მსოფლიო ისტორიაში არიან ადამიანები რომელთაც თავი ომებში გამარჯვებით, ბრძნული პოლიტიკით, სამართლიანობით და განათლებით კი არა, არამედ უზნეო ჩვევებით, სისასტიკით და სულელური ქმედებით გამოიჩინეს. სწორედ მათ სიას მიეკუთვნება რომის მერვე იმპერატორი, ავლუს ვიტელიუსი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც მსოფლიოს ყველაზე ღორმუცელა მონარქმა.
ავლუს ვიტელიუსი (ლათ: Aulus Vitellius Germanicus, ახ.წ 15-69 წლები, რომს მართავდა ახ.წ 69 წლის 17 აპრილიდან იმავე წლის 20 დეკემბრამდე) უკვე ადრეულ ასაკში მსახურობდა რომის არმიაში, რომლის რიგებში მონაწილეობა მიიღო მცირე აზიაში და სომხეთში მიმდინარე მოქმედებებში, ხოლო შემდეგ დაინიშნა ქვემო რაინის ლეგიონების მთავარსარდლად. ამ თანამდებობას მან იმპერატორ ნერონის, მისი უახლოესი მეგობრის და თანამეინახის მმართველობისას მიაღწია. რომში მარკუს სალვიუს ოტონის გაიმპერატორებისთანავე ლეგიონებმა ვიტელიუსი აღიარეს იმპერატორად და რომისკენ დაიძრნენ, რათა ნერონის ძველი მეგობარი ტახტზე აეყვანათ, რათა შემდეგ ამით ხელი მოეთბოთ. ვიტელიუს დაეხმარა ზემო რაინის ლეგიონების მეთაურიც, ახალგაზრდა და მამაცი ცეცინა. ვიტელიუსის არმიამ 69
წლის აპრილში ბედრიაკის ველზე გაანადგურა ოტონის ჯარები, რითაც გარყვნილ
მბრძანებელს საშუალება მიეცა რომში შესულიყო ნადიმ-ღრეობით, ბაკხანალიებით და ცხოველური ჭამა-სმით. როდესაც მას სთხოვეს დამარცხებული ოტონის დახოცილი ლეგიონერების დამარხვის ბრძანება გაეცა, რადგან მოეშორებინათ საშინელი სუნი და დაავადებების
გავრცელების საშიშროება, მან უპასუხა: “ყველაზე საამური სუნი ის არის, რომელიც გვცემს მოკლული მტრისაფან, განსაკუთრებით თანამოქალაქისაგან”. რომაელი ხალხის უმძიმეს ისტორიაში ვიტელიუსის ხანმოკლე მმართველობა ერთ-ერთი უსაშინლესი იყო. მუდამ მონადიმე იმპერატორს სახელმწიფო საქმეები არ აინტერესებდა და მუდამ უზომო ჭამა-სმას ეწეოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით სამი თვის მანძილზე მისი სადილ- ვახშმებისათვის 900 მილიონი სესტერცი დაიხარჯა. ეს ნიშნავს რომ ერთ სადილზე მას დაახლოებით 400 000 სესტერცის ღირებულების საჭმელ-სასმელს მიართმევდნენ. ერთხელ ვიტელიუსისთვის ისეთი ძვირფასი კერძი მიურთმევიათ, რომ მისი ფასი რომაული სასახლის ღირებულებას აჭარბებდა. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი წერს, რომ “იგი, შემალული ბაღის ჩრდილში, ვითარცა ზარმაცი პირუტყვი გაძღება და უმოქმედოდ დაეგდება, არ ფიქრობდა არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე”. ვიტელიუსი
დილიდან-საღამომდე ჭამა-სმაში ატარებდა თავისნაირ ლოთ და გარყვნილ მეგობრებთან ერთად. ამბობენ, რომ როდესაც მას მეტი ჭამის თავი აღარ ჰქონდა ფრინველის ბუმბულით გულს ირევდა, რათა შემდეგ კვლავ დაეწყო უზომო ჭამა-სმა.
სწორედ ამ პერიოდში იუდეა-იერუსალიმის წინააღმდეგ მებრძოლ არმიათა სარდალი
ვესპასიანე ეგვიპტისა და პალესტინის ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს და
იტალიისკენ დაიძრნენ ვიტელიუსის ჩამოსაგდებად. მათ დაამარცხეს ღორმუცელა
იმპერატორის არმია კრემონასთან და რომში შევიდნენ. ვიტელიუსს თავი მოჰკვეთეს, ხოლო ტანი ტიბრში გადააგდეს. ასე დასრულდა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ღორმუცელა იმპერატორის მმართველობის პერიოდი, რომლის განმავლობაში მას ძილის, სმისა და ჭამის გარდა არაფერი გაუკეთებია.

ნიკა ხოფერია