დევიდ გლაზგო ფარაგუტი


დევიდ გლაზგო ფარაგუტი - (David Glasgow Farragut, 5 ივლისი, 1801 წ – 14 აგვისტო, 1870) – ამერიკელი სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, ადმირალი.
დევიდ გლაზგო ფარაგუტის მამა კუნძულ მენორკიდან(ბალეარის ერთ-ერთი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში) მოხვდა ახალ კონტინენტზე, იგი ამერიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გახლდათ, დედა კი შოტლანდიელი იყო. ომში თავის გამოჩენისთვის დ.გ ფარაგუტის მამამ ნოსკვილის(ტენესის შტატის ქალაქი) მახლობლად მიიღო მიწა, თუმცა მალე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ფარაგუტი თავისი მეურვის, კაპიტან დევიდ პორტერის დახმარებით ფლოტში მოეწყო 9 წლის ასაკში. მან მონაწილეობა მიიღო ინგლის-ამერიკის ომში 1812 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ფარაგუტი სამხრეთ შტატებიდან იყო, ის ამერიკის სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის მხარეს იბრძOოდა. 1862 წელს მეთაურობდა ფლოტილიას, რომელიც ახალი ორლეანის აღებისთვის გაგზავნეს. გონივრული მანევრირებით მდინარე მისისიპიზე, მან აიძულა სამხრეთელებს დანებებოდნენ და ახალი ორლეანის გარნიზონმა ქალაქი ჩრდილოელ გენერალს ბენჯამინ ფრანკლინ

ბატლერ ჩააბარა. იმავე წელს ფარაგუტის ფლოტილიამ გაანადგურა მოწინააღმდეგის ბატარეა ვიკსბურგთან, ხოლო 1863 წელს მონაწილეობა მიიღო პორტ-ჰუძონის აღებაში და ჰუძონის ყურის ბლოკადის მოხსნაში. იმავე წელს, ფარაგუტი, კონტრ-ადმირლის წოდებით ესკადრის უფროსად დაინიშნა, რომელიც ანხორციელებდა ბლოკადას სამხრეთ შტატებზე ტეხასიდან ლუიზიანამდე. ფარაგუტი ცნობილია ასევე საზღვაო ბრძოლით მობილ ბეისთან, რომელიც 1864 წლის 5 აგვისტოს მოხდა. 1866 წელს ის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების პირველი ადმირალი გახდა.
ფარაგუტის სახელი აშშ-ს საზღვაო ფლოტის 5 სამხედრო ხომალდს ეწოდება. ადმირლის საპატივსაცემოდ ვაშინგტონში მოედანსა(Farragut Square) და მეტროს ორ გაჩერებას ფარაგუტის სახელი ამშვენებს(Farragut North и Farragut West).
       
                                                                                       ნიკა ხოფერია