რომის ჯარში არსებობდა მოკავშირე ჯარის სახეობა, რომელსაც Numeri
ეწოდებოდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ იყო იტალიკების მოკავშირე ჯარის მსგავსი, როგორიც რომის ლეგიონებთან ერთად და მათ მსგავსად იბრძოდა. ნუმერი წარმოადგენდა ადგილობრივი ხალხისგან მობილიზებულ ჯარს. მათ ჰქონდათ საკუთარი შეიარაღება და ბრძოლის სტილი. არ ჰქონდათ რომაული აღჭურვილობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ნუმერის არაფერი ჰქონდა რომაული გარდა იმისა, რომ რომაული ჯარის დროშის ქვეშ იბრძოდა, თუმცა არა რომაელი, არამედ საკუთარი საველე მეთაურების სარდლობით. "ნუმერუსების ნაწილები ბრიტანეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აღმოსავლეთშიც(უმთავრესად პალმირელი მშვილდოსნების მსგავსი) გამოჰყავდათ. მშვილდოსნებთან ერთად მასში შედიოდა კავალერია, ქვეითი ჯარი, შუბოსნები და შესაძლოა მეშურდულეები და ქვის მსროლელები(ტრაიანეს სვეტზე გამოსახულია კომბლით შეიარაღებული მეომარიც, რომელიც სავარაუდოდ Numeri უნდა იყოს). ნუმერუსთა შენაერთი 100-დან 1000 კაცამდე ითვლიდა, ზოგიერთ მათგანს შეიძლება ლეგიონის ცენტურიონიც ედგა სათავეში.
ნუმერუსებს იყენებდნენ სამხედრო კამპანიებშიც და მცირე სასაზღვრო ფორტების დასაცავადაც. რომის არმიაში სხვა ირეგულარული შენაერთებიც მსახურობდნენ. ფსევდო-ჰიგინუსის მიხედვით, რომის ჯარში გარკვეული რაოდენობით
Nationes
მსახურობდნენ - ეთნიკური შენაერთები, რომლებიც აბსოლიტურად განსხვავდებოდნენ ე.წ
Auxilia
- მოკავშირე რაზმებისგან და სავარაუდოდ Numeri-ს წინამორბედები იყვნენ, მაგალითად: მავრიტანული კავალერია, პანონიელი "Veredarii"(მსუბუქი ცხენოსანი ჯარი. საერთოდ, მძიმედ შეიარაღებული კატაფრაქტების, კლიბანარიების გარდა, სხვა ტიპის ცხენოსნების განსხვავება ძალიან რთულია), Symmacharii
(განუსაზღვრელი ტიპის მოკავშირე რაზმი) და აქლემზე ამხედრებული მეომრები. ესენი არ ჩანან რომელიმე
Auxilia
შენაერთზე მიბმულები.
მუქ წითლად მონიშნულია პროვინცია კაპადოკია, რომლის ლეგატიც იყო ფლავიუს არიანე
მსგავსი ტიპის დამატებითი შენაერთები უნდა ჰყოლოდა ფლავიუს არიანესაც. იგი წერს თავის ტრაქტატში Acies contra Alanos - დისპოზიცია ალანთა წინააღმდეგ:
"დაე მთელ ჯარს ცხენოსანმა-მზვერავებმა(1) გაუსწრონ და თავში ჩაუდგნენ ორ-ორად დაწყობილნი, თავიანთი მეთაურით. მათ შემდეგ Equites cohortis III Ulpiae Petraeorum militariae equitatae sagittariorum(2) მოდიოდნენ. მათ ორ შენაერთს დეკურიონები სარდლობდნენ. შემდეგ Ala II Ulpia Auriana(3) და Cohors IV Raetorum equitatae(4). შემდეგ მოდის პრეფექტი დაფნეს კორინთოელი, Ala I Augusta gemina colonorum(5), cohors Ityraeorum sagittariorum(6) და cohors III Augustae Cyrenaicae sagittariorum equitatae(7). მათ შემდეგ Cohors I raetorum equitatae(8). მათ ყველას სარდლობდეს დემეტრიუსი. შემდეგ მოდიოდეს Cohors I militaria Germanorum(9) და მას მეთაურობდეს ბანაკის ცენტურიონი.
"დაე მთელ ჯარს ცხენოსანმა-მზვერავებმა(1) გაუსწრონ და თავში ჩაუდგნენ ორ-ორად დაწყობილნი, თავიანთი მეთაურით. მათ შემდეგ Equites cohortis III Ulpiae Petraeorum militariae equitatae sagittariorum(2) მოდიოდნენ. მათ ორ შენაერთს დეკურიონები სარდლობდნენ. შემდეგ Ala II Ulpia Auriana(3) და Cohors IV Raetorum equitatae(4). შემდეგ მოდის პრეფექტი დაფნეს კორინთოელი, Ala I Augusta gemina colonorum(5), cohors Ityraeorum sagittariorum(6) და cohors III Augustae Cyrenaicae sagittariorum equitatae(7). მათ შემდეგ Cohors I raetorum equitatae(8). მათ ყველას სარდლობდეს დემეტრიუსი. შემდეგ მოდიოდეს Cohors I militaria Germanorum(9) და მას მეთაურობდეს ბანაკის ცენტურიონი.
გალები რომაულ ცხენოსან ჯარში ხშირად მსახურობდნენ
ამათ შემდეგ ქვეითები განლაგდნენ, თავიანთი ნიშნებით -
Cohors I italica voluntariorum
civium Romanorum(10)
და კირენელთა ქვეითები - მათ სარდლობდეს პულხერი, იტალიელთა მეთაური. მათ მოჰყვეს
Cohors II Bosporanorium (Bosporiana) militaria equitata
sagittariorum(11)
ლამპროკლის მეთაურობით და მათ მიჰყვეს Cohors I Numidarum equitata(12)
- ბეროსის სარდლობით. მწყობრის სიღრმე ოთხ მძიმედ შეიარაღებულ მეომარს შეადგენდეს, მათ წინ კი მშვილდოსნები უნდა მოდიოდნენ. მწყობრს ორივე მხრიდან საკუთარი ცხენოსნები უნდა იცავდნენ. მათ შემდეგ Equites singulares(13)
და ფალანგის მხედრები, შემდეგ კატაპულტები და
Legio XV Appolinaris(14)-ს შტანდარტი. მათ უკან ფალანგის მეთაური ვალენტი, ლეგიონის პრეფექტები და ტრიბუნები, რომლებიც პირველი კოჰორტის ცენტურიონებიც იყვნენ. კვლავ ქვეითთა წინ ხელშუბების მსროლელები განლაგდნენ. თვითონ ქვეითები ოთხ ნაწილად მოეწყონ. XV ლეგიონის შემდეგ Legio XII Fulminata(15)-ს შტანდარტები მოჰქონდეთ, შემდეგ მოდიოდნენ ცენტურიონები და ტრიბუნები. ეს ლეგიონიც ოთხად მოწყობილი უნდა მოძრაობდეს.
რომაელ მშვილდოსანთა უმეტესი ნაწილი მოკავშირეებისგან შედგებოდა
მძიმედ აღჭურვილთა შემდეგ განლაგდნენ მოკავშირეები(16): მცირე არმენიიდან(17), მძიმედ აღჭურვილი ტრაპენზუტელები(18), კოლხები(19), რიზიელები(20). მათ უკან აპლანთა ქვეითები(21). ყველა მოკავშირის სარდალი იყოს სეკუნდინი, რომელიც აპლანებს მეთაურობს. მათ მოჰყვებოდეს აღალი. ბოლოს
Ala I Ulpia Dacorum(22)
და მისი პრეფექტი.
ჯარის ფლანგებს ცენტურიონები უმეთაურებენ, მათი დაცვისთვის დაე ორივე მხრიდან Ala II Gallorum(23)-ს მხედრები მოაჭენებდნენ ცხენებს. ერთ რიგად მოეწყონ იტალიელ მხედრებთან ერთად. გალთა პრეფექტი ყურადღებას მიაქცევს ფლანგების მოწყობას. მთელი ჯარის მეთაური იყოს ქსენოფონტი(24), იგი ქვეითთა დროშების წინ იდგეს და ცენტრსა და ფლანგებსაც აქცევდეს ყურადღებას. დისციპლინის დამრღვევებს რიგში აბრუნებდეს, მწყობრად მოარულებს აქებდეს.
ჯარის ფლანგებს ცენტურიონები უმეთაურებენ, მათი დაცვისთვის დაე ორივე მხრიდან Ala II Gallorum(23)-ს მხედრები მოაჭენებდნენ ცხენებს. ერთ რიგად მოეწყონ იტალიელ მხედრებთან ერთად. გალთა პრეფექტი ყურადღებას მიაქცევს ფლანგების მოწყობას. მთელი ჯარის მეთაური იყოს ქსენოფონტი(24), იგი ქვეითთა დროშების წინ იდგეს და ცენტრსა და ფლანგებსაც აქცევდეს ყურადღებას. დისციპლინის დამრღვევებს რიგში აბრუნებდეს, მწყობრად მოარულებს აქებდეს.
ე.წ პელტასტი - მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი მეომარი(სახელწოდება მომდინარეობს მისი ფარიდან, რომელსაც პელტა ეწოდებოდა). სავარაუდოდ ასე უნდა ყოფილიყვნენ აღჭურვილები არიანეს ჯარში კოლხი მეომრები.
ასე უნდა მოძრაობდეს მწყობრი. დანიშნულების ადგილზე მისვლისას საჭიროა მთელი კავალერია კვადრატული მწყობრით განლაგდეს(25), მზვერავები შემაღლებულ ადგილებზე დადგნენ მტრის დასაზვერად. საომარი სიგნალისას ჯარი ჩუმად შეიარაღდეს და მწყობრში ჩადგეს. მწყობრი ასეთი უნდა იყოს: ქვეითთა ფრთები მაღლობებს შეეფინონ(26), რადგან ასეთი ადგილების დაჭერაშია დისპოზიცია(27). მარჯვენა ფლანგის უკან, მთლად კიდეზე, სომხები განლაგდნენ, ვასაკსა და არბელთან ერთად, რადგან ისინი ყველანი მშვილდოსნები არიან. მათ წინ ქვეითი იტალიური კოჰორტები მოეწყონ, მათ ყველას მეთაურობდეს პულხერი, რომელიც ასევე იტალიელთა კოჰორტის სარდალია. მასვე ემორჩილებოდეს ვასაკი და არბელი, მათი ცხენოსნებიც და ქვეითებიც.
ნუმიდიელ მხედრებს რესპუბლიკის პერიოდში რომის წინააღმდეგაც უბრძოლიათ პუნიკურ, იუგურთას და კეისრის სამოქალაქო ომში. შემდეგში, რომის იმპერიის ჯარში ისინი მხედრებად მსახურობდნენ, რისი ერთ-ერთი დამადასტურებელი სწორედ არიანეს ეს სამხედრო ტრაქტატია
მარცხენა ფლანგმაც მაღალი პოზიცია უნდა დაიკავოს: მცირე არმენიელები, ტრაპეზუნტელები, რიზიანელი შუბოსნები. მათ წინ მოეწყოს ორასი აპლანი და ასი კირენელი. ისე, რომ მძიმედ შეიარაღებულები ხელშუბების მსროლელების წინ მოხვდნენ და დაიცვან. ისინი კი მათი ზურგიდან, სიმაღლეზე მდგომნი, ხელშუბებს უნდა ესროდნენ მტერს."
შენიშვნები
(1)მზვერავების ანუ Explotatores რიცხვი ჯარში 30 კაცამდე შეადგენდა. "Numerus Exploratorum" განსაკუთრებულ სამხედრო შენაერთებს შეადგენდნენ. მათ მოწინააღმდეგის ტაქტიკურ-სტრატეგიული პოზიციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ევალებოდათ.
(2)ნაბატეის დაპყრობის შემდეგ იმპერატორმა ტრაიანემ 111-114 წლებში აქ შვიდი კოჰორტა შეკრიბა, რომლებიც ამ სამეფოს ყოფილი გვარდიის ჯარისკაცებისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. სახელწოდება ნაბატეის დედაქალაქ პეტრას უკავშირდება. დამატება
Ulpiae კი მიანიშნებს, რომ შენაერთი ტრაიანეს დაარსებულია და მის სახელს ატარებს(Marcus Ulpius Trajanus). თემურ თოდუა სამართლიანად აღნიშნავს, რომ ვ. ლეკვინაძე და თ. ყაუხჩიშვილი არასწორად აღნიშნავენ ამ მხედრების წარმოშობას და უკავშირებენ თანამედროვე ციხისძირის ტერიტორიის ძველ მოსახლეობას. არიანეს დროს პეტრა უმნიშვნელო პუნქტი იყო და მხოლოდ აფსაროსის ავანპოსტის მოვალეობას ასრულებდა. თუმცა თავად მკვლევარიც არ არის დარწმუნებული რომ ეს მხედრები ნაბატეის პეტრადან იყვნენ და აყენებს კიდევ ერთ მოსაზრებას, თითქოს ისინი ტიროლსა და ლომბარდიაში მოსახლე მთის ხალხის "პაითოის" წარმომადგენლები არიან(თემურ თოდუა. რომის პროვინციული არმია ფლავიუს არიანეს "დისპოზიცია ალანთა წინააღმდეგ"-ის მიხედვით. 36) რაც მეტად საეჭვოა, რადგან Equitatae sagittariorum
- ცხენოსან-მოისართა გამოყენება დამახასიათებელია აღმოსავლეთისთვის და არა დასავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის, სადაც ქვეითად ბრძოლას ანიჭებდნენ უპირატესობას ხელჩართული იარაღით. ასევე ცხენზე ამხედრებულებიც ხელჩართული ბრძოლის იარაღით - შუბითა და მახვილით იბრძოდნენ. რომის ჯარში ცხენოსან-მოისრები გვიან გამოჩნდნენ და მათი ნაწილების შექმნა უკავშირდება რომის აღმოსავლურ პოლიტიკას.
(3)ჩამოყალიბდა ესპანეთში, განთავსებული იყო პანონიასა და რეციაში, საიდანაც კაპადოკიაში გადაიყვანეს 69 წელს. ამ მხედრებმა თავი გამოიჩინეს ტრაიანეს დროს და მისი სახელი მიენიჭათ.
(4)რეტები - ალპებში მოსახლე ხალხი, ძვ.წ. 15-13 წლებში ავგუსტუსმა დაიმორჩილა. ეს შენაერთი დუნაიდან აღმოსავლეთში ტრაიანემ წაიყვანა. აქ რაზმის ქვეითი ნაწილი არ არის დასახელებული. შესაძლოა ქვეითები დისლოკაციის ადგილზე დარჩნენ.
(5)ეს შენაერთი მცირე არმენიაში იდგა, ქალაქ ხიაკში.
(6)თემურ თოდუა წერს, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება(თემურ თოდუა. რომის პროვინციული არმია ფლავიუს არიანეს "დისპოზიცია ალანთა წინააღმდეგ"-ის მიხედვით. 37), თუმცა სხვა ავტორები მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ: კოჰორტის ნომერი სავარაუდოდ 3-ა. იტურები სემიტური ხალხი იყო ანტილივანის მთებში. ამ შენაერთში ქვეითი და ცხენოსანი მშვილდოსნები შედიოდნენ, თუმცა ქვეითთა მარშის დროს ამ რაზმის ქვეითი ნაწილი არ ჩანს.
Notitia Dignitatum
-ში ასეთი კოჰორტა არ ფიგურირებს.
(7)ამ კოჰორტაში მძიმედ შეიარაღებული ქვეითები, ცხენოსნები და ქვეითი მშვილდოსნები შედიოდნენ. ის ჩამოყალიბდა ავგუსტუსის დროს. გადაიყვანეს ჯერ მეზიაში, შემდეგ აღმოსავლეთში, სავარაუდოდ ნერონის დროს. შენაერთი არ მოიხსენიება Notitia Dignitatum-ში.
(8) არიანესთან ეს რაზმი მხოლოდ ცხენოსნებად ჩანს. აღმოსავლეთში სავარაუდოდ ტრაიანეს უნდა გადმოეყვანა დუნაიდან. ეს კოჰორტა არ მოიხსენიება
Notitia Dignitatum-ში.
(9)თავდაპირველად ეს კოჰორტა ზემო გერმანიაში ჩამოყალიბდა. აქედან მოდის მისი სახელწოდება. არიანე ორიგინალში მათ გალებად მოიხსენიებს, თუმცა ეს არაა გასაკვირი, რადგან II-III საუკუნეებში ამ სახელწოდებებს ხშირად ურევდნენ ერთმანეთში. კოჰორტას გერმანული ეწოდებოდა, თუმცა უმეტესად გალები მსახურობდნენ. კოჰორტის ქვეითი ნაწილი, ჩანს, რომ ჯართან ერთად არაა, რადგან დისლოკაციის ადგილზე დარჩა.
(10)ცნობილია რომაელი მოქალაქეებისგან შემდგარი მოხალისეთა ორი კოჰორტა იტალიიდან. სხვა მოხალისეთა კოჰორტები - არ არის იტალიიდან. ამ შენაერთს უნდა ჰყოლოდა კავალერიაც, რომელიც ფლანგებს იცავდა. კოჰორტა არ მოიხსენიება
Notitia Dignitatum-ში.
(11)არიანეს ჯარის ეს კოჰორტა ქვეითებით იყო წარმოდგენილი და შესაძლებელია ცხენოსანი მოისრებით. შენაერთი პანონიიდან გადმოიყვანეს კაპადოკიაში II საუკუნის პირველ მესამედში.
(12)ნუმიდიელები განთქმულები იყვნენ ხელშუბების ტყორცნაში დახელოვნებით. აქ ჩანს, რომ მათ ქვეით ნაწილებს მშვილდ-ისარიც აქვთ. Notitia Dignitatum-ში ასეთი სახელწოდების შენაერთი არ მოიხსენიება.
(13)ესენი იყვნენ მხედრები მოკავშირეთა(Auxilia) ნაწილებიდან, რომლებიც კესარიაში იდგნენ. თემურ თოდუას მიხედვით ისინი რჩეული ცხენოსნები იყვნენ და რომის ჯარში სპეციალურ ქვედანაყოფს ქმნიდნენ, თანამედროვე კომანდოსის ტიპის. ასევე აღნიშნავს, რომ ისინი ლეგატების მხედართა გვარდიადაც ითვლებოდნენ - Equitas Singulares Consularis(თემურ თოდუა. რომის პროვინციული არმია ფლავიუს არიანეს "დისპოზიცია ალანთა წინააღმდეგ"-ის მიხედვით. 38).
(14)ორიგინალში - XV ფალანგა. ბერძენი არიანე, რომელიც თავის თავს ქსენოფონტადაც მოიხსენიებდა ძველბერძენი სარდლისა და ავტორის სახელის მიხედვით, ბერძნულ სამხედრო ტერმინებსაც იყენებდა. XV ლეგიონი "Appolinaris" ავგუსტუსის დროს შეიქმნა. ერთ დროს იდგა პანონიაში, შემდეგ ტრაიანემ წაიყვანა აღმოსავლეთში. ლეგიონის პრეფექტურა ქალაქ სატალაში იყო, მცირე არმენიაში, რომის აღმოსავლეთ საზღვრის სტრატეგიულ პუნქტში.
(15)ეს ლეგიონი ჯერ კიდევ ძვ.წ. 40 წელს არსებობდა. 70 წელს კაპადოკიაში განალაგეს. მისი პრეფექტურა იყო ქალაქ მელიტენეში, პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან. ამ შემთხვევაში საქმე უნდა გვქონდეს XII ლეგიონის "ვექსილაციონზე" - ნაწილზე.
(16)ეს მოკავშირეები არ იყვნენ ე.წ Foederati-ები ვასალური ქვეყნებიდან. მათ შეადგენდნენ ყოფილი პოლემონის პონტოს(შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო) მოსახლეობისგან შემდგარი რაზმები.
(17)მცირე არმენია - სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. 72 წელს შეიერთა რომის იმპერიამ. ტაციტუსისა და არიანეს მიხედვით ძველად სომხები ცნობილი იყვნენ როგორც ცხენოსანი-მოისრები. ცხენოსანი-მოისრებისა და ქვეითი სომხების გარდა, არიანეს მათი ხელშუბებით შეიარაღებული რაზმებიც ჰყავდა.
(18)ტრაპეზუნტი ბერძნული ქალაქის მილეტის ყოფილი კოლონია იყო. რომმა ეს ქალაქი 64 წელს შეიერთა. ტრაპეზუნტში იდგა XII და XV ლეგიონის რაზმები. პოლისმა არიანეს ადგილობრივი მეომრები აახლა. მათ შორის გიმნეტები სახელდებიან, რაც მსუბუქად შეიარაღებულ ჯარს ნიშნავს. ისინი შეიარაღებულები იყვნენ მსუბუქი ფარებითა და შუბებით. გიმნეტებად სახელდებიან ტრაპენზუტელები, რიზიანელები და სომხებიც. ტრაპენზუტელებს ამას გარდა ჰოპლიტებიც გაუგზავნიათ არიანესთვის.
(19)ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა არიანეს ნაშრომის ეს ეპიზოდი. კოლხები, როგორც რომაული ჯარის Numeri - სხვა დოკუმენტებში თითქმის არ ჩანან. როგორც ჩანს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისგან შემდგარი რაზმები რომაელებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას პროვინციის დაცვაში. კოლხები რომის იმპერიის ოფიციალურ ნაწილად 64 წელს იქცნენ და პოლემონის პონტოსთან ერთად ერთ პროვინციაში გაერთიანდნენ. მათი ტრადიციული შეიარაღება პელტასტების მსგავსი უნდა ყოფილიყო - მსუბუქი აღჭურვილობა, პატარა ფარები, ხელშუბები და ზოგჯერ მოკლე მახვილებიც. პოლ ერდკამპი თავის ფუნდამენტალურ ნაშრომში რომის არმიის შესახებ, არიანეს ამ დოკუმენტის განხილვისას კოლხებს და რიზიანელებს - შუბოსან ჯარს აკუთვნებს(
Paul
Erdkamp. A companion to the Roman army.
Malden, MA ; Oxford: Blackwell, 2007. 195)
(20) რიზიანელთა სახელწოდება მდინარე რიზეუსს უკავშირდება, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მიედინება. რიზიანელები ხარკს უხდიდნენ რომს, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა ჰყავდათ.
(21)სავარაუდოდ ეს იყო
Cohors Apuleia civium Romanorum
და უკავშირდება ავგუსტუსის დროს შექმნილი
Cohors Apulae-ს.
Notitia Dignitatum-ს მონაცემებიც თითქოს ამის სასარგებლოდ მეტყველებს. ამ დოკუმენტში მას მოიხსენიებენ, როგორც
Cohors Apuleta. თემურ თოდუა წერს, რომ მათი იდენტიფიცირება არ ხერხდება, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ სახელწოდებასა და წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს ზოგიერთი მოსაზრება.
(22)იმპერატორ ტრაიანეს შექმნილი შენაერთი. დაკებს არიანე ჩვეულებრივ ბერძნული ფორმით - გეტებად მოიხსენიებს. ეს რაზმი კაპადოკიაში იმპერატორ ადრიანეს დროს უნდა გადაეყვანათ.
(23)გალების ეს რაზმი ელიანეში იყო დისლოცირებული. არიანე თავის თხზულებებში მათ არა გალებად, არამედ კელტებად მოიხსენიებს.
(24)ქსენოფონტი არიანეს ფსევდონიმი იყო.
(25)ეს წყობა გამოიყენებოდა მოულოდნელი თავდასხმის დროს ქვეითი ჯარის დასაცავად, რომელიც კავალერიისგან დაცული, საომრად მომზადებას მოასწრებდა.
(26)ბერძენ ავტორებთან ფრთა ითვლებოდა განლაგებული ჯარის ნახევრად, ფლანგიდან წყობის შუამდე.
(27)არიანეს აშკარად არეული აქვს სამარშო წყობისა და საბრძოლო რიგის შენაერთები, ზოგიერთი მათგანი მარშის დროს არაა დასახელებული, ზოგიერთი ბრძოლისას. საბრძოლო წყობისას არც ტრაპენზუტელები, არც კოლხები, ლეგიონერი მხედრები და იტალიელთა მშვილდოსნები არ სახელდებიან. შესაძლოა ეს შენაერთები არიანემ ბანაკის დასაცავად დატოვა.
შესავალი, კომენტარები და თარგმანი
ნიკა ხოფერია