ქალაქ ნაისასთან ბრძოლა - ბრძოლა რომაელებსა და გოთებს შორის ახ.წ 268 წლის სექტემბერში. ბრძოლის მიზეზი გახდა გოთების მასიური შემოჭრა რომის იმპერიის ტერიტორიაზე ახ.წ 267 წლის ბოლოსთვის. გოთებმა ააოხრეს რომის პროვინცია პანონია. რომის იმპერატორმა, კლავდიუს II-მ ( მარკუს ავრელიუს ფლავიუს კლავდიუს გოთიკელი ახ.წ 268-270 ) თავის ერთგულ სარდალთან და მომავალში რომის იმპერატორთან , ავრელიანესთან ერთად ლეგიონები დაძრა გოთებისკენ. ბრძოლა ქალაქ ნაისასთან გაიმართა და რომაელთა გამარჯვებით დასრულდა. გოთების დანაკარგი დაახლოებით 30-დან 50 ათასამდე იყო.
ავტორი: http://samxedro-istoria.blogspot.com/ ადმინისტრატორი, ნიკა ხოფერია.
ეს სტატია დევს ქართულ ვიკიპედიაზე და დაწერილია ჩემს მიერ ( ნიკა ხოფერია ).