Showing posts with label უახლესი ისტორია. Show all posts
Showing posts with label უახლესი ისტორია. Show all posts

ედჰემ ელდემი - აია სოფია: ეკლესია, მეჩეთი, კულტურის ძეგლი, მუზეუმი და სიმბოლო



    სტატია თურქულიდან თარგმნა სანდრო ბაკურაძემ 

ყველაზე სწორი იქნება თუკი აია სოფიასთან დაკავშირებულ დავას მისი საკრალიზაციის ბუნებრივი პროცესის ჩარჩოში განვიხილავთ. როგორც ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებული სხვა სტატიებიც მიგვითითებენ, აია სოფიას საკრალიზაცია და მის ისტორიულ სახსოვრად ქცევას დიდი ისტორია აქვს და ოსმალეთის ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთს მოიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ მე გადავწყვიტე დამეწერა იმ პროცესის შესახებ, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებას და უცხოელ მოგზაურებს შორის ვითარდებოდა და ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე ვესტერნიზაციის პროცესით საზრდოობდა, მივიღე გადაწყვეტილება პერიოდიზაცია 18-ე საუკუნიდან დამეწყო.

სარიყამიშის ბრძოლა (22 დეკემბერი, 1914 - 17 იანვარი, 1915)

სარიყამიშის ბრძოლა I მსოფლიო ომის პროცესში კავკასიის ფრონტზე რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის მიმდინარე ხანგრძლივი სამხედრო მოქმედებების მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამ ბრძოლამ განაპირობა რუსთა უპირატესობა ოსმალეთთან ომში 1917 წლამდე.(1)  სამხედრო თვალსაზრისით კი სარიყამიშის ბრძოლა იყო ოსმალური ჯარის კატასტროფული მარცხი, უზარმაზარი დანაკარგებით და გზის გათავისუფლება რუსეთის არმიისთვის ანატოლიის ზეგანისკენ.

ყირიმი: შავი ზღვის ციტადელის ისტორია

შავი ზღვაში ჩრდილოეთ სანაპიროდან შეჭრილი ყირიმის ნახევარკუნძული ისტორიის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი და საკვანძო პუნქტი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცივილიზაციას ეკავა და მასზე თავის კვალს ტოვებდა. აქ ცხოვრობდნენ კიმერიელები, სკვითები, ტავრები, ბერძნები, გოთები, ბიზანტიელები, იტალიელები, თურქები და რუსები, ცხოვრობდნენ სხვა ხალხებიც და ეს ინტერნაციონალური საზოგადოება მუდმივად იცვლიდა მბრძანებელს, ნახევარკუნძულის მმართველს, რომელიც ამავდროულად შავი ზღვის სივრცეების გამაკონტროლებელიც ხდებოდა. ბევრი მძლავრი ევროპული თუ აზიური სახელმწიფო მიილტვოდა ყირიმის დასაპყრობად და ასეთ დიდ მნიშვნელობას ინარჩუნებს ის დღესაც, განსაკუთრებით რა თქმა უნდა შავი ზღვისპირეთის ქვეყნებისთვის და ისეთი იმპერიალისტური იდეოლოგიის სახელმწიფოსთვის როგორიც რუსეთის ფედერაციაა. 

ლიბიის კონფლიქტი - "ოდისეის დასაწყისი"


სრულიად ნათელია, რომ კადაფმა სიტყვა გატეხა, დაარღვია მშვიდობა და განაგრძო თავისი მოქალაქეების ამოწყვეტა. ის უნდა შეჩერდეს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შეჩერდეს.
დევიდ კამერონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი(Daily Telegraph)(1) 

ლიბიის კონფლიქტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენა იყო, რომელშიც "ნატოს"(North Atlantic Treaty Organization) ძალებმა მონაწილეობა მიიღეს. ლიბიის მმართველი დიქტატორი(1969 წლიდან) მუამარ კადაფი(1942-2011) საბოლოოდ დამარცხდა და ომს შეეწირა. "ნატოს" გარდა კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობდა არაბულ ქვეყანათა ლიგა და ევროკავშირი(European Union).

ქერჩის სადესანტო ოპერაცია

მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლობის ორგანიზებულ და ჩატარებულ ქერჩის სადესანტო ოპერაციას, რომელიც   მიმდინარეობდა 1941 წლის 26 დეკემბრიდან-1942 წლის 20 მაისამდე.  თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, ქერჩის სადესანტო ოპერაცია, საბჭოთა ჯარებისთვის ტრაგედიით დასრულდა. განადგურებულ იქნა საბჭოთა-44-ე; 47-ე და 51-ე არმია, ხოლო საბჭოთა მხარის საერთო დანაკარგი შეადგენდა 300 ათას ადამიანს, მათ შორის 170 ათასამდე ტყვეს. ასევე დიდი იყო საბჭოთა ნაწილების ტექნიკური ზარალი. სადესანტო ოპერაციის წარუმატებლობამ გადაწყვიტა ალყაშემორტყმული სევასტოპოლის ბედი. მოგვიანებით კი ვერმახტის ნაწილებს  გაუადვილა კავკასიის ფრონტზე შეტევა.

КГБ

საბჭოთა რეჟიმი საქართველოში არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, მეოცე საუკუნის მიწურულს დასრულდა. ქვეყანაში სოციალიზმის ეპოქა დასრულდა და ქვეყანა კაპიტალისტურ გზას დაადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ ვერ გამოსულა საბჭოური ჩრდილიდან, რასაც რუსეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მეზობლობა კიდევ უფრო აფერხებს. საბჭოთა კავშირი XX საუკუნის უდიდესი იმპერია და ყველაზე მძლავრი სოციალისტური სახელმწიფო იყო, რაც კი ოდესმე არსებულა.

კარლ გუსტავ მანერჰაიმის ბიულეტინი ჯარის მიმართ

ფინეთის დიდებული არმიის ჯარისკაცებო
 ჩვენს სამშობლოსა და საბჭოთა რუსეთს შორის სასტიკი შეთანხმება დაიდო. ამ შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირს გადაეცა თითქმის ყვალა ბრძოლის ველი, სადაც თქვენ სისხლი დაღვარეთ იმის დასაცავად, რაც თქვენთვის წმინდა და ძვირფასი იყო.
თქვენ არ გინდოდათ ომი. თქვენ გსურდათ მშვიდობა, შრომა და პროგრესი, მაგრამ თქვენ გაიძულეს გეომათ. თქვენი გაწეული უდიდესი ღვაწლი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში.

ფაშიზმი


 ფაშიზმი (იტ. fascismo) - პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც იტალიაში წარმოიშვა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ფუძემდებლად ითვლება ბენიტო მუსოლინი. იტალიიდან ფაშიზმი გავრცელდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. განსაკუთრებული გამოხმაურება კი გერმანიაში ჰპოვა, რომლის დამარცხების შემდეგ ხსენებული იდეოლოგია აკრძალული იქნა. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან ამ პოლიტიკური მიმდინარეობით თითქმის აღარცერთი სახელმწიფო იმართებოდა, ხოლო სადაც შემორჩა ისიც არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.

ალფრედ როზენბერგი

ამ სტატიაში ვისაუბრებ გერმანიის მესამე რაიხის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ნაცისტურ იდეოლოგიას და ჰიტლერის მარჯვენა ხელად იქცა.