1386 წლის 29 დეკემბრის ცივ და მოქუფრულ დღეს, სან მარტინ დე შამპის სააბატოს სატურნირე მოედნის გარშემო, მრავალი ადამიანი იყო შეკრებილი. საფრანგეთის მეფე შარლ VI, მისი ძმა ორლეანის ჰერცოგი; ბიძები, ბერის ჰერცოგი ჟანი, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე მამაცი, ლუი დე ბურბონი. ათასობით პარიზელი, რომელიც ორთაბრძოლისთვის დანიშნულ დროზე ადრე მოვიდნენ სააბატოში. ყველას სურდა ეხილა ჟან დე კარუჟის და ჟაკ ლე გრის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება. ეხილა მარგარიტ დე კარუჟი, ჟაკ ლე გრის ბრალმდებელი, რომლის ბედიც ორთაბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული, ეხილა უკანასკნელი დუელი, რომელიც მეფისა და პარიზის პარლამენტის თანხმობით გაიმართა, შუა საუკუნეების საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული და საინტერესო სასამართლო პროცესის შემდეგ.
Showing posts with label მხატვრულ-ისტორიული სტატიები. Show all posts
Showing posts with label მხატვრულ-ისტორიული სტატიები. Show all posts
Retour des cendres
კვლავ დავუბრუნდი ჩემს სამშობლოს, ვით ის ხომალდი, რომელმაც უცხო მიწა-წყალზე მოიხსნა ტვირთი და დაივანა საბოლოოდ იმავ ყურეში, სადაც ასწია ღუზა შორეთს სამოგზაუროდ.
უილიამ შექსპირი - ტიტუს ანდრონიკუსი (მოქმედება I, სურათი I)
ბერნარდ კორნუელი - ისტორიული ნოველების მეფე
ვისაც ისტორია უყვარს, იშვიათია, რომ არ უყვარდეს ისტორიული ნოველების კითხვა. კარგი ისტორიული ნოველა ჩვენ თვალწინ აცოცხლებს იმ პერიოდს, რომელსაც შეეხება. ასევე წარმოგვიდგენს საყვარელ გმირებს უფრო ადამიანური სახით - მათ ფსიქოლოგიას, აზროვნებას, გრძნობებს. წარმოვიდგენთ შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებს, მეომრებს, სისხლისმღვრელ ბრძოლებს, დინასტიურ ინტრიგებს და ა.შ. ეს ყველაფერი გვეხმარება ფანტაზიის გაღრმავებასა და ისტორიის უკეთ შეცნობაში. ისტორიას უნდა გრძნობდე, აღიქვამდე. ეს არ არის მხოლოდ ფაქტების კრებული. ამ სტერეოტიპის დამსხვრევაში უდიდესი წვლილი შეაქვთ ისტორიული ნოველების ავტორებს. მინდა სწორედ ერთ ასეთ ავტორზე - ბერნარდ კორნუელზე გესაუბროთ. იგი დიდებული მწერალია. ათწლეულის ათ ყველაზე გაყიდვად ავტორს შორის არის(Top 10 best-selling authors of
the decade). კორნუელის ბესტსელერები სხვადასხვა ენებზეა გამოცემული(სამწუხაროდ ქართულად არა).
კოლხი, ნაწილი IV

დაღამდა, კიმერიელთა ბანაკში ჩირაღდნები აანთეს. წაწვეტებულ ყურებიანი, ცალთვალა და კეხიანი ცხვირით სახედამშვენებული, ყვრიმალებამოყრილი, დაბალშუბლიანი და თეთრთმიანი, ასაკოვანი კიმერიელი ბუკს ახმიანებდა. მეომრები წამოიშალნენ, ყველანი ქვეითად იყვნენ, თითქმის ორი ათასამდე იქნებოდნენ. არეული ნაბიჯით მიიწევდნენ მთის კალთებზე და ჩირაღდნებით ინათებდნენ გზას. ჯმუხი, ჩაფსკვნილი და ღონიერი კიმერიელები ამ ყინვასთან შედარებით ხალვათად იყვნენ ჩაცმულები. ზოგიერთს ტანზე საერთოდ გაეხადა; ბანჯგვლიან მკერდზე ნადირის ბეწვი მოესხა ან უმკლავებო ბეწვიანი სამოსი შემოეცვა.
კოლხი, ნაწილი III

მოხუცი სავლაკი კოლხი პოეტის სიმღერას ღიღინებდა და ფარტაზთან ერთად რამდენიმე მსხვილ, გამოთლილ სარს მიათრევდა. თოვა შეწყვეტილიყო და ხელს არ უშლიდათ საქმის გაკეთებაში. ნელ-ნელა მიუახლოვდნენ მთის ფერდობის მარცხენა ზეგანს. აქაურობა ზღაპრულად მშვენიერი იყო. წარმოუდგენელი გახლდათ ამ სილამაზისთვის თვალი მცირედად მაინც არ შეგევლოთ – მკაცრად და ამაყად აღმართული ვეება, ღრუბლებში გახვეული მთის ქათქათა, თოვლით დაფარული მწვერვალები, რომელთა კალთებიც ნაირფერად ბზინავდა დილის მზის ქვეშ... ხანდახან არწივი გადაიფრენდა და მახვილ თვალს მოავლებდა არემარეს.
კოლხი, ნაწილი II
მეომარი დაიბნა, რას გააწყობდა ამდენი გიმირის წინააღმდეგ, ამიტომ გადაწყვიტა ქოხში სწრაფად და უხმაუროდ დაბრუნებულიყო და ცეცხლით მიეცა ნიშანი თანამოძმეებისთვის. ნელ-ნელა დაიძრა უკან, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ფრთხილად ირჯებოდა და ხმას არ იღებდა, სუნთქვასაც კი იკავებდა, მაგრამ ამ დროს ფეხი დაუცურდა და რამდენიმე მეტრზე ჩამოსრიალდა. შიშისაგან ცივმა ოფლმა დაასხა და ერთ ადგილს მიელურსმა, ვეღარ იძვროდა. გიმირებმა ალბათ ვერ გაიგეს ხმაური, რადგან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ცოტა დამშვიდდა კოლხი, გული საგულეში ჩაუდგა. ის იყო გზის გაგრძელება დააპირა, რომ ისარმა ჩაუქროლა და ახლოს დაერჭო თოვლში.
კოლხი, ნაწილი I
თოვლი მოდიოდა, ფიფქები ცვიოდა, არწივი წიოდა და ქარი კიოდა, თითქოს კლდეს მიჯაჭვული ამირანის ხმა მოჰქონდა თან...ზამთრის ცივ თვეში კავკასიონის მთები ზღაპრულ, ყინულის უძლეველ დევკაცებს დამგვანებოდნენ, რომელთა გადალახვა არავის შეეძლო. ყველაფერი გადათეთრებული იყო, სისპეტაკისა და სიწმინდის, პირველშობილობის ფერი გადაჰფენოდა არემარეს.
სისხლის წვეთები
ნისლით დაბურული მთები გოროზად გადმოჰყურებდნენ ბნელში გახვეულ დაბლობს...უღრანი ტყის სიღრმიდან მგლის სუსტი ყმუილი ისმოდა. ცაზე ძალადაკარგული მთვარის მკრთალი მოხაზულობა გაირჩეოდა, ხოლო ვარსკვლავები არ ჩანდნენ. ასეთ გარემოში მდინარის ხმაურიც კი თითქოს მინავლებულიყო, მხოლოდ ხანდახან თუ გადაიფრენდა ყორანი და მისი მკვეთრი ჩხავილი გამოაფხიზლებდა ძილ-ბურანში მყოფ ბუნებას. ძველი სიმაგრის მონგრეულ კარიბჭეს გველეშაპივით დაეფჩინა პირი, მის ქონგურებს კი ხავსი მოსდებოდა.
ორლეანელი ქალწული - საბედისწერო წუთები
მეომრები გაშმაგებით მიიწევენ წინ. აი კიბეები მიადგეს კედლებს, სწრაფად არბიან გალავანზე და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთვებიან. ქვის ყუმბარები გრუხუნით ეჯახებიან ორლეანის დიდებულ კოშკებს, მაგრამ ამაოა ყველა მცდელობა. ინგლისელ მშვილდოსანთა ისრები მიზანს სულ უფრო და უფრო ხშირად აღწევს. ფრანგები ტრებუშეტებს მოაგორებენ, ორლეანი ცეცხლის ალშია გახვეული.
რომის სამოქალაქო ომი, ნაწილი II, ბრძოლა ფარსალოსთან, Victoria, non praeda(გამარჯვებას ვერ მოიპარავ)
კეისარი
ძვ.წ 48 წლის 9 აგვისტო იდგა. . .უძველესი საბერძნეთი გმინავდა რომაული არწივების კლანჭებში მოქცეული, კლანჭებში, რომელიც იმდროინდელ მსოფლიოს თითქმის 500 წლის განმავლობაში იჭერდა და თავისუფლებას არ აძლევდა. იდგა დრო, როდესაც მახვილი ფასობდა, ძალა ფასობდა და სახელმწიფოთა და ადამიანთა ბედი ბრძოლის ველზე წყდებოდა, იღუპებოდა მრავალი ერთეულთათვის, იღუპებოდნენ მამაცი მეომრები, მათ გვამებზე გადავლით კი დიდებას მთავარსარდლები, მეფეები და იმპერატორები იხვეჭდნენ.
რომი სამოქალაქო ომი, ნაწილი I დირაქიუმი
პომპეუსი
რომი, 300 წლიანი რესპუბლიკა საფრთხის წინაშე დგას. პროკონსულმა გაიუს იულიუს კეისარმა, რომელსაც უკვე ორი წელია სტატუსი ჩამოართვეს, მდინარე რუბიკონი გადაკვეთა, რაც ნიშნავს რესპუბლიკის დაუმორჩილებლობას და ომის გამოცხადებას. კეისარი, რომელიც არის ბიბრაქტის, ალეზიის და გერგოვიის გმირი, ბრწყინვალე სტრატეგი რატომ დგავს ამ ნაბიჯს? მას ქონდა შიში რომში შექმნილი მდგომარეობის, ფიქრობდა რომ ჯარის გარეშე ჩასულს, აუცილებლად სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ნამდვილად იყო ეს მიზეზი თუ პირადი ამბიციები გააჩნდა?
პუშკინის უკანასკნელი დღეები, ნაწილი III
ცხენებს მათრახის რტყმისგან გაჩენილი წყლულებიდან სისხლი სდიოდათ. მეეტლეს რაც ძალი და ღონე ჰქონდა მიაჭენებდა მათ, კონსტანტინი ალექსანდრს ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა, რამდენიმე დღეში მომჯობინდებოდა კიდეც და პასუხს აგებინებდა დანტესს, ხანდახან კი მეეტლეს დაუყვირებდა ჩქარა იარეო. ექიმი ცდილობდა ჭრილობიდან სისხლდენა შეეჩერებინა, ნატალია კი ფანჯარასთან იდგა და ქმარს ელოდებოდა.
პუშკინის უკანასკნელი დღეები, ნაწილი II
ცხენების ფლოქვების ხმა უკვე ისმოდა პუშკინის სახლში. ღამენათევ გენიოსს თვალებში სევდა ჩასდგომოდა. სკამზე იჯდა და იატაკს უყურებდა, თითქოს ამ ბევრის მნახველ ადამიანს რაღაც ახალი აღმოეჩინაო. თავის ხუჭუჭა თმებს მაგრად მოკიდა ხელი და თვალები დახუჭა, სურდა ეს მომენტი სიზმარი ყოფილიყო და გამოღვიძებას ელოდა, მაგრამ ვაი რომ ეს სიზმარი არ იყო. ნელ-ნელა წამოდგა და თავის შავ მოსასხამს მიწვდა, დაბნეულად, მოუხერხებლად როგორღაც ბეჭებზე მოიხურა, თავის აწევის შემდეგ კი კიბეებზე ჩამომავალი მზეთუნახავი დაინახა.
“FORTES FORTUNA ADIUVAT”
“FORTES FORTUNA EDIUVAT”-“ბედი მამაცებს წყალობს”, სწორედ ეს სიტყვები ავირჩიე იმ თემის სათაურად რასაც თქვენ ახლა ეცნობით. რატომ? იმის გამო, რომ მინდა ეს სტატია მსოფლიო ისტორიის დიად გმირებს მივუძღვნა, მათ ვინც უდიდესი სიმამაცის გამოჩენით შეძლეს გამხდარიყვნენ ხალხისთვის სამაგალითო პიროვნებები და ისტორიის უძველეს ფურცლებზე მუქი და ღრმა კვალი დაეტოვებინათ. . . ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. . .თავზეხელაღებული და უშიშარი ავაზაკები და ბოროტმოქმედები არ არიან გმირები, რადგან ისინი ბოროტი საქმისთვის იღწვიან და არა ადამიანური ფასეულობებისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)




