გონიოს ციხე, საქართველოში ანტიკური ხანის რომაული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ის დიდი ხანია იწვევს არქეოლოგებისა და ისტორიკოსების დიდ ინტერესს. მსგავსი ისტორიული ძეგლები, მთელს რომაულ სამყაროში გვხვდება. ბოლო ათწლეულში ზოგიერთი რომაული ციხის რეკონსტრუქცია გააკეთეს, ან ნაგებობები აღადგინეს, ან გრაფიკული გამოსახულებები შექმნეს. ამ პოსტში აფსაროსის (გონიოს) ციხის მიახლოებით რეკონსტრუქცის შემოგთავაზებთ. თამამად დააჭირეთ „სრულად წაკითხვას" და შემობრძანდით.
Let's start
ცოტა რამ რომაული ციხესიმაგრეებისა და გარნიზონების შესახებ საქართველოში
რომაული მესაზღვრე ჯარები საქართველოში უკვე ახ.წ. I საუკუნეში, იმპერატორ ნერონის (54-68 წწ.) დროს უნდა გამოჩენილიყვნენ. გამორიცხულია, რომ ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონი, როგორიც საქართველოს შავიზღვისპირეთი იყო, რომაელებს დაუცველად დაეტოვებინათ.
პონტოს პროვინციის ფლოტი ტრაპიზონში, სინოპსა და ამასტრისში იდგა და აკონტროლებდა კოლხი მეკობრეების მოქმედებას. ტრაპიზონში იჭრებოდა ბრინჯაოს მონეტებიც, რომლითაც ჯამაგირს უხდიდნენ კოლხეთში მდგარ გარნიზონებს. იოსებ ფლავიუსი ასახელებს 3000 მეომარს და 40 ხომალდს, რომელთაც მორჩილებაში ჰყავდათ „ჰენიოხები, კოლხები, ტავრები, ბოსფორანები და პოტოსა და მეოტიდის ირგვლივ მცხოვრები ხალხები". არსებობდა ე.წ Castellum-ები, რომაული სიმაგრეები გარნიზონებით, რომლებსაც რომაელები საზღვრებზე აგებდნენ და შიგნით მესაზღვრე ლიმიტანებს აყენებდნენ. ისინი ძირითადად, მუდმივად იდგნენ ამ ბანაკებში.
ასეთი ბანაკები, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო აფსაროსსა და სებასტოპოლისში. ხოლო ფასისში, არიანეს ცნობის მიხედვით ე.წ. Pila Muralia იდგა - ხის ძელური სიმაგრე, დამახასიათებელი ბრიტანეთისა და რაინ-დუნაისპირეთისთვის. უკვე შემდგომ, II საუკუნეში, არიანე ათვალიერებს სებასტოპოლისის სიმაგრეს, სადაც 200-მდე ჯარისკაცი უნდა მდგარიყო.

რომაელი ლეგიონერი, დამხმარე ჯარის (Auxilia) მეომარი და მხედარი (II ს.)
ასეთი ბანაკები, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო აფსაროსსა და სებასტოპოლისში. ხოლო ფასისში, არიანეს ცნობის მიხედვით ე.წ. Pila Muralia იდგა - ხის ძელური სიმაგრე, დამახასიათებელი ბრიტანეთისა და რაინ-დუნაისპირეთისთვის. უკვე შემდგომ, II საუკუნეში, არიანე ათვალიერებს სებასტოპოლისის სიმაგრეს, სადაც 200-მდე ჯარისკაცი უნდა მდგარიყო.
პიტიუნტში კი, აღმოჩენილი რომაული წარწერის მიხედვით, 135-152 წლებში უნდა ჩამდგარიყო გარნიზონი. მიუხედავად ამისა, აქ ნაკლებად ივარაუდება მაღალორგანიზებული თავდაცვითი ხაზი და კარგად გამართული საკომუნიკაციო ქსელის სისტემა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული სირთულეებისა და რომაული გარნიზონების მცირერიცხოვნობის გამო, ამიტომ რომაელი ავტორები არა Limes-ად, არამედ უბრალოდ რომის სამფლობელოდ მოხსენიებენ. აქ არსებული თავდაცვითი სისტემა განამტკიცა იმპერატორმა ვესპასიანემ. მომზენი თვლიდა, რომ აფსაროსისა და ფასისის გარდა, რომის შენაერთები იდგნენ მცხეთაშიც, რის დამამტკიცებლადაც შეიძლება მცხეთაში არსებული ძვ.წ 75 წლით დათარიღებული წარწერა მივიჩნიოთ, რომელშიც წერია რომ ვესპასიანემ გაამაგრა მცხეთის გალავნები 75 წელს, ხოლო 96 წლის შემდეგ გვაქვს ცნობა (წარწერა აზერბაიჯანში, ქობუსტანში), რომ XII ლეგიონის (Fulminata) ცენტურიონი, დომიციანეს მმართველობისას სამხრეთ ალბანეთშიც კი იყო (შესაძლებელია დიპლომატიური მისიით).
მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში რომაული ძალები არ ყოფილან არც ალბანეთში და არც იბერიაში, იმპერატორ ვალენსის აღმოსავლურ კამპანიამდე. პლინიუსის დასახელებულ Castellum Cumania, რომელიც რომაული შენაერთით იყო დაცული, დარიალის კარი უნდა იყოს, ურიცხვ მომთაბარეთა შეკავების მიზნით აგებული. 131 წელს, არიანეს ცნობით, ნახევარ ლეგიონამდე დამხმარე ჯარის ნაწილი იდგა აფსაროსში, ფასისში კი ლოდსატყორცნებით აღჭურვილი ხუთასი მეომარი. იმპერატორ ადრიანეს დროს რომაული პოზიციების გამტკიცებამ კავკასიაში ფარსმან მეორის პროტესტი და მის მიერ ალანების რომაულ პროვინციებზე შესევა გამოიწვია, თუმცა დიონ კასიუსის მიხედვით ფლავიუს არიანემ მოახერხა მათი განდევნა, ხოლო იბერიაში პოზიციების გასამტკიცებლად 500 მეომარი გაგზავნა, რომელიც თითქოს ფარსმანისთვის მეგობრობისა და მოკავშირეობის ნიშანი უნდა ყოფილიყო. III საუკუნიდან, განსაკუთრებით კი 238 წლიდან, შავიზღვისპირეთში გოთების ლაშქრობები დაიწყო (ბიზანტიელი ისტორიკოსი ზოსიმე მათ სკვითებად მოიხსენიებს), რის შედეგადაც განადგურდა რომაელთა თავდაცვითი სისტემა დასავლეთ საქართველოში, თუმცა ნაისუსთან გოთებზე გამარჯვების (268 ან 269 წ.) შემდეგ რომაელებმა სიტუაცია გამოასწორეს და სიმაგრეები კვლავ აღადგინეს. ამ დანაკარგის შევსება იმპერატორმა პრობუსმა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ფრანკი ლიმიტანების ჩასახლებით სცადა.
ამ პერიოდში უფრო აქტუალური გახდა კავკასიის რეგიონის საკითხი და III-IV საუკუნეების მიჯნაზე კოლხეთში რომაული ჯარის რაოდენობა გაიზარდა. IV საუკუნე კი სებასტოპოლის აღმავლობის პერიოდად იქცა, თუმცა არა ბიჭვინთისა. ამდენად არ არის გამორიცხული, რომ V საუკუნეშიც პიტიუნტსა და სებასტოპოლისშიც ბიზანტიელთა მცირერიცხოვანი გარნიზონი მდგარიყო. დევიდ ბრაუნდი Notitia Dignitatum-სა და არქეოლოგიური მასალების დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დაახლ. 370 წლისთვის აფსაროსს იმპერატორ ვალენსის სახელის მიხედვით Valentia ეწოდა და აქ გარნიზონად Cohors I Theodosiana იდგა, პიტიუნტში (პიტიუსი) კავალერიული რაზმი Ala I Theodosiana. სებასტოპოლისში კი Cohors I Claudia Equitata უნდა ყოფილიყო. არსებობდა აზრი, თითქოს 255-387 წლებში აქ გარნიზონები არ იდგნენ, თუმცა სხვადასხვა ფრაგმენტული წყაროების საშუალებით შეიძლება ამის უარყოფა. უფრო სავარაუდოა, რომ აქ გარნიზონები იდგა მაშინაც, როდესაც პიტიუნტის ეპისკოპოსი ნიკეის კრებაზე მიიწვიეს 325 წელს. ყოველ შემთხვევაში, როგორც პიტიუნტი, ასევე საერთოდ, კოლხეთის სანაპიროს ციხესიმაგრეთა ქსელი სრული ძალით მხოლოდ VI ს. 20 წლებიდან ამოქმედდა. [ნიკა ხოფერია, გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, წიგნი I. თბილისი: არტანუჯი, 2016].
ახლა კი მივხედოთ გონიო-აფსაროსის რეკონსტრუქციას
არსებობდა სხვადასხვა ტიპის რომაული სიმაგრეები. იყო ხის სამხედრო ბანაკები, რომლებიც შედარებით დროებით საცხოვრებელს წარმოადგენდა, ასევე ქვის სიმაგრეები, სადაც თითქმის ყოველთვის იდგა გარნიზონი. ადრეული ბანაკები დაცული იყო თხრილითა და მიწაყრილით. სტანდარტი იყო 2 მეტრი სიღრმისა და 5-6 მეტრი სიგანის თხრილის შემოვლება. განსაკუთრებულ შემთხვევებში 8 მ სიგანის თხრილიც კეთდებოდა. ხშირად მიწაყრილს დამატებით ხის კედელიც იცავდა.
ბანაკი კარგად იყო ორგანიზებული – კავალერიას, ქვეით ჯარს და მოკავშირეთა ნაწილებს თავიანთი სადგომი ჰქონდათ. დიდ ბანაკებში კეთდებოდა ბილიკები სწრაფი და კომფორტული გადაადგილებისთვის. ამ ყველაფერს ლეგიონერები თვითონ აკეთებდნენ. ისინი სამუშაო ხელსაწყოებსაც ისეთივე ოსტატობით იყენებდნენ, როგორც სატყორცნ შუბსა და მახვილს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ შესანიშნავ დისციპლინაზე. ასეთ სიმაგრეებს საკუთარი მუნიციპალური კონსტიტუცია გააჩნდა.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რომაული ციხესიმაგრეებიდან საუკეთესოდ შემორჩენილია აფსაროსი. იგი გეგმით სწორკუთხედია. რომაული კასტელუმის ძირითადმა ღერძებმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. ციხის კედლების სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, 7 მეტრს აღწევს. ამჟამად ციხესიმაგრე 18 კოშკს მოითვლის. თუმცა მათი რაოდენობა თავდაპირველად 22 იყო. პიტიუნტის ციხე-კასტელუმი სწორკუთხაა და სწორკუთხავე კოშკები აკრავს.
მისი გამაგრების სისტემა სიმტკიცით გამოირჩეოდა, რისი დასტურიც უნდა იყოს ციხე-ქალაქის გარშემო დღეისთვის არქეოლოგიურად გამოვლენილი ცალკე მდგომი სამი სადარაჯო კოშკი. გონიოს ციხის კვლევისას, დადგენილია თუ რა ტერიტორიას მოიცავდა ციხე თავდაპირველად და რა ნაგებობები იყო შიგნით - აბანო, ბეღელი, Principia (შტაბი), კარიბჭეები (Porta Praetoria, Porta Principalis Sinistra), წყალსადენი, ყაზარმები.
ერთ-ერთი არქეოლოგიური ანგარიში, რომელიც 2015 წელს გამოაქვეყნეს რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკიმ და ემზარ კახიძემ (Karasiewicz-Szczypiorski, Radosław; Kakhidze, Emzar, The Roman Fort “Apsaros” in Gonio – Early Phase. New Discoveries and Perspectives for Investigations. Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies 25–2015, pp. 179–198), რეკონსტრუქციის თვალსაზრისით, ინფორმაციულად დამეხმარა.
მე ყველა ეს დეტალი გავითვალისწინე და მის მიხედვით, პროგრამა Inkscape-ში დავხატე აფსაროსის ციხე. უნდა აღვნიშნო რომ ერთი გვერდი ცოტა არაპროპორციული გამოვიდა და შესაბამისად სწორი მართხკუთხედი არ შეიკრა, მაგრამ ეს იმისთვის, რათა უკეთ გამოჩენილიყო შიდა ნაგებობები. ასევე დაბლა მოყვანილია ციხის სქემაც. შემდგომში გრაფიკულ გამოსახულებას კიდევ უფრო დავხვეწ და უფრო ზუსტ ვარიანტსაც შემოგთავაზებთ.
ბერძნულენოვანი წარწერა მცხეთიდან, რომელშიც
ვესპასიანე და მითრიდატე არიან მოხსენიებულები
ლათინური წარწერა, რომელშიც XII ლეგიონის ცენტურიონია მოხსენიებული
(ქობუსტანი, აზერბაიჯანი)
კახეთში, სოფელ ზემო ქედაში ნაპოვნი რომაული მუზარადი
რომაელი მხედრები (III-IV ს.)
რომაელი ქვეითები (IV-V სს.)
ახლა კი მივხედოთ გონიო-აფსაროსის რეკონსტრუქციას
არსებობდა სხვადასხვა ტიპის რომაული სიმაგრეები. იყო ხის სამხედრო ბანაკები, რომლებიც შედარებით დროებით საცხოვრებელს წარმოადგენდა, ასევე ქვის სიმაგრეები, სადაც თითქმის ყოველთვის იდგა გარნიზონი. ადრეული ბანაკები დაცული იყო თხრილითა და მიწაყრილით. სტანდარტი იყო 2 მეტრი სიღრმისა და 5-6 მეტრი სიგანის თხრილის შემოვლება. განსაკუთრებულ შემთხვევებში 8 მ სიგანის თხრილიც კეთდებოდა. ხშირად მიწაყრილს დამატებით ხის კედელიც იცავდა.
რომაული ციხესიმაგრე ზემო გერმანიაში, II ს. მხატვარი ადამ ჰუკი
აბანო რომაულ ციხესიმაგრეში, ადამ ჰუკის ნახატი
ბანაკი კარგად იყო ორგანიზებული – კავალერიას, ქვეით ჯარს და მოკავშირეთა ნაწილებს თავიანთი სადგომი ჰქონდათ. დიდ ბანაკებში კეთდებოდა ბილიკები სწრაფი და კომფორტული გადაადგილებისთვის. ამ ყველაფერს ლეგიონერები თვითონ აკეთებდნენ. ისინი სამუშაო ხელსაწყოებსაც ისეთივე ოსტატობით იყენებდნენ, როგორც სატყორცნ შუბსა და მახვილს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ შესანიშნავ დისციპლინაზე. ასეთ სიმაგრეებს საკუთარი მუნიციპალური კონსტიტუცია გააჩნდა.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რომაული ციხესიმაგრეებიდან საუკეთესოდ შემორჩენილია აფსაროსი. იგი გეგმით სწორკუთხედია. რომაული კასტელუმის ძირითადმა ღერძებმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. ციხის კედლების სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, 7 მეტრს აღწევს. ამჟამად ციხესიმაგრე 18 კოშკს მოითვლის. თუმცა მათი რაოდენობა თავდაპირველად 22 იყო. პიტიუნტის ციხე-კასტელუმი სწორკუთხაა და სწორკუთხავე კოშკები აკრავს.
კარნუნტუმის რომაული ციხის ნაშთები და აღდგენილი ნაწილი (ავსტრია)
ვინდოლანდას (ჩრდილოეთ ინგლისი) რომაული ციხესიმაგრის ნაშთები
გონიოს ციხე (ზედხედი)
კატაპულტის ქვები გონიოდან (ავტორის ფოტო)
ერთ-ერთი არქეოლოგიური ანგარიში, რომელიც 2015 წელს გამოაქვეყნეს რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკიმ და ემზარ კახიძემ (Karasiewicz-Szczypiorski, Radosław; Kakhidze, Emzar, The Roman Fort “Apsaros” in Gonio – Early Phase. New Discoveries and Perspectives for Investigations. Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies 25–2015, pp. 179–198), რეკონსტრუქციის თვალსაზრისით, ინფორმაციულად დამეხმარა.
მე ყველა ეს დეტალი გავითვალისწინე და მის მიხედვით, პროგრამა Inkscape-ში დავხატე აფსაროსის ციხე. უნდა აღვნიშნო რომ ერთი გვერდი ცოტა არაპროპორციული გამოვიდა და შესაბამისად სწორი მართხკუთხედი არ შეიკრა, მაგრამ ეს იმისთვის, რათა უკეთ გამოჩენილიყო შიდა ნაგებობები. ასევე დაბლა მოყვანილია ციხის სქემაც. შემდგომში გრაფიკულ გამოსახულებას კიდევ უფრო დავხვეწ და უფრო ზუსტ ვარიანტსაც შემოგთავაზებთ.
სურათის სრული ზომით სანახავად გადადით ამ ლინკზე: http://www.picz.ge/img/s4/1701/4/3/31640a1e621e.png
ნიკა ხოფერია