კატაპულტა ( ბერძნ. καταπέλτης, ლათ. ტორმენტუმ, ცატაპულტა ) _ ბერძნული ტერმინი, რომელიც ზოგადად ეწოდება ნებისმიერ ქვისმტყორცნელ საბრძოლო მანქანას. ასეთი ტიპის იარაღი დაახლ. ძვ.წ V-IV საუკუნიდან შემოვიდა ხმარებაში ჯერ საბერძნეთში, ხოლო შემდეგ რომის იმპერიაში. იყენებდნენ შუა საუკუნეების პერიოდშიც. არსებობს ვარაუდი, რომ კატაპულტის მსგავს საბრძოლო მანქანებს უფრო ძველადაც, ძვ.წ IX საუკუნეშიც კი იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ეს მთლად დაზუსტებული არ არის.
ძველი რომაელი ავტორები კატაპულტას ტორმენტუმ –ს უწოდებდნენ, რაც მომდინარეობს კატაპულტის ე.წ “კოვზის” დასამაგრებელი გრეხილი, სქელი თოკისგან. ადრეულ რომაულ ხანაში კატაპულტას სწორედ მძიმე რკინის ისრების და ქვების სასროლ მანქანებს უწოდებდნენ, რომელიც არბალეტის პრინციპით მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ ასეთ საბრძოლო იარაღებს “ბალისტა”უწოდეს, ხოლო კატაპულტა ზოგადად ყველანაირი ქვისა და ისრების მტყორცნელ მანქანას უწოდეს. სიტყვა-სიტყვით კატაპულტა ან ბერძნული катапелтес ასე ითარგმნება: “წინააღმდეგ[კატა] ფარისა[პელტე]”. ეს სახელწოდება მომდინარეობს კატაპულტის თვისებიდან, გაარღვიოს ნებისმიერი აბჯარი და მოკლას თუნდაც მძიმედ აღჭურვილი მებრძოლი შორ დისტანციაზე. ალექსანდრე მაკედონელი ქალაქ ღაზის ალყის დროს მძიმედ დაიჭრა მხარში კატაპულტის ისრით, რომელმაც მისი ფარი და აბჯარი სულ ადვილად გაარღვია. თვითონ ალექსანდრეც იყენებდა ამ მომაკვდინებელი ძალის იარაღს ბრძოლაში. კატაპულტების რაოდენობა არასოდეს ყოფილა დიდი, რადგან მისი დამზადება საკმაოდ რთული იყო და დიდ დროს მოითხოვდა. გარდა იმისა, რომ ამ იარაღს მტრისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, ასევე დიდი იყო მის მიმართ შიში, რის გამოც მოწინააღმდეგის მეომრები შიშით ცახცახებდნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ კატაპულტიდან ნასროლი ისარს ვერც ფარი და ვერც აბჯარი წინ ვერ აღუდგებოდა. კატაპულტის პრინციპით მოქმედებდა რომაული “მორიელიც (სცორპიო)”, რომელსაც ლეგიონერები როგორც ბრძოლაში, ასევე ალყის დროსაც წარმატებით იყენებდნენ.
საინტერესოა, რომ საუკეთესო კატაპულტებისათვის თოკის მაგივრად თმისგან დაგრეხილ თოკს იყენებდნენ. ამას მოწმობს პოლიბიოსის ცნობები, რომლის მიხედვითაც ალყაში მოქცეულ ქალაქ სინოპს, 7 ტონა თმა გაუგზავნეს კატაპულტების თოკისთვის. ხშირად იყენებდნენ ცხენის ძუასაც. როდესაც პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელმა ახალი კართაგენი აიღო ესპანეთში, იქ ხელში ჩაიგდო 75 ბალისტა და 400 კატაპულტა. ამ 400 კატაპულტაში არბალეტის პრინციპზე მომუშავე მანქანების გარდა ყველანაირი სხვა ქვისმსროლელი ტექნიკა იგულისხმება. საბოლოოდ გვიანდელი ხანის რომის იმპერიაში სიტყვა კატაპულტი დამკვიდდრდა, როგორც “ონაგრის” პრინციპზე მომუშავე ქვისმტყორცნი მანქანის სახელი. ახლა გადავიდეთ ონაგრებზე. ონაგრი (ბერძ. όναγρος, ლათ. ონაგრეს) რომაული საბრძოლო მანქანა იყო, რომელიც კატაპულტის მსგავსად მტრისათვის ქვების დასაშენად გამოიყენებოდა. სიტყვასიტყვით ონაგრი ითარგმნება, როგორც “ველური სახედარი”. უწოდებენ ასევე კატაპულტასაც. ონაგრის ხის“კოვზი”, სადაც სასროლად გამზადებულ ქვას ათავსებდნენ, თმისაგან ან ძუისგან დამზადებული თოკით იჭიმებოდა და კავზე მაგრდებოდა.
როდესაც მეომარი კავის გასახსნელ სახელურს გამოსწევდა დაჭიმული თოკი სწრაფად და დიდი ძალით თავისუფლდებოდა, რის შედეგადაც ქვა საშინელი სისწრაფით მიჰქროდა მოწინააღმდეგისკენ ან გალავნისკენ. ასეთი ძალით გასროლილ თუნდაც სულ პატარა ქვას დიდი დარტყმის მიყენება შეეძლო. ონაგრებს წარმატებით იყენებდნენ გალავნის მცველებიც და ალყის დროს მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. მაგალითად სირაკუზის ალყისას მეორე პუნიკურ ომში, არქიმედეს გამოგონილი საბრძოლო კატაპულტებით და ონაგრებით რომის ჯარს საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა. ვეგეციუსის მიხედვით ყოველ რომაულ ლეგიონს ათი ონაგრი ჰქონდა და მის გადასატანად ხარებს იყენებდნენ.
კატაპულტაც და ონაგრიც ერთი ტიპის იარაღია და მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ორივე სხვადასხვანაირ მეთოდს იყენებს ქვისა და ისრის სატყორცნად. ეს ორი იარაღი იმდენად გავრცელებული და პოპულარული იყო, რომ XV საუკუნემდე რეგულარულად გამოიყენებოდა და მხოლოდ მოდფის და ზარბაზნის შექმნის შემდეგ ამოიღეს ხმარებიდან.
საალყო კოშკი – გამოიყენებოდა ქალაქის შტურმის დროს კედელზე ჯარის უსაფრთხოდ გადასაყვანად.ხის კოშკს მართკუთხა ფორმა ჰქონდა და ოთხ ბორბალზე იდგა, მისი სიმაღლე კი კედლის სიმაღლის ტოლი იყო ან ოდნავ მაღალი,რათა მშვილდოსნებს საშუალება ჰქონოდათ ზემოდან ესროლათ კედლელზე მყოფი ხალხისთვის.
ხის კოშკის ცეცხლისგან დასაცავად იყენებდნენ პირუტყვის ტყავს ან მეტალის ფირფიტებს.
კოშკი ძალიან მოუხერხებელი იყო ტრანსპორტირებისთვის,ამიტომ მას ალყის დროს აგებდნენ, რასაც რამდენიმე კვირა სჭირდებოდა.
პირველი საალყო კოშკი კართაგენელებმა ააშენეს, რაც შემდეგ მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელდა. ციხის მცველები ტალახს ასხავდნენ კედლის წინ რადგან ხის კოშკს სწორი ზედაპირი ჭირდება სამოძრაოდ.
როცა რომის არმიამ მასადას(ისრაელში მდებარე სიმაგრე) შეუტია და ალყაში მოაქცია,მისი საალყო კოშკით აღება გადაწყვიტა,თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, რადგან ციხე-სიმაგრე კლდეზე იდგა.რომაელმა ინჟინრებმა სასწაული მოახდინეს და უზარმაზარი მიწაყრილის აშენება დაიწყეს.ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა.როცა მიწაყრილი ააშენეს მასზე უზარმაზარი კოშკი აიტანეს,მაგრამ პირველი შტურმი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან კოშკს ცეცხლი წაეკიდა, თუმცა ცეცხლის ალი კარიბჭესაც მოედო,როცა კარიბჭე ბოლომდე დაიწვა,რომაელები ქალქში შეცვივდნენ, მაგრამ არავინ ცოცხალი არ დახვდათ.ყველა ებრაელმა თავი მოიკლა თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია.
როცა ასპარესზე ქვემეხები გამოჩდნენ კოშკების ერა დასრულდა.
ტარანი – ხის მორი(ნაძვის ან წიფლის). გამოიყენებოდა ქალაქის შტურმის დროს კედლების, კარიბჭის და კოშკების დასანგრევად.მორის თავზე დამაგრებული იყო რკინის ან ბრინჯაოს “ვერძი”, რაც უფრო მძლავრი დარტყმის განსახორციელებლად იყო საჭირო.
ტარანს ორნაირად იყენებდნენ:
I-მეომრებს ხის მორი პირდაპირ ხელში ეჭირათ და კედლის დანგრევას ცდილობდნენ.
II-ხის მორი დამაგრებული იყო ჯაჭვებით ბორბლებიან ხის კონსტრუქციაზე,რაც მის ტრანსპირტირებას აადვილებდა და დარტყმის ძალაც მეტი ქონდა.
რომაელი ავტორი ვიტრუვიუსი თავის ტრაქტატში ტარანის ისტორიას აღწერს,თუ როგორ გამოიყენეს პირველად კართაგენელებმა ესპანური ქალაქის კადისის ასაღებად ეს მოწყობილობა.სწორედ ამან უბიძგა ერთ-ერთ გემის მშენებელს ტიროსიდან, მიემაგრებინა გემის ცხვირზე დიდი ხის მორი რითიც ადვილი იქნებოდა მოწინააღმდეგე გემების ჩაძირვა.
ხოლო კერდასმა ქალკედონიდან ხის ბორბლებიან კონსტრუქციაზე დააყენა ტარანი. ზემოდან კი ხარის ტყავით დაფარა.ამ კონსტრუქციას ”კუს” უწოდებდნენ.ვიტრუვიუსი ასევე აღწერს თუ როგორ გამოიყენა მაკედონიის მეფემ ფილიპე მეორემ ტარანი ქალაქ ბიზანტიის წინააღმდეგ.
რომაელებმა ტარანის აშენება ბერძნებისგან ისწავლეს და პირველად სირაკუზის აღების დროს გამოიყენეს. ვეგეტიუსის აზრით ტარანის სახელწოდება მოდის ”ვერძიდან”(ლათ.-ტარანი).
ტარანს ორნაირად იყენებდნენ:
I-მეომრებს ხის მორი პირდაპირ ხელში ეჭირათ და კედლის დანგრევას ცდილობდნენ.
II-ხის მორი დამაგრებული იყო ჯაჭვებით ბორბლებიან ხის კონსტრუქციაზე,რაც მის ტრანსპირტირებას აადვილებდა და დარტყმის ძალაც მეტი ქონდა.
რომაელი ავტორი ვიტრუვიუსი თავის ტრაქტატში ტარანის ისტორიას აღწერს,თუ როგორ გამოიყენეს პირველად კართაგენელებმა ესპანური ქალაქის კადისის ასაღებად ეს მოწყობილობა.სწორედ ამან უბიძგა ერთ-ერთ გემის მშენებელს ტიროსიდან, მიემაგრებინა გემის ცხვირზე დიდი ხის მორი რითიც ადვილი იქნებოდა მოწინააღმდეგე გემების ჩაძირვა.
ხოლო კერდასმა ქალკედონიდან ხის ბორბლებიან კონსტრუქციაზე დააყენა ტარანი. ზემოდან კი ხარის ტყავით დაფარა.ამ კონსტრუქციას ”კუს” უწოდებდნენ.ვიტრუვიუსი ასევე აღწერს თუ როგორ გამოიყენა მაკედონიის მეფემ ფილიპე მეორემ ტარანი ქალაქ ბიზანტიის წინააღმდეგ.
რომაელებმა ტარანის აშენება ბერძნებისგან ისწავლეს და პირველად სირაკუზის აღების დროს გამოიყენეს. ვეგეტიუსის აზრით ტარანის სახელწოდება მოდის ”ვერძიდან”(ლათ.-ტარანი).
ნიკა ხოფერია და ლევან თავლალაშვილი