუმენტი დაკარგულია.
ნიკა ხოფერია