კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს, საკვანძო მოვლენად იქცა შუა საუკუნეების ისტორიაში. აღმოსავლეთ ევროპისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის ყველაზე მყარი ციტადელი ოსმალების ხელში აღმოჩნდა. ამავდროულად დაეცა რომის იმპერიის მემკვიდრეობის უკანასკნელი ძეგლი, დიდი კულტურული და სავაჭრო ცენტრი. შუა საუკუნეების ევროპის ყველაზე ნათელი წერტილი განვითარების თვალსაზრისით. დასავლეთმა ევროპამ თვითონ მისცა საშუალება თურქებს დაენგრიათ აღმოსავლეთის დამცავი კედელი და მალე იწვნია კიდეც თავის თავზე ომები და უბედურება, რაც კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგებს მოჰყვა. ზოგადად ბიზანტიის დედაქალაქის ოსმალების მიერ დაკავება 1453 წელს – მიიჩნევა შუა საუკუნეების დასასრულად მიჩნეული მოვლენებიდან ერთ-ერთ ყველაზე მართებულად და ამისთვის საკმარისი საბუთებიც არსებობს.
მოწინააღმდეგე მხარეები
ოსმალეთის იმპერია
ოსმალთა თურქული სახელმწიფო მცირე აზიაში XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გაჩნდა. პირველმა ოსმალმა მმართველმა, ოსმან I-მა რამდენიმე ქალაქი აიღო და ტერიტორიები მარმარილოს ზღვის სამხრეთით გააფართოვა. ოსმალეთის უმთავრესი მოწინააღმდეგე ბიზანტიის იმპერია იყო, თუმცა ზოგჯერ მასთან კავშირიც უხდებოდათ, რათა სხვა თურქი მმართველებისა და მონღოლების მძლავრი შეტევები მოეგერიებინათ. ოსმანის მემკვიდრეები თანდათანობით იპყრობდნენ მეზობელ ტერიტორიებს და მალე ბალკანეთის ნახევარკუნძულსაც გადაწვდნენ. მათ მოუხდათ ბრძოლა დიდი დამპყრობლის თემურ-ლენგის წინააღმდეგაც, რამაც გარკვეულწილად, დროებით დაასუსტა ოსმალეთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა ანკარასთან, სადაც სულთანი ბაიაზიდ I სასტიკად დამარცხდა თემურის ჯარებთან შეტაკებაში. მიუხედავად ამისა, ოსმალეთის განვითარება გრძელდებოდა. სულთნებმა შექმნეს კარგად ორგანიზებული სამხედრო სისტემა და ჩამოაყალიბეს მრავალრიცხოვანი ჯარი და არტილერია. 1452 წლისთვის მათ დასავლეთ ბალკანეთის საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავათ და ამით კონსტანტინოპოლი ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს.
1453 წელს დიდმა ოსმალმა სულთანმა, მეჰმედ II-მ ახალი, დიდი კამპანია წამოიწყო. მან გადაწყვიტა აეღო კონსტანტინოპოლი და საბოლოოდ მოესპო ბიზანტიის იმპერია. ამავდროულად ხელთ ეგდო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი მთელ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ამით ის კონტროლს მოიპოვებდა შავ ზღვაზე, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე და გზა გაეხსნებოდა როგორც სამხრეთის, ასევე ბალკანეთის ჩრდილო-დასავლეთის მიწების დასაკავებლად.
სულთანი ბაიაზიდ I ტყვედ თემურ-ლენგთან (სტანისლავ ჩლებოვსკის ნახატი, 1878 წ.)
1453 წელს დიდმა ოსმალმა სულთანმა, მეჰმედ II-მ ახალი, დიდი კამპანია წამოიწყო. მან გადაწყვიტა აეღო კონსტანტინოპოლი და საბოლოოდ მოესპო ბიზანტიის იმპერია. ამავდროულად ხელთ ეგდო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი მთელ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ამით ის კონტროლს მოიპოვებდა შავ ზღვაზე, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე და გზა გაეხსნებოდა როგორც სამხრეთის, ასევე ბალკანეთის ჩრდილო-დასავლეთის მიწების დასაკავებლად.
„სულთანი მეჰმედ II (1451-1481) მეოთხე ვაჟი იყო მურად მეორისა. ის დაიბადა ედირნეში 1432 წლის 30 მარტს. მეჰმედის დედა მურადის პირველი ცოლი გახლდათ, რომელსაც სავარაუდოდ ჰუმა-ხათუნი ერქვა. 11 წლის ასაკში მეჰმედი მამამისმა ამასიის პროვინციის მმართველად გაგზავნა. როგორც ახალგაზრდა კაცს მას ვარდისფერი ლოყები, წითელი ტუჩები, გრძელი ულვაში და მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა. 1450 წელს ცოლად შეირთო სით-ხათუნი – დულკადირის მმართველისა და ოსმალთა აღმოსავლეთ ანატოლიელი მოკავშირის ქალიშვილი.”(1) მეჰმედს აინტერესებდა ბიზანტიური და ძველბერძნული ცივილიზაციები, მისი საყვარელი გმირები კი აქილევსი და ალექსანდრე მაკედონელი იყვნენ. როდესაც სულთანი გახდა აშენებდა მედრესებს (სკოლებს), რათა თურქ ბავშვებს განათლება მიეღოთ. აფინანსებდა მწერლებსა და პოეტებს, თავადაც წერდა სხვადასხვა ნაწარმოებებს. ხალხმა მას არამარტო „ფათიჰ” – დამპყრობელი უწოდა, არამედ „აბუ ალ ხაირათი” – „კეთილ საქმეთა მამა”. მეჰმედი ამბიციური, ახალგაზრდა მმართველი იყო. მან გადაწყვიტა კონსტანტინოპოლის აღება, რადგან იცოდა მისი დიდი მნიშვნელობა, ასევე გეგმავდა ბიზანტიის საბოლოო განადგურებასა და ბალკანეთის შემომტკიცებას. ამ კამპანიის წამოწყებისას იგი სულ 21 წლის გახლდათ. პირველი დიდი წარმატების შემდეგ მეჰმედმა კიდევ ბევრი სამხედრო კამპანია ჩაატარა და ანატოლია, ბოსნია და ხორვატია დაიპყრო. იგი თურქეთის ნაციონალურ გმირად ითვლება.
მეჰმედ II (ჯენტილე ბელინის ნახატი, 1480 წ.)
ოსმალეთის იმპერიის არმია თავის დროის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ძალა იყო და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. სწორედ ამ კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული მეომრებით მოახერხეს თურქმა სულთნებმა უზარმაზარი სახელმწიფოს შექმნა. კონსტანტინოპოლის ასაღებად მომზადებული არმია სამ ძირითად ნაწილად იყოფოდა – პირველი ორი იმპერიის მთავარ რეგიონებში – რუმელიასა და ანატოლიაში იყო შეკრებილი და თითოეულ მათგანს ადგილობრივი ბეი ედგათ სათავეში. მათში შედიოდა მძიმე კავალერია – უმთავრესად „სიპაჰები”, მსუბუქი ცხენოსნები და ქვეითი ჯარი, რომლის მთავარი იარაღი მშვილდ-ისარი იყო. ჯარისკაცთა საკმაოდ დიდ ნაწილს ქრისტიანები შეადგენდნენ (უმეტესად ვალახები და სხვა ბალკანელი ხალხები). ამ ჯარის ელიტად მძიმედ აღჭურვილი ქრისტიანული კავალერია – ლაგატორები ითვლებოდნენ, რომელთაც საჭურველმტვირთველებიც ახლდნენ. ოსმალურ არმიაში ირიცხებოდნენ თურქოპოლებიც – მუსლიმებისგან შემდგარი დამხმარე (ხშირად მოქირავნე) კავალერია ანატოლიიდან, თუმცა მათ კონსტანტინოპოლის ალყაში მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშიათ. არმიის მესამე ნაწილს მონებისა და სამხედრო ტყვეებისგან შემდგარი კორპუსი, კაპიკულუ შეადგენდა. მათგან სულთანი საკუთარი გვარდიის რაზმეულებსაც აყალიბებდა, მათ შორის იანიჩარებს – ელიტური ქვეითი ჯარის ნაწილს, რომლის რაოდენობაც კონსტანტინოპოლის ალყის დროს 5000-მდე აღწევდა.
ამ დროისთვის იანიჩართა კორპუსი სასახლის გვარდიის მრავალ რაზმს შორის ერთ-ერთი იყო, ხოლო გვარდიის ექვს კავალერიულ შენაერთში მსახური უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა. „როდესაც მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლს მიაღწია 1453 წლის 6 აპრილს, მას 70 000 რეგულარული და 20 000 არარეგულარული, ბაში-ბაზუკებად წოდებული მეომარი ყავდა.“(2) დევიდ ნიკოლი 50 000 მეომარს ვარაუდობს ოსმალთა არმიაში (3), ჯონ ჰალდონი 20-30 000 (4). ვენეციური წყაროები კი, რომლებიც აშკარად განიცდიან შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ გაზვიადებას - 200-240 000 ჯარისკაცს ასახელებენ. ოსმალები განსაკუთრებულ იმედს ამყარებდნენ ძლიერ არტილერიაზე. “მეჰმედს ევროპელი მრჩეველი ჰყავდა ზარბაზნების ჩამოსხმის საქმეში, ეს იყო ურბან უნგრელი, რომელმაც მუსლიმური არმია სამოცდაათი ქვემეხით მოამარაგა, მათ შორის „ბასილიკით”, 27 ფუტის სიგრძე დიდი ბომბარდით, რომელიც 600 ფუნტზე მძიმე ქვის ჭურვებს ისროდა. მას დღეში მხოლოდ შვიდი გასროლის საშუალება ჰქონდა, მაგრამ სერიოზულ დაზიანებას აყენებდა ყველაფერს, მათ შორის ქალაქის კედლებს”(5). ოსმალთა განკარგულებაში იყო 70 ხომალდი (6) და 25 გალერა (7). სულთნის ჯარებს ზაგან ფაშა(1446-1466), ხოლო ფლოტს სულეიმან ბალთოღლუ მეთაურობდნენ. მათთან იყო მოკავშირე გეორგი (დურად) ბრანკოვიჩი (1377-1456) სერბთა რაზმეულებით.
ბიზანტიის იმპერია
ბიზანტია რომის დასავლეთ იმპერიის დაცემის შემდეგ მის მემკვიდრედ იქცა და თითქმის ათასი წელი იარსება, სანამ 1453 წელს ოსმალებმა არ გაანადგურეს. დროთა განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის საზღვრები იზრდებოდა და მცირდებოდა. ოქროს ხანა კი იუსტინიანე I-ს (527-565) მმართველობის ხანაში ჰქონდა. სხვადასხვა მძლავრ მოწინააღმდეგესთან, როგორებიც იყვნენ: არაბები, სლავური ტომები და თურქ-სელჯუკები, ბიზანტიის გავლენაც ნელ-ნელა შესუსტდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლი ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი იყო, ბიზანტია ჩამორჩებოდა განვითარებული ფეოდალიზმის ქვეყნებს, რაც აისახებოდა მის სამხედრო ძალაზეც და შიდა პრობლემებზეც. 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და მისი დაბრუნება ნიკეაში გამაგრებულმა ბიზანტიელებმა მიხაელ VIII პალეოლოგოსის (1259-1282) ხელმძღვანელობით მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ შეძლეს. პალეოლოგოსების დინასტია ბოლო გამოდგა ქვეყნის ისტორიაში. 1453 წელს, როდესაც ოსმალები კონსტანტინოპოლს მიადგნენ, ბიზანტიის იმპერია მხოლოდ ამ ქალაქისა და რამდენიმე მცირე ბერძნული პროვინციისგან შედგებოდა. იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი (1449-1453) 1405 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში. იგი მანუელ II დრაგასისა და ელენა დრაგასის მეოთხე, უმცროსი ვაჟი იყო. კონსტანტინე მორეაში (პელოპონესის ნახევარკუნძულზე) გაგზავნეს თავის ძმებთან თეოდორე II და თომა პალეოლოგოსთან ერთად ამ მხარის დესპოტად ანუ მმართველად. მან თავი გამოიჩინა როგორც ენერგიულმა, მამაცმა თუმცა ფრთხილმა სარდალმა.
მან გაამაგრა ადგილობრივი ციხე-ქალაქები და დაიბრუნა ათენი, თებე და პატრი. უფროსი ძმის იოანე VIII-ს სიკვდილის შემდეგ, მორეის დესპოტი კონსტანტინე - იმპერატორი კონსტანტინე XI გახდა 1449 წლის 12 მარტს, თუმცა ამ უმაღლეს პოსტზე იგი არ გამოდგა ისეთივე წარმატებული, როგორც დესპოტად. ეკლესიათა გაერთიანებაზე თანხმობის გამო კი მას ძლიერი ოპოზიცია გამოუჩნდა. კონსტანტინე ემზადებოდა ქალაქის თურქებისგან მოსალოდნელი ალყისთვის და დახმარებას დასავლეთ ევროპაში ეძებდა. „ინგლისი და საფრანგეთი ასწლიან ომის ბოლო ეტაპზე ებრძოდნენ ერთმანეთს. გერმანელი და ესპანელი მეფეები და პრინცები დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ არაფერი გამოუგზავნიათ. მხოლოდ იტალიაში მოყვა გარკვეული პოზიტიური გამოხმაურება ამ თხოვნას. გენუასა და ვენეციას არ სურდათ კონსტანტინოპოლი არაბი ვაჭრების ხელში ჩავარდნილიყო, ხოლო რომი დაპირდა დახმარებას, თუ მართლმადიდებლური ეკლესია პაპის უფლებებს აღიარებდა”(8). კონსტანტინეს შემდეგ ბიზანტიის ყველაზე გავლენიანი სამხედრო და სახელმწიფო პირი ლუკას ნოტარასი იყო, რომელიც 1449 წლიდან Megas Doux-ს ტიტულს ატარებდა და ერთ დროს მძლავრ ბიზანტიურ ფლოტს მეთაურობდა. ზოგიერთი წყარო მას გამყიდველობასაც აბრალებდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის მოღალატე გახლდათ. საინტერესოა ჯოვანი ჯიუსტინიანი ლონგოს პიროვნება. იგი გენუელი პროფესიონალი სამხედრო იყო და ბიზანტიამდე გენუის კოლონია კაფაში მსახურობდა. ჯიუსტინიანი საალყო ომის ექსპერტად იყო მიჩნეული. იგი 700 მეომრით ჩავიდა კონსტანტინოპოლში და სახმელეთო დაცვის რაზმების მეთაურობა ჩაიბარა. მან სიკვდილამდე პირნათლად შეასრულა მოვალეობა და თურქებისგან სასიკვდილოდ დაჭრილი გარდაიცვალა.
კონსტანტინოპოლის მთელი მოსახლეობა, თუ გალატას არ ჩავთვლით, სულ 40-50 000-ს აღწევდა, ხოლო რეგულარული გარნიზონი რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს. იმპერატორისგან შექმნილი ბერძნულ შენაერთში სულ 4973 მეომარი მოგროვდა, პროფესიონალი ჯარისკაციცა და მოხალისეთა დაცვის რაზმებიც, რასაც 200 უცხოელიც ემატებოდა. კონსტანტინოპოლის გალავანს „7000 მეომარი”(9) იცავდა. სხვადასხვა ცნობებითაც საშუალოდ 1453 წელს ბიზანტიის დედაქალაქის გარნიზონს საშუალოდ „6000-8500 ჯარისკაცი შეადგენდა.”(10) ჯაკომო ტედალდის მიხედვით, რომელიც იმ დროს ქალაქში იმყოფებოდა: „ქალაქში 30-დან 35 000-მდე კაცი იყო შეიარაღებული და ექვსი-შვიდი ათასი ნამდვილი ჯარისკაცი, ერთად 42 000-ს შეადგენდნენ”(11). კონსტანტინე ოსტროვიცელი, რომელიც კონსტანტინოპოლის ალყაში მონაწილეობდა, წერდა რომ ქალაქში 5000 მეომარი იყო (12). XV საუკუნის ბიზანტია იმდენად ღარიბი იყო, რომ არ შეეძლო ბევრი მოქირავნის შეკრება. დაცვით რაზმებში მსახური ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ქალაქის მილიციასა და უცხოელ მოხალისეებს მოუხდათ, მათ შორის ევროპელ ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს. აქ იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც 1437 წელს იმპერატორ იოანე VIII-ს გამოყვნენ იტალიიდან, მათ შორის ორი ტიპის კავალერია იყო: Stradioti – კარგად აღჭურვილი, თუმცა ევროპისთვის მსუბუქ ცხენოსნებად მიჩნეული ესკადრონი და Gianitzaroi. ძლიერ ბიზანტიელ დიდებულებს საკუთარი სამხედრო რაზმებიც ჰყავდათ. ერთადერთი ტერიტორია, სადაც ბიზანტიას ხელი მიუწვდებოდა ჯარის შეკრებაზე, მორეა იყო, სადაც კონსტანტინე ერთ დროს დესპოტი გახლდათ.
აქ არაბერძნული წარმოშობის სლავები, ალბანები და ლათინი ჯვაროსნებისა და იტალიელი კოლონისტი ფეოდალები სახლობდნენ. მშვილდ-ისრებითა და არბალეტებით შეიარაღებული ქვეითები მთავარ როლს თამაშობდნენ ასეთი ტიპის ბრძოლის დროს. ბიზანტიელი არბალეტის მსროლელები ელიტურ ნაწილადაც კი ითვლებოდნენ და საკუთარი საძმოები ჰქონდათ, როგორც იტალიელებს. მათ დასავლეთ ევროპული სტილის აბჯარ-საჭურველი და იარაღი გააჩნდათ. ბიზანტიელ დამცველებს ხელთოფებიც ჰქონდათ, თუმცა ოსმალებისგან განსხვავებით უფრო პატარა და სუსტები. ამ იარაღის დიდი ნაწილი უნგრეთიდან, იტალიიდან და ბალკანებიდან შემოვიდა. 1453 წელს ბიზანტიელები იყენებდნენ „ბერძნულ ცეცხლსაც” იოანეს გრანტის მეთაურობით, რომელიც გერმანიის გავლით ჩამოსულ შოტლანდიელად ითვლებოდა. კონსტანტინოპოლს გარედან მასიური გალავანი ეკრა. ეს კედლები რამდენიმე საუკუნის წინ იყო აგებული, თუმცა დროთა განმავლობაში ანახლებდნენ.
ყველაზე დიდ ცვლილებას საიმპერატორო სასახლის გარშემო აგებული შედარებით თანამედროვე სიმაგრეები წარმოადგენდა(ეს კედლები იმპერატორმა მანუელმა აღმართა მე-12 საუკუნეში), თუმცა გარშემო ღრმა თხრილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის გალავანი არ იყო სათანადოდ მომზადებული მოსალოდნელი შეტევისთვის, რომელიც თურქებმა იმ დროისთვის საუკეთესო იარაღით განახორციელეს. კედლებზე არ იყო საკმარისი ადგილი, რათა საბრძოლო მანქანები განეთავსებინათ, ეს კი ამცირებდა დაცვის ეფექტურობას. კონსტანტინოპოლის საზღვაო პორტში რამდენიმე ხომალდი იდგა, რადგან ბოლო ძლიერი ბიზანტიური ფლოტი გენუელებმა გაანადგურეს მე-14 საუკუნეში. ფლოტის არყოლამ დიდი დანაკლისი მიაყენა კონსტანტინე XI-ს და მეტი სუსტი წერტილი გააჩინა, რომლითაც თურქებს შეეძლოთ ესარგებლათ.
სიპაჰი (XVII ს. მინიატურა)

კონსტანტინე XI (იოანე ზონარას ისტორია, XV ს.)

სტრადიოტი

ბერძნული ცეცხლის გამოყენება საზღვაო ბრძოლაში (იოანე სკილიცეს თხზულების XII ს. ხელნაწერიდან, მადრიდის ბიბლიოთეკა)
ყველაზე დიდ ცვლილებას საიმპერატორო სასახლის გარშემო აგებული შედარებით თანამედროვე სიმაგრეები წარმოადგენდა(ეს კედლები იმპერატორმა მანუელმა აღმართა მე-12 საუკუნეში), თუმცა გარშემო ღრმა თხრილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის გალავანი არ იყო სათანადოდ მომზადებული მოსალოდნელი შეტევისთვის, რომელიც თურქებმა იმ დროისთვის საუკეთესო იარაღით განახორციელეს. კედლებზე არ იყო საკმარისი ადგილი, რათა საბრძოლო მანქანები განეთავსებინათ, ეს კი ამცირებდა დაცვის ეფექტურობას. კონსტანტინოპოლის საზღვაო პორტში რამდენიმე ხომალდი იდგა, რადგან ბოლო ძლიერი ბიზანტიური ფლოტი გენუელებმა გაანადგურეს მე-14 საუკუნეში. ფლოტის არყოლამ დიდი დანაკლისი მიაყენა კონსტანტინე XI-ს და მეტი სუსტი წერტილი გააჩინა, რომლითაც თურქებს შეეძლოთ ესარგებლათ.
ბრძოლა
მეჰმედ II ომისათვის კარგად მოემზადა. მან ააგო სიმაგრეები და ხიდები კონსტანტინოპოლის გარშემო, რომლითაც უზრუნველყოფდა თავისი ჯარის მოძრაობის თავისუფლებას და ოპერაციების წარმოებას ამარტივებდა, ამავდროულად ფლოტით ალყაში მოაქცია ქალაქის ნავსადგური. „ალყის დაწყებამდე, მეჰმედმა გაგზავნა ჯარის საუკეთესო ნაწილები, რათა დაეკავებინათ ქალაქის გარეთ მდებარე ბიზანტიური სიმაგრეები. ციხესიმაგრე თერაპია ბოსფორზე და პატარა სიმაგრე სოფელ სტუდიუსთან მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, რამდენიმე დღეში აიღეს, ხოლო პრინცესას კუნძულები მარმარილოს ზღვაში, ადმირალ ბალთოღლუს ფლოტმა დაიკავა”.(13) 1453 წლის მარტში მან კედლების მახლობლად ზარბაზნების განთავსების ბრძანება გასცა. ზღვის მხრიდან ალყაშემორტყმულები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან ყავდათ გამოცდილი მეზღვაურები და საკმაოდ ძლიერი, იტალიური ხომალდებისგან შემდგარი ფლოტი. 26 ხომალდის საბრძოლოდ გამოყენება შეიძლებოდა, მათგან მხოლოდ 10 იყო ბიზანტიური. იმპერატორის ბრძანებით გენუელმა ინჟინერმა ბარტოლომეო სოლიგომ ოქროს რქის (ნახევარკუნძული და ყურე, სადაც კონსტანტინოპოლის ნავსადგური მდებარეობდა) გასწვრივ რკინის ჯაჭვი გააბმევინა, რომელიც საშუალებას არ მისცემდა ოსმალურ ხომალდებს, შესულიყვნენ ნავსდაგურში.
იტალიელი მეომრები: სიენელი მეარბალეტე, ვენეციელი მშვილდოსანი და ვენეციელი მძიმედ აღჭურვილი ქვეითი, XV ს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
ქალაქში მცხოვრები ვენეციელებიც იძულებულები გახდნენ ბრძოლაში ჩართულიყვნენ. მათ ჯიროლამო მინოტო ჩაუდგა სათავეში. კონსტანტინე XI-მ სთხოვა მას, რომ ვენეციის დროშით ებრძოლა, რათა ოსმალებისთვის ეჩვენებინათ თუ ბიზანტიის გარდა ვისთან მოუწევდათ ბრძოლა. ოთხი მთავარი კარიბჭის გასაღებიც ვენეციელებს გადაეცათ. ფილიპო კონტარინი წმ. ქალწულ მარიამის ტაძრიდან ოქროს კარიბჭემდე იცავდა კედლებს, ჯაკოპო კონტარინი – კვარტალ სტუდიონს, გაბრიელ ტრევიზანის ვენეციელი და გენუელი მეზღვაურები კი ოქროს რქის მიმდებარე გალავანს ამაგრებდნენ. ალვისო დიედო ხელმძღვანელობდა ნავსადგურში მდგარ ფლოტს. ოქროს რქის დასაცავად გაბმულ ჯაჭვს ზუან ვენერის ხომალდი იცავდა, ჯოვანი ჯიუსტინიანი 2000 იტალიელისა და ბერძენისგან შემდგარ შენაერთს სარდლობდა და კედლის ცენტრალური ნაწილი ეჭირა ხმელეთის მხრიდან, სადაც ყველაზე ძლიერი იერიშები იყო მოსალოდნელი. 6 აპრილს თურქებმა ქალაქს ზარბაზნებიდან გაუხსნეს ცეცხლი და ხარისიუსის კარიბჭის კედლები დაანგრიეს, 7 აპრილს კი მსუბუქი არარეგულარული ჯარებითა და მოხალისეებით სცადეს კონსტანტინოპოლში შეჭრა, რაც მარცხით დასრულდა – დამცველებმა ადვილად მოახერხეს მტრის მოგერიება. ღამით ბიზანტიელებმა დანგრეული კედლები აღადგინეს. თავდაპირველად მათი ზარბაზნები ეფექტურად მუსრავდა თურქებს, მაგრამ შემდეგ ზოგიერთი მათგანი დაზიანდა და ბრძოლას გამოეთიშა. ალყის პირველ დღეებში ბიზანტიელები რამდენჯერმე ჩაებნენ გალავნის გარეთ ბრძოლებში, თუმცა ჯიუსტინიანიმ შეამჩნია, რომ ასე უფრო დიდ დანაკლისს განიცდიდა, ამიტომ მეომრები კედლებზე ამოაფარა. სულთანმა მეჰმედმა არტილერიული ბატარეები გადაადგილა და 11-12 აპრილს კვლავ დაუშინა ჭურვები ქალაქს.
„ბასილიკი", ოსმალთა გიგანტური ზარბაზანი კონსტანტინოპოლის კედლებთან (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
ეს კანონადა კონსტანტინოპოლის დაცემამდე არ შეწყვეტილა. 18 აპრილს ოსმალებმა კიდევ ერთი შეტევა მოაწყეს, ამჯერად მესოტიხიონის ნაწილზე, მაგრამ დამცველებმა კვლავ მოიგერიეს. მიუხედავად ხანგრძლივი არტილერიული დაბომბვისა და შეტევებისა, ალყაშემორტყმულებმა მაინც შეინარჩუნეს საკმარისი ძალები საომრად და საბრძოლო სულისკვეთება. ოსმალები წარუმატებლად მოქმედებდნენ ზღვაზეც. გენუელი, ბერძენი და ვენეციელი ზღვაოსნები ადვილად იგერიებდნენ სულეიმან ბალთოღლუს ფლოტის იერიშებს და კონტრშეტევებსაც აწყობდნენ. თურქულ ხომალდებს დარდანელის სრუტეში კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი დამხმარე ჯარისკაცებით, იარაღითა და სანოვაგით სავსე ვატიკანის სამი ხომალდი და ხორბლით დატვირთული ბიზანტიური ტრანსპორტი. სულთნის ბრძანებით ბალთოღლუ შეეცადა მათ განადგურებას ან დატყვევებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და კონსტანტინოპოლის ვენეციური გემების დახმარებით მოკავშირეები უვნებლად მივიდნენ ნავსადგურში. ამ დამარცხებამ დიდი გავლენა მოახდინა ოსმალთა საბრძოლო სულისკვეთებაზე. სულთნის ბრძანებით ბალთოღლუს ჩამოართვეს წოდება, ცემეს კეტებით და გააძევეს, მის მაგივრად კი სხვა დანიშნეს. ბალთოღლუმ ამ სირცხვილის ჩამოწმენდა და სიკვდილისგან გადარჩენა შემდეგ თავისი სიმამაცით მოახერხა.
წარუმატებლობების შემდეგ სულთანმა დიპლოკიონიონში შეკრიბა სარდალთა საბჭო, რათა სიტუაცია განეხილა. ჩანდარლი ხალილმა წარმოადგინა წინადადება, რომ შეეთავაზებინათ ბიზანტიისთვის გამხდარიყო ვასალი და ხარკი ეხადა სულთნისთვის 70 000 ოქროს სახით. ზაგანოს ფაშა, სხვა ვეზირები და მეჰმედ მეორის სულიერი მრჩეველი აკ-შამს ალ-დინი კი ურჩევდნენ გაეგრძელებინა სამხედრო მოქმედებები, მითუმეტეს, რომ ბიზანტია ვერ იღებდა დახმარებას ევროპული ქვეყნებისგან. მართალია ვატიკანმა და ვენეციამ გაგზავნეს ხომალდები კონსტანტინოპოლისკენ, მაგრამ ისინი ჯერ არ ჩანდნენ მარმარილოს ზღვის მახლობლად. გადაწყდა რადაც არ უნდა დასჯდომოდათ თურქული ფლოტით ქალაქის პორტში შეეღწიათ და ზღვიდანაც დამუქრებოდნენ ბიზანტიელებს, ამავდროულად ამ ადგილებში კედლებიც უფრო სუსტი იყო. მეჰმედ მეორემ მოახსნევინა ხომალდებიდან არტილერიის უდიდესი ნაწილი და ხმელეთიდან დაუშინა იტალიელებსა და ბიზანტიელებს, რომლებიც ნავსადგურში გაბმულ ჯაჭვს იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ გენუური დასახლება – გალატა, რომელიც ნეიტრალური გახლდათ, პოზიციების ნაწილს ფარავდა.
ისტორია მეჰმედ მეორეს მიაწერს არტილერიის ახალი ტიპის – მორტირის გამოგონებას, რომლითაც შესაძლებელი იყო შორ დისტანციაზე დაბომბვა, ისე რომ წინ აღმართულ დაბრკოლებას ხელი არ შეეშალა. შედეგად შეიქმნა ახალი მეცნიერება – ბალისტიკა. ოსმალებმა ხომალდები ხმელეთის გზით გადაათრიეს ოქროს რქაზე. ბოსფორში დარჩენილ შესუსტებულ თურქულ ფლოტს კი მოწინააღმდეგემ შეუტია, თუმცა დამარცხდა და უკან დაიხია.
ოსმალებს ხმელეთზე გადააქვთ ხომალდები (ფაუსტო ზონაროს ნახატი)
იმპერატორმა კონსტანტინემ მოკავშირეთა დამხმარე ფლოტილიის საძებრად პატარა გემი გაგზავნა თურქული დროშით, თუმცა მათი დაზვერვა უშედეგო გამოდგა და ხომალდი უკან დაბრუნდა. ოსმალებს ძალიან ეშინოდათ, რომ ბიზანტიელებს დამხმარე გემები მოუვიდოდნენ ვენეციიდან. მართლაც, ჯაკომო ტებალდის 29 ხომალდს რომ კონსტანტინოპოლის დაცემამდე 1 დღით ადრე მოესწრო, ქალაქი გადარჩებოდა. თურქებმა ძლიერი შეტევები წამოიწყეს ოქროს რქაზე, ააგეს პონტონის ხიდი, რომლითაც გადაიტანეს არტილერია, საბრძოლო მასალები და ქალაქის დაბომბვას შეუდგნენ. მალე მათ გაარღვიეს გალავანი და იერიში მიიტანეს, რათა პოზიციები განემტკიცებინათ და კონსტანტინოპოლში შეჭრილიყვნენ. მურად ფაშას ჯარები უკვე ქალაქში შეიჭრნენ, როცა იგი ბერძენმა დიდებულმა მძიმედ დაჭრა და ოსმალთა შეტევა შეადედა. მალე გამოჩნდნენ ჯიუსტინიანი, იმპერატორი კონსტანტინე და ლუკას ნოტარასი, რომელთაც მოახერხეს კვლავ დაებრუნებინათ პოზიციები. 8-11 მაისს მეჰმედ II-ს ძალებმა კალიგარის კარიბჭის მახლობლად გაარღვიეს კედელი და ახალი იერიში დაიწყეს. ბიზანტიელები ახერხებდნენ მათ მოგერიებას, მაგრამ ოსმალური არტილერია ახლა წმინდა რომანის კარიბჭეს მიადგა. თურქებმა აამოქმედეს სერბი დამნაღმველებიც, ბიზანტიელები კი იოანეს გრანტის მეთაურობით მათი შახტა ააფეთქეს. 25 მაისისთვის კონსტანტინოპოლმა ყველა შეტევა მოიგერია. ზაგანოს ფაშამ საალყო კოშკების გამოყენებაც სცადა, მაგრამ ღამით ბიზანტიელები გამოიჭრნენ და დაწვეს, დანგრეულ ადგილებზე კი ახალი, სახელდახელო სიმაგრეები აღმართეს. ძმები ბოკარდების ცხენოსანი რაზმი კერკოპორტის ციხე-სიმაგრიდან თავს ესხმოდა ოსმალთა ფლანგს და შლიდა მათ შეტევას ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილზე. ქალაქის დამცველები უკვე სასოწარკვეთილებაში იყვნენ, მათი საბრძოლო სულისკვეთება დაეცა.
იმპერატორს კონსტანტინოპოლის დატოვება და ომის სხვა ადგილას გაგრძელება სთხოვეს. სულთნის ელჩებმაც მოითხოვეს, რომ კონსტანტინე სამხრეთ საბერძნეთში გადასულიყო, ხოლო ქალაქი ოსმალებისთვის ჩაებარებინა, მაგრამ იმპერატორი არ დასთანხმდა და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ბრძოლა გადაწყვიტა. 29 მაისს ქალაქს ხელახლა შეუტია ოსმალურმა არტილერიამ, შემდეგ კი იერიშზე მუსტაფა ფაშას არარეგულარული ჯარები გადავიდნენ. მათ საშინელი დანაკარგები განიცადეს ჯიუსტინიანისგან და სულთანმა უკანდახევა უბრძანათ. თურქებმა წარუმატებელი იერიში მიიტანეს ოქროს რქაზეც. ბოლოს სულთანმა იანიჩარები ჩართო ბრძოლაში ბალთოღლუს მეთაურობით. ეს რეგულარული ნაწილები წმინდა რომანის კარიბჭისკენ ნელა, მწყობრად მივიდნენ. გალავნის თხრილამდე მათ თვითონ მეჰმედ მეორეც მიჰყვა. იანიჩარები ერთი საათის განმავლობაში უტევდნენ ქალაქს. მათმა ნაწილმა კერკოპორტის უკანა შესასვლელი არ იყო დაკეტილი და ჯარისკაცები სწრაფად შეიჭრნენ შიგნით. მალე კოშკის ქონგურებზე ოსმალური დროშა აფრიალდა. ჯიუსტინიანის ყუმბარის ნასხლეტი მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. პანიკა სწრაფად გავრცელდა მთელ ქალაქში. მეჰმედ მეორემ და ზაგანოს ფაშამ იანიჩართა ახალი ძალები ჩართეს ბრძოლაში გიგანტი ჰასან ულუბადელის მეთაურობით, მან გალავნის გადალახვა მოახერხა, მაგრამ დაიღუპა ქვის ჭურვის მოხვედრით. ქალაქის დაცვა დაირღვა. უცხოელებმა თავი შეაფარეს თავიანთ ხომალდებს, ადგილობრივები კი საკუთარ სახლებში მიიმალნენ. ბევრი დამცველი თურქებმა დაატყვევეს.
კონსტანტინოპოლის ალყა, 1453 წ. გასადიდებლად დააკლიკეთ მაუსით (ნ.ხოფერიას სქემა)
ოსმალებს დანებდა სტუდიონისა და პსამათიას რაიონები. არსებობს იმპერატორის სიკვდილის ორი ვერსია. ერთის მიხედვით იგი მცირეოდენ თანამებრძოლებთან ერთად თურქებს შეება და დაიღუპა, მეორე ვერსიის მიხედვით კი იგი საზღვაო ძალების ჯარისკაცებმა მოკლეს ისე, რომ არ იცოდნენ ვინ იყო. მეჰმედის რჩეული ჯარები ერთმანეთის მიყოლებით დაეუფლნენ მთელ ქალაქს და მძარცველთა წინააღმდეგ მცველები დააყენეს, თუმცა ზღვის მხრიდან კონსტანტინოპოლში შეჭრილმა მეზღვაურებმა ძარცვა-გლეჯა გააჩაღეს, სანამ რეგულარულმა ჯარებმა არ შეაკავეს მათი თარეში. მდიდრული მართლმადიდებლური ტაძრები ძალიან დაზარალდნენ, თუმცა ქალაქის ცენტრში მდგარი წმინდა მოციქულთა ეკლესია გადარჩა. სულთანი გეგმავდა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას და მოციქულთა ეკლესიის მთავარ ქრისტიანულ ტაძრად დატოვებას. უნდა აღინიშნოს რომ დამარცხებულ კონსტანტინოპოლელებს თურქები უკეთ მოეპყრნენ, ვიდრე 1204 წელს ჯვაროსნები. სულთანი ზარ-ზეიმით შევიდა ქალაქში.
შედეგები
„ჯიროლამო მინოტო და მისი ვაჟები ქალაქის დანებების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ხუთი დღის შემდეგ მათ გზას ლუკას ნოტარასიც გაუყენეს. ოსმალურმა სამხედრო ელიტამ საჭიროდ მიიჩნია ბიზანტიელი მაღალჩინოსნების თავიდან მოშორება.”(14) ბრძოლებში 4000-მდე ბიზანტიელი დაიღუპა, ასევე ომს შეეწირა 500 ვენეციელი, რომელთა ოჯახებს ვენეციის სენატმა კომპენსაცია გადაუხადა – სულ 200 000 დუკატის ოდენობით. ასევე დაიხოცნენ გავლენიანი ბიზანტიელები, იმპერატორი კონსტანტინე, ლუკას ნოტარასი. მძიმედ დაჭრილი ჯიუსტინიანი კი, რომელიც ხომალდით წაიყვანეს თავისიანებმა, მალევე გარდაიცვალა ქიოსში. თურქთა ზუსტი დანაკარგები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მათ ბიზანტიელებზე დიდი მსხვერპლი ჰქონდათ.
მეჰმედ II შედის კონსტანტინოპოლში (ბენჯამინ კონსტანტის ნახატი, 1876 წ.)
აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კულტურულ-ისტორიული, სამხედრო და სავაჭრო ბასტიონი დაეცა. კონსტანტინოპოლის დაცემამ საშინელი დარტყმა მიაყენა დასავლეთ ევროპას, რადგან ოსმალთა იმპერია, რომელიც ბიზანტიის მოსპობის შემდეგ უფრო გაძლიერდა და აღორძინდა, ექსპანსიური პოლიტიკის გატარებას შეუდგა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, შემდეგ კი შეუტია ავსტრიას, უნგრეთს, ალყა შემოარტყა ვენას და მხოლოდ დიდი ბრძოლების შემდეგ მოახერხეს ევროპელებმა მათი შეჩერება. ასევე მათ ხელში ჩაიგდეს დედამიწაზე ერთ-ერთი საკვანძო სავაჭრო წერტილი და უმნიშვნელოვანესი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები. პაპმა ნიკოლოზ V-მ ახალი ჯვაროსნული ომის წამოწყება სცადა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა და ეს განაზრახიც შეუსრულებელი დარჩა. თურქებმა კონსტანტინოპოლს ახალი სახელი – ისტამბული უწოდეს, აია-სოფია კი ისლამურ მეჩეთად გადააკეთეს. მიუხედავად ამისა, მართლმადიდებლური საპატრიარქო აქ მაინც დარჩა პატრიარქ გენადიუს II სქოლარიუსის(Γεώργιος Κουρτέσιος Σχολάριος, პატრიარქი 1454-1464 წლებში) ხელმძღვანელობით. ბევრი ბერძენი მეცნიერი და ხელოვანი იტალიაში წავიდა, სადაც შეიტანეს ბერძნულ-რომაული ცოდნა, რომელიც შემდეგ სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და რენესანსის ეპოქა განავითარა. “ოსმალებმა 1461 წლისთვის დაასრულეს დარჩენილი ბიზანტიური ნაშთების – მორეას, ეგეოსის ზღვის კუნძულებისა და ტრაპიზონის დაპყრობა.“(15)
პაპი ნიკოლოზ V (პიტერ პაულ რუბენსის ნახატი, 1612 წ.)
„მეცნიერები კონსტანტინოპოლის დაცემას საკვანძო მომენტად თვლიან - შუა საუკუნეების დასასრულად და რენესანსის დასაწყისად – დიდი და ძველი რელიგიის დაკნინებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პირველ დიდ ნაბიჯებად. ამავდროულად ოსმალების მიერ ეგეოსის, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის, მარმარილოსა და შავ ზღვებში გაბატონებამ ევროპელები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აზიამდე სხვა საზღვაო გზით მიეღწიათ, ამან კი დიდი აღმოჩენების ეპოქის იდეებს შეუწყო ხელი.”(16)
სქოლიოები:
1. Nicolle, David; John F Haldon; Stephen R Turnbull, The fall of Constantinople : the Ottoman conquest of Byzantium. Oxford, U.K. ; New York: Osprey Pub., 2007. 188.
2. Davis, Paul K, 100 decisive battles: from ancient times to the present. New York: Oxford University Press, 2001. 166.
3. Nicolle, David, Constantinople 1453: the end of Byzantium. Oxford: Osprey, 2000. 51.
4. Nicolle, Haldon, Turnbull. The fall of Constantinople, 7.
5. Davis, 100 decisive battles: from ancient times to the present, 166.
6. Nicolle, Haldon, Turnbull. The fall of Constantinople, 44.
7. Uyar Mesut & Edward J Erickson, A military history of the Ottomans : from Osman to Atatürk. Santa Barbara, Calif.: Praeger Security International/ABC-CLIO, 2009. 37.
8. Davis, 100 decisive battles: from ancient times to the present, 166.
9. Runciman, Steven, The fall of Constantinople, 1453. Cambridge: University Press, 1965. 85.
10. Nicolle, Constantinople 1453, 33.
12. записки Янычара. Написаны Константинам михайловичем из островицы, Введение, перевод и комментарии А.И Рогова. Москва, 1978. 72
14. Nicolle, Constantinople 1453, 83.
15. Norwich, John, Byzantium: The Decline and Fall. Penguin: London, 1995. 446.
16. Davis, Ralp, The Rise of the Atlantic Economies Ithaca. New York: Cornell UP, 1973. 9–10.
ბიბლიოგრაფია
1. Nicolle, David; John F Haldon; Stephen R Turnbull, The fall of Constantinople : the Ottoman conquest of Byzantium. Oxford, U.K. ; New York: Osprey Pub., 2007
2. Nicolle, David, Constantinople 1453: the end of Byzantium. Oxford: Osprey, 2000.
3. Davis, Paul K, 100 decisive battles : from ancient times to the present. New York: Oxford University Press, 2001.
4. Davis, Ralp, The Rise of the Atlantic Economies Ithaca. New York: Cornell UP, 1973.
5. Norwich, John, Byzantium: The Decline and Fall. Penguin: London, 1995.
6. Uyar Mesut & Edward J Erickson, A military history of the Ottomans : from Osman to Atatürk. Santa Barbara, Calif.: Praeger Security International/ABC-CLIO, 2009.
7. Runciman, Steven, The fall of Constantinople, 1453. Cambridge: University Press, 1965.
8. Philippides, Marios & Walter K Hanak, The siege and the fall of Constantinople in 1453 :historiography, topography, and military studies. Farnham, Surrey, England; Burlington, Vt. : Ashgate Pub. Co., 2011.
9. Gibbon, Edward & D M Low, The decline and fall of the Roman Empire. New York, Harcourt, Brace, 1960
10. Finkel, Caroline, Osman's dream: the story of the Ottoman Empire, 1300-1923. New York: Basic Books, 2006.
11. Ágoston, Gábor & Bruce Alan Masters; Encyclopedia of the Ottoman Empire. New York, NY : Facts On File, 2009.
12. Goodwin, Jason, Lords of the horizons: a history of the Ottoman Empire. New York: H. Holt, 1999.
13. Turnbull, Stephen R, The Ottoman Empire, 1326-1699. New York; London : Routledge, 2003.
14. Murphey, Rhoads, Ottoman warfare, 1500-1700. New Brunswick, N.J.: Rutgers University Press, 1999.
15. Bartusis, Mark C, The late Byzantine army : arms and society, 1204-1453. Philadelphia: University of Pennsylvania Press, 1992.

ნიკა ხოფერია