მამლუქ რუსტამის მემუარები მოგვითხრობენ
"ეს ლაჩრის წერილია, დაუყოვნებლივ დაწვით და არასოდეს ახსენოთ მისი სახელი ჩემთან"; "არ მსურს არცერთი ისეთი კარისკაცის ყოლა, რომელიც მეფეს ემსახურებოდა. ამიტომ ჩემი განზრახვაა, ნებისმიერი პირი, რომელიც მე მემსახურებოდა და შემდეგ მეფეს შეეკედლა, გაძევდეს აქედან"; "მსურს გავაუქმო მესაჭურვლის თანამდებობა. ამიტომ მასთან დაკავშირებული ყველა ნივთი დაუყოვნებლივ გადაყარეთ," - ეს ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებებია, რითაც იგი თავისი ყოფილი მამლუქის, ლეგენდარული რუსტამის მიმართ გულისტკივილს გამოხატავდა.
ამ ცოტა ხნის წინ გამომცემლობა “არტანუჯმა” ამ ცნობილი მამლუქის მემუარები გამოსცა, რომელიც ქართულად თარგმნეს და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ.
