„ფორტიფიკაციები და საალყო საქმე ციხესიმაგრე არის არა მხოლოდ დაცული ადგილი, არამედ აქტიური თავდაცვითი სტრატეგიული ცენტრი, სადაც გარნიზონი დაცულია მოულოდნელი თავდასხმისა და მტრის ჭარბი ძალების შემოტევისგან. ეს არის ბაზა, საიდანაც შეუძლიათ დაამყარონ სამხედრო კონტროლი ინტერესის არეალში,"
ჯონ კიგანი
„ომის ხელოვნების უმაღლესი გამოვლინება მტრის გეგმებზე თავდასხმაა; ამას მოსდევს მის კავშირებზე თავდასხმა; შემდეგია მის არმიაზე თავდასხმა; და უმდაბლესი გამოვლინებაა მის გამაგრებულ ქალაქებზე თავდასხმა."
სუნ-ძი
ანტიკური ხანა, განსაკუთრებით კი შუა საუკუნეები, ფორტიფიკაციებისა და საალყო ბრძოლების პერიოდია. ამ დროს ჰქონდა თავდაცვითი ტიპის არქიტექტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამას მოხერხებულად იყენებდნენ მეფეები და ფეოდალები, რომლებიც თავიანთი ძალაუფლების გასამყარებლად და სამფლობელოების დასაცავად ქვისა თუ ხის, მიწაყრილითა და თხრილით გარშემორტყმულ, საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებდნენ.
ციხესიმაგრეთა მთელი სისტემები არსებობდა რომის იმპერიის პერიოდშიც. რომაელებს კარგად ესმოდათ, რომ იმპერიის დასაცავად საჭირო იყო საზღვრებზე რეგულარულად მყოფი შენაერთები, ამიტომ ახ. წ-ის I საუკუნიდან აქტიურად დაიწყეს სასაზღვრო ციხესიმაგრეებისა და ფართო, დიდ ტერიტორიაზე გაშლილი გალავნების აგება. არსებობდა ასეთი სიმაგრეების რამდენიმე სისტემა, რომელიც იმპერიის იმ საზღვრებს იცავდა, სადაც მეტი საფრთხე იყო მოსალოდნელი.
ციხესიმაგრეთა მთელი სისტემები არსებობდა რომის იმპერიის პერიოდშიც. რომაელებს კარგად ესმოდათ, რომ იმპერიის დასაცავად საჭირო იყო საზღვრებზე რეგულარულად მყოფი შენაერთები, ამიტომ ახ. წ-ის I საუკუნიდან აქტიურად დაიწყეს სასაზღვრო ციხესიმაგრეებისა და ფართო, დიდ ტერიტორიაზე გაშლილი გალავნების აგება. არსებობდა ასეთი სიმაგრეების რამდენიმე სისტემა, რომელიც იმპერიის იმ საზღვრებს იცავდა, სადაც მეტი საფრთხე იყო მოსალოდნელი.
სასანიანთა ირანშიც იყო ციხესიმაგრეთა კომპლექსები, რომლებიც განსაკუთრებით ჰუნ-თურქების მოსაგერიებლად იყო განკუთვნილი ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებზე. რომაული და ირანული არქიტექტურა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდა და შეესაბამებოდა ადგილობრივ ლანდშაფტსა და კულტურას. ძლიერ ციხესიმაგრეებს წარმოადგენდა ქალაქებიც, რომელთაც გარს გალავანი ერტყა. „ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში როგორც საქართველოში, ისე მთელ ცივილიზებულ სამყაროში, ქალაქი სიმაგრეს წარმოადგენდა. ქალაქი სხვადასხვა სახის იყო, ზოგი მათგანი დედაქალაქს წარმოადგენდა, ზოგში ცალკეულ დიდებულთა რეზიდენცია იყო გამართული და ზოგიც სავაჭრო ცენტრი იყო".(1) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სიმაგრეები ძირითადად ქვეყნის დაცვას ემსახურებოდნენ. ფეოდალურ ხანაში ციხისთვის ადგილის შერჩევა, მისი აგება მეფის პრეროგატივაა. ამიტომაც, სხვა სიმაგრეებისგან განსხვავებით, მხოლოდ ციხესიმაგრეშია გარნიზონი და მთელი სისტემა ერთ ჯაჭვზე ასხმული. საზღვარზე მტრის გამოჩენას ყარაული მაშინვე შეამჩნევდა და ამოძრავდებოდა სიგნალიზაცია, ამას კი მოჰყვებოდა ცენტრის ამოძრავება და სწრაფი მობილიზაცია, რაც ომის ნახევრად მოგების ტოლფასი იყო.(2)
ფრაგმენტი Tabula Peutingeriana-დან (IV-V სს. რომაული რუკის ასლი, დამზადებული XIII საუკუნეში)
ციხესიმაგრეთა ალყა რთული და ძვირად ღირებული გახლდათ არმიისთვის, შტურმი კი მეტად სისხლისმღვრელი, ამიტომ მეთაურები მაქსიმალურად ერიდებოდნენ მის განხორციელებას. „გამაგრებულ ქალაქებზე თავდასხმის ტაქტიკას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც ეს გარდაუვალია. დიდი, მოძრავი დამცავი კარების, ჯავშნიანი ურმებისა და სხვა საშუალებების მომზადეას სამი თვე სჭირდება. მიწური ნაგებობების მშენებლობა კიდევ სამ თვეს წაიღებს" (3). თუ სარდალი ვერ სძლევს მოუთმენლობას და თავდასხმას წამოიწყებს, მეომრებს ჭიანჭველებივით შეუსევს მტრის გალავნებს, მას მეთაურებისა და ლაშქრის ერთი მესამედი გაუწყდება და ქალაქი კი მაინც აუღებელი დარჩება. ეს მოსდევს თან [გამაგრებულ ქალაქებზე] თავდასხმას.(4) შარლ ბემონი და გაბრიელ მონო აღნიშნავენ, რომ რომის სამხედრო ძლიერება იმპერიის ეპოქაში მძლავრ სამხედრო ბანაკებსა და სქელგალავნიან, კარგად მოწყობილ და დაცულ გალავნებს ეყრდნობოდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო სამხედრო გზების კარგად მოწყობილი ხაზი, რომელზეც Tabula Peutingeriana (5) გვაძლევს ინფორმაციას. ეს სისტემა აძლევდა რომს გაძლების, თავის დაცვის დიდ შესაძლებლობას. სამხედრო ხელოვნების, მეცნიერების ასეთი განვითარება აყენებდა მათ ბარბაროსებზე რამდენიმე თავით მაღლა. ასეთი სამხედრო ღირსებები აკლდა არმიას, რომელიც უკვე თითქმის არარომაული იყო და მხოლოდ სახელი „რომაული" ჰქონდა შერჩენილი. რომი საკუთარი არმიის მეშვეობით გახდა დიადი და მანვე მოუღო ბოლო.(6)
რომაელები იცავენ ამიდას სპარსელთაგან, IV ს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
რომაული ფორტი, რომელიც Limes Germanicus-ს ნაწილს შეადგენდა. (გერმანია, ზაალბურგი)
ანტონინუს პიუსის კედლის ნაშთები (შოტლანდია)
რომაული სიმაგრეები ძირითადად წარმოადგენდა ლეგიონერთა გამაგრებულ საცხოვრებლებს, რომლებიც იმპერიის საზღვრებსა და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილებზე იყო აგებული. ასეთი ტიპის ნაგებობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის(7) დროს. მას სჭირდებოდა რომაული მშვიდობის – Pax Romana-ს დაცვა, განსაკუთრებით გერმანულ ტომთა და ირანელთა თარეშის აღკვეთა. „ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოში მშვიდობამ დაისადგურა. თავად ავგუსტუსიც ამისკენ მიისწრაფოდა: უმიზეზოდ არავის უცხადებდა ომს და არ ილტვოდა ახალი ტერიტორიების დაპყრობისკენ".(8) რომის რესპუბლიკის ძველი პოლიტიკა, როდესაც ლეგიონები ომის დროს გამოდიოდნენ, შემდეგ კი ძირითადად იშლებოდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ, უზარმაზარი იმპერიის საზღვრების დასაცავად არაეფექტური იყო. „ამას გარდა რთულდებოდა ლეგიონის გამოწვევა და საჭიროებისას უკან დაბრუნება ისეთი შორეული პროვინციებიდან, როგორიც ესპანეთი გახლდათ, ამიტომ გვიანდელ რესპუბლიკაშიც ლეგიონებს უწევდათ პროვინციებში გამოზამთრება.(9) ამ მიზეზთა შედეგად, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა სიმაგრეთა მთელი სისტემა. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რაინისა და დუნაის Limes – სასაზღვრო ციხეების კომპლექსები: Limes Germanicus (პროვინცია გერმანიის საზღვრების დასაცავად), Limes Alutanus (პროვინცია დაკიის აღმოსავლეთ საზღვარი), Limes Transalutanus (ქვემო დუნაის დამცავი ხაზი), Limes Moesiae (პროვინცია მეზიის – აღმოსავლეთ რუმინეთისა და მოლდოვეთის სიმაგრეები, ქვემო მეზიაში – ტრაიანეს კედელი).(9) იყო მსგავსი სიმაგრეთა სისტემა პროვინცია არაბეთში – Limes Arabicus. Limes Tripolitanus – აფრიკაში, ლიბიის ტერიტორიაზე.
გვიანდელი რომაული სიმაგრე იორდანიაში (ბრაიან დელფის ნახატი)
ადრიანეს კედლის ნაშთები (ჩრდ. ინგლისი)
რომაული გარნიზონის ჯარისკაცები ბრიტანეთის პროვინციის სანაპირო სიმაგრეს იცავენ საქსებისაგან, IV ს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
ბრიტანეთში არსებობდა ადრიანესა და ანტონინუს პიუსის(10) კედლები. სიმაგრეთა ერთ-ერთი სისტემა უნდა ყოფილიყო პონტო-კავკასიაშიც – Limes Ponticus. „შიდა პროვინციებში არსებულ რომაულ ქალაქებს თავდაცვითი ნაგებობები არ გააჩნდა, რამაც გაუმარტივა ბარბაროსებს იმპერიის სიღრმეში შეჭრა. III საუკუნიდან რომაელებმა დაიწყეს ამ ქალაქთა შემოზღუდვა. V საუკუნეში ორმოცდარვა ქალაქი იყო დაცული კედლით, მათგან უმეტესი სანაპიროებსა და საზღვრების მახლობლად მდებარეობდა. ესპანეთში სულ 12, მდინარე პოს დაბლობის სამხრეთით, იტალიაში კი მხოლოდ რომი."(11)
არსებობდა სხვადასხვა ტიპის რომაული სიმაგრეები. იყო ხის სამხედრო ბანაკები, რომლებიც შედარებით დროებით საცხოვრებელს წარმოადგენდა, ასევე ქვის სიმაგრეები, სადაც თითქმის ყოველთვის იდგა გარნიზონი. „ადრეული ბანაკები დაცული იყო თხრილითა(12) და მიწაყრილით. სტანდარტი იყო 2 მეტრი სიღრმისა და 5-6 მეტრი სიგანის თხრილის შემოვლება. განსაკუთრებულ შემთხვევებში 8 მ სიგანის თხრილიც კეთდებოდა. ხშირად მიწაყრილს დამატებით ხის კედელიც იცავდა"(13). ბანაკი კარგად იყო ორგანიზებული – კავალერიას, ქვეით ჯარს და მოკავშირეთა ნაწილებს თავიანთი სადგომი ჰქონდათ. დიდ ბანაკებში კეთდებოდა ბილიკები სწრაფი და კომფორტული გადაადგილებისთვის. ამ ყველაფერს ლეგიონერები თვითონ აკეთებდნენ. ისინი სამუშაო ხელსაწყოებსაც ისეთივე ოსტატობით იყენებდნენ, როგორც სატყორცნ შუბსა და მახვილს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ შესანიშნავ დისციპლინაზე (14). ასეთ სიმაგრეებს საკუთარი მუნიციპალური კონსტიტუცია გააჩნდა.(15)
გონიო-აფსაროსის ციხის ნაშთები (ავტორის ფოტო)
არქეოპოლისის ციხის გალავანი
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რომაული ციხესიმაგრეებიდან საუკეთესოდ შემორჩენილია აფსაროსი. „იგი გეგმით სწორკუთხედია. რომაული კასტელუმის ძირითადმა ღერძებმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. ციხის კედლების სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, 7 მეტრს აღწევს. ამჟამად ციხესიმაგრე 18 კოშკს მოითვლის. თუმცა მათი რაოდენობა თავდაპირველად 22 იყო.(16) პიტიუნტის ციხე-კასტელუმი სწორკუთხაა და სწორკუთხავე კოშკები აკრავს. მისი გამაგრების სისტემა სიმტკიცით გამოირჩეოდა, რისი დასტურიც უნდა იყოს ციხე-ქალაქის გარშემო დღეისთვის არქეოლოგიურად გამოვლენილი ცალკე მდგომი სამი სადარაჯო კოშკი.(17) რაც შეეხება ლაზიკის სამეფოს ციხესიმაგრეებს, V-VI საუკუნეების არქეოპოლისი მსხვილი ქალაქური დასახლება იყო, ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ საეკლესიო და სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი. III-IV საუკუნეების მიჯნაზე ქუთაისიც უკვე ციხე-ქალაქი უნდა ყოფილიყო, შიდა ეგრისის ქალაქებიდან აღსანიშნავია როდოპოლისი, შორაპანი, სკანდე, რომლებიც ქართლიდან ეგრისში გადმომავალ გზას იცავდნენ.(18)
სირმიუმის მახლობლად აღმოჩენილი გვიანდელი რომაული მუზარადი, რომელსაც Berkasovo 1-ს სახელით მოიხსენიებენ (Muzej Vojvodine, ნოვი სადი, სერბეთი)
გვიანრომაული მუზარადი, რომელსაც Equites Stablesiani-ს შენაერთის მხედარი ატარებდა (დეურნე, ჰოლანდია)
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ბარბაროსული სამეფოების ხელში აღმოჩნდა ის ქალაქები და ციხესიმაგრეები, რომლებიც იმპერიის დროს ადგილობრივი ადმინისტრაციის დასაყრდენს წარმოადგენდა. ისინი ხანგრძლივ პერსპექტივაზე იყო გათვლილი და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კედლის აშენებიდან ორ საუკუნეზე მეტი იყო გასული, კვლავ მყარად იდგა. იმპერიის ჩრდილოეთ და დასავლეთ საზღვრებზე სიმაგრეების მშენებლობა ძირითადად 260-285 წლებში მიმდინარეობდა, როდესაც გერმანელთა შემოსევები მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა, თუმცა ზოგიერთი ისეთი სიმაგრე, როგორიც იყო შარტრი, V საუკუნის დასაწყისში ააგეს.
აქ აშენებულ ციხეთა კედლების სიმაღლე სულ ცოტა 5 მეტრი იყო. გრეგორი ტურელის მიხედვით, ქალაქ დიჟონის გალავნის სიმაღლე 9 მეტრს აღწევდა.(19) კედლების სიგანე უმთავრესად 3 მეტრამდე იყო, რათა მასზე ყოფილიყო ადგილი მშვილდოსნებისა და სატყორცნი მანქანების განსალაგებლად. კოშკებს სხვადასხვა ზომისა და ფორმისას აგებდნენ. ისეთს, როგორიც კონკრეტულ პოზიციას შეესაბამებოდა. რაინის სასაზღვრო ხაზებზე ციხესიმაგრეებს 12-30 მეტრი სიგანის თხრილიც იცავდა, რომელიც ერთგვარ დისტანციას ქმნიდა მოწინააღმდეგესა და კედლებს შორის.
დუნაის სასაზღვრო ხაზი უფრო დიდ სივრცეზე იყო გადაჭიმული და შესაბამისად სიმაგრეების რაოდენობით აღემატებოდა იმპერიის დასავლეთ და ჩრდილოეთ სასაზღვრო სისტემებს. მიუხედავად ამისა, დუნაის სასაზღვრო ხაზების მიღმა ბევრ ქალაქს არ გააჩნდა თავდაცვითი ნაგებობები. მაგალითად, ქალაქ სირმიუმს (დღევანდელ სერბეთში), რომელიც მეტად მნიშვნელოვანი იყო იმპერიისთვის სამხედრო თვალსაზრისით, გალავანი არ ჰქონდა IV საუკუნის ბოლომდე, სანამ გოთებისგან მომდინარე საფრთხემ არ გადააწყვეტინა რომაელებს მის გარშემო კედლის აგება.(20)
უჯარმის ციხის რეკონსტრუქცია (ი. ციციშვილის მიხედვით)
ხორნაბუჯის ციხე
ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული ციხეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უჯარმა.(21) ჯუანშერის მიხედვით: „ვახტანგი დაჯდა უჯარმას, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა". ამ დროიდან უჯარმა ქართლის მეფის ერთ-ერთი რეზიდენციაა. მარიამ ლორთქიფანიძის აზრით, ასეთი მძლავრი ციხესიმაგრის აშენება ქართლის აღმოსავლეთ ნაწილში, ისევე როგორც ჭერემისა და ნეკრესისა, მიუთითებს, რომ მეფე პოზიციებს იმყარებდა და ჰერეთის შემოერთებისთვის
პლაცდარმს ქმნიდა.(22) უჯარმას ჰქონდა ძლიერი ციტადელი, რომლის გალავანიც მთის რელიეფს მიჰყვებოდა და მტერს უფრო უჭირდა მასზე ფეხის მოკიდება. ციტადელშივე იყო წყლის რეზერვუარი და სასახლე. ჩრდილოეთ ფერდობზე მდინარის ნაპირამდე ქალაქი გალავნით იყო შემოზღუდული, რომელშიც კოშკები გახლდათ ჩაშენებული. კოშკები 2-3 სართულიანია. მეომრები ქონგურებიანი გალავნის ბილიკიდან და კოშკების ბანიდან იცავდნენ ქალაქს.(23) „უჯარმის უძველესი პერიოდის (V ს-ის მეორე ნახევარი და მომდევნო წლები) ნაგებობები აშენებულია თანაბარი სიმაღლის, სწორკუთხა მოყვანილობის, წყობაში გულდასმით გადაბმული კვადრებით. დუღაბი ძუნწადაა გამოყენებული. ყველა ნაგებობის კედლის სისქე თანაბარია (140-145 სმ). ფართო კარ-სარკმლები ნალისებურთაღიანია. შენობები გადახურული ყოფილა დიდი ზომის ბრტყელი და ღარისებური კრამიტით. უძველეს ნაგებობებს მიეკუთვნება შიდა და ქვედა ციხის გალავანი, ოთხკუთხა კოშკები, შიდა ციხის სასახლე, წყალსაცავი და ეკლესია. ეს ორი უკანასკნელი აგებულია იმავე პერიოდში, მაგრამ რამდენადმე მოგვიანებით.(24) უჯარმა კონტროლს უწევდა ივრის ხეობის ზემო წელის ბართან დამაკავშირებელ, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთიდან მცხეთა-თბილისისაკენ მიმავალ გზას.(25)
სასანიანებს ასევე კარგად განვითარებული სამხედრო არქიტექტურა ჰქონდათ. მათ ააგეს მძლავრი სიმაგრეები დარუბანდის კართან. „სპარსელები მეზობელ ხალხებთან ერთად ახ. წ-ის III-V სს-ში შეუნელებელსა და მძიმე ომებში იყვნენ ჩაბმულნი დარუბანდის გზით შემოჭრილი ჩრდილოეთის ნომადების (მომთაბარეების) განუწყვეტელი შემოსევების შესაჩერებლად. ცხადია, ამ მომთაბარეთა მოსაგერიებლად, უპირველესად, დარუბანდის ყელის გადაკეტვა იყო საჭირო. და მართლაც, როგორც ირკვევა, სპარსელები ადრევე შესდგომიან ამ ადგილების გამაგრებას, აქ ციხესიმაგრისა და კედლის მშენებლობას.(26) ჰუნთა ერთ-ერთი გამანადგურებელი თავდასხმისგან განცდილი უბედურების შემდეგ სპარსეთის მეფე (იეზდიგერდ II) წუხდა არა იმდენად თავისი სამეფოს დარბევისა და მამაც მეომართა დაკარგვაზე, რამდენადაც ჩორის იმ გამაგრებული ადგილების დანგრევაზე, რომელნიც სპარსელებმა დიდი ხნის განმავლობაში უდიდესი სიძნელით ააგეს ჰუნების საზღვარზე.(27) ცხადია, დარუბანდის გზის გამაგრება კედლით და ციხით ირანის მთავრობისაგან დიდ თანხებს მოითხოვდა. ამ ხარჯების დაფარვას სპარსელები მეტწილად მათი მოხარკე ქვეყნების მეშვეობით ახერხებდნენ. ამას ნათლად მოწმობს მოვსეს კალანკატუაცის ცნობა: „ჩორის საკვირველი შენობისათვის სპარსეთის მეფეებმა დიდი ხარჯით დააუძლურეს ჩვენი ქვეყანა, აგროვებდნენ ხუროთმოძღვრებს, ეძებდნენ სხვადასხვა მასალას და გადაკეტეს გზა კავკასიის მთიდან აღმოსავლეთის დიდ ზღვამდე".(28)
იოანე ლიდეს მიხედვით, რომაელები და ირანელები შეთანხმებულან კასპიის კართან ციხე აეგოთ საერთო ხარჯებით, მაგრამ რომაელები დასავლეთით და ჩრდილოეთით ომებით იყვნენ გართულნი და სპარსელები, როგორც ბარბაროსთა თავდასხმებთან ყველაზე ახლოს მყოფნი, იძულებულნი გამხდარან, თვითონ აეშენებინათ აქ ციხე, რომელსაც საკუთარ ენაზე ვირაპარახი უწოდეს. სპარსელებმა აქ ჩააყენეს ძალები და მტერიც ვეღარ შემოდიოდა.(29) პრისკუს პანიონელი ციხე იუროიპაახის (იმავე იოანე ლიდეს ვირაპარახის) დაცვის გამო სპარსელებსა და რომაელთა (ბიზანტიელთა) შორის ამტყდარი დავის და მათ შორის შემდგარი მოლაპარაკების შესახებ მოგვითხრობს, რომ სპარსელი ელჩები რომაელებისგან მოითხოვდნენ ციხე იუროიპაახის გამაგრებაში თანამონაწილეობას.(30) ამ საკითხზე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობაა იმავე პრისკუსთან, თუმცა ამით თემატიკას გადავუხვევთ, ამიტომ ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ კასპიის კარის საფორტიფიკაციო ნაგებობები ამ წყაროების მიხედვით მასშტაბური და მტკიცე ჩანს. ასევე ისიც, რომ მისი დაცვითი პოტენციალი აღელვებს როგორც ირანს, ასევე ბიზანტიას, რადგან ჰუნთაგან მომავალი საფრთხე ორივეს აშინებს.
დეჯ-ე შაპურ ხაასტი ხორამაბადში, სასანიანთა პერიოდში აგებული ერთ-ერთი ციხესიმაგრე (თანამედროვე ფალაკი ოლ აფლაკის ციხე, ირანი)
პირველი სასანიანი მეფის არდაშირის სასახლის ნაშთები, III ს. (ფირუზაბადი, ირანი)
სასანიანებს ასევე კარგად განვითარებული სამხედრო არქიტექტურა ჰქონდათ. მათ ააგეს მძლავრი სიმაგრეები დარუბანდის კართან. „სპარსელები მეზობელ ხალხებთან ერთად ახ. წ-ის III-V სს-ში შეუნელებელსა და მძიმე ომებში იყვნენ ჩაბმულნი დარუბანდის გზით შემოჭრილი ჩრდილოეთის ნომადების (მომთაბარეების) განუწყვეტელი შემოსევების შესაჩერებლად. ცხადია, ამ მომთაბარეთა მოსაგერიებლად, უპირველესად, დარუბანდის ყელის გადაკეტვა იყო საჭირო. და მართლაც, როგორც ირკვევა, სპარსელები ადრევე შესდგომიან ამ ადგილების გამაგრებას, აქ ციხესიმაგრისა და კედლის მშენებლობას.(26) ჰუნთა ერთ-ერთი გამანადგურებელი თავდასხმისგან განცდილი უბედურების შემდეგ სპარსეთის მეფე (იეზდიგერდ II) წუხდა არა იმდენად თავისი სამეფოს დარბევისა და მამაც მეომართა დაკარგვაზე, რამდენადაც ჩორის იმ გამაგრებული ადგილების დანგრევაზე, რომელნიც სპარსელებმა დიდი ხნის განმავლობაში უდიდესი სიძნელით ააგეს ჰუნების საზღვარზე.(27) ცხადია, დარუბანდის გზის გამაგრება კედლით და ციხით ირანის მთავრობისაგან დიდ თანხებს მოითხოვდა. ამ ხარჯების დაფარვას სპარსელები მეტწილად მათი მოხარკე ქვეყნების მეშვეობით ახერხებდნენ. ამას ნათლად მოწმობს მოვსეს კალანკატუაცის ცნობა: „ჩორის საკვირველი შენობისათვის სპარსეთის მეფეებმა დიდი ხარჯით დააუძლურეს ჩვენი ქვეყანა, აგროვებდნენ ხუროთმოძღვრებს, ეძებდნენ სხვადასხვა მასალას და გადაკეტეს გზა კავკასიის მთიდან აღმოსავლეთის დიდ ზღვამდე".(28)
იეზდიგერდ II-ს მონეტა (V ს.)
დარუბანდის ციტადელი (დაღესტანის რესპუბლიკა, რუსეთი)
დარიალის ხეობა
იოანე ლიდეს მიხედვით, რომაელები და ირანელები შეთანხმებულან კასპიის კართან ციხე აეგოთ საერთო ხარჯებით, მაგრამ რომაელები დასავლეთით და ჩრდილოეთით ომებით იყვნენ გართულნი და სპარსელები, როგორც ბარბაროსთა თავდასხმებთან ყველაზე ახლოს მყოფნი, იძულებულნი გამხდარან, თვითონ აეშენებინათ აქ ციხე, რომელსაც საკუთარ ენაზე ვირაპარახი უწოდეს. სპარსელებმა აქ ჩააყენეს ძალები და მტერიც ვეღარ შემოდიოდა.(29) პრისკუს პანიონელი ციხე იუროიპაახის (იმავე იოანე ლიდეს ვირაპარახის) დაცვის გამო სპარსელებსა და რომაელთა (ბიზანტიელთა) შორის ამტყდარი დავის და მათ შორის შემდგარი მოლაპარაკების შესახებ მოგვითხრობს, რომ სპარსელი ელჩები რომაელებისგან მოითხოვდნენ ციხე იუროიპაახის გამაგრებაში თანამონაწილეობას.(30) ამ საკითხზე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობაა იმავე პრისკუსთან, თუმცა ამით თემატიკას გადავუხვევთ, ამიტომ ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ კასპიის კარის საფორტიფიკაციო ნაგებობები ამ წყაროების მიხედვით მასშტაბური და მტკიცე ჩანს. ასევე ისიც, რომ მისი დაცვითი პოტენციალი აღელვებს როგორც ირანს, ასევე ბიზანტიას, რადგან ჰუნთაგან მომავალი საფრთხე ორივეს აშინებს.
საალყო საქმე
საალყო საქმის ცოდნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო შეტევითი სამხედრო კამპანიების წარმოების დროს, როდესაც მტრის გამაგრებული ქალაქების დაკავება ხდებოდა საჭირო. როგორც წესი, ციხეები მიუვალ ადგილებში შენდებოდა და მისი ფორტიფიკაციები უფრო ძლიერი იყო, ქალაქის აღებისას კი დამატებით სირთულეს მისი მოსახლეობა წარმოადგენდა, რადგან გალავანზე იერიშისას, ქალაქს დაიცავდა არამარტო გარნიზონი,არამედ ქალაქის მოსახლეობაც, რომელიც ჩვეულებრივ არ იბრძოდა. მეტიც ქალაქების დაცვაში ქალებიც კი მონაწილეობდნენ. ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დაზიანებათა შეკეთებასა და მებრძოლთა მომარაგებაში. ის მონაწილეობას იღებდა გალავნის დაცვაშიც. ამ თვალსაზრისით, ქალაქების დაცვა ძველი დროის „ტოტალური ომის" ნიმუშს წარმოადგენდა.(31) საალყო საქმეს კარგად იცნობდნენ რომაელები, მეტ-ნაკლებად ირანელები და შედარებით ცუდად ბარბაროსები. რომაელები (ბიზანტიელები) იმ დროის ყველა სამხედრო ნოვაციას აქტიურად იყენებდნენ საალყო საქმეში. მათ იცოდნენ ტარანების, საალყო კოშკებისა და კიბეების გამოყენება, გალავნის საძირკვლამდე თხრილის გაყვანა, კატაპულტების საშუალებით კედლების დანგრევა და ა. შ. საალყო ტექნიკის დასამზადებლად უმთავრესად სამი რამ იყო საჭირო: ხის მასალა, რკინის დეტალები და თოკები მათ შესაკავშირებლად, და, რა თქმა უნდა, განსწავლული ინჟინრები და ოსტატები.(32)
იმპერატორ მავრიკიოსის მონეტა (V ს. ბოლო, VI ს. დასაწყისი)
გოთები უტევენ ადრიანოპოლს, 378 წ. (ადამ ჰუკის ნახატი)
კატაპულტის სასროლი ქვები გონიო-აფსაროსიდან (ავტორის ფოტო)
და სუსტი მეომრები აღალთან განლაგდნენ, სადაც მათი და ცხოველების გარჩევაც კი რთული იქნება. საჭიროა წინ განლაგებულ ჯარისკაცებს აბჯარი ემოსოთ, ვისაც არ აქვს იმათ რკინის სალტეები დაიმაგრონ, რომ შორიდან აბჯრად გამოჩნდეს. ალყაშემორტყმულებს არ უნდა წაუყენო სასტიკი და მიუღებელი პირობები, რათა კაპიტულაციას ისევ ალყაში ყოფნა არ არჩიონ. შეუნარჩუნეთ მათ საქონელი ან იარაღი".(34)
რომაელი ლეგიონერები უტევენ აჯანყებულთა ციხესიმაგრეს პალესტინაში, I ს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
ფლავიუს ვეგეციუსი ლეგიონის თავდაცვით-საიერიშო მანქანების, ლეგიონერთა ცოდნაზე ფორტიფიკაციების აგებასა და მდინარეების ფორსირებაზე წერდა: „ლეგიონის წარმატება არამარტო ჯარისკაცების რიცხოვნობასა და სიმამაცეს ეყრდნობოდა, არამედ სამხედრო მანქანებსა და იარაღს. ყველა ცენტურიას თავისი ბალისტა ჰქონდა, რომელსაც სახედრებშებმული ურიკებით დაატარებდნენ და ათი კაცი ემსახურებოდა. ესენი დიდი მანქანებია, შორს ისვრის და დიდი ძალით. მას იყენებენ არამარტო ბანაკის დასაცავად, არამედ ველზე ბრძოლაშიც, მძიმედ აღჭურვილი ქვეითი ჯარის წინ განლაგებულს. მათი ისრების ძალას ვერ უძლებდა ვერანაირი ჯავშანი, ვერც ცხენის და ვერც კაცის, ვერც ფარი და სამუხლე. ლეგიონში ასეთი მოწყობილობის რაოდენობაა – 55. მათ შორის 10 ონაგრია (კატაპულტი), რომელთაგან თითოეული თითო კოჰორტას ეკუთვნის. ლაშქრობისას ისინი საბრძოლოდ მომზადებულები უწყვიათ ხარებშებმულ ურიკებზე. შეტევის დროს ბალისტებითა და ონაგრებით მტერს ისრებსა და ქვებს ესვრიან და იგერიებენ, სანამ თავდაცვითი ბანაკი აიგება. ლეგიონს თან პატარა ნავებიც დაჰქონდა. ამ ნავებს ერთმანეთზე გადააბამდნენ და მდინარეზე გადადიოდნენ, თუ ხიდი არ იყო ან ფონს ვერ მიაგნებდნენ. ლეგიონერებს ყველანაირი სამუშაო იარაღიც ჰქონდათ და კალათებიც მიწის გადასაზიდად. ცულები, ხერხები – ხის მასალის მოსამზადებლად. ახლდათ ხელოსნებიც, რომელთაც კარგად იცოდნენ ტარანების, მოძრავი კოშკებისა და სხვა მოწყობილობების აწყობა. ლეგიონს ეს ყველაფერი თან როდესაც ჰქონდა, შეეძლო სამხედრო ბანაკი ნამდვილ ციხესიმაგრედ – გამაგრებულ ქალაქად ექცია.(35) ასეთ ბანაკებს ხშირად მტრის ქალაქის გარშემო აღმართავდნენ ლეგიონერები, რითაც ქმნიდნენ გაურღვევ ალყას. არ აძლევდნენ საშუალებას მოწინააღმდეგეს, ქალაქში შეეტანა სურსათ-სანოვაგე, მიეღო დახმარება. ამ ძველი რომაული ტაქტიკის ყველაზე კარგი მაგალითია ძვ. წ-ის 52 წელს იულიუს კეისრის მიერ ხის გალავნებითა და თხრილებით გალების ქალაქ ალეზიის ბლოკადა.
ალეზიის ალყის სქემა
კეისრის მიერ ალეზიის ბლოკადისათვის აგებული გარე სიმაგრეების რეკონსტრუქცია
„რომაელებმა ათი მილის სიგრძის სიმაგრეებით ალყა შემოარტყეს [ალეზიას]. რვა ბანაკი სტრატეგიულ პოზიციებზე აშენდა და ერთმანეთს სიმაგრეებით უკავშირდებოდა, რომელთა შორის ოცდასამი რედუტი (36) იდგა. რედუტები წვერწამახული სარების მესრით იყო დაცული, რათა მოულოდნელი შეტევები ნებისმიერ ადგილას აღეკვეთათ. ღამით მას მორიგეობით იცავდნენ მძლავრი გარნიზონის ჯარისკაცები".(37) მსგავს ან უფრო პრიმიტიულ საალყო ტაქტიკას ფლობდნენ ირანელები და იბერიელებიც, თუმცა ეს პერიოდი სამხედრო-საალყო საქმეში განსაკუთრებული წინსვლით არცერთგან არ გამოირჩევა.(38)
ბარბაროსების წარმოებული ალყებისა და ქალაქებზე მიტანილი იერიშების შესახებ არსებული ცნობების მიხედვით, ნათლად ვხედავთ, რომ მათ შორის საალყო საქმის ცოდნა თითქმის არ არსებობდა.(39) ისინი ან ხანგრძლივი ალყით, ან ქალაქს შიგნით მყოფი მოღალატეების დახმარებით იღებდნენ გალავნით დაცულ დასახლებებს. გოთებმა 30-დღიანი უშედეგო ალყის შემდეგ მიატოვეს ქალაქი სენსი. ვერც ადრიანოპოლთან გამარჯვების შემდეგ შეძლეს ქალაქების დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ იმპერიის საველე არმიის დიდი ნაწილი ბრძოლაში გაანადგურეს. 490 წელს თეოდორიხმა ალყა შემოარტყა ქალაქ რავენას. 3 წლის შემდეგ ქალაქი ჯერაც არ იყო მის ხელში. ალარიხმა სამჯერ შემოარტყა ალყა რომს, მაგრამ შტურმით ქალაქის აღება არც უცდია. რიციმერს 8 თვის განმავლობაში ალყაში ჰქონდა მოქცეული რომი 472 წელს. ფრანკების მეფე ხლოდვიგს რამდენიმე წელი დასჭირდა პარიზის ასაღებად, თუმცა 480 წელს ვერდენის დაკავება შედარებით მარტივად მოახერხა.(40)
საინტერესოა, რომ ატილას მიერ საალყო ტექნიკის გამოყენების შესახებ ისტორიული წყაროდან ცნობა გაგვაჩნია. გრეგორი ტურელის მიხედვით, ატილამ ორლეანის აღება ტარანების მეშვეობით სცადა, მაგრამ რადგანაც მალევე აეციუსის ძალები მოადგნენ ქალაქს, იგი იძულებული გახდა შეტევა შეეჩერებინა.(41)
გოთი მეომრები (იგორ ძისის ნახატი)
ბრძოლა კატალაუნის ველზე, 451 წ. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
საინტერესოა, რომ ატილას მიერ საალყო ტექნიკის გამოყენების შესახებ ისტორიული წყაროდან ცნობა გაგვაჩნია. გრეგორი ტურელის მიხედვით, ატილამ ორლეანის აღება ტარანების მეშვეობით სცადა, მაგრამ რადგანაც მალევე აეციუსის ძალები მოადგნენ ქალაქს, იგი იძულებული გახდა შეტევა შეეჩერებინა.(41)
ირანელები ხშირად მიმართავდნენ გალავნის საძირკვლამდე გვირაბის გაყვანას და კედლების ჩამოქცევას ან შიგნით ფიჩხის შეტანას და ცეცხლის შენთებას. სხვა მხრივ კი იყენებდნენ კატაპულტებსა და ტარანებსაც, ასევე საალყო კოშკებსაც. ამის შესახებ ჩვენ ცნობები გვაქვს პროკოპი კესარიელისა (De Bello Persico, De Bello Gothico) და ამიანე მარცელინუსის (Rerum Gestarum) თხზულებებიდან.(42)
სქოლიოები:
(1)გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია (თბილისი, 2000), 216.
(2) იქვე, 220.
(3) სუნ ძი, ომის ხელოვნება (თბილისი, 2007), 186.
(4) იქვე.
(5) რომაულ საგზაო რუკაზე, ე. წ. Tabula Peutingeriana-ზე, რომელიც ახ. წ-ის IV საუკუნის მეორე ნახევარში რომაელი გეოგრაფოსის კასტორიუსის მიერ ყოფილა შედგენილი, საგანგებოდ აღნიშნულია დასავლეთ საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზებიც. ერთი ასეთი სახმელეთო და საკაბოტაჟო საზღვაო გზა მიჰყვებოდა შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს და აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს, კერძოდ, ტრაპეზუნტს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიასთან. რუკაზე ეს გზა სებასტოპოლისთან (სოხუმთან) მთავრდება. ზვიად კვიციანი, დასავლეთ საქართველოსა და რომის იმპერიის კულტურულ ურთიერთობათა ისტორიისათვის, 49.
(6) Charles Bemont, Gabriel Monod, Medieval Europe, 395-1270, 236.
(7) ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ. წ-ის 63 – ახ. წ-ის 14) რომის პირველი იმპერატორი. იმპერიას მართავდა ძვ.წ-ის 27 – ახ. წ-ის 14 წლებში.
(8) სტრატეგოსები და კეისრები, ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით შეადგინა ნანა ტონიამ (თბილისი, 2005), 260.
(9) Duncan B Campbell; Brian Delf, Roman legionary fortresses 27 BC-AD 378(Oxford, 2006), 4.
(10) რომაელებმა კარგად იცოდნენ, რისი დაცვა შეიძლებოდა და რისი – არა. მათი მეთოდი იყო – ძლიერი ცენტრალური არმია და ადგილობრივი თავდაცვითი პოზიციები. John Keegan, A History of Warfare(New York, 1993), 146.
(11) ანტონინუს პიუსი (86-161 წწ.) რომის იმპერატორი 138-161 წლებში.
(12) John Keegan, A History of Warfare, 149.
(13) თავდაცვაში დახელოვნებული თავს ღრმა თხრილებს აფარებს, თავდასხმაში დახელოვნებული მტერს სიმაღლიდან ატყდება თავს. სუნ-ძი, ომის ხელოვნება, 189.
(14) Duncan B Campbell; Brian Delf, Roman legionary fortresses 27 BC-AD 378,35-36.
(15) Edward Gibbon, The History of the Decline and Fall of the Roman Empire(London, 2000), 23.
(16) Charles Bemont, Gabriel Monod, Medieval Europe, 395-1270, 151.
(17) კახაბერ ფიფია, „აფსაროსი პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვით სისტემაში". ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, XI, თბილისი, 2009 [ელ-ვერსია Dzeglebi.ge].
(18) გელა გამყრელიძე, ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში (თბილისი, 2010), 121.
(19) საქართველოს ისტორია, IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე, ტომი II (თბილისი, 2012), 47.
(20) Gregorius Turonesis, Historia Francorum, III, XIX.
(21) Peter Purton, A History of the Early Medieval Siege (Woodbridge, 2009), 2-3.
(22) ვახტანგ გორგასლის ჯუანშერის თხზულებაში უჯარმა მრავალჯერ იხსენიება (ქც. I: 185, 20; 199, 1, 17; 200, 18; 201, 21; 202,1, 17; 219, 3; 233, 2; 236, 12). ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, რედ. გ. გამყრელიძე (თბილისი, 2013), 516. ასევე მოხსენიებულია ქართლის ცხოვრების თითქმის ყველა სხვა ნაწილშიც, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისაა".
(23) მარიამ ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის II ნახევარში, 51-52.
(24) ციხის გათხრებისას გამოვლინდა 3 სამშენებლო პერიოდი. ციხის ძირითადი ნაგებობები ახ. წ-ის IV-V საუკუნისაა. კედლების ერთი ნაწილი გადაუკეთებიათ XII-XIII საუკუნეში. III სამშენებლო პერიოდი გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება. I პერიოდის ფენები სუსტადაა შემორჩენილი. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, 517.
(25) ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, 519. ი. ციციშვილი, უჯარმა (თბილისი, 1982), 46-49.
(26) დავით მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა (თბილისი, 1966), 46, 52-55.
(27) მერი ინაძე, „კასპიის კარი (დარიალი, დარუბანდი) ახ. წ-ის I-VI საუკუნეთა საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში", ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 3 (თბილისი, 1996), 60.
(28) Егише, История религиозной войны армян с персами (Тифлис, 1853), 216.
(29) მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ლ. დავლიანიძე-ტატიშვილმა (თბილისი, 1985), 69.
(30) Joannus Lydus, De Magistratibus, III. 52.
(31) Priscus, Excerpta et fragmenta, 31.
(32) შუა საუკუნეების ქართულ საალყო საქმეზე იხ. მამუკა წურწუმია, „შუა საუკუნეების ქართული პოლიორკეტიკა", საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, ტომი I (თბილისი, 2013), 195-238. ჯაბა სამუშია, „ციხესიმაგრეების აღების ხელოვნება XI-XII საუკუნეების საქართველოში", საისტორიო ძიებანი, ტ. X-XI (2008), 87-100. საალყო ხელოვნების შესწავლა V საუკუნის ქართლის სამეფოში დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან არ გაგვაჩნია სათანადო, სანდო ისტორიული წყაროები და არქეოლოგიური მონაცემები. საალყო საქმეს VI საუკუნეში, კავკასიაში მიმდინარე ომებში განვიხილავთ ნაშრომის II ტომში.
(33) Маврикий, Стратегикон [ელ-ვერსია].
(34) Flavius Vegetius Renatus, Epitoma Rei Militaris (Translated by LieutenantJohn Clarke), book II [ელ-ვერსია].
(35) რედუტი – მრავალწახნაგა ან ოთხკუთხა ფორმის თავდაცვითი ნაგებობა მიწაყრილით, თხრილითა და ხის ან ქვის სიმაგრეებით, ერთგვარი მცირე ფორტი. ამ შემთხვევაში Commentarii de Bello Gallico (გალიის ომის) ინგლისურ თარგმანში რედუტად არის მოხსენებული. რედუტის დანიშნულება და შენობის ტიპი შეიძლება მიესადაგება იმ ნაგებობებს, რაც კეისრის მეომრებმა აღმართეს, მაგრამ სახელწოდება გვიანდელია და XVI საუკუნიდან ჩნდება.
(36) Caesar, The Conquest of Gaul (New York, 1984), 190.
(37) ეგრისის ომის პერიოდის საალყო მოქმედებებზე და ფორტიფიკაციებზე დაწვრილებით ნაშრომის II ტომში ვისაუბრებთ.
(38) ბარბაროსული არმიების მთავარი სისუსტე სწორედ ინჟინრებისა და ოსტატების არყოლა იყო, რადგან საალყო საქმეს თავისი სპეციალისტები ჰყავდა და ეს საკმაოდ რთული სფერო გახლდათ.
(39) Peter Purton, A history of the early medieval siege, 10.
(40) Gregorius Turonesis, Historia Francorum II, VI.
(41) სასანიანთა საალყო საქმეზე დაწვრილებით ვისაუბრებთ ნაშრომის II ტომში, რადგან ეს თემა მჭიდროდაა დაკავშირებული ლაზიკის (ეგრისის) ომთან.
(42)
(42)
ნიკა ხოფერია
გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია (თბილისი, 2016)