ძვ.წ II საუკუნეში რომაელ ლეგიონერებს თავისი ხარჯებით უნდა შეეძინათ
სამხედრო აღჭურვილობა, ამიტომ ყოველ მეომარს შეიძლებოდა განსხვავებული მუზარადი და სხვადასხვა ტიპის აბჯარი ჰქონოდა. ადრეულ რესპუბლიკური რომი განუწყვეტლივ ომებს აწარმოებდა და ამიტომ მათ ჭირდებოდათ ყოფილიყვნენ მუდმივ მზადყოფნაში და ჰქონოდათ ბევრი და მაღალი ხარისხის იარაღი.
ძვ.წ II საუკუნის მიწურულს გაიუს მარიუსმა შემოიღო ახალი სამხედრო რეფორმა, რომელიც
ითვალისწინებდა, რომ რომის არმიაში ჩაირიცხებოდნენ მეომრები მოსახლეობის დაბალი
ფენებიდან და მათ შეიარაღებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა. ხოლო მოგვიანებით
საერთოდ აღარ ექცეოდა ყურადღება ქონებრივ ფენას და ჯარში ყველა თანასწორი იყო,
როგორც ითქვა, გაიუს მარიუსის რეფორმის შემდეგ სამხედრო აღჭურვილობას
ლეგიონერებს სახელმწიფო ყიდულობდა და ამის შემდეგ ეს შეიარაღება რომის არმიის
სტანდარტად და სამხედრო ფორმად იქცა.
მუზარადი. რომაული ტიპის მუზარადების დიდი ნაწილი რესპუბლიკურ პერიოდში
შეიქმნა. ამ მუზარადებს უწოდებენ “მონტეფონტინოს”. ასეთი სტილის თავსარქმელები
ნაპოვნია საბერძნეთში, სადაც რომაელებს მრავალი ბრძოლის გადატანა მოუწიათ.
ბერძნებსაც ჰქონდათ მუზარადები, რომელსაც კონოსს უწოდებდნენ, მაგრამ ბერძნული
კონოსები ნახევარსფეროს მსგავსი ფორმისა იყო. რომაული მუზარადი გალურ და
ბერძნულ მუზარადს წააგავდა, მაგრამ მორთული იყო ორი ან სამი გრძელი სხვადასხვა
ფერის ბუმბულით. მუზარადი მონტეფორტინო თანამედროვე მუზარადებს ძალიან ჰგავს და სწორედ მის მსგავს ჩაჩქნებს ატარებენ ზოგიერთი თანამედროვე არმიის ჯარისკაცები. მონტეფორტინო მუზარადის ერთადერთი სახეობა არ ყოფილა, რადგან მაშინ
რამდენიმე სახეობის მუზარადი იყო გავრცელებული. ხშირად გამოიყენებოდა იტალიურ-კორინთული და იტალიურ-ატიკური მუზარადები, რომლებიც სამხრეთ იტალიიდან გავრცელდა იტალიაში. ჩვენამდე არცერთ ასეთ მუზარადს არ მოუღწევია გარკვეული მიზეზების გამო.

იტალიურ-ატიკური მუზარადი განსაკუთრებით სამნიტებში იყო პოპულარული, შემდეგ
კი იმპერიის ხანაში წარმოიქმნა საიმპერიო მუზარადები.
ფარი. ისტორიკოსი პოლიბიუსი თავის ნაშრომში აგვიღწერს რომაული ფარს, რომელიც
ლეგიონერებს ძვ.წ IV-II საუკუნეებში ჰქონდათ. ადრეული პერიოდის რომაული ფარი
სიგრძეში 140 სმ იყო ხოლო სიგანეში 75 სმ, ხოლო სისქე ცენტრში ანუ ყველაზე
განიერ ადგილზე 10 სმ-მდე. ხისა და ტყავისგან დამზადებული ფარები ზოგჯერ ლითონის
თხელი ფენით იყო დაფარული, უმეტესობას კი რკინის სალტეები მხოლოდ კუთხეებში და
გვერდებზე ჰქონდა, რათა ფარისთვის სიმტკიცე მიეცა. რომაული ფარი კარგად უძლებდა
მახვილისა და შუბის დარტყმებს. ყველა მაშინდელ რომაულ ფარს ცენტრში საკმაოდ სქელი რკინის
კვადრატული ან მრგვალი ნაჭერი ჰქონდა მიჭედებული, რითაც მტრის ისრების
ასხლეტა შეიძლებოდა.
ანტიკური ავტორების მიხედვით რომაული ფარები სამნიტური ან საბინური
წარმოშობისა იყო. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომელიც ამტკიცებს, რომ რომაელებმა
ასეთი ფარების დამზადება გალებისაგან ისწავლეს. რომაელები იყენებდნენ მრგვალ
ფარებსაც, თუმცა ასეთი ტიპის ფარს უფრო ცხენოსნები ან მსუბუქი ქვეითები
ატარებდნენ. რომაული ფარის ლათინური სახელწოდებაა “სკუტუმი” (სცუტუმ).
რომაული ფარი სხვადასხვა ხისგან მზადდებოდა, განსაკუთრებით არყის, ვაზისა და
ცაცხვის მასალით. ხის ფარის ცენტრში კიდევ ერთი, სქელი კვადრატული ხის ნაწილი
მაგრდებოდა, რომელზეც მილურსმული იყო რკინის ფირფიტა. მთელი ფარის სიგრძეზე
მიყვებოდა ვიწრო და მაგარი ხის ნაწილი (სპინა), რომელიც ფარის ზედაპირს კიდევ
უფრო ამტკიცებდა, ხოლო ფარის გვერდებზე და თავსა და ბოლოში რკინის ნაწილები ჰქონდა სიმაგრისთვის.ვეგეტიუსი თავის ნაშრომებში აცხადებს, რომ
ლეგიონის ყველა კოჰორტას ფარზე განსაკუთრებული, დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, ხოლო ფარის უკანა მხარეს ეწერა მისი მფლობელი ჯარისკაცის სახელი და იმ
კოჰორტისა და ცენტურიის სახელწოდება, რომელშიც ის მსახურობდა. ეს წესი იმპერიის პერიოდშიც შენარჩუნდა,თუმცა ფარის წინა მხარეს საიმპერიო ნიშნები გაჩნდა.
ანტიკური ისტორიკოსების გადმოცემით, სციპიონ აფრიკელის ესპანურ ლაშქრობაში რომაელი ჯარისკაცების მოხატული და მორთული იყო ისე, როგორც ეს პატრონს სურდა.
განსაკუთრებით ეს წესი ცენტურიონებს და განსაკუთრებულად გამორჩეულ მეომრებს
მოსწონდათ, რათა ბრძოლაში ადვილი ყოფილიყო მათი გამორჩევა სხვებისაგან. თავად
სციპიონ აფრიკელი სილიუს იტალიელის პოემის მიხედვით ატარებდა ფარს, რომელზეც
მისი მამის და ბიძის გამოსახულება იყო გამოხატული.
ნიკა ხოფერია