კასანდრე


კასანდრე (ბერძ. Κάσσανδρος; დაახლ. ძვ.წ 355-297) - მაკედონიის მეფე(ძვ.წ 302-297), ანტიპატრეს უფროსი ვაჟი, პირვლად მოიხსენიება ალექსანდრეს მიერ ბაბილონში გამართულ სასამართლოზე, სადაც სიტყვით გამოვიდა მამის დასაცავად, რომელსაც უსამართლოდ ადანაშაულებდნენ.
ანტიპატრემ რეგენტობა პოლიპერხონს გადასცა, რის გამოც კასანდრეს დასჭირდა დახმარება მაკედონიის გარეთ ეძებნა. მან შეკრა კავშირი პტოლემაიოს I სოტერთან(ლაგიდები) და ანტიგონესთან, შემდეგ კი ომი გამოუცხადა პოლიპერხონს. ბერძნული ქალაქების დიდი ნაწილი, მათ შორის ათენი, კასანდრეს შეუერთდა. ასევე მან თავის მხარეს გადაიბირა მაკედონიის მეფის, ფილიპე არიედეოსის პატივმოყვარე ცოლი, ევრიდიკა.

ისიც, მისი ბიძაც და კასანდრეს ძმა ნიკანორიც მალე ალექსანდრე მაკედონელის დედის, ოლიმპიადას ბრძანებით დახოცეს. კასანდრე მის წინააღმდეგ გამოვიდა, აიძულა დანებებოდა და ძვ.წ 316 წელს სიკვდილს შეჰყარა დიდი ალექსანდრეს დედა. ძვ.წ 310-309 წლებში მან დასაჯა ალექსანდრეს ცოლი როქსანა და ნომინალური მეფე ალექსანდრე IV(დიდი მაკედონელის ვაჟი). ალექსანდრეს უკანონო ვაჟი, ჰერაკლე კი პოლიპრხონმა ადრევე წააქეზა კასანდრეს წინააღმდეგ, რაც მისთვის ისევე ცუდად დასრულდა, როგორც სხვათათვის, ვინც კასანდრესთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. კასანდრე დაუნათესავდა სამეფო ოჯახს, დაქორწინდა თესალონიკეზე, ალექსანდრე მაკედონელის ნახევარდაზე და კავშირი შეკრა სელევკოსთან, პტოლემაიოსთან და ლისიმახესთან. რომელთა დახმარებით დაამარცხა ანტიგონე ცალთვალა და ძვ.წ 301 წელს მაკედონიის მეფე გახდა. გარდაიცვალა ძვ.წ 297 წელს.
კასანდრე, ეს სასტიკი და სისხლისმსმელი მმართველი, ლიტერატურის დიდი მოყვარული და დამფასებელი იყო. მან აღადგინა თებე, რომელიც ადრე ალექსანდრე მაკედონელმა დაანგრია და ააგო ქალაქები თესალონიკა და კასანდრია.
          ნიკა ხოფერია