დასავლეთინდური სავაჭრო კომპანია(ჰოლანდ. West-Indische Compagnie)


ჰოლანდიის სავაჭრო კომპანია, რომელმაც დაარსებისთანავე (1621 წელს) მიიღო გენერალური შტატებისგან(ჰოლანდია) მონოპოლიური უფლება ვაჭრობასა და კოლონიზაციაზე ამერიკაში და დასავლეთ აფრიკაში. 
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: მონათვაჭრობა, ვაჭრობა ოქროთი, ვერცხლით, ტყავით, სპილოს ძვლით, შაქრით. ასევე მეკობრეობა(განსაკუთრებით ესპანური გემების ძარცვა). კომპანიას 5 ძირითადი ბაზა ჰქონდა და იმართებოდა 19 ვაჭრისაგან შემდგარი საბჭოს მიერ.
ჰოლანდიის დასავლეთინდურმა სავაჭრო კომპანიამ ისარგებლა პორტუგალიის კოლონიური იმპერიის შესუსტებით. ჰოლანდიელებმა მოახერხეს დაეკავებინათ ბრაზილიის ჩრდილოეთი ნაწილი(ჰოლანდიური ბრაზილია), ასევე სურინამი და ანტილის კუნძულები. ჩრდილოეთ ამერიკაში ჰოლანდიელთა მთავარი დასაყრდენი ახალი ამსტერდამი გახდა, ხოლო აფრიკაში პორტუგალიელთათვის წართმეული სანაპირო ფორტები და გვინეა(ჰოლანდიის გვინეა). 
დასავლეთინდური კამპანიის რეორგანიზაცია 1647 წელს მოხდა, თუმცა ამ დროისთვის მას აღარ ჰქონდა ადრინდელი მნიშვნელობა(პორტუგალიამ დაიბრუნა ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილი, ახალი ამსტერდამი ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ნაწილთან ერთად ინგლისელებმა დაიპყრეს). 1791 წელს კომპანიის აქციები ჰოლანდიის მთავრობამ შეისყიდა და დასავლეთინდურმა სავაჭრო კომპანიამ ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა.
                                                                                                                      ნიკა ხოფერია