Legio quarta Flavia Felix(ფლავიუსის მეოთხე იღბლიანი ლეგიონი) – რომაული ლეგიონი, რომელიც ახ.წ 70 წელს იმპერატორმა ვესპასიანემ მეოთხე მაკედონური ლეგიონის(Legio IV Macedonica) ნარჩენებისგან ჩამოაყალიბა. არსებობა შეწყვიტა IV საუკუნის პირველ ნახევარში.
ბატავიელთა აჯანყების დროს IV მაკედონური ლეგიონი ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს ემხრობოდა, მაგრამ იმპერატორმა მაინც დაშალა ეს სამხედრო შენაერთი, რადგან 2 წლის წინ ისინი მის მოწინააღმდეგეს, ავლუს ვიტელიუსს ემხრობოდნენ. ახალი მეოთხე ლეგიონი თვითონ ვესპასიანემ ჩამოაყალიბა და მას სახელად “ლეგიო ფლავია ფელიქს” უწოდა, რაც ფლავიუსის იღბლიან ლეგიონს ნიშნავს. ამ ახალი რომაული შენაერთის სიმბოლო ლომი გახდა.
მეოთხე ლეგიონი დისლოცირებული იყო დალმატიის ტერიტორიაზე, ბურნიუმში(თანამედროვე კისტანჯე, ხორვატია), სადაც მან legio XI Claudia ჩაანაცვლა. დაკიის პირველი ომის დროს დომიციანემ IV ლეგიონი Moesia Superior-ს პროვინციაში გადაიყვანა, სინგიდუნუმში(თანამედროვე ბელგრადი, სერბეთი), თუმცა ლეგიონის ერთ-ერთი ვექსილატიონესი(ლეგიონიდან გამოყოფილი დიდი რაზმი), ვიმინაციუმში იდგა, VII ლეგიონის(Legio VII Claudia) დისლოკაციის ადგილზე.
88 წელს, დომიციანეს იმპერატორობისას IV ლეგიონი იბრძოდა დაკიელების წინააღმდეგ, ხოლო II საუკუნის დასაწყისში იმპერატორ ტრაიანეს ხელმძღვანელობით მონაწილეობდა დაკიის საბოლოო დაპყრობაში. დაკიის ომში ლეგიონმა იბრძოლა ტაპეს ბრძოლაში, სადაც ტრაინეს არმიამ მეფე დეცებალის ჯარი გაანადგურა და სარმისეგეტუსას, დაკების დედაქალაქის აღებაში, რომელიც ამ ომის უკანასკნელი და გადამწყვეტი სამხედრო მოქმედება იყო. მეოთხე ლეგიონის ყოფნის ნიშნები აღმოაჩინეს აქუინკუმში(დღევანდელი ბუდაპეშტი, უნგრეთი), სადაც მანამდე მეორე ლეგიონი(legio II Adiutrix) იყო დაბანაკებული, რომელიც ლუციუს ვერუსმა პართიულ ლაშქრობაში წაიყვანა(162-166 წწ).

მარკომანების წინააღმდეგ ომში(166-180) მეოთხე ლეგიონიც იბრძოდა მდინარე დანუბეს სანაპიროებთან გამართულ ბრძოლებში.
იმპერატორ პერტინაქსის სიკვდილის შემდეგ მეოთხე ლეგიონმა სეპტიმიუს სევერუსს დაუჭირა მხარი პესენციუს ნიგერთან და კლოდიუს ალბინუსის წინააღმდეგ.
მეოთხე ლეგიონს შესაძლოა მონაწილეობა აქვს მიღებული სასანიდებთან რამდენიმე ომშიც, მაგრამ უმთავრესად მაინც მეზიის ტერიტორიაზე იყო დაბანაკებული და რომაულ საზღვრებს იცავდა მეოთხე საუკუნემდე, როცა ეს სამხედრო შენაერთი საბოლოოდ დაიშალა.
ნიკა ხოფერია