შუა საუკუნეების საალყო მანქანები: კონრად კაიზერის Bellifortis


შუა საუკუნოვანი საალყო ინჟინერიის წიგნებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო არის კონრად კაიზერის Bellifortis. გერმანელი კონრად კაიზერი, რომელიც 1366 წელს დაიბადა აიხშტეტში, ფიზიკოსი და სამხედრო ინჟინერი იყო. იგი მოღვაწეობდა ქალაქ პადუაში, სანამ შეუერთდებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომელიც 1396 წელს, ნიკოპოლისთან ბრძოლაში მძიმე მარცხით დასრულდა. კაიზერი ამაში სიგიზმუნდს, საღვთო რომის იმპერატორს ადანაშაულებდა. ნიჭიერმა ინჟინერმა სიგიზმუნდის ძმასთან, ჩეხეთის მეფე ვაცლავთან დაიწყო მუშაობა, მაგრამ როდესაც სიგიზმუნდმა ვაცლავი ჩამოაგდო, თავისთვის საძულველი კაიზერი ერთ-ერთ მთიან ჩეხურ ქალაქში გადაასახლა. სწორედ ამ პერიოდში 1402-1405 წლებში დაწერა მან Bellifortis  - წიგნი საალყო ინჟინერიის შესახებ. მას გაუმართლა, რომ იმ ქალაქში, სადაც გადასახლებული იყო, მოხვდნენ მოგზაური გერმანელი მხატვრები, რომლებიც კონრადმა დაიქირავა და თავისი ნაშრომისთვის ილუსტრაციები დაახატინა. კაიზერი 1405 წელს გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოასწრო Bellifortis-ს ბოლომდე დასრულება, თუმცა მანამდე საკმაოდ დიდ მასალას მოუყარა თავი და შემდგომში მისი წიგნი საალყო ინჟინერიის ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ იქცა.

წიგნის ერთ-ერთ მანუსკრიპტში კონრად კაიზერის პორტრეტს ვხვდებით - შუა საუკუნეების ნაშრომებში ძალიან იშვიათად შეხვდებოდით ავტორის გამოსახულებას.

ტრებუშეტი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საალყო იარაღი იყო. მისი საშუალებით ესროდნენ ქვებს (ან ნებისმიერ რამეს, მათ შორის ადამიანებს) მტრის გალავანს.

ტარანი ერთ-ერთი უძველესი საალყო იარაღია. ალბათ არაა გასაკვირი მისი განსაკუთრებული მორთულობა, რადგან ეს მოწინააღმდეგეზე ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთი საშუალებაც გახლდათ. მოიერიშე მხარის ხელში ტარანი, ციხის დამცველებს შიშის ზარს სცემდა.

თუ მეალყეებს სურდათ გალავნთან მიახლოება, დაცვა სჭირდებოდათ იქიდან ნასროლი იარაღისა თუ ქვების მოსაგერიებლად. ამ ნახატზე ჩანს ერთ-ერთი ტიპის დამცავი საშუალების ქვეშ შემძვრალ ჯარისკაცებს, რომელთაც გალავნის დამცველი ქვას ესვრის.

კონრად კაიზერის სურვილით მხატვრებმა დახატეს ის სამუშაო იარაღებიც, რომლებიც საჭირო იყო საალყო მანქანების დამზადებისთვის, მათ შორის მაკრატელი, რომელიც ნამდვილად სასარგებლო იარაღი იქნებოდა ინჟინერებისთვის.

დენთი XV საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა ფართოდ საალყო იარაღებში. ამ სურათზე პატარა ზარბაზანიდან გასროლაა გამოსახული.

კაიზერს რამდენიმე ტიპის საალყო კოშკი ჰქონდა წარმოდგენილი თავის ნაშრომში.

ციხესიმაგრის აღების ერთ-ერთი ხერხი მის ქვეშ გვირაბის გათხრა იყო, რომელსაც ხის მასალით ამაგრებდნენ, რათა საჭირო დრომდე არ ჩამოქცეულიყო, შემდეგ კი ციხესიმაგრის კედლებს ქვეშ ცეცხლს შეუნთებდნენ, რაც მის ჩამოქცევს და საძირკველის გამოცლას იწვევდა.

საპონტონე ხიდი საჭირო იყო როგორც მდინარის, ისე ციხესიმაგრის გარშემო გაკეთებული თხრილის გადასალახად.
თუ ერთი საშუალებით კედლის გარღვევას ვერ მოხერხდებდნენ, მეორეთი მის თავზე მოქცევას შეეცდებოდნენ (ეს საალყო კიბე წარმოადგენდა თოკზე ასხმულ ხის საფეხურებს). კიბის მთავარი ნაკლი იყო ის, რომ დამცველებს შეეძლოთ მისი დამცველებისთვის ისრები და ქვები დაეშინათ ანდაც საერთოდ ჩამოეგდოთ კიბე, გადაეჭრათ მისი თოკი. 

ნიკა ხოფერია
Medievalists.Net-ს მიხედვით