“საფრანგეთის არმიის ბებერი ლომი”
ფრანსუა ჟოზეფ ლეფევრი
ლეფევრი ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვინც თავისი პრინციპები და ჩვევები ბოლომდე შეინახა. ეს იყო უაღრესად პატიოსანი. არასოდეს აძლევდა ჯარს უფლებას ქალაქები გაეძარცვათ და უღირსი საქციელი ჩაედინათ. ლეფევრის მოსყიდვა მაქსიმილიან რობესპიერის მოსყიდვაზე ძნელი იყო. იგი დიდსულოვანი და კეთილი ადამიანი გახლდათ. ლეფევრმა ხიფათით აღსავსე გზა გაიარა და საფრანგეთის ისტორიაში თავი დაიმკვიდრა. მასზე არ მოქმედებდა და არ ცვლიდა ის დიდი თანამდებობები და სიმდიდრე, რასაც იმპერიის დროს მარშლები იხვეჭდნენ. ლეფევრმა ბოლომდე შეინარჩუნა რესპუბლიკელი გენერლის უბრალო ქცევა და სერიოზულობა. ნაპოლეონი მას პატივს სცემდა და ენდობოდა. ლეფევრი არ იყო მხედართმთავრული ნიჭით დიდად დაჯილდოებული, მაგრამ ეს თავისი სიმამაცითა და შეუდრეკელობით გამოისყიდა. მარშალი ლეფევრი ერთადერთI იყო იმპერიის საპატიო მარშლებს შორის, ვინც ნაპოლეონის ომებშიც კამპანიებში მოქმედ არმიაში იბრძოლა.
მისი საფლავის ქვაზე, რომელიც პერ-ლაშეზის სასაფლაოზეა, ამოკვეთილია სიტყვები: “ფლერიუსი, რეინის ფორსირება, ალტენკირხენი, დანციგი, მონმირაი”. ლეფევრი ( ლეფებვრე) ფრანსუა ჟოზეფ ( 25. 10. 1755, რუფაკი, ელზასი _ 14. 9. 1820, პარიზი), დანციგის ჰერცოგი ( 10. 9. 1808), საფრანგეთის მარშალი ( 19. 5. 1804).
ლეფევრი მეწისქვილის შვილი იყო. ის გერმანულად უკეთ ლაპარაკობდა ვიდრე ფრანგულად ( ელზასში გერმანელები ცხოვრობენ). 18 წლის ასაკში 1773 წელს ლეფევრი საფრანგეთის გვარდიის პოლკში ჩაერიცხა. 1783 წელს ის დაქორწინდა კატრინ იუბშერზე ( 1753 _ 1835). 1989 წელს ლეფევრი პრემიერ-სერჟანტი გახდა. რევოლუციის დასაწყისისთვის სამეფო ოჯახს იცავდა და ბრძოლაში დაიჭრა. 1. 9. 1789- ნაციონალური გვარდიის ლეიტენანტი გახდა. 1791 წელს რამდენიმე მცირე მნიშვნელობის ბრძოლა გადაიხადა ( ლეფევრი ასეულს მეთაურობდა). 1792 წელს ნაციონალურ გვარდიასთან ერთად ფრონტზე გაგზავნეს. მართალია ლეფევრს მხედართმთავრული ტალანტი არ გამოუვლენია, მაგრამ გამოირჩეოდა დიდი სიმამაცით და მტკიცე ხასიათით. 1793 წელს ბრიგადის გენერლობა მიიღო და მოზელის არმიაში გაიგზავნა, რომელსაც გენერალი ლაზარ ჰოში სარდლობდა. სიმამაცისა და სიმტკიცის წყალობით ის დააწინაურეს და დივიზიის გენერლობა მიანიჭეს. შემდეგ წარმატებით მეთაურობდა რამდენიმე არმიის ავანგარდს, მათ შორის სამბრო-მაასის არმისას. მონაწილეობა მიიღო ფლერიუსის ბრძოლაში ( 1794 წლის 26 ივნისს).
1795 წელს ლეფევრი ჟან-ბატისტ კლებერის არმიაში მსახურობდა და იბრძოლა ალტერკირხენთან 1796 წლის 4 ივნისს. გენერალი ჰოშის სიკვდილის შემდეგ სამბრო-მაასის არმიის სარდლობა მიიღო ( 1797 წლის სექტემბერს). 1799 წლის მარტიდან მეთაურობდა გენერალ ჟურდანის ხელქვეითად დუნაის არმიაში. ლეფევრი ავანგარდს მეთაურობდა.
რამდენიმეწლიანი პატიოსანი სამსახურის შემდეგ პარიზში დაბრუნდა. მას იმედი ჰქონდა, რომ დირექტორიაში დაიკავებდა ადგილს, მაგრამ დირექტორები უხეშად მოექცნენ და არ მიიღეს. ამით მათ ნაპოლეონს სანდო მომხრე გაუჩინეს( ლეფევრი 18 ბრიუმერის დროს ნაპოლეონს მიემხრო). ნაპოლეონისთვის ლეფევრის დახმარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის პარიზის ჯარის მეთაურად ითვლებოდა. 19 ბრიუმერს ლეფევრი ხუთასთა საბჭოს სხდომის დარბაზში შეიჭრა დაშნით ხელში გრენადერებთან ერთად და ბრძანება გასცა ყველა გაქცეული დეპუტატი დაეჭირათ.
ამ დახმარებისთვის უკვე კონსულმა ნაპოლეონმა მას სენატორობა უბოძა ( 1800 წლის 1 აპრილი). ეს წოდება ლეფევრმა იმპერიის დასასრულამდე შეინარჩუნა. სენატში მას თავი დიდი არაფრით გამოუჩენია. ლეფევრს არ ეხერხებოდა სიტყვით გამოსვლა და ორატორული საუბარი. ლეფევრის ღირსებები მაშინ იღვიძებდა, როდესაც მას ხელში დაშნა ეჭირა და ბრძოლის ველს გადაჰყურებდა. ძველ რესპუბლიკელ გენერალს არ ეხერხებოდა საშტაბო და ადმინისტრაციული საქმე. ამბობენ, რომ ერთხელ მან მოუთმენლად მოისროლა და მაგიდიდან გადაყარა საბრძოლო მოქმედების ადგილის რუკები, პროექტები და ციხესიმაგრის გეგმები და შესძახა: “ ეს ყველაფერი ეშმაკს წაუღია! გამიშვით ჩემს გრენადერებთან ერთად და მაგ თქვენი ქაღალდების გარეშეც ვუჩვენებ მტერს სეირს”, და მართლაც მოახერხა ეს.
1804 წლის 18 მაისს ნაპოლეონი ფრანგთა იმპერატორად გამოცხადდა, საფრანგეთი კი იმპერია გახდა. იმავე დღეს ნაპოლეონმა რევოლუციისა და კონსულობის პერიოდის გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებს მარშლის წოდება მიანიჭა. მათ რიცხვში იყო სამეფო გვარდიის ყოფილი სერჟანტი ფრანსუა ლეფევრი. ამის შემდეგ ოთხ ყველაზე მოხუც და დამსახურებულ მარშალს საპატიო მარშლის წოდება გადაეცა. ესენი იყვნენ: ფრანსუა-ეტიენ კრისტოფ კელერმანი, კატარინ-დომინიკ პერინიონი, ჟან-მატიე-ფილიბერ სერიურიე და ფრანსუა-ჟოზეფ ლეფევრი. ლეფევრი ნაპოლეონის მადლიერი იყო ამ საპატიო წოდების გამო.
როდესაც ნაპოლეონი ნოტრ-დამის ეკლესიაში გვირგვინს იდგამდა თავზე, ლეფევრი მასთან იყო და საიმპერატორო ხმალს იჭერდა.
ახალგაზრდა მარშლებისგან განსხვავებით ლეფევრს მაღალ წოდებას არ გაუდიდგულებია და ის ისევ ისეთი უბრალო და გულკეთილი რჩებოდა როგორიც ადრე იყო. საპატიო მარშალს ძალიან სიამოვნებდა, როდესაც ადამიანებს ეხმარებოდა.
ლეფევრმა მონაწილეობა მიიღო 1805 წლის კამპანიაში. გერმანიის კამპანიაში ლეფევრი დიდი არმიის დივიზიას მეთაურობდა. 4. 9. 1806 ის დიდი არმიის მეხუთე კორპუსს მეთაურობდა. 1806 წლის 14 ოქტომბერს, იენის ბრძოლაში ლეფევრი იმპერატორის გვარდიის ქვეითებს მეთაურობდა.
ლეფევრის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დანციგის ალყის მეთაურობა 1807 წლის 18 მარტიდან მაისის შუა რიცხვებამდე( რუსული და პრუსიული გარნიზონი დანციგში იყო გამაგრებული და ნაპოლეონს ეს ქალაქი აუცილებლად უნდა დაეკავებინა, რადგან როდესაც შეტევაზე გადავიდოდა პოლონეთში და ბალტიისპირეთში, ზურგიდან საფრთხე მოცილებული ჰქონოდა, ამიტომ დანციგის აღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა). ლეფევრის დანიშვნას დანციგის ალყის მეთაურად ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა. ერთი ის იყო, რომ მე-X კორპუსი, რომელსაც ლეფევრი მეთაურობდა ალყისთვის უფრო გამოსადეგი იყო ვიდრე საველე ბრძოლებისთვის. მეორე ის იყო, რომ საფრანგეთში ყველაზე საყვარელ რევოლუციონერ გენერალს დიდი გავლენა ჰქონდა და მისი დანიშვნა თანამდებობაზე ნაპოლეონის პოლიტიკას სახელმწიფოში მხოლოდ წაადგებოდა.
დანციგს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო მძიმედ აღჭურვილი და ძლიერი სიმაგრეებით დაცული ქალაქი. ქალაქში 60000-მდე მაცხოვრებელი იყო. დანციგის მიწებს მდინარე ვისტულა რწყავდა. ციხესიმაგრის აღება რთული იყო, რადგან მოალყეებს მდინარე ვისტულა უშლიდა ხელს. ქალაქზე იერიში ყველაზე ადვილი დასავლეთის მხრიდან იყო. დანარჩენი ყველა მხრიდან რთული მისასვლელი გახლდათ.
ნაპოლეონს ასეთი სიტყვებით გაუგზავნია ლეფევრი დანციგის ასაღებად: “შენი დიდება დამოკიდებულია დანციგის აღებაზე: შენ აუცილებლად უნდა წახვიდე”.
ლეფევრის მე-10 კორპუსი შედეგებოდა ორი პოლონური დივიზიისგან, რომელთაც გენერალი იან ჰენრიკ დაბროვსკი მეთაურობდა, ერთი საქსონური კორპუსისგან, ერთი კონტიგენტი ბადენელებისგან, ორი იტალიური დივიზიისგან და 10000-მდე ფრანგისგან. სულ ჯარის რიცხვი 27000 კაცისა და 3000 ცხენისაგან შედგებოდა.
დანციგს იცავდა პრუსიელი გენერალი კალკრეიტი, რომელსაც 14400 ჯარისკაცი, 1600 ცხენოსანი, 302 ზარბაზანი, 20 ჰაუბიცა, 26 მორტირი და დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალები. ლეფევრის ჯარმა რამდენჯერმე სცადა ქალაქის დაკავება, მაგრამ არ გამოუვიდა. ჯარისკაცები ქალაქის გარშემო ტრანშეებს თხრიდნენ, რაც ძალიან რთული სამუშაო იყო( მიწა გაყინული და გამაგრებული იყო, ამიტომ მისი ამოთხრა საოცრად ძნელდებოდა). პირველი ტრანშეა მხოლოდ 2 აპრილს დასრულდა. ფრანგების მიზანი ბასტიონი ჰაგელსბერგი იყო. ტრანშეების მომზადებას გენერალი შასლუ მეთაურობდა. ლეფევრი მოუთმენლად ელოდა საალყო სამუშაოების დასრულებას. თვითონ მარშალს საინჟინრო საქმე დიდად არ ესმოდა და საერთოდ გამოუცდელი იყო საალყო საქმეში. ასე მარტო ის არ იყო. რევოლუციის გენერლების უმეტესობამ კარგად არ იცოდა ალყის ჩატარება, ეს იმის ბრალია, რომ მათ საალყო სამუშაოების ჩატარება იშვიათად უწევდათ.
როდესაც შედარებით დათბა, საალყო სამუშაოები გაადვილდა და მეორე პარალელური ტრანშეა 11-დან 14-აპრილამდე გათხარეს. დანციგის გარნიზონმა ფრანგთა მოულოდნელად შეტევა წამოიწყო და ერთი ტრანშეა დაიკავა კიდეც. მამაცი ლეფევრის მეთაურობით მდგარმა საქსონელებმა მტერს მცირე წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწიეს და გაიქცნენ. გაცეცხლებულმა მარშალმა ხმლით ხელში ხიშტებით შეტევაზე გადაიყვანა 44-ე პოლკი. იმ დღეს ლეფევრის სიმამაცე განუსაზღვრელი იყო. ის მრისხანე ლომივით იბრძოდა და ჯარს მიუძღოდა. ფრანგებმა გაიმარჯვეს და პრუსიელები ტრანშეიდან გააძევეს. აღფრთოვანებული ჯარისკაცები ლეფევრს შემოეხვივნენ და გამარჯვება მიულოცეს.
მაგრამ ჯერ გამარჯვება შორს იყო. ქალაქი კვლავ ურყევად იდგა. ლეფევრს თავის ჯარში მხოლოდ ფრანგების იმედი ჰქონდა. არადა ჯარის ნახევარზე მეტს უცხოელები წარმოადგენენ. ისინი ისეთი თავდადებით არ იბრძოდნენ, როგორც ფრანგები.
26 აპრილს დანციგის გარნიზონი კვლავ გამოიჭრა ქალაქიდან და ფრანგებს შეუტია. ეს შეტევა მოგერიებულ იქნა. შტურმისათვის ნიადაგი უკვე მომზადებული იყო, როცა რუსეთის ხომალდებმა დიდი ბრიტანეთის ფლოტის თანხლებით დანციგის დასახმარებლად 8000 კაციანი რაზმი გადასხეს გენერალი მიხეილ თევდორეს ძე კამენსკის მეთაურობით. ბრძოლები 22 მაისამდე გრძელდებოდა. მარშალმა ლეფევრმა დამხარება მიიღო ლანისა და უდინოს კორპუსის სახით. კამენსკიმ თავისი ჯარი ხომალდებში ჩასხა და რუსეთს მიაშურა. კალკრეიტი ლეფევრთან მოლაპარაკებაზე დასთანხმდა და 1807 წლის 28 მაისს დანციგმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
ამ გამარჯვებისთვის ლეფევრმა დანციგის ჰერცოგის ტიტული მიიღო.
1808 წელს ლეფევრი იმპერატორს ახლდა ესპანეთში, სადაც გაიმარჯვა დიურანტოსთან ბრძოლაში ესპანეთის ჯარზე, რომელსაც დ’ესპინოზა სარდლობდა. დანციგის ჰერცოგმა დაიკავა ბილბაო და სანტანდერი. მიუხედავად ამ წარმატებებისა, ნაპოლეონი მაინც არ იყო კმაყოფილი ლეფევრისა და საფრანგეთში გაიწვია.
1809 წელს ავსტრიის კამპანიის დროს ის ბავარიის ჯარების მთავარსარდლად დაინიშნა. მარშალმა ლეფევრმა მონაწილეობა მიიღო ეკმიულისა და ვაგრამის ბრძოლებში. ეკმიულის ბრძოლის დროს ის მარშალ დავუს კორპუსის მარჯვენა ფლანგს მეთაურობდა.
1809 წლის მაისში ნაპოლეონმა ლეფევრი 30000-იანი არმიით ტიროლის დასაპყრობად გაგზავნა. მარშალმა დაიკავა ინსბრუკი, ტიროლის მთავარი ქალაქი, მაგრამ აჯანყებული მოსახლეობის პარტიზანულ ბრძოლებს დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდა და მისი მოქმედებით უკმაყოფილო იმპერატორმა ის უკან გაიწვია.
1812 წლის რუსეთის კამპანიის დროს ლეფევრი იმპერატორის ძველ გვარდიას მეთაურობდა და აქტიურ საბრძოლო მოქმედებაში არ მონაწილეობდა. მოხუცი ლეფევრი სიმტკიცისა და სიმამაცის მაგალითს უჩვენებდა. ის ფეხით მიდიოდა მათთან ერთად, მათ საკვებს მიირთმედა და მათთან ეძინა. მოხუცი მარშალი ბევრ ახალგაზრდას სჯობდა ჯანმრთელობით, ძალ-ღონით და გამძლეობით. ლეფევრის მეთაურობის ქვეშ მყოფი ძველი გვარდია იმპერატორს იცავდა. რუსი პარტიზანი წერს თუ როგორ იგერიებდა ძველი გვარდიის კარედ მოწყობილი და კარგად ორგანიზებული შენაერთი რუსების ცხენოსნების შეტევას. დავიდოვის სიტყვებით ნაპოლეონის გვარდიამ ისე ჩაუარა კაზაკთა ბრბოებს როგორც ასზარბაზნიანმა გემმა პატარა სათევზაო ნავებს. ლეფევრი ”ქვეითი ჯარის მარშალი” იყო. ფრანსუა-ეტიენ კელერმანისგან განსხვავებით ის უპირატესობას ფეხოსან ჯარს უფრო ანიჭებდა ვიდრე კავალერიას. გვარდიის ქვეითები მისი მეთაურობის ქვეშ კიდევ უფრო მამაცურად იბრძოდნენ და უფრო მტკიცედ იდგნენ მკაცრი ზამთრისა და პარტიზანი კაზაკების წინააღმდეგ.
1813 წლის კამპანიაში ლეფევრს თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. ის პარიზში იყო. როდესაც საბრძოლო მოქმედებებმა საფრანგეთის ტერიტორიაზე გადმოინაცვლა, ლეფევრი ნაპოლეონის მიერ არმიაში იქნა გაწვეული.
1814 წლის კამპანიაში თითქმის 60 წელს მიღწეული მარშალი ახალგაზრდა ჯარისკაცივით იბრძოდა. 1814 წლის 11 თებერვალს მონმირაის ბრძოლაში ლეფევრმა ძველი გვარდიის ორი ბატალიონი გადაიყვანა შეტევაზე და პირადად გაუძღვა მათ წინ. ამ ძლიერმა დარტყმამ ფრანგებს გამარჯვება მოუტანა. მონტეროს ბრძოლაში ლეფევრმა კვლავ დიდი სიმამაცე და სიმტკიცე გამოიჩინა და სასტიკი ბრძოლით მოკავშირეებს გამარჯვების შესაძლებლობა გაუქრო.
მარშალი ლეფევრი ერთადერთი იყო საპატიო მარშლებს შორის ვინც აქტიური სამხედრო მოღვაწეობა იმპერიის ეპოქაშიც გააგრძელა. კელერმანს, სერიურიეს და პერინიონს ადმინისტრაციული და სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ. მათ აქტიურ სამხედრო მოღვაწეობას სიბერეც უშლიდა ხელს( კელერმანი 79 წლის იყო, სერიურიე _ 72 წლის, პერინიონი _ 60).
1814 წლის აპრილში, ფონტენებლოში ჩასვლისას, მას შემდეგ რაც პარიზი მოკავშირეებს დანებდა, ლეფევრმა სხვა მარშლებთან ერთად ხელი მოაწერა ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის აქტს.
ნაპოლეონის გადაგომის შემდეგ 1804 წელს ლუდოვიკო XVIII-მ ლეფევრი საფრანგეთის პერად დანიშნა.
1815 წელს, როდესაც ნაპოლეონმა ძალაუფლება ასი დღის განმავლობაში კვლავ ხელთ იგდო, ლეფევრი მას შეუერთდა. ამის გამო მეორე რესტავრაციის დროს ლუი XVIII-მ ის პერობიდან გაანთავისუფლა. 1819 წლის 5 მარტს ლუდოვიკო XVIII-მ მას ისევ დაუბრუნა პერის წოდება.
1820 წლის 14 სექტემბერს, კელერმანის სიკვდილიდან 4 საათის შემდეგ, გარდაიცვალა ფრანსუა ჟოზეფ ლეფევრი, დანციგის ჰერცოგი და საფრანგეთის მარშალი. სიკვდილამდე საფრანგეთის არმიის “ბებერმა ლომმა” თვითონ შეარჩია ადგილი სადაც ის უნდა დაესაფლავებინათ პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. ლეფევრმა თავისი საფლავისათვის ადგილი მასენას საფლავის გვერდით მონიშნა, სერიურიესა და პერინიონის საფლავებთან ახლოს. მისი სურვილი შეასრულეს და თავის არჩეულ ადგილზე დაკრძალეს. ლეფევრის საფლავზე ახლაც მარმარილოს მოჩუქურთმებული ქვა დგას, მისი ძეგლი კი ლუვრის კედელს ამშვენებს.
გამოყენებული ლიტერატურა:

- http://adjudant.ru/fr-march/lefebvre.htm
- http://history.scps.ru/fr-march/12.htm
- http://www.hrono.ru/biograf/bio_l/lefevr.html
- http://www.napoleon-series.org/research/biographies/marshals/c_lefebvre.html
- The Russian officer corps in the revolutionary and napoleonic wars, 1792-1815. Alexander Mikaberidze. Published by Savas Beatie.
ნიკა ხოფერია.