XV საუკუნის შუა ხანებში, გიორგი VIII-ს (საქართველოს მეფე 1446-66 წწ. კახეთის მეფე 1466-1476 წწ.) მეფობის დროს, საქართველოს ერთიანი სამეფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. 1414 წელს საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა იმერეთის ერისთავად დიმიტრი ალექსანდრეს ძე დანიშნა, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ კი ერისთავობა მისმა ვაჟმა ბაგრატმა მიიღო. 1462 წელს, ჩიხორის ბრძოლაში, ბაგრატმა გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი (ბაგრატ II). 1465 წელს მან დროებით ქართლიც დაიკავა, თუმცა ერთ წელიწადში გიორგი VIII-მ ტახტი დაიბრუნა და ბაგრატს იმერეთში დაბრუნება მოუხდა. XV საუკუნის ბოლოდან, იმერეთის სამეფოს ახალი, ძლიერი მტერი გამოუჩნდა, ოსმალეთის იმპერია. 1453 წელს, ოსმალთა სულთანმა, მეჰმედ II-მ (1444-46; 1451-81 წწ.) კონსტანტინოპოლი აიღო, 1461 წელს კი, ოსმალებმა ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს და საქართველოს გაუმეზობლდნენ. 1475 წელს, ყირიმის სახანოც მეჰმედ II-ს დაემორჩილა და ოსმალეთი შავ ზღვაზეც გაბატონდა. პირველად საფრთხის ქვეშ სამცხე-საათაბაგო აღმოჩნდა, შემდეგ კი იმერეთის სამეფო, რომელსაც სამი მიმართულებიდან ემუქრებოდა მტრის თავდასხმა, ჩრდილო-დასავლეთიდან (ჯიქეთ-აფხაზეთის გზით), ზღვისპირეთიდან გონიოს გზით და სამცხე-საათაბაგოს მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს უკანასკნელი იყო, რადგან ოსმალებს საშუალება ეძლეოდათ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დასხმოდნენ თავს. ოსმალეთისთვის, სამხრეთ საქართველო, აღმოსავლეთში თავისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის, ირანის წინააღმდეგ, სტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც XVI საუკუნის დასაწყისში ოსმალეთისა და ირანის ნახევარსაუკუნოვანი ომი დაიწყო, საქართველოც ამ დაპირისპირების არეალში მოექცა. ომი განსაკუთრებით გამწვავდა ბაგრატ II-ს შვილიშვილის, ბაგრატ III-ს (1510-1565 წწ.) მეფობისას. 1510 წელს, ოსმალები იმერელთაგან მოულოდნელად შეიჭრნენ ქვეყანაში და ქუთაისი ააოხრეს.
ბაგრატ III-ს უნდა ეზრუნა ქვეყნის შიდა მდგომარეობის მოწესრიგებასა და ოსმალეთისგან მოსალოდნელი აგრესიაც მოეგერიებინა. 1520 წელს, ბაგრატ III-სა და გურიის მთავარ მამია გურიელის მონაწილეობით, ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის ზავი დაიდო, რითაც დადასტურდა საქართველოს სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ გაყოფა. შემდგომ წლებში ბაგრატი დაუნათესავდა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს (1527-1556 წწ.) და მიიღო ქართლის დასავლეთი ნაწილი. 1533 წელს, ბაგრატ III-ს თაოსნობით, სამეგრელოსა და გურიის მთავრებმა, ჯიქეთზე გაილაშქრეს, მაგრამ ეს კამპანია წარუმატებლად დასრულდა, მეფემ კი ყურადღება სამცხე-საათაბაგოზე გადაიტანა. 1535 წელს, მან როსტომ გურიელისა და ლევან დადიანთან ერთად, ახალქალაქის ახლოს, მურჯახეთთან ბრძოლაში, დაამარცხა სამცხის ათაბაგი და დაიკავა სამცხე-საათაბაგო, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა 1545 წლამდე და 10 წლის განმავლობაში იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო. აჭარა და ჭანეთი მეფისგან როსტომ გურიელმა მიიღო. 1530-იანი წლების ბოლოსთვის, ოსმალებმა სამხრეთ საქართველოში ბაგრატს ზოგიერთი ციხესიმაგრე ისევ წაართვეს, მაგრამ 40-იანი წლების დასაწყისში, მათი დაბრუნება მოახერხა. ათაბაგ ყვარყვარე III-ს მემკვიდრე ქაიხოსრო და დიდგვაროვანი მესხი ფეოდალი ოთარ შალიკაშვილი სტამბოლში წავიდნენ და ცდილობდნენ ოსმალების დახმარებით დაებრუნებინათ ბაგრატ III-გან სამცხე-საათაბაგო.
საქართველო xv ს. ნ.ხოფერიას რუკა |
1543 წელს, ოსმალების 22 ათასიანი ჯარი არზრუმის ბეგლარბეგის მუსა-ფაშას სარდლობით ტაოში შეიჭრა. ბაგრატ III მზად დახვდა შემოტევას, უხმო სამეგრელოსა და გურიის მთავრებს და მტრისკენ დაიძრა. მეფის გამოწვევას მხოლოდ გურიელი გამოეხმაურა, დადიანი კი არ გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ქარაღაქის ბრძოლაში, ბაგრატ III-მ და გურიის მთავარმა, სასტიკად გაანადგურეს მუსა ფაშასა და სამცხის თავადთა ჯარი. მუსა ფაშა ბრძოლაში დაეცა. ხელში ჩაგდებული ზარბაზნები მეფემ ქუთაისში გაგზავნა. ოსმალთა სულთანმა სულეიმან I ბრწყინვალემ (1520-1566 წწ.) არზრუმისა და დიარბექირის ფაშები უსარდლა დიდ ლაშქარს და სამხრეთ საქართველოს დასაპყრობად გაგზავნა. ოსმალები ბასიანში შეიჭრნენ, სადაც თავისი ჯარით მათ ბაგრატ III მიეგება.
მეთაურები
იმერეთის მეფე, ალექსანდრე II-ს ძე, ბაგრატ III XVI საუკუნის საქართველოს გამორჩეული სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე იყო. რთულ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში მეფე ყველა გზას მიმართავდა, რათა სამეფოს ერთიანობა არ დარღვეულიყო, ძლიერ ვასალებთან ურთიერთობაში ყოფილიყო ზომიერი და შეენარჩუნებინა კავშირი სხვა ქართულ სამეფოებთან. ბაგრატის სამხედრო ნიჭი და გამოცდილება ჩანს მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში. მეფემ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია ოსმალეთის იმპერიას, რომელიც სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად იბრძოდა. ბაგრატმა მურჯახეთისა და ქარაღაქის ბრძოლებში მოიპოვა გამარჯვება, გარკვეული პერიოდით აკონტროლებდა სამცხე-საათაბაგოსაც. 1545 წელს, ოსმალთა ძლიერი ლაშქრის მოძრაობის შესახებ მიღებული ცნობების შემდეგ, ბაგრატმა მოკავშირესთან, ქართლის მეფე ლუარსაბ I-თან ერთად შეკრიბა ლაშქარი და საომრად მოემზადა.
ქართლის მეფის, დავით X-ს ძემ, ლუარსაბ I-მა (ქართლის მეფე 1527-1556 წწ.) ჯერ კიდევ 1526 წელს პოლიტიკური შეკრა კავშირი იმერეთის მეფესთან, ბაგრატ III-თან და დაუნათესავდა. 1535 წელს, როდესაც ბაგრატმა სამცხე-საათაბაგოს შეუტია და ჭანეთი და აჭარა დაიმორჩილა, ლუარსაბმა ჯავახეთი დაიკავა. 1541 წელს, ქართლში ირანის შაჰმა თამაზ I-მა ლაშქრობა მოაწყო, თბილისი აიღო და ქვეყანა დაარბია. ლუარსაბ I-მა პარტიზანული ომი გაუმართა მტერს და უკან დახევა აიძულა. 1545 წელს სამცხე-სათაბაგოში ოსმალთა შემოჭრის შემდეგ, ლუარსაბმა ჯარი შეკრიბა და თავის მოკავშირესა და ნათესავს, ბაგრატ მეფეს შეუერთდა.
ოსმალეთის იმპერიის არმიას არზრუმისა და დიარბექირის ფაშები სარდლობდნენ. ქართულ და ოსმალურ ისტორიულ წყაროებში მათ შესახებ ვრცელი ცნობები არ მოგვეპოვება.

ჯარები
ქართლისა და იმერეთის ჯარი ტრადიციულად, ფეოდალურ ლაშქარს წარმოადგენდა, რომელშიც წამყვანი როლი დიდებულთა და აზნაურთა მძიმე ცხენოსან ჯარს ჰქონდა. ამ პერიოდში თავდაცვითი აღჭურვილობა კიდევ უფრო გაძლიერდა, შემოვიდა სხეულის ნაწილების ფირფიტოვანი დაცვა (სამუხლე, საწვივე, სამკლავე). ამ პერიოდის ქართველი მეომარი აღჭურვილია სფეროკონუსური მუზარადით, ჯაჭვ-ფირფიტოვანი აბჯრით, იყენებს მრგვალ ფარს. შეტევითი იარაღი წარმოდგენილია შუბით, მოხრილი ხმლით, მშვილდკაპარჭით და ლახტით; იჯდა ჯაჭვ-ფირფიტოვანი აბჯრით შეჯავშნულ ცხენზე.მიუხედავად საქართველოს ძნელბედობისა XV-XVI საუკუნეებში, მისი მებრძოლები შეიარაღების ნაკლებობას არ განიცდიდნენ. ქართული ჯარის რიცხოვნობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ეს საშუალოდ 15-20 ათასი მეომარი უნდა ყოფილიყო, რადგან დროშის ქვეშ იმერეთის სამეფოსა და ქართლის გაერთიანებული ლაშქარი იდგა.

მძიმედ აღჭურვილი ქართველი მეომარი XV ს. XVI ს I ნახ.). გ. წიკლაურის ნახატი |
XIV საუკუნის შუა ხანებამდე, ოსმალური სახელმწიფოს მასშტაბებისთვის, მათი ჯარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. ამ დროისთვის ვასალები და მოხალისეები ამირასა და მისი ბეგების ცხენის კუდებიანი შტანდარტის ქვეშ იკრიბებოდნენ. როდესაც ოსმალმა მმართველებმა თავი სულთნებად გამოაცხადეს, ასეთი შტანდარტის ტარების უფლება, ბევრს მიეცა - სულთნის შტანდარტზე ოთხი კუდი იყო, დიდი ვეზირისაზე სამი, ბეგლარბეგებისაზე ორი, ბეგებისაზე კი ერთი. თურქი-მომთაბარეები, რომლებიც თავდაპირველად ოსმალური ჯარის დიდ ნაწილს შეადგენდნენ, აკინჯებად იწოდებოდნენ, თუ არმიაში როგორც ნადავლის მაძიებელი მოხალისეები ისე მსახურობდნენ ან იურიუკებად, თუ ტომობრივი წესის მიხედვით, რაზმს შეადგენდნენ. მომთაბარეები ცხენოსანი-მოისრები იყვნენ. ამირა ორხანი მომთაბარეებს საზღვრებზე ასახლებდა, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ მუდმივი თავდასხმები მოეწყოთ მეზობელ ხალხებზე. ოსმალთა არმიის რიგებში ყოფილი ბიზანტიელი ქვეითები და მხედრებიც მსახურობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი იარაღიც მშვილდი იყო, ისინი არ იყენებდნენ თურქმანთა ტაქტიკას. ისლამში არსებობდა რაინდობის თავისებური გაგება - ფუტუვა. ფუტუვა განსაზღვრავდა ცხოვრების წესსა და ერთმანეთთან აკავშირებდა მმართველსა და მის მეომარს, ღაზის. ფუტუვას ჰქონდა თავისებური ცერემონია, რომლის მიზანი ერთგვარი თანამეგობრობის ჩამოყალიბება იყო. XIII საუკუნის ბოლოდან, ანატოლიელი ღაზიები ატარებდნენ განსაკუთრებულ, თეთრ, თექის ქუდებს, იმის მსგავსს, როგორსაც უფრო გვიან იანიჩარები ატარებდნენ. ჯერ კიდევ ამირა ორხანი მიხვდა რეგულარული არმიის ყოლის აუცილებლობას. მისმა ვეზირმა, ალაჰ-ალ-დინმა შექმნა ასეთი არმია როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი ქვეითი და ცხენოსანი მეომრებისგან, რომელთაც რეგულარული ჯამაგირი დაენიშნათ. ცხენოსნები (მუსელემ - ანუ გადასახადებისგან გათავისუფლებულები) ათეულებად იყოფოდნენ და მათ სანჯაყ-ბეგები განაგებდნენ; ასეულებს - სუბაშები; ათასეულებს კი, ბინბაშები. ქვეითებიც (იაია) ათეულებად, ასეულებად და ათასეულებად იყოფოდნენ.
1359 წელს, მურად I-ს მმართველობისას, რეგულარული არმიის მეომრებმა მიწის ნაკვეთები მიიღეს სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ. სამხედრო სამსახურის გარდა, ქვეითებს გზებისა და ხიდების დაცვაც ევალებოდათ. ქვეითები, რომელთაც გლეხური წარმომავლობა ჰქონდათ, რთულად სამართავები იყვნენ, ვინაიდან უფრო თავის მეთაურს ემორჩილებოდნენ, ვიდრე მმართველს. ამიტომ XIV საუკუნის ბოლოსთვის, იაიაები და მუსელემები უმეტესად ბრძოლის მეორე ხაზზე გადაჰყავდათ, XVII საუკუნი დასაწყისისთვის კი, ეს რაზმები საერთოდ დაშალეს ან სამოქალაქო სამსახურში გადაიყვანეს. XVIII საუკუნის შუა ხანებამდე, პროვინციული ცხენოსანი ჯარი (სიპახები), ოსმალური არმიის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ. XV-XVI საუკუნეებში, ოსმალური კავალერიის რიცხოვნობა 40 000 აღწევდა, რომელთა ნახევარი წარმოშობით ევროპული პროვინციებიდან (რუმელიიდან) იყო. ჩვეულებრივ, ერთი მიწის ნაკვეთით ერთი ცხენოსანი მეომრის შენახვა შეიძლებოდა. დიდი მიწების მფლობელები, ვალდებულები იყვნენ თავიანთ ხარჯზე აღეჭურვათ მსახურები. ყველაზე მსხვილი მემამულეები ეკუთვნოდნენ სულთნის, ვეზირების ან გავლენიანი მინისტრების საგვარეულოებს. ევროპულ ფეოდთაგან განსხვავებით, ოსმალური მიწის ნაკვეთები არ ეკუთვნოდათ სიპაჰებს, სამხედრო ვალდებულების მქონე წვრილ მემამულეებს, არამედ სარგებლობის წესით ჰქონდათ გადაცემული. ასევე, სიპაჰებს ჰქონდათ შეზღუდული უფლებები იმ გლეხებზე, რომლებიც მათ მიწაზე ცხოვრობდნენ. ჩვეულებრივ, სიპაჰი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა, მუშაობდა თავის საკუთარ მიწაზე და გლეხებს უხდიდა ჯამაგირს სამსახურისთვის. ანატოლიაში და რუმელიაში მრავალი ტიმარი ანუ სიპაჰებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბიზანტიელი წვრილი მიწათმფლობელი (პრონიარი), რომელთაც ბალკანეთზე, ოსმალურ რუმელიაში ჰქონდათ მიწები, გამუსლიმდა და სიპაჰად იქცა, თუმცა, თავიანთი ძველი გვარები არ შეუცვლიათ. სიპაჰის აღჭურვილობას მისი მიწის ნაკვეთის ზომა და შემოსავალი განაპირობებდა. მათი უმეტესობა სულთნის გვარდიელებზე (კაპიკულუ) მსუბუქად იყო აღჭურვილი. სიპაჰებისგან აბჯრის ჰქონას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვდნენ, თუ მათი მიწის ნაკვეთი ჩვეულებრივზე დიდი იყო.
თუმცა, XVI საუკუნის ბოლოსაც კი, როდესაც ხარისხით ევროპულმა ქვეითმა ჯარმა დაჯაბნა ოსმალური; ოსმალური ცხენოსანი ჯარი კვლავ მოწინავედ რჩებოდა. ყველა ევროპული ტაქტიკური სიახლე, სიპაჰებთან შეტაკების შედეგად ყალიბდებოდა და არა იანიჩარებთან. სამხედრო მობილიზაციისას, ყოველი მეათე სიპაჰი შინ რჩებოდა, რათა სახელმწიფოში კანონი და წესრიგი დაცული ყოფილიყო. დანარჩენებისგან იკრიბებოდა ალაიები (ოსმალური საჯარისო ერთეული, შეესაბამება პოლკს), რომელთაც ჩერიბაშები, სუბაშები და ალაი-ბეგები მეთაურობდნენ. რაზმს ჰქონდა სანჯაყ-ბეგის შტანდარტი, რომელიც ცხენის ორი კუდით იყო შემკული. თითოეული სანჯაყ-ბეგი თავის რაზმს პროვინციის მმართველის, ბეგლარბეგის დროშის ქვეშ აერთიანებდა. აქედან ჯარი სულთნისკენ მიემართებოდა. ბრძოლის ველზე საპატიო მარჯვენა ფლანგს იკავებდნენ ან ანატოლიის ან რუმელიის სიპაჰები, იმის მიხედვით თუ სად იმართებოდა ბრძოლა, აზიაში თუ ევროპაში. 1533 წლის შემდეგ, უნგრეთის საზღვრამდე მიწების სიპაჰებისთვის დაყოფა დაიწყეს, თუმცა, თვითონ მიწების მეპატრონეები მუდმივად სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებში - ბუდაპეშტში, ტიმიშოარაში, ბელგრადსა და ესტერგომში იმყოფებოდნენ და აძლიერებდნენ გარნიზონებს. თუმცა, მთლიანობაში, XVI საუკუნე სიპაჰების სისტემის დაცემის პერიოდად იქცა. საუკეთესო მიწის ნაკვეთები კაპიკულუს (გვარდიის) ხელში გადავიდა, ზოგიერთი კი საერთოდაც სამოქალაქო პირებს მიჰყიდეს. მიწის მფლობელები ხშირად პოულობდნენ ადამიანებს, რომლებიც არმიაში მათ ნაცვლად სამსახურზე თანახმანი იყვნენ. სიპაჰებს უკვე აღარ შეეძლოთ გამკლავებოდნენ ევროპულ ქვეით ჯარს, რომლის წვრთნა და დისციპლინა უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. გაიზარდა ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტიანობაც. ოსმალებმა სცადეს დამბაჩებით აღეჭურვათ თავიანთი ცხენოსნები, მაგრამ სიპაჰებს დამბაჩები თავიანთვის არასაკადრის იარაღად მიაჩნდათ და მხოლოდ 1600 სიპაჰი დათანხმდა ასე აღჭურვას. ოსმალურმა დამხმარე ცხენოსანმა ჯარმა ევროპელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ მობილურ სამხედრო ნაწილებს, დიდ მანძილებზე შეეძლოთ მოქმედება, მოულოდნელად ესხმოდნენ თავს მტერს და იყვნენ შეუბრალებელნი მათ მიმართ. XIV-XV საუკუნეების მანძილზე, დამხმარე რაზმების მეომართა უმრავლესობა წარმოშობით თურქი იყო. პროფესიონალური არმიის ჩამოყალიბებისას, ეს მეომრები გადაასახლეს რუმელიის სასაზღვრო რაიონებში, სადაც მათ ღაზიებს ან აკინჯებს უწოდებდნენ. ანატოლიაში თურქები რთულად სამართავები იყვნენ. ისინი ოსმალეთის იმპერიაში შემავალი მცირე საემიროების არმიებში შედიოდნენ.
XVI საუკუნის დასაწყისში, შიიტმა თურქებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თავი იმპერიას, როცა „წითელთავიანთა“ (ყიზილბაშთა) აჯანყება მოაწყვეს. აკინჯების ფუნქცია დიდი სამხედრო კამპანიების დროს იყო არმიის ავანგარდის თანხლება, ღრმა რეიდების მოწყობა მტრის ტერიტორიაზე, მოსახლეობის დაშინება და მოწინააღმდეგის არმიის კომუნიკაციების მოშლა. ამას გარდა, აკინჯები ზვერავდნენ პოზიციებს, აკონტროლებდნენ გზებს, უღელტეხილებს ძირითადი ძალების მოსვლამდე. დანარჩენ დროს, ისინი იცავდნენ საზღვრებს მტრის შემოტევისგან. ატარებდნენ სამხედრო ოპერაციებს რთულად მისადგომ, მთიან რელიეფზე. აკინჯებს იყენებდნენ აჯანყებულების წინააღმდეგაც, რომლებიც პარტიზანულად მოქმედებდნენ. აკინჯების რაზმების ორგანიზაცია მარტივი, მაგრამ ეფექტიანი იყო. XV საუკუნის შუა ხანებამდე, სასაზღვრო რაიონების უმეტესობას უჩბეგები განაგებდნენ, რომელთა ძალაუფლება მემკვიდრეობით გადადიოდა. უჩბეგები აკონტროლებდნენ აკინჯებს, მათ საპირწონედ კი, თურქული არისტოკრატია აკონტროლებდა სიპაჰებს. ზოგიერთი აკინჯი იღებდა მიწას ან ჯამაგირს თავისი ბეგისგან, მაგრამ უმრავლესობა მოპოვებულ ნადავლზე იყო დამოკიდებული. საზღვრებზე რეგულარული გარნიზონები არ იდგა, გამონაკლისი მხოლოდ უნგრეთის საზღვარი იყო, სადაც 1533 წლის შემდეგ აკინჯები ბოძებული მიწის ნაკვეთების ხარჯზე ცხოვრობდნენ. მთელი XV საუკუნის განმავლობაში, დამხმარე კავალერია ოსმალებისთვის სერბეთს გამოჰყავდა, XVI საუკუნეში კი ბალკანელი აკინჯები ახლად გამუსლიმებული ქრისტიანებიც იყვნენ. კაპიკულუს, სულთნის გვარდიის ძირითად ნაწილს იანიჩარების („იენი ჩერი“ - ახალი ჯარი) კორპუსი შეადგენდა. იანიჩართა პირველი რაზმი 1326 წელს ჩამოყალიბდა სამხედრო ტყვეებისგან. ოსმალთა მოწყობილი რეიდები XIV-XV საუკუნეებში, საკმარის ცოცხალ ძალას აძლევდა მათ იანიჩართა რაზმებისთვის. უფო გვიან საჭირო გახდა ე.წ. დევშირმეს დანერგვა. ეს იყო რეკრუტების გაწვევის სისტემა, რომელიც ისლამური კანონებით პირდაპირ იკრძალებოდა, მაგრამ გარდაუვალი გახდა იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას აღარ ჰყოფნიდა სამხედრო ძალა არმიისა და ადმინისტრაციისთვის. იანიჩარების რიგებს ძირითადად ღარიბი მოსახლეობიდან გამოსულები ავსებდნენ, განსაკუთრებით, ბოსნიელი მუსლიმები, რადგან თვლიდნენ რომ გვარდიაში მსახურებაში უკეთეს პერსპექტივას ხედავდნენ. წლის განმავლობაში ათასობით რეკრუტი გროვდებოდა იანიჩართა კორპუსისთვის. შედარებით გონებამახვილ და განათლებულ რეკრუტებს იჩ-ოგლანებში, თოფქაფის სასახლის პაჟებში რიცხავდნენ, დანარჩენებს სამუშაოდ გზავნიდნენ თურქულ მამულებში, სადაც ითვისებდნენ ისლამს და თურქულ ენას, სანამ იანიჩარები გახდებოდნენ. იჩ-ოგლანები შვიდწლიან მზადებას გადიოდნენ სასახლის სკოლაში. ამ მომზადებისას ყურადღება ხასიათის ჩამოყალიბებას, ლიდერული თვისებების გამომუშავებას, სამხედრო ღირსებებს, ათლეტიზმს ეთმობოდა. სწავლობდნენ უცხო ენას, თეოლოგიას, სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინას. სწავლის ბოლოს უტარდებოდათ გამოცდები, რომლის შედეგების მიხედვით გამოდიოდნენ ცხენოსანი ჯარის მეთაურები და უმაღლესი სამხედრო და ადმინისტრაციული მოხელეები. იანიჩართა კორპუსი 101 პოლკად (ორტა) იყოფოდა. თითოეულში 100-დან 3 ათასამდე მეომარი შედიოდა. ცალკე იყო 34 ბატალიონი (სეგმენი), რომლებიც სულთნის ქვეით გვარდიას ქმნიდნენ. იანიჩართა კორპუსი მუდმივ წვრთნას გადიოდა. თავდაპირველად ისინი შეიარაღებულები იყვნენ მშვილდებით, შურდულებით, არბალეტებითა და ხელშუბებით. 1440-1443 წლებში, უნგრეთთან ომის დროს, იანიჩარებმა პირველად მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. განსაკუთრებით გავრცელდა XV საუკუნის ბოლოს. ევროპულ ანალოგებთან შედარებით, იანიჩართა თოფები იყო მძიმე და მსხვილკალიბრიანი. კაპიკულუს კორპუსის რიცხოვნობა XIV-XVIII საუკუნეებში მუდმივად იზრდებოდა, რადგან სულთანი მათ პროვინციებიდან გამოყვანილი ჯარის საპირწონე ძალად იყენებდა. მეჰმედ II-ს (1451-1481) მმართველობისას, კაპიკულუს რიცხოვნობა 12 ათასს აღწევდა, სულეიმან I-ს (1520-1566) დროს კი, 48 ათასს, საიდანაც 20 ათასი იანიჩარი იყო. ოსმალურ ქვეით ჯარს სხვადასხვა სახელწოდება ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თავდაპირველად ეს იყო აზაპები, რაც მსუბუქად აღჭურვილ ქვეით მშვილდოსნებს აღნიშნავდა. მათი დიდი ნაწილი ანატოლიელი თურქი იყო. ციხესიმაგრეთა გარნიზონებს მოხალისეებით ავსებდნენ, რომლებიც როგორც მუსლიმები, ისე ქრისტიანები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ბალკანელი ქრისტიანები ქვეით ჯარში მეჰმედ I-ს მმართველობისას გამოჩნდნენ. მათ ზოგიერთი სახეობის ქვეითი ჯარისგან განსხვავებით, აბჯარიც ჰქონდათ. განსაკუთრებით ბრძოლისუნარიანებად მიიჩნეოდნენ თესალიელი ვალახები, რომლებიც მანამდე ბიზანტიის იმპერატორს ემსახურებოდნენ, 1453 წლის შემდეგ კი ოსმალურ არმიაში შევიდნენ და მთელი XVI საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვან რაზმს წარმოადგენდნენ. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ცეცხლსროლი იარაღი ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში. ოსმალეთის მთავრობამ სცადა გაეკონტროლებინა ეს პროცესი და გლეხების არმიაში გაწვევა დაიწყო. ჯარში იღებდნენ ალბანელ და ბოსნიელ ქრისტიან მონადირეებს. ანატოლიელი თურქები და ქრისტიანი სლავები, ჩვეულებრივ, მსროლელთა რაზმებს შეადგენდნენ. ხშირად, მეტი სისწრაფისთვის, მსროლელები ცხენებით მოძრაობდნენ. უკვე 1590 წლიდან, მსროლელები ოსმალეთის ჯარის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ნაწილს წარმოადგენდნენ. თუფექჩები, ანუ მეთოფეები რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, XVI საუკუნეში ეგვიპტეში მოიხსენიებიან. თუმცა მათი დიდი ნაწილი მაინც ქვეითი იყო.
მათ მცირე რაზმებს თუფექჩიბაშები სარდლობდნენ. ოსმალებს არტილერია უკვე XIV საუკუნეში ჰყავდათ და იყენებდნენ ყარამანების წინააღმდეგ 1388 წელს, 1389 წელს კოსოვოს ველზე სერბებთან ბრძოლაში, 1396 წელს ნიკოპოლისთან. XV საუკუნიდან ზარბაზნებს ალყების დროს იყენებდნენ. 1440-იან წლებში საველე არტილერია გაჩნდა. XVI საუკუნის დასაწყისში, ესპანეთიდან გაქცეული მრავალი ებრაელი მოხვდა ოსმალეთის იმპერიაში, სადაც არტილერიის დასავლური ტექნოლოგია ჩაიტანეს. იტალია და უნგრეთი ოსმალეთის იმპერიასთან იარაღით არალეგალურად ვაჭრობდნენ, მაგრამ შემდგომში, თოფებისა და ზარბაზნების აღმოსავლური ბაზარი ინგლისელებმა და დანიელებმა ჩაიგდეს ხელთ. ვინაიდან ოსმალეთის იმპერიას დიდი რესურსები გააჩნდა, მალე თურქებმა თვითონ დაიწყეს ზარბაზნების ჩამოსხმა. სწორედ ოსმალეთის იმპერიიდან ხვდებოდა საქართველოში პირველი თოფები და ზარბაზნები. სოხოისტას ბრძოლაში ოსმალთა არმია არზრუმისა და დიარბექირის ფაშების სამხედრო ნაწილებისგან შედგებოდა. ჩვენ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია რა სახეობის ჯარები იყო და როგორი რიცხოვნობის და მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, რომ ეს უნდა ყოფილიყო სულ მცირე იმ რიცხოვნობის სამხედრო ძალა, რამდენიც ბაგრატ და ლუარსაბ მეფეებს ჰყავდათ და შესაძლოა მათზე მცირედით აღმატებულიც კი.
ბრძოლა
ბრძოლის წინ, მეფეებმა ჯარის განლაგებაზე იმსჯელეს. როგორც ერთიან ქართულ სამეფოში იყო წესად, სამხრეთიდან მომავალი მტრის წინააღმდეგ, ჯარის განლაგებისას, წინა რიგებს სამცხის ლაშქარი იკავებდა. იმავეს ელოდნენ ბაგრატისა და ლუარსაბის ჯართან ერთად მოლაშქრე მესხები, რომელთა ერთგულება ისედაც საეჭვო იყო, ხოლო როდესაც მეფეებმა გადაწყვიტეს რომ მოწინავედ ქართლის ლაშქარი დაეყენებინათ, ღალატი გადაწყვიტეს. ბრძოლა დაიწყო და ქართველებისა და ოსმალების მეწინავე ჯარები ერთმანეთს ეკვეთნენ. როდესაც მოწინავეთათვის დასვენებული ძალის მიშველება გახდა საჭირო, მესხებმა ცხენები მოაბრუნეს და ბრძოლის ველს გაეცალნენ. ბრძოლა გრძელდებოდა, მაგრამ უკვე აშკარა იყო რომ ქართველები მარცხდებოდნენ. ბოლოს მეფეები იძულებულები გახდნენ ჯარის ნარჩენებით გაქცეულიყვნენ. ოსმალებმა გაიმარჯვეს.
სულთანი მურად I |
1359 წელს, მურად I-ს მმართველობისას, რეგულარული არმიის მეომრებმა მიწის ნაკვეთები მიიღეს სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ. სამხედრო სამსახურის გარდა, ქვეითებს გზებისა და ხიდების დაცვაც ევალებოდათ. ქვეითები, რომელთაც გლეხური წარმომავლობა ჰქონდათ, რთულად სამართავები იყვნენ, ვინაიდან უფრო თავის მეთაურს ემორჩილებოდნენ, ვიდრე მმართველს. ამიტომ XIV საუკუნის ბოლოსთვის, იაიაები და მუსელემები უმეტესად ბრძოლის მეორე ხაზზე გადაჰყავდათ, XVII საუკუნი დასაწყისისთვის კი, ეს რაზმები საერთოდ დაშალეს ან სამოქალაქო სამსახურში გადაიყვანეს. XVIII საუკუნის შუა ხანებამდე, პროვინციული ცხენოსანი ჯარი (სიპახები), ოსმალური არმიის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ. XV-XVI საუკუნეებში, ოსმალური კავალერიის რიცხოვნობა 40 000 აღწევდა, რომელთა ნახევარი წარმოშობით ევროპული პროვინციებიდან (რუმელიიდან) იყო. ჩვეულებრივ, ერთი მიწის ნაკვეთით ერთი ცხენოსანი მეომრის შენახვა შეიძლებოდა. დიდი მიწების მფლობელები, ვალდებულები იყვნენ თავიანთ ხარჯზე აღეჭურვათ მსახურები. ყველაზე მსხვილი მემამულეები ეკუთვნოდნენ სულთნის, ვეზირების ან გავლენიანი მინისტრების საგვარეულოებს. ევროპულ ფეოდთაგან განსხვავებით, ოსმალური მიწის ნაკვეთები არ ეკუთვნოდათ სიპაჰებს, სამხედრო ვალდებულების მქონე წვრილ მემამულეებს, არამედ სარგებლობის წესით ჰქონდათ გადაცემული. ასევე, სიპაჰებს ჰქონდათ შეზღუდული უფლებები იმ გლეხებზე, რომლებიც მათ მიწაზე ცხოვრობდნენ. ჩვეულებრივ, სიპაჰი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა, მუშაობდა თავის საკუთარ მიწაზე და გლეხებს უხდიდა ჯამაგირს სამსახურისთვის. ანატოლიაში და რუმელიაში მრავალი ტიმარი ანუ სიპაჰებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბიზანტიელი წვრილი მიწათმფლობელი (პრონიარი), რომელთაც ბალკანეთზე, ოსმალურ რუმელიაში ჰქონდათ მიწები, გამუსლიმდა და სიპაჰად იქცა, თუმცა, თავიანთი ძველი გვარები არ შეუცვლიათ. სიპაჰის აღჭურვილობას მისი მიწის ნაკვეთის ზომა და შემოსავალი განაპირობებდა. მათი უმეტესობა სულთნის გვარდიელებზე (კაპიკულუ) მსუბუქად იყო აღჭურვილი. სიპაჰებისგან აბჯრის ჰქონას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვდნენ, თუ მათი მიწის ნაკვეთი ჩვეულებრივზე დიდი იყო.
სიპაჰები. XVI ს. მინიატურა |
თუმცა, XVI საუკუნის ბოლოსაც კი, როდესაც ხარისხით ევროპულმა ქვეითმა ჯარმა დაჯაბნა ოსმალური; ოსმალური ცხენოსანი ჯარი კვლავ მოწინავედ რჩებოდა. ყველა ევროპული ტაქტიკური სიახლე, სიპაჰებთან შეტაკების შედეგად ყალიბდებოდა და არა იანიჩარებთან. სამხედრო მობილიზაციისას, ყოველი მეათე სიპაჰი შინ რჩებოდა, რათა სახელმწიფოში კანონი და წესრიგი დაცული ყოფილიყო. დანარჩენებისგან იკრიბებოდა ალაიები (ოსმალური საჯარისო ერთეული, შეესაბამება პოლკს), რომელთაც ჩერიბაშები, სუბაშები და ალაი-ბეგები მეთაურობდნენ. რაზმს ჰქონდა სანჯაყ-ბეგის შტანდარტი, რომელიც ცხენის ორი კუდით იყო შემკული. თითოეული სანჯაყ-ბეგი თავის რაზმს პროვინციის მმართველის, ბეგლარბეგის დროშის ქვეშ აერთიანებდა. აქედან ჯარი სულთნისკენ მიემართებოდა. ბრძოლის ველზე საპატიო მარჯვენა ფლანგს იკავებდნენ ან ანატოლიის ან რუმელიის სიპაჰები, იმის მიხედვით თუ სად იმართებოდა ბრძოლა, აზიაში თუ ევროპაში. 1533 წლის შემდეგ, უნგრეთის საზღვრამდე მიწების სიპაჰებისთვის დაყოფა დაიწყეს, თუმცა, თვითონ მიწების მეპატრონეები მუდმივად სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებში - ბუდაპეშტში, ტიმიშოარაში, ბელგრადსა და ესტერგომში იმყოფებოდნენ და აძლიერებდნენ გარნიზონებს. თუმცა, მთლიანობაში, XVI საუკუნე სიპაჰების სისტემის დაცემის პერიოდად იქცა. საუკეთესო მიწის ნაკვეთები კაპიკულუს (გვარდიის) ხელში გადავიდა, ზოგიერთი კი საერთოდაც სამოქალაქო პირებს მიჰყიდეს. მიწის მფლობელები ხშირად პოულობდნენ ადამიანებს, რომლებიც არმიაში მათ ნაცვლად სამსახურზე თანახმანი იყვნენ. სიპაჰებს უკვე აღარ შეეძლოთ გამკლავებოდნენ ევროპულ ქვეით ჯარს, რომლის წვრთნა და დისციპლინა უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. გაიზარდა ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტიანობაც. ოსმალებმა სცადეს დამბაჩებით აღეჭურვათ თავიანთი ცხენოსნები, მაგრამ სიპაჰებს დამბაჩები თავიანთვის არასაკადრის იარაღად მიაჩნდათ და მხოლოდ 1600 სიპაჰი დათანხმდა ასე აღჭურვას. ოსმალურმა დამხმარე ცხენოსანმა ჯარმა ევროპელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ მობილურ სამხედრო ნაწილებს, დიდ მანძილებზე შეეძლოთ მოქმედება, მოულოდნელად ესხმოდნენ თავს მტერს და იყვნენ შეუბრალებელნი მათ მიმართ. XIV-XV საუკუნეების მანძილზე, დამხმარე რაზმების მეომართა უმრავლესობა წარმოშობით თურქი იყო. პროფესიონალური არმიის ჩამოყალიბებისას, ეს მეომრები გადაასახლეს რუმელიის სასაზღვრო რაიონებში, სადაც მათ ღაზიებს ან აკინჯებს უწოდებდნენ. ანატოლიაში თურქები რთულად სამართავები იყვნენ. ისინი ოსმალეთის იმპერიაში შემავალი მცირე საემიროების არმიებში შედიოდნენ.
აკინჯი სინან ბეგის ორთაბრძოლა უნგრელ რაინდ ევგენისთან, 1526 წ. სულეიმანნამე. |
XVI საუკუნის დასაწყისში, შიიტმა თურქებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თავი იმპერიას, როცა „წითელთავიანთა“ (ყიზილბაშთა) აჯანყება მოაწყვეს. აკინჯების ფუნქცია დიდი სამხედრო კამპანიების დროს იყო არმიის ავანგარდის თანხლება, ღრმა რეიდების მოწყობა მტრის ტერიტორიაზე, მოსახლეობის დაშინება და მოწინააღმდეგის არმიის კომუნიკაციების მოშლა. ამას გარდა, აკინჯები ზვერავდნენ პოზიციებს, აკონტროლებდნენ გზებს, უღელტეხილებს ძირითადი ძალების მოსვლამდე. დანარჩენ დროს, ისინი იცავდნენ საზღვრებს მტრის შემოტევისგან. ატარებდნენ სამხედრო ოპერაციებს რთულად მისადგომ, მთიან რელიეფზე. აკინჯებს იყენებდნენ აჯანყებულების წინააღმდეგაც, რომლებიც პარტიზანულად მოქმედებდნენ. აკინჯების რაზმების ორგანიზაცია მარტივი, მაგრამ ეფექტიანი იყო. XV საუკუნის შუა ხანებამდე, სასაზღვრო რაიონების უმეტესობას უჩბეგები განაგებდნენ, რომელთა ძალაუფლება მემკვიდრეობით გადადიოდა. უჩბეგები აკონტროლებდნენ აკინჯებს, მათ საპირწონედ კი, თურქული არისტოკრატია აკონტროლებდა სიპაჰებს. ზოგიერთი აკინჯი იღებდა მიწას ან ჯამაგირს თავისი ბეგისგან, მაგრამ უმრავლესობა მოპოვებულ ნადავლზე იყო დამოკიდებული. საზღვრებზე რეგულარული გარნიზონები არ იდგა, გამონაკლისი მხოლოდ უნგრეთის საზღვარი იყო, სადაც 1533 წლის შემდეგ აკინჯები ბოძებული მიწის ნაკვეთების ხარჯზე ცხოვრობდნენ. მთელი XV საუკუნის განმავლობაში, დამხმარე კავალერია ოსმალებისთვის სერბეთს გამოჰყავდა, XVI საუკუნეში კი ბალკანელი აკინჯები ახლად გამუსლიმებული ქრისტიანებიც იყვნენ. კაპიკულუს, სულთნის გვარდიის ძირითად ნაწილს იანიჩარების („იენი ჩერი“ - ახალი ჯარი) კორპუსი შეადგენდა. იანიჩართა პირველი რაზმი 1326 წელს ჩამოყალიბდა სამხედრო ტყვეებისგან. ოსმალთა მოწყობილი რეიდები XIV-XV საუკუნეებში, საკმარის ცოცხალ ძალას აძლევდა მათ იანიჩართა რაზმებისთვის. უფო გვიან საჭირო გახდა ე.წ. დევშირმეს დანერგვა. ეს იყო რეკრუტების გაწვევის სისტემა, რომელიც ისლამური კანონებით პირდაპირ იკრძალებოდა, მაგრამ გარდაუვალი გახდა იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას აღარ ჰყოფნიდა სამხედრო ძალა არმიისა და ადმინისტრაციისთვის. იანიჩარების რიგებს ძირითადად ღარიბი მოსახლეობიდან გამოსულები ავსებდნენ, განსაკუთრებით, ბოსნიელი მუსლიმები, რადგან თვლიდნენ რომ გვარდიაში მსახურებაში უკეთეს პერსპექტივას ხედავდნენ. წლის განმავლობაში ათასობით რეკრუტი გროვდებოდა იანიჩართა კორპუსისთვის. შედარებით გონებამახვილ და განათლებულ რეკრუტებს იჩ-ოგლანებში, თოფქაფის სასახლის პაჟებში რიცხავდნენ, დანარჩენებს სამუშაოდ გზავნიდნენ თურქულ მამულებში, სადაც ითვისებდნენ ისლამს და თურქულ ენას, სანამ იანიჩარები გახდებოდნენ. იჩ-ოგლანები შვიდწლიან მზადებას გადიოდნენ სასახლის სკოლაში. ამ მომზადებისას ყურადღება ხასიათის ჩამოყალიბებას, ლიდერული თვისებების გამომუშავებას, სამხედრო ღირსებებს, ათლეტიზმს ეთმობოდა. სწავლობდნენ უცხო ენას, თეოლოგიას, სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინას. სწავლის ბოლოს უტარდებოდათ გამოცდები, რომლის შედეგების მიხედვით გამოდიოდნენ ცხენოსანი ჯარის მეთაურები და უმაღლესი სამხედრო და ადმინისტრაციული მოხელეები. იანიჩართა კორპუსი 101 პოლკად (ორტა) იყოფოდა. თითოეულში 100-დან 3 ათასამდე მეომარი შედიოდა. ცალკე იყო 34 ბატალიონი (სეგმენი), რომლებიც სულთნის ქვეით გვარდიას ქმნიდნენ. იანიჩართა კორპუსი მუდმივ წვრთნას გადიოდა. თავდაპირველად ისინი შეიარაღებულები იყვნენ მშვილდებით, შურდულებით, არბალეტებითა და ხელშუბებით. 1440-1443 წლებში, უნგრეთთან ომის დროს, იანიჩარებმა პირველად მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. განსაკუთრებით გავრცელდა XV საუკუნის ბოლოს. ევროპულ ანალოგებთან შედარებით, იანიჩართა თოფები იყო მძიმე და მსხვილკალიბრიანი. კაპიკულუს კორპუსის რიცხოვნობა XIV-XVIII საუკუნეებში მუდმივად იზრდებოდა, რადგან სულთანი მათ პროვინციებიდან გამოყვანილი ჯარის საპირწონე ძალად იყენებდა. მეჰმედ II-ს (1451-1481) მმართველობისას, კაპიკულუს რიცხოვნობა 12 ათასს აღწევდა, სულეიმან I-ს (1520-1566) დროს კი, 48 ათასს, საიდანაც 20 ათასი იანიჩარი იყო. ოსმალურ ქვეით ჯარს სხვადასხვა სახელწოდება ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თავდაპირველად ეს იყო აზაპები, რაც მსუბუქად აღჭურვილ ქვეით მშვილდოსნებს აღნიშნავდა. მათი დიდი ნაწილი ანატოლიელი თურქი იყო. ციხესიმაგრეთა გარნიზონებს მოხალისეებით ავსებდნენ, რომლებიც როგორც მუსლიმები, ისე ქრისტიანები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ბალკანელი ქრისტიანები ქვეით ჯარში მეჰმედ I-ს მმართველობისას გამოჩნდნენ. მათ ზოგიერთი სახეობის ქვეითი ჯარისგან განსხვავებით, აბჯარიც ჰქონდათ. განსაკუთრებით ბრძოლისუნარიანებად მიიჩნეოდნენ თესალიელი ვალახები, რომლებიც მანამდე ბიზანტიის იმპერატორს ემსახურებოდნენ, 1453 წლის შემდეგ კი ოსმალურ არმიაში შევიდნენ და მთელი XVI საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვან რაზმს წარმოადგენდნენ. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ცეცხლსროლი იარაღი ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში. ოსმალეთის მთავრობამ სცადა გაეკონტროლებინა ეს პროცესი და გლეხების არმიაში გაწვევა დაიწყო. ჯარში იღებდნენ ალბანელ და ბოსნიელ ქრისტიან მონადირეებს. ანატოლიელი თურქები და ქრისტიანი სლავები, ჩვეულებრივ, მსროლელთა რაზმებს შეადგენდნენ. ხშირად, მეტი სისწრაფისთვის, მსროლელები ცხენებით მოძრაობდნენ. უკვე 1590 წლიდან, მსროლელები ოსმალეთის ჯარის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ნაწილს წარმოადგენდნენ. თუფექჩები, ანუ მეთოფეები რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, XVI საუკუნეში ეგვიპტეში მოიხსენიებიან. თუმცა მათი დიდი ნაწილი მაინც ქვეითი იყო.
სულთან სულეიმან I-ს არმია მოჰაჩის ბრძოლაში. XVI ს.მინიატურა |
ბრძოლა
ბრძოლის წინ, მეფეებმა ჯარის განლაგებაზე იმსჯელეს. როგორც ერთიან ქართულ სამეფოში იყო წესად, სამხრეთიდან მომავალი მტრის წინააღმდეგ, ჯარის განლაგებისას, წინა რიგებს სამცხის ლაშქარი იკავებდა. იმავეს ელოდნენ ბაგრატისა და ლუარსაბის ჯართან ერთად მოლაშქრე მესხები, რომელთა ერთგულება ისედაც საეჭვო იყო, ხოლო როდესაც მეფეებმა გადაწყვიტეს რომ მოწინავედ ქართლის ლაშქარი დაეყენებინათ, ღალატი გადაწყვიტეს. ბრძოლა დაიწყო და ქართველებისა და ოსმალების მეწინავე ჯარები ერთმანეთს ეკვეთნენ. როდესაც მოწინავეთათვის დასვენებული ძალის მიშველება გახდა საჭირო, მესხებმა ცხენები მოაბრუნეს და ბრძოლის ველს გაეცალნენ. ბრძოლა გრძელდებოდა, მაგრამ უკვე აშკარა იყო რომ ქართველები მარცხდებოდნენ. ბოლოს მეფეები იძულებულები გახდნენ ჯარის ნარჩენებით გაქცეულიყვნენ. ოსმალებმა გაიმარჯვეს.
შედეგები
სოხოისტას ბრძოლაში ქართული ლაშქრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა, რამაც ბუნებრივია შეასუსტა იმერეთისა და ქართლის სამეფოების სამხედრო პოტენციალი და მომავალი საფრთხის წინაშე უფრო მოწყვლადი გახადა ისინი. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ბრძოლას კიდევ უფრო დიდი მნიშველობა ჰქონდა: სოხოისტასთან გამარჯვების შემდეგ, ოსმალებმა კვლავ დაიბრუნეს სამცხე-საათაბაგო, სამხრეთ ქართული მიწები, რომლის დაბრუნების ძალა ქართულ სამეფო-სამთავროებს უკვე აღარ შესწევდათ. შემდგომში ეს ტერიტორია უშუალოდ ოსმალურ ადმინისტრაციას დაექვემდებარა და ფაქტობრივად, მთლიანად მოსწყდა საქართველოს.

ბიბლიოგრაფია
1. წურწუმია მამუკა. საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები. წიგნი 1. თბილისი, 2013.2. ანჩაბაძე გიორგი. სამხედრო საქმე საქართველოში უძველესი ხანიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. თბილისი, 2017.
4. საქართველოს მეფეები. რედ. მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი. თბილისი, 2007.
5. რეხვიაშვილი მიხეილ. იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში: პოლიტიკური ისტორია. თბილისი, 1976.
6. რეხვიაშვილი მიხეილ. იმერეთის სამეფო (1462-1810). თბილისი, 1989.
7. Farrokh Kaveh. Iran at war: from the Persian dynasties to revolution and conflict with the West. Oxford, 2011.
Турки-Османы: 1300-1774. Новый Солдат N99. Ред. Киселев В.И. Артемовск, 2002.
8. წურწუმია მამუკა. საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები. წიგნი 1. თბილისი, 2013.
ნიკა ხოფერია