საფრანგეთის 10 ცნობილი შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე


საფრანგეთში ასობით ციხესიმაგრეა, რომელთა დიდი ნაწილი შუა საუკუნეების პერიოდშია აგებული. რომელია მათ შორის გამორჩეული? აქ წარმოდგენილია საფრანგეთის ათი ცნობილი ციხესიმაგრის სია - მათი, რომელთაც შეინარჩუნეს შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილი და ეპოქის ატმოსფერო დღემდე ახასიათებთ. რათქმაუნდა, საფრანგეთის ციხესიმაგრებზე ათობით ასეთი სია გაკეთდება, მაგრამ ჩვენი აზრით მოცემული ციხეები საუკეთესოა შუა საუკუნოვანი საფრანგეთის ისტორიული გარემოს წარმოსადგენად.

1. კარკასონი




 შუა საუკუნეების პერიოდის გალავნიანი ქალაქის, კარკასონის ცენტრში, გრაფის ციხესიმაგრე პირველად XII საუკუნეში აშენდა და იზრდებოდა და ფართოვდებოდა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში. მთელი ეს ქალაქი მედიევალისტებისთვის ერთიან სანახაობას და კვლევის ობიექტს წარმოადგენს, ეს არის ციხესიმაგრე ციხესიმაგრეში, რომელსაც სხვადასხვა ტიპის კოშკებისა და სხვა ნაგებობების კომპლექსები ამშვენებს.

2. შატო დე ფუა

















შატო დე ფუა მდებარეობს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვართან ახლოს, პირენეის მთებთან. ეს ციხესიმაგრე ათას წელზე მეტია ამაყად გადაჰყურებს მიმდებარე ტერიტორიას. შატო დე ფუას კოშკები სხვადასხვა დროსაა აგებული XI-დან XV საუკუნემდე. 

3.შატო დე კასტელანო



















შატო დე კასტელანო მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში, მდინარე დორდონის სანაპიროსთან. ის ააგეს იმისთვის, რომ თავი დაეცვათ მეზობელი შატო დე ბენაკისგან. ეს XIII საუკუნის ციხესიმაგრე დღეს შუა საუკუნეების შეიარაღების მუზეუმიცაა. შატო დე ბენაკი კი, რომელიც მოკლე მანძილზე მდებარეობს, ასევე შთამბეჭდავი შუასაუკუნოვანი სიმაგრეა. 

4. შატო დე ჟოსელინი

შატო დე ჟოსელინი მდებარეობს ბრიტანეთში. პირველად ის XI საუკუნეში ააშენეს და XV საუკუნემდე საკმაოდ დიდი ცვლილება განიცადა. შემდეგ საუკუნეებში ის თითქმის ნანგრევებად იქცა, მაგრამ XIX საუკუნის შუა წლებში აღადგინეს და ახლა მასში თოჯინების მუზეუმიც არის განთავსებული.

5. შატო დე ფალაისი

ეს ციხესიმაგრე ინგლისის მეფე ჰენრი I-მა ააგო 1123 წელს. ფალაისი დიდი ხნის განმავლობაში ნორმანდიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა იყო და მას ბევრი პოლიტიკური და სამხედრო მოვლენა უკავშირდება.

6. შატო დ'ანჟერი


















ანჟუს გრაფებმა პირველად ამ ადგილზე ციხესიმაგრე IX საუკუნეში ააგეს. XIII საუკუნისთვის ის უკვე მის დღევანდელ ზომამდე გაიზარდა, რომელიც მოიცავს სქელ კედელსა და ჩვიდმეტ მასიურ კოშკს. შატო დ'ანჟერი ძალიან დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა შემდეგ აღადგინეს და დღეს მასში შუასუკუნოვანი გობელენების მუზეუმია მოთავსებული.

7. შატო დე საუმური





















შატო დე საუმური მდებარეობს დასავლეთ საფრანგეთში. ის თავდაპირველად ააგეს X საუკუნეში, შემდეგ კი ინგლისის მეფე ჰენრი II-მ განაახლა. XV საუკუნის დასაწყისში დახატული მისი გამოსახულება ზუსტად ასახავს მის დღევანდელ მდგომარეობას ანუ საუმურის ციხესიმაგრე XV საუკუნის შემდეგ ფაქტიურად არ შეცვლილა. 

8. შატო დე სუსინიო















შატო დე სუსინიო საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს. ის ააშენეს ბრეტანის ჰერცოგებმა XIII-XIV საუკუნეებში. შატო დე სუსინიოს ციხეს გარს წყლით სავსე თხრილი არტყავს, რომელიც შუა საუკუნეებში ციხესიმაგრის დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენდა. 

9. შატო დე ტარასკონი


















შატო დუ ღუა რენეს სახელით ცნობილი ეს ციხესიმაგრე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს.როდესაც ტარასკონის ძველი სიმაგრე 1399 წელს განადგურდა, რენე დ'ანჟუმ აქ ახალი ციხესიმაგრე ააგო XV საუკუნის პირველ ნახევარში.

10. შატო დე ვიტრი


შატო დე ვიტრი ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში მდებარეობს. ის იყო ერთ-ერთი პირველი ციხესიმაგრე, რომელიც XIX საუკუნეში საფრანგეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა ისტორიულ მონუმენტად. ციხესიმაგრე ინარჩუნებს XIV-XV საუკუნის სახეს.

ნიკა ხოფერია
Medievalists.Net-ს მიხედვით