Showing posts with label ვიკინგთა სამხედრო ისტორია. Show all posts
Showing posts with label ვიკინგთა სამხედრო ისტორია. Show all posts

Hnefatafl (მეფის მაგიდა) - ვიკინგების სტრატეგიული სამაგიდო თამაში

ჰნეფატაფლი (Hnefatafl - „მეფის მაგიდა") და მისი სხვადასხვა ვარიაციები ადრეულ შუა საუკუნეებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამაგიდო თამაშად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში. თამაში გავრცელებული იყო ყველა იმ ადგილზე, სადაც ვიკინგებმა ილაშქრეს - ირლანდია, ბრიტანეთი, ისლანდია და ა.შ. ზოგადად, ჰნეფატაფლი ვიკინგთა ეპოქის (VII-X სს.) ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად ითვლება. ტაფლის ტიპის თამაშების რამდენიმე სახეობა არსებობს (Brandub, Ard Ri, Tablut, Tawlbwrdd, Hnefatafl, Alea evangelii), მისი მსგავსი თამაშები არსებობდა ანტიკურ ხანაშიც, შესაძლოა ძვ.წ. IV საუკუნეზე ადრეც კი. ჭადრაკმა მისი ჩანაცვლება მხოლოდ XII საუკუნის შემდეგ შეძლო, თუმცა ჰნეფატაფლს მას შემდეგაც თამაშობდნენ.

უშკუინიკები - შუა საუკუნეების რუსი მეკობრეები


მაშინ, როდესაც ვიკინგთა ეპოქა დასრულდა, ევროპაში სკანდინავიელთა გამანადგურებელმა, მოულოდნელმა საზღვაო თავდასხმებმა იკლო და მალე წარსულსაც ჩაბარდა, ევროპის შორეულ აღმოსავლეთში, უზარმაზარი მდინარის, ვოლგისა და მისი შენაკადების აუზში, საზღვაო თავდასხმები და მეკობრეობა დაიწყეს ადამიანებმა, რომელთაც „უშკუინიკებს" უწოდებდნენ. ეს მდინარის მეკობრეები სანაპირო ქალაქების ნამდვილ რისხვად იქცნენ. ისინი მოქმედებდნენ ვიკინგების მსგავსად. იყენებდნენ ბრტყელძირიან, დრაკარის მსგავს ხომალდებს, მოდიოდნენ მოულოდნელად, ძარცვავდნენ დასახლებებს და მიერეკებოდნენ ტყვეებს, ეწეოდნენ ნოვგოროდის რესპუბლიკის მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაციას. მონღოლთა წინაშე ქედმოხრილი მთავრებისაგან განსხვავებით, არ ეპუებოდნენ არც ოქროს ურდოს ძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მთავართა ნებით, მათი სახელი ისტორიიდან წაიშალა, უშკუინიკთა საგმირო საქმეები მაინც შემორჩა ხალხურ თქმულებებსა და მატიანეთა ისეთ გვერდებზეც კი, სადაც მათზე პირდაპირი მინიშნება არ გაგვაჩნია.  

ვიკინგები - ომის ღმერთები ჩრდილოეთის მიწებიდან


                                        
აქ იწყება ამბავი მოვლენების შესახებ, რომელიც…ჯერ არ ამოშლილა ხალხის მეხსიერებიდან… ზოგიერთი ამ ამბებისგან ამბის დასრულებიდან მალე ჩაიწერა და არაფერი იქნა დამატებული. მაგრამ, შესაძლოა, ამ წიგნს ნახავს ხალხი, რომელთაც მეტი იციან და იტყვიან, რომ მოკლედ არის აღწერილი და ბევრი მნიშვნელოვანი რამ აკლია. ამიტომ, დაე მათ ინებონ დაწერონ იმაზე, რაც გამოტოვილია, თუკი ინებებენ.
“საგა სვერინზე”, 1220-1230 წ. 

ისინი ჩრდილოეთიდან ზღვით მოვიდნენ. დრაკონის შემზარავი გამოსახულებით კიჩოდამშვენებული ხომალდი ტალღებს მიაპობდა. ბნელი ღამე სუფევდა. ჩირაღდანთა შუქი მკრთალად ანათებდა გემბანზე მდგარ მუქ ფიგურებს. მაღალი, ჯმუხი ჩრდილოელი ნაპირზე გადმოხტა. გრძელი, ჟღალი წვერი ნაწნავად ჰქონდა დაწნული, თვალები მრისხანედ უელავდა. ნადირის ბეწვით დამშვენებული სამოსი მუხლებამდე სწვდებოდა. მარჯვენა ხელი ხმლის ვადაზე ედო.
ვიკინგები – ასე ეძახდნენ ნორვეგიულად მეკობრეებს – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და ომისმოყვარე  ხალხი, ვისაც კი მსოფლიოს ცივილიზაციებზე იერიში მიუტანია. მათი სისწრაფე, თავზეხელაღებული სიმამაცე და მძვინვარება, მუდმივი მზადყოფნა ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვისა შიშის ზარს სცემდა ატლანტის ოკეანისა და ევროპულ ზღვათა სანაპიროებს. ამას გარდა 840 წლიდან, მათ ხომალდებით ცხენების ტრანსპორტირებაც დაიწყეს, რითაც საშუალება მიეცათ სანაპიროზე თავდასხმის შემდეგ ქვეყნის სიღრმეში განეხორციელებინათ მოულოდნელი რეიდები – აღნიშნავს ცნობილი ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსი ჯონ კიგანი ომების ისტორიაში(A history of warfare). 

გადაცემა "ისტორიანი" - ვიკინგები


გადაცემა "ისტორიანი"
ვიკინგები - ომის ღმერთები ჩრდილოეთის მიწებიდან
წამყვანი - ისტორიკოსი, სრული პროფესორი ჯაბა სამუშია
სტუმარი - ნიკა ხოფერია

ვიკინგთა დრაკარები


   ადრეული შუა საკუნეების ევროპას VIII-XI საუკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდნენ ვიკინგები ანუ ნორმანები(ფრანგ. Normands, ლათ. Nortmanni). დღევანდელი შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის სანაპიროებზე მცხოვრები ეს ხალხი გამუდმებულ ლაშქრობებს აწყობდა ბრიტანეთსა და კონტინენტური ევროპის ქვეყნებზე, ძირითადად ძარცვა-გლეჯისა და მდიდრული ნადავლის მოპოვების მიზნით. სკანდინავიური მკაცრი სამყაროს შვილები წყალშიც ისევე გრძნობდნენ თავს, როგორც ხმელეთზე. მათთვის უფრო კომფორტული იყო ხომალდებით ემოძრავათ მდინარეებსა და ზღვაზე და ასე დაემყარებინათ ერთმანეთთან სავაჭრო, დიპლომატიური თუ სხვა სახის ურთიერთობა.

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი II


ტირი – გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში, ომის ცალხელა ღვთაება, ოდინისა და გოლიათის(სამყაროს გოლიათის, იმირის და) შვილი.
ტირს ხელი ლოკის ნაშიერმა, უზარმაზარმა მგელმა, ფენრირმა მოაჭამა, როდესაც ღმერთები ცდილობდნენ მისი ჯადოსნური ჯაჭვით დაბმას. ტირმა სპეციალურად ჩაუდო მას პირში ხელი, რათა დრო მიეცა სხვა ღმერთებისთვის სწრაფად ემოქმედათ და ჯაჭვით დაებათ ეს საშინელი არსება. რაგნაროკის დღეს ტირი შეებრძოლა ძაღლ-ურჩხულ ჰარმს. მათ ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრეს და ბრძოლის ველზე დაეცნენ.

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი I.


ოდინი(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) – უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი, ომისა და შუღლის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).

ვინ იყვნენ ვიკინგები?

   

 ახ.წ 789 წელი: ამ წელს მეფე ბეოტრიკმა ცოლად ოფას მეფე ედბა შეირთო. მისი მმართველობისას პირველად გამოჩნდა ნორმანთა სამი ხომალდი ხარდალანდიდან. მეფის მოხელე ეახლა მათ, რათა მიეღო ისინი მეფის მამულებში, თუმცა არ იცოდა ვინ იყვნენ უცხოელები. ის მოკლულ იქნა. ეს ხომალდები დანიელ ვიკინგებს ეკუთვნოდათ, რომელთაც პირველად მოაღწიეს ინგლისს.