აუსტერლიცი, 1805

აუსტერლიცი/ბრძოლა(1805 წ)მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება/გენერალური ბრძოლა საფრანგეთის იმპერიისა და მესამე კოალიციის მთავარი წევრების(რუსეთი და ავსტრია) ჯარებს შორის დაბა აუსტერლიცთან. ეს ბრძოლა ისტორიაში შევიდა “სამი იმპერატორის ბრძოლის” სახელით(ნაპოლეონი_საფრანგეთის იმპერატორი, ფრანც II - ავსტრიის იმპერატორი, ალექსანდრე I - რუსეთის იმპერატორი). ეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ნაპოლეონის მიერ ჩატარებულ ბრძოლებს შორის.

ბრძოლა მოხდა 1805 წლის 2 დეკემბერს(ახალი სტილით).მოკავშირეთა არმია 85000 ადამიანს ითვლიდა(60000 რუსეთის არმია,25000 ავსტრიის არმია 278 ზარბაზნით).რუსეთ-ავსტრიის ჯარის მეთაური მ.ი კუტუზოვი იყო.
საფრანგეთის ჯარის რაოდენობა 70000-მდე ჯარისკაცს ითვლიდა.ნაპოლეონმა ჩათვალა რომ ეს ძალები საკმარისი იყო გამარჯვების მისაღწევად.
მოკავშირეთა ძალები 1805 წლის 2 დეკემბრის ღამეს ასე იყვნენ მომზადებულნი:
პირველი სამი რუსული კოლონა გენერლების:დ.ს დოხტუროვის და ა.ფ ლანჟერონის მეთაურობით შეადგენდნენ მარცხენა ფრთას რომლის საერთო მეთაური იყო ინფანტერიის გენერალი ფ.ფ ბუკსგევდენი.

მე-4 რუსულ-ავსტრიული კოლონა გენერალ-ლეიტენანტების ი.კ კოლოვრატის და მ.ა მილორადოვიჩის მეთაურობით ცენტრს იკავებდნენ რომელსაც თვითონ მ.ი კუტუზოვი სარდლობდა,
პ.ი ბაგრატიონისმე-5 კოლონა(13000 კაცი) და ი.ლიხტენშტეინის( 4500 კაცი)შეადგენდა მარჯვენა ფლანგს,რომლის მეთაურიც იყო პ.ი ბაგრატიონი.
რუსეთის გვარდიის რეზერვი მე-4 კოლონასთან იდგა და მას დიდი მთავარი,მეფე ალექსანდრე I-ის ძმა კონსტანტინე რომანოვი მეთაურობდა.
ავსტრიისა და რუსეთის იმპერატორები:ფრანც II და ალექსანდრე I მე-4 კოლონასთან იდგნენ.

ბრძოლის გეგმა ეკუთვნოდა ავსტრიელ გენერალ ვეიროტერს.მისი გეგმის მიხედვით რუსეთ-ავსტრიელებს მარცხენა ფლანგიდან უნდა შემოევლოთ ფრანგებისათვის,ამ ფლანგზე განლაგებული იყო მოკავშირეთა არმიის ყველაზე დიდი რაოდენობა.
ვეიროტერის მონაცემების მიხედვით საფრანგეთის ჯარი სულ 40000 ჯარისკაცს შეადგენდა.კუტუზოვი ავსტრიელთა გეგმას არ ეთანხმებოდა,მაგრამ იმპერატორებმა მას არ დაუჯერეს,ამას მოჰყვა საშინელი დამარცხება.
ნაპოლეონი ხედავდა რომ მოკავშირეთა არმიის მხედარმთავარს კუტუზოვს ალექსანდრე I ყურს არ უგდებდა და ვეიროტერის გეგმას ეთანხმებოდა,ამიტომ ნაპოლეონმა ადვილად გააბა რუსეთ-ავსტრიის არმია მახეში.
საფრანგეთის იმპერატორი მიხვდა რომ მტერი აპირებდა მისთვის ავსტრიის დედაქალაქის,ვენის გზა გადაეჭრა და ეიძულებინა ჩრდილოეთისაკენ დაეხია სადაც ადვილად მოაქცევდნენ ალყაში.

ნაპოლეონმა გადაწყვიტა არმია პრაცენის მაღლობის დასაკავებლად შეეკრიბა ცენტრში და ამავდროულად მტერზე გადამწყვეტი შეტევა მიეტანა.
ფრანგთა ჯარის იერიში პრაცენის მაღლობზე დილის 9 საათზე დაიწყო.ამ დროს მოკავშირეთა მარცხენა ფლანგმა დაიწყო ფლანგური მოძრაობა.
მოკავშირეთა სუსტი ცენტრი ნაპოლეონმა მალე დაამარცხა და პრაცენის მაღლობი დაიკავა(ცენტრში ნაპოლეონს 50000 კაცი ჰყავდა დარაზმული).პრაცენის მაღლობის დაკავების შემდეგ ბონაპარტმა დაიწყო მოკავშირეთა მარცხენა ფლანგზე შეტევა რომელიც ორი მხრიდან ალყაში მოაქცია.მარცხენა ფლანგის სარდალმა,ბუკსგევდენმა უკან დახევა დაიწყო.მისი ჯარის ნაწილი გაყინულ ტბაზე გადადიოდა როცა ნაპოლეონმა ბრძანა ყინულისათვის ყუმბარები დაეშინათ.გაყინულ ტბაში უამრავი ჯარისკაცი დაიხრჩო და გაიყინა.ბევრი კი არტილერიამ გაანადგურა.დაახლოებით 1000 კაცამდე აქ დაიღუპა.
მოკავშირეთა მარჯვენა ფლანგმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ფრანგებს.ამ ნაწილს ბაგრატიონი სარდლობდა რომელიც მეტად ზუსტად და ჭკვიანურად მოქმედებდა.მან მხოლოდ მას შემდეგ დაიხია უკან რაც ნაპოლეონმა მის წინააღმდეგ მიურატი გაგზავნა კავალერიით.

ავსტრიის და რუსეთის იმპერატორები ბრძოლის ველიდან ბრძოლის დამთავრებამდე გაიქცნენ.ალექსანდრე I ტიროდა და კანკალებდა.მისი გაქცევა შემდეგ დღეებშიც გრძელდებოდა.დაჭრილმა კუტუზოვმა ძლივს უშველა თავს.
მოკავშირეებმა ბრძოლაში დაკარგეს 27000 ჯარისკაცი,ნაპოლეონმა 9000-მდე.ბრძოლის შედეგი იყო ის რომ დასუსტდა და ომს გამოეთიშა ავსტრია,განადგურდა რუსეთის არმია და დაიშალა მესამე ანტიფრანგული კოალიცია.ამ ბრძოლის შემდეგ ავსტრიის იმპერატორმა ფრანც II-მ ალექსანდრეს შეუთვალა რომ ომის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უნდა ეფიქრათ.რუსეთმა საფრანგეთთან ომი მეოთხე კოალიციაში შესვლის შემდეგ განაახლა.აუსტერლიცთან დამარცხებით რუსეთმა არმიის დიდი ნაწილი დაკარგა და ცოცხლად გადარჩენილიც დაეფანტა ამიტომ ამ სახელმწიფომ 27000-ზე მეტი ზარალი ნახა.

ნაპოლეონის ბრძოლებს შორის აუსტერლიცი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად ჩატარებული ბრძოლაა.ნაპოლეონმა მოახერხა მტრის მახეში გაბმა და სასტიკი დამარცხება.მან რუსებსა და ავსტრიელებს თავი მოაჩვენა თითქოს მათზე ბევრად მცირე და სუსტი არმია ჰყავდა და ბრძოლისა ეშინოდა.ამით მოკავშირეები გამხნევდნენ და გენერალური ბრძოლა გამართეს.ფრანგებმა ისინი დაამარცხეს და ზავზე აიძულეს.
აუსტერლიცი სამხედრო ხელოვნების შედევრად ითვლება და ისწავლება სამხედრო სასწავლებლებში.ეს გამარჯვება მიღწეულ იქნა არა რამდენიმე რთული მანევრის საშუალებით არამედ ერთი უბრალო სვლით,რომლითაც გადაწყდა ბრძოლის ბედი.

გამოყენებული ლიტერატურა

1.ტარლე ე.ვ. “ნაპოლეონი”,თბილისი 1996.გამომცემლობა”ბედია”
2.ცისკარიშვილი დ.”ნაპოლეონი”წიგნი II.გამომცემლობა”ლომისი”თბილისი 1997
3. The Encyclopedia of the French Revolutionary and Napoleonic Wars,A Political, Social, and Military History, Gregory Fremont-Barnes, Editor
4. Elite159-French Napoleonic Infantry Tactics 1792–1815 - (Elite, 159)
ავტორი: ნიკა ხოფერია