პო­ლი­ბი­ო­სის სამ­ყა­რო: რომის აღზევება


ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ომე­ბის ის­ტო­რი­ას. ბერ­ძენ-სპარ­სელ­თა ომის (ძვ.წ. 499-449 წწ.) დრო­ი­დან, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი და ევ­რო­პა მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­და ერ­თმა­ნეთს და ერ­თი მთლი­ა­ნო­ბის ორ პო­ლუ­სად იქ­ცა, რომ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ანუ ძვე­ლი სამ­ყა­როს დაპ­ყრო­ბა, ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელ­მა შეძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი იმ­პე­რია და­ი­შა­ლა, ელი­ნის­ტუ­რი, ბერ­ძნულ-მა­კე­დო­ნუ­რი კულ­ტუ­რა ფარ­თოდ გავ­რცელ­და მთელს აზი­ა­ში და დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა იქ მო­სახ­ლე ხალ­ხებს.
ძვ.წ. IV-III სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა, ან­ტი­კურ ხა­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ქა­ო­ტუ­რი პე­რი­ო­დი იყო. ალექ­სან­დრეს ლაშ­ქრო­ბამ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. აქე­მე­ნი­ან­თა სპარ­სე­თის იმ­პე­რი­ის ნან­გრე­ვებ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ბაქ­ტრი­ი­სა და სე­ლევ­კი­დე­ბის სა­მე­ფო­ე­ბი, შემ­დგომ­ში კი პარ­თია, დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძოდ­ნენ პირ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში, სე­ლევ­კიდ­თა და­სუს­ტე­ბის შემ­დეგ, ძა­ლებს იკ­რებ­და დი­დი არ­მე­ნი­ის სა­მე­ფო, მცი­რე აზი­ა­ში პონ­ტო, ეგ­ვიპ­ტე კი მო­ხერ­ხე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­თა და სიმ­დიდ­რით, ხან­გრძლი­ვად ინარ­ჩუ­ნებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში ფი­ნი­კი­ელ­თა ძლე­ვა­მო­სი­ლი კო­ლო­ნია - კარ­თა­გე­ნი - იმ­ყა­რებ­და სა­ფუძ­ველს და ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­რო ქა­ლა­ქებ­თან ვაჭ­რო­ბით მდიდ­რდე­ბო­და, აარ­სებ­და კო­ლო­ნი­ებს ეს­პა­ნეთ­ში, იცავ­და თა­ვის პო­ზი­ცი­ებს სი­ცი­ლი­ა­ზე. იტა­ლი­ა­ში, ქა­ლა­ქი რო­მი ნელ-ნე­ლა დო­მი­ნან­ტი ძა­ლა ხდე­ბო­და და ია­რა­ღი­თა თუ დიპ­ლო­მა­ტი­ით, იმორ­ჩი­ლებ­და ეტ­რუს­კებ­სა და იტა­ლი­კებს, ებ­რძო­და გა­ლებს და დევ­ნი­და მათ ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ი­დან.
ელინისტური სამყარო (ძვ.წ. 240 წ.)

სა­ბერ­ძნე­თი კლა­სი­კურ ხა­ნა­ში, ბერ­ძენ-სპარ­სელ­თა ომე­ბის დროს ჯერ კი­დევ ძლი­ე­რი იყო. ბერ­ძნუ­ლი პო­ლი­სე­ბი სპარ­ტა, ათე­ნი, თე­ბე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით აქე­მე­ნი­ან­თა მრა­ვალ­რიც­ხო­ვან ლაშ­ქარ­საც ამარ­ცხებ­დნენ, მაგ­რამ ძვ.წ. V-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, ში­ნა­ო­მე­ბის პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ისი­ნი სის­ხლი­სა­გან და­ი­ცალ­ნენ,  და­უძ­ლურ­დნენ და მა­კე­დო­ნი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცნენ და ალექ­სან­დრეს იმ­პე­რი­ის დაშ­ლის შემ­დე­გაც ვე­ღარ აღიდ­გი­ნეს უწინ­დე­ლი ძლი­ე­რე­ბა. ბალ­კა­ნეთ­ზე, მა­კე­დო­ნი­ის სა­მე­ფოს გარ­და, მხო­ლოდ ეპი­როსს ჰქონ­და ხან­მოკ­ლე ძლი­ე­რე­ბის ხა­ნა მე­ფე პი­რო­სის (ძვ.წ. III ს.) ზე­ო­ბის ხა­ნა­ში. ეს­პა­ნეთ­ში კელტ-იბე­რი­ელ­თა ტო­მე­ბი, მათ­გან ჩრდი­ლო­ე­თით კი გა­ლე­ბი და გერ­მა­ნე­ლე­ბი ჯე­რაც თა­ვი­სუ­ფალ­ნი იყ­ვნენ და რო­მა­ელ­თა ბა­ტო­ნო­ბა არ ეგე­მათ. 
რო­მის აღ­ზე­ვე­ბი­სა და იმ­პე­რი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს - პუ­ნი­კუ­რი (ძვ.წ. 264-146 წწ.), მა­კე­დო­ნუ­რი (ძვ.წ. 214-148 წწ.) და სი­რი­უ­ლი (ძვ.წ. 192-188 წწ.) ომე­ბის ხა­ნას, ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში პო­ლი­ბი­ო­სის ეპო­ქა­საც უწო­დე­ბენ, რად­გან ეს მოვ­ლე­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ვრცლად, ბერ­ძენ ის­ტო­რი­კოსს პო­ლი­ბი­ოსს (და­ახლ. ძვ.წ. 200-118 წწ.) აქვს აღ­წე­რი­ლი. პო­ლი­ბი­ო­სი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოდ წერს, თა­ნაც ის თა­ვა­დაც მე­ო­მა­რი იყო, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ა­ში, მა­გა­ლი­თად, III პუ­ნი­კუ­რი ომი­სას, კარ­თა­გე­ნის აღე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ კარ­გად ეს­მო­და იმ ომე­ბის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აღ­წერ­და. „პო­ლი­ბი­ო­სი რო­მა­ელ­თა წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზად ორ ფაქ­ტორს ასა­ხე­ლებს - პირ­ვე­ლი იყო კარ­გად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც აძ­ლევ­და ში­ნა­გან სტა­ბი­ლუ­რო­ბას, რაც ყვე­ლა ბერ­ძნულ სა­ხელ­მწი­ფოს აკ­ლდა, მე­ო­რე კი - შე­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­ხედ­რო სის­ტე­მა"(1).
ანტიგონე მონოფთალმოსი. (ჯონი შუმატეს ნახატი)

ეპირის მეფე პიროსი, ძვ.წ. III ს. (ჯონი შუმატეს ნახატი)

ად­რე­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ო­დის რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და იმ­პე­რი­ის პე­რი­ო­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან. „მათ­თვის მხო­ლოდ ერ­თი რეს­პუბ­ლი­კა არ­სე­ბობ­და, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა ზრუ­ნავ­და და ერ­თი­ან­დე­ბო­და მტრის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად"(2)- წერს ძვ.წ. I სა­უ­კუ­ნის რო­მა­ე­ლი ავ­ტო­რი სა­ლუს­ტი­უ­სი. „ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ფიც­ხე­ლი ომე­ბით რაც არ უნ­და შე­ვიწ­რო­ე­ბულ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ცხე­ნე­ბის, მე­ომ­რე­ბის, ფუ­ლის დამ­კარ­გავ­ნი, არა­სო­დეს იღ­ლე­ბოდ­ნენ ია­რა­ღით ხელ­ში ებ­რძო­ლათ თვით­მპყრო­ბე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად"(3) - ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ რო­მა­ე­ლებს თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხებ. მარ­კუს ემი­ლი­უს ლე­პი­დუ­სი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის დრო­საც მო­უ­წო­დებს რო­მა­ე­ლებს და­იც­ვან თა­ვი­სუფ­ლე­ბა - „გა­ნა რა და­ვი­ცა­ვით ჩვენ პი­რო­სის, ჰა­ნი­ბა­ლის, ფი­ლი­პე­სა და ან­ტი­ო­ქო­სის­გან, თუ არა თა­ვი­სუფ­ლე­ბა"(4). I სა­უ­კუ­ნის დი­დი რო­მა­ე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ტა­ცი­ტუ­სი კი აღ­ნიშ­ნავს: „მხო­ლოდ მოკ­ლე დრო­ით მყარ­დე­ბო­და ერ­თპი­როვ­ნუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რა. დე­ციმ­ვირ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბა ორ წელ­ზე მეტ­ხანს არ გრძელ­დე­ბო­და. არც სამ­ხედ­რო ტრი­ბუნ­თა სა­კონ­სუ­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბა გრძელ­დე­ბო­და ხან­გრძლი­ვად, არც  ცი­ნას ბა­ტო­ნო­ბა, არც სუ­ლა­სი იყო დღეგ­რძე­ლი, და პომ­პე­უ­სი­სა და კრა­სუ­სის ძლი­ე­რე­ბა მა­ლე გა­და­ვი­და კე­ის­რის ხელ­ში. ლე­პი­დუ­სი­სა და ან­ტო­ნი­უ­სის ია­რა­ღი კი - ავ­გუს­ტუს­ზე, რო­მელ­მაც პრინ­ცეპ­სის სა­ხე­ლით მი­ი­ღო სა­მო­ქა­ლა­ქო ომე­ბით ძალ­გა­მოც­ლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო"(5). სექსტუს იულიუს ფრონ­ტი­ნუ­სის (I ს.) თხზულება „სტრა­ტა­გე­მე­ბი", რომელიც ანტიკური ხანის მხედართმთავრების სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, ძირითადად სწორედ პოლიბიოსის ეპოქას ეხება. ფრონ­ტი­ნუ­სი ფაქ­ტობ­რი­ვად გვერდს უქ­ცევს იმ­პე­რი­ის პე­რი­ო­დის მხე­დარ­თმთავ­რებს, თუნ­დაც აგ­რი­პას, გერ­მა­ნი­კუს­სა და სხვებს და აქ­ცენტს აკე­თებს ძვე­ლი და ად­რე­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ო­დის რომ­ზე. მარ­თა­ლია მის კრე­ბულ­ში გვხვდე­ბა „სტრა­ტა­გე­მე­ბი" ბერ­ძნებ­ზე, მა­კე­დო­ნე­ლებ­ზე, სპარ­სე­ლებ­ზე და სხვა ხალ­ხებ­ზეც, მაგ­რამ უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მა­ინც რო­მის ის­ტო­რი­ას უჭი­რავს ან იმ უც­ხო­ელ სარ­დლებს, რომ­ლე­ბიც „პო­ლი­ბი­ო­სის ეპო­ქა­ში" რო­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პი­როს­სა და ჰა­ნი­ბალს.
„პოლიბიოსის სამყაროს" რომაელი ლეგიონერები, ძვ.წ. III-II სს. 
კართაგენელი ქვეითები. ჯონი შუმატეს ნახატი
რო­მა­ე­ლე­ბი ით­ვი­სებ­დნენ სხვა ხალ­ხთა სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბას და სწავ­ლობ­დნენ სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე. მათ შეძ­ლეს შე­ექ­მნათ ისე­თი სამ­ხედ­რო და სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა, რო­მელ­საც ბა­და­ლი არ ჰქონ­და მთელს ხმელ­თა­შუა ზღვის­პი­რეთ­ში. ბევ­რი რამ გა­და­ი­ღეს ბერ­ძენ­თა­გა­ნაც, თუმ­ცა კი, ზო­გი­ერ­თი რო­მა­ე­ლი ავ­ტო­რი, თუნ­დაც სა­ლუს­ტი­უ­სი არც ისე მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნი­სა იყო მათ­ზე და წერ­და „სიქ­ვე­ლე, სიფ­ხიზ­ლე და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ბერ­ძნებს არ გა­აჩ­ნი­ათ."(6) სულ­მოკ­ლე და მო­ღა­ლა­ტე ხალ­ხად მი­იჩ­ნევ­დნენ „ბარ­ბა­რო­სებს", გა­ლებ­სა და ეს­პა­ნე­ლებს, თუმ­ცა კი მა­თი სამ­ხედ­რო საქ­მი­და­ნაც ბევ­რი რამ შე­ით­ვი­სეს რო­მა­ე­ლებ­მა (7)
ზე­მოთ უკ­ვე ნახ­სე­ნე­ბი სა­ლუს­ტი­უ­სის თხზუ­ლე­ბის ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფრაგ­მენ­ტში, რო­მელ­შიც პონ­ტოს მე­ფის მით­რი­და­ტეს წე­რი­ლია მო­ცე­მუ­ლი, პარ­თი­ის მე­ფი­სად­მი, ნაჩ­ვე­ნე­ბია რო­გო­რი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ რო­მა­ე­ლე­ბი­სად­მი უც­ხო­ელ მე­ფე­ებს - „რო­მა­ე­ლებს მთელს ერებ­თან, ხალ­ხებ­თან ბრძო­ლი­სათ­ვის ერ­თი და იგი­ვე ძვე­ლი მი­ზე­ზი აქვთ - ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და სიმ­დიდ­რის­კენ უზო­მო მის­წრა­ფე­ბა. რო­მა­ელ­თა ჩვე­უ­ლე­ბაა - და­ამ­ხონ ყვე­ლა სა­მე­ფო. მო­ვიდ­ნენ ოდეს­ღაც უსამ­შობ­ლო­ნი და უთ­ვის­ტო­მო­ნი, რა­თა თა­ვი­ან­თი არ­სე­ბო­ბით მთე­ლი ქვეყ­ნი­სათ­ვის უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ტა­ნათ. მათ ხომ და­სა­ბა­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც გა­აჩ­ნდათ, ძარ­ცვით მო­ი­პო­ვეს, სახ­ლე­ბი, ცო­ლე­ბი, მი­წე­ბი, ძა­ლა­უფ­ლე­ბა."(8) - წერს მით­რი­და­ტე და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­მა­ელ­თა დაპ­ყრო­ბე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად, თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­კოს­თა ნა­წი­ლიც სწო­რედ ამას მი­იჩ­ნევს. რო­მა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუდ­მივ, აგ­რე­სი­ულ სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კა­ზე იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ოდ­ში, არის­ტოკ­რა­ტი სე­ნა­ტო­რე­ბი, რო­მელ­თაც არ­ჩევ­ნე­ბის გზით დრო­ე­ბი­თი ძა­ლა­უფ­ლე­ბა უვარ­დე­ბო­დათ ხელ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დნენ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ეს შან­სი კა­რი­ე­რულ გზა­ზე (Cursus Honorum) წინ­სვლი­სათ­ვის.
რომაელი მხედართმთავრის ტრიუმფალური მსვლელობა რომში 
გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­ფა­სე­ბე­ლი იყო სამ­ხედ­რო ას­პა­რეზ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და რომ­ში ტრი­უმ­ფით შეს­ვლის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც კი გვაქვს, რომ კონ­სუ­ლე­ბად არ­ჩე­უ­ლი რო­მა­ე­ლი მა­გის­ტრა­ტე­ბი, ისეთ დრო­საც კი, რო­დე­საც იმ­პე­რია სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იყო, ცდი­ლობ­დნენ მი­ე­ღოთ ისე­თი პრო­ვინ­ცია, რომ­ლი­და­ნაც რო­მე­ლი­მე ხალ­ხთან ომის გა­ჩა­ღე­ბას შეძ­ლებ­და. ზოგ­ჯერ კონ­სუ­ლო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად დიდ თან­ხებ­საც ხარ­ჯავ­დნენ და ანაზ­ღა­უ­რე­ბას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ომის სა­შუ­ა­ლე­ბით აპი­რებ­დნენ (9). პონ­ტოს მე­ფის წე­რილ­ში­ვე რო­მა­ე­ლე­ბი მოხ­სე­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც „მზაკ­ვრე­ბი და ვე­რა­გუ­ლი ხრი­კე­ბის გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი"(10) . მე­ფე ამა­შიც არ ცდე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა იმ­პე­რი­ის შე­საქ­მნე­ლად, „მზაკ­ვრო­ბი­სა" და „ვე­რა­გუ­ლი ხრი­კე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბას არც ელი­ნის­ტი მე­ფე­ე­ბი და მათ­გან უპირ­ვე­ლე­სად, თვი­თონ მით­რი­და­ტეც არ ერი­დე­ბო­და. 
ჯა­რი, რომ­ლი­თაც რეს­პუბ­ლი­კის გა­მო­ჩე­ნი­ლი სარ­დლე­ბი გა­მარ­ჯვე­ბებს აღ­წევ­დნენ, ლე­გი­ო­ნე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და. პო­ლი­ბი­ო­სის დროს, რო­მა­უ­ლი ლე­გი­ო­ნი სა­შუ­ა­ლოდ 4500 კა­ცი­სა­გან შედ­გე­ბო­და, მათ­ში 300-მდე მხე­და­რი იყო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მძი­მედ აღ­ჭურ­ვი­ლი ქვე­ი­თე­ბი - ჰას­ტა­ტე­ბი, პრინ­ცი­პე­ბი, ტრი­ა­რე­ბი და ვე­ლი­ტე­ბი (11). ლე­გი­ო­ნი ტაქ­ტი­კურ საბ­რძო­ლო ერ­თე­უ­ლე­ბად იყო­ფო­და, თავ­და­პირ­ვე­ლად უმ­თავ­რე­სად მა­ნი­პუ­ლე­ბად, შემ­დგომ­ში კი კო­ჰორ­ტე­ბად. მა­ნი­პულ­ში ორი ცენ­ტუ­რია (1 ცენ­ტუ­რია - 80 კა­ცი) ერ­თი­ან­დე­ბო­და, ანუ 160 მე­ო­მა­რი, კო­ჰორ­ტა­ში კი ექ­ვსი ცენ­ტუ­რია შე­დი­ო­და ანუ სულ 480 ლე­გი­ო­ნე­რი. იმ­პე­რი­ის ზრდას­თან და არ­მი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სამ­ხედ­რო ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­დეგ, მა­ნი­პუ­ლე­ბი უკ­ვე არა­საკ­მა­რი­სი იყო და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, კო­ჰორ­ტა კი მსხვი­ლი საბ­რძო­ლო ერ­თე­უ­ლი იყო და უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აც ჰქონ­და. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ლე­გი­ო­ნე­ბის რიც­ხვიც გა­ი­ზარ­და და ისი­ნი პრო­ვინ­ცი­ებ­შიც გან­ლაგ­დნენ, რა­თა არ და­ეშ­ვათ ამ­ბო­ხე­ბე­ბი და საზ­ღვრე­ბი­დან მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ტო­მე­ბის თავ­დას­ხმა. ლე­გი­ონს შე­ეძ­ლო ადაპ­ტი­რე­ბა ყო­ველ­გვა­რი ტაქ­ტი­კი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან ბრძო­ლა­ში და ამით ის უნი­ვერ­სა­ლუ­რი იყო.
რომაელები საზღვაო ბრძოლაში (ძვ.წ. III-II სს.), პიტერ კონოლის ნახატი

არის­ტოკ­რა­ტი რო­მა­ე­ლი სარ­დლე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­და, პირ­ველ რიგ­ში მე­ომ­რე­ბიც იყ­ვნენ. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას კა­რი­ე­რის ნა­წი­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი. ისი­ნი არ იღებ­დნენ მხე­დარ­თმთავ­რო­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლურ წვრთნას და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბის შე­დე­გად იღებ­დნენ, რაც თა­ვის­თა­ვად, დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო მათ წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და სიმ­დიდ­რე­ზე (12). რო­მის ის­ტო­რი­ის არც ერთ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბუ­ლა რა­ი­მე, მსგავ­სი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა მთა­ვარ­სარ­დლე­ბი­სა და მა­თი უფ­რო­სი ოფიც­რე­ბი­სათ­ვის. ნაშ­რო­მე­ბი სამ­ხედ­რო თე­ო­რი­ა­ზე ზო­გი­ერთ პე­რი­ოდ­ში ხში­რად იწე­რე­ბო­და, მაგ­რამ უბ­რა­ლო სა­ვე­ლე სწავ­ლე­ბას ოდ­ნავ თუ აღე­მა­ტე­ბო­და (უმ­თავ­რე­სად აღ­წერ­და ელი­ნის­ტუ­რი ფა­ლან­გის მა­ნევ­რი­რე­ბას, ტაქ­ტი­კას, რაც უკ­ვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და გა­მო­უ­სა­დე­გა­რი იყო) და ნაკ­ლე­ბად დე­ტა­ლუ­რი იყო. ზო­გი­ერ­თი რო­მა­ე­ლი სარ­და­ლი თვი­თონ ეც­ნო­ბო­და ასეთ ნაშ­რო­მებს, მაგ­რამ რა­საკ­ვირ­ვე­ლია ეს არ იყო მე­თა­უ­რო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სას­წავ­ლი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა. ისი­ნი გა­მოც­დი­ლე­ბას იღებ­დნენ და სწავ­ლობ­დნენ სამ­ხედ­რო საქ­მეს ისე­ვე, რო­გორც პო­ლი­ტი­კას - სხვა­თა მა­გა­ლით­ზე და სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ებ­ში და­ბა­ლი რან­გის ოფიც­რე­ბად და მე­ომ­რე­ბად მსა­ხუ­რის შე­დე­გად (13). დღეს მთა­ვარ­სარ­დლე­ბის იმ­გვა­რად და­ნიშ­ვნას, რო­გორც ეს რომ­ში ხდე­ბო­და, არა­ე­ფექ­ტი­ა­ნად და აბ­სურ­დუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო­ე­ბი რო­მა­ელ სარ­დლებს მე­ტად და­ბალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, სა­შუ­ა­ლო დო­ნის სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბად თვლი­ან და მი­იჩ­ნე­ვენ რომ მა­თი წარ­მა­ტე­ბა ძი­რი­თა­დად არ­მი­ის ორაგ­ნი­ზე­ბა­ზე, დის­ციპ­ლი­ნა­სა და ტაქ­ტი­კა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია იყ­ვნენ სცი­პი­ო­ნი და კე­ი­სა­რი, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ნი­ჭი­ე­რე­ბი, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არის­ტოკ­რა­ტი რო­მა­ე­ლი სარ­დლე­ბი, მაგ­რამ მა­თი მხე­დარ­თმთავ­რუ­ლი უნა­რი ინ­სტიქ­ტურ გე­ნი­ა­ლო­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა­საც სხვე­ბი ვერ გა­უ­წევ­დნენ კონ­კუ­რენ­ცი­ას (14).  ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო თხზუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რო­მა­ე­ლი მხე­დარ­თმთავ­რის მთელს კამ­პა­ნი­ას დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, არის გა­ი­უს იუ­ლი­უს კე­ის­რის „კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ლი­ის ომის შე­სა­ხებ" (15). ეს არის მე­მუ­ა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­სარ­ჩე­ვია რო­მა­ულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში და ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ძვე­ლი გა­ლე­ბის, ბრი­ტე­ბი­სა და გერ­მა­ნე­ლე­ბის ის­ტო­რი­ის შე­სას­წავ­ლა­დაც.  


(1) Adrian Keith Goldsworthy, Roman Warfare (London, 2000), 42.
(2) Sallustius, Duae epistolae I; X, 8. სალუსტიუს კრისპუსი, თხზულებანი, თარგმნა გიორგი ქაჯაიამ (თბილისი, 2013), 199. 
(3) Sallustius, Duae epistolae I;  X, 7. თხზულებანი, 199.
(4) სალუსტიუს კრისპუსი, „მარკუს ემილიუს ლეპიდუსის სიტყვა რომაელი ხალხისადმი", 4. თხზულებანი, 168.
(5) Tacitus, Annals, I, 1.
(6) Sallustius, Duae epistolae I;  IX, 3. თხზულებანი, 197.
(7) მაგალითად მახვილი – გლადიუსი ესპანელებისაგან, მუზარადი და ჯაჭვის პერანგი გალებისგან და ფარი სკუტუმიც ასევე ესპანელთაგან და გალებისგან. მოწინააღმდეგის იარაღს, რომაელები მათსავე წინააღმდეგ ბრწყინვალედ იყენებდნენ.
(8) სალუსტიუს კრისპუსი, „მითრიდატეს წერილი მეფე არშაკს", თხზულებანი, 186-188.
(9) Goldsworthy, Roman Warfare, 79-80.
(10) სალუსტიუს კრისპუსი, „მითრიდატეს წერილი მეფე არშაკს", თხზულებანი, 186.
(11) ჰასტატები – წინა ხაზზე მებრძოლები, ადრეული რესპუბლიკისას ისინი ლე-გიონერებს შორის ყველაზე ახალგაზრდა და მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცები იყვნენ; პრინციპები – უფრო მძიმედ აღჭურვილი და გამოცდილი მეომრები; ტრიარები – ვეტერანი ლეგიონერები; ველიტები – მსუბუქი ქვეითები. 
(12) Goldsworthy, In the name of Rome, 15.
(13) იქვე.
(14) იქვე, 16.
(15) ქართულ ენაზე გამოცემულია თხზულების პირველი 2 წიგნი. გაიუს იულიუს კეისარი, კომენტარები გალიის ომის შესახებ, წიგნი I-II, თარგმანი და კომენტარები თეოდორა ყარალაშვილისა და ნიკა ხოფერიასი (თბილისი, 2015).


ნიკა ხოფერია
ფრაგმენტი სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემების" ქართულენოვანი თარგმანის (შესავალი: ნიკა ხოფერია, მთარგმნელები: ნიკა ხოფერია, ლევან ტავლალაშვილი) შესავლიდან.