პოლონეთმა ქრისტიანობა 966 წელს მიიღო. სამხედრო თვალსაზრისით პოლონეთის ერთიან ძალად წარმოდგენა მეშკო I-ს მმართველობისას მოხდა. ახალ სახელმწიფოს ბევრი მტერი გამოუჩნდა. მათგან დასაცავად პოლონეთმა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის პროტექცია მიიღო, თუმცა სამაგიეროდ იძულებული გახდა ეცნო გერმანელი იმპერატორის ძალაუფლება.
ამავე დროს, პოლონელებს მუდმივად უწევდათ ომები მეზობელ გერმანელ ფეოდალებთან და ზოგჯერ იმპერიასთანაც კი. სხვა საშიში მოწინააღმდეგეები იყვნენ პომერანიაში მოსახლე წარმართული ტომები, ბოჰემიელები(ჩეხები) და რუსული სამთავროები. პოლონელები აწარმოებდნენ როგორც დამცავ, ასევე შემტევ კამპანიებს. ამ პერიოდში არმიის მთავარ ძალას ქვეითი დრუჟინები წარმოადგენდნენ, რომელთაც მოხალისე ჯარიც უერთდებოდა.
თავისი ისტორიის შემდეგ ნაწილში(1138-1320) პოლონეთი რამდენიმე ნაწილად დაიყო. ეს პერიოდი ხასიათდება მოხალისეთა ნაწილების დაშლით და პროფესიონალურ, მთავართა დრუჟინებისა და ადგილობრივი არმიების გაძლიერებით. XII საუკუნის შუა ხანებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე პოლონეთში განვითარდა რაინდთა კლასი და ფეოდალური საზოგადოება. 1154-1155 წლებში ჰოსპიტალერთა და ტამპლიერთა ორდენები პირველად გამოჩნდნენ პოლონეთის მიწებზე. 1226 წელს სცენაზე ტევტონთა ორდენი გამოვიდა. ამავე პერიოდში გამოჩნდა ქრისტიანი ძმების პოლონური ორდენიც. ამას მოჰყვა მონღოლთა შემოსევა, რაც 1241 წელს, ლიგნიცესთან ბრძოლაში სასტიკ მარცხს მოჰყვა.
XIV საუკუნის პირველ ნახევარში ვლადისლავ I ლოკეტეკმა, კაზიმირ III დიდის ძემ გააერთიანა პოლონეთის სამეფო თავისი მმართველობის ქვეშ. ამავე პერიოდში გაიზარდა საფრთხე ტევტონთა გაძლიერებული ორდენისგან, რაც 1331 წელს პლოვცესთან პოლონელთა დიდი გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ მცირე ხნით პოლონეთში მშვიდობამ დაისადგურა. კაზიმირ III ენერგიულად ცდილობდა ქვეყნის განვითარება-აღდგენას. მისი მმართველობისას პოლონეთის ტერიტორიაზე 80-მდე ძლიერი ციხე-სიმაგრე აშენდა.
1370 წელს, ჯერ კიდევ პატარა პოლონეთი, უნგრეთის სამეფოს შეუერთდა. ეს მხოლოდ დინასტიათა პირადი კავშირი იყო. უმემკვიდრეო პოლონელმა მეფემ ტახტის მემკვიდრედ უნგრელი პრინცი ლუდოვიკო დანიშნა. ლუდოვიკოს სიკვდილის შემდეგ გაერთიანებული უნგრო-პოლონური სახელმწიფო დაიშალა, ისე, რომ აღარ ჰქონდათ ერთმანეთთან არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური და სტრატეგიული კავშირი.
ნიკა ხოფერია