ცხენების ფლოქვების ხმა უკვე ისმოდა პუშკინის სახლში. ღამენათევ გენიოსს თვალებში სევდა ჩასდგომოდა. სკამზე იჯდა და იატაკს უყურებდა, თითქოს ამ ბევრის მნახველ ადამიანს რაღაც ახალი აღმოეჩინაო. თავის ხუჭუჭა თმებს მაგრად მოკიდა ხელი და თვალები დახუჭა, სურდა ეს მომენტი სიზმარი ყოფილიყო და გამოღვიძებას ელოდა, მაგრამ ვაი რომ ეს სიზმარი არ იყო. ნელ-ნელა წამოდგა და თავის შავ მოსასხამს მიწვდა, დაბნეულად, მოუხერხებლად როგორღაც ბეჭებზე მოიხურა, თავის აწევის შემდეგ კი კიბეებზე ჩამომავალი მზეთუნახავი დაინახა.
- ნატალია - მხოლოდ ეს დაცდა რომანტიკოსს. მეუღლის უძილო სახე, ჩაწითლებული თვალები, მოუწესრიგებელი თმები მაინც ვერ აკარგვინებდა სილამაზეს. ნელა მიუახლოვდა მშვენიერება მწერალს, ნაზად მიეკრა სხეულზე და პუშკინმაც მაგრად ჩაიხუტა ის. რამდენიმე წუთს ორივეს თვალები დახუჭული ჰქონდა, მთლიანად გათიშული გონება და სხეული ერთმანეთის მეტს ვერაფერს ამჩნევდა და გრძნობდა. ალექსანდრს ალბათ დუელის წინ ეს სიყვარულისგან ღონემიხდილი ჩახუტება გაახსენდება, უკანასკნელი ბედნიერი წუთი, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარა.

- ნატალია, ჩემო ნატალია... - ამ სიტყვებთან ერთად კარებზე კაკუნი და მეგობრის ხმა შემოესმა. ნიკალაევნა გონჩაროვნამ მას სახეს მაგრად მოკიდა ხელი, ახლოს მიიზიდა და შუბლზე ნაზად აკოცა.
- ალექსააანდრ ! - ისმოდა კარებთან მდგარი დანზასის ყვირილი.
- წადი ალიოშა, წადი.
ალიოშაც წავიდა, სახლში კი დატოვა პერანგისამარა ცოლი რომელიც ცრემლიანი თვალებით უყურებდა მიმავალ მეუღლეს, გული ცუდს უგრძნობდა, უნდოდა დაეძახა, დაეტოვებინა, მაგრად ჩახუტებოდა და მოფერებოდა, მაგრამ იცოდა ალექსანდრი მის დაცვას ცდილობდა, ღირსებას ეხებოდა საქმე და სახლში ვერ დარჩებოდა.
- სად ხარ აქამდე ალიოშა - კარების გაღებისთანავე ჰკითხა კონსტანტინმა - კარლს ველაპარაკე (დანტესის მეგობარი და ადიუტანტი: კარლ ბისტრომი) ნახევარ საათში დათქმულ ადგილზე იქნებიან.
პუშკინმა მხოლოდ თავი დაუქნია და შემდეგ მთელი გზა სიტყვა არ დასცდენია. კონსტანტინი ენას არ აჩერებდა, თითქოს ბავშვები იყვნენ და ხის პისტოლეტებით სათამაშოდ მიდიოდნენ.
დანტესი
პეტერბურგი ახლა იღვიძებდა, ძალიან უყვარდა ალიოშას ეს ქალაქი. მოსკოვში დაბადებულს პეტერბურგის მზე სხვაგვარად ეჩვენებოდა. კარეტიდან ქალაქს ისე გასცქეროდა იფიქრებდით უკანასკნელად ხედავსო. ადამიანი გრძნობს სიკვდილის მაოხლოვებას, სიკვდილი კი სადღაც ახლოს დატრიალებდა.
- ალექსანდრ ხედავ? მოსულან, გველოდებიან. -კარეტიდან თითით ანიშნა შორს მდგარ ორ სხეულზე. გენიოსი უკვე დიდი ხანია ხედავდა მათ, ზუსტად ასეთი წარმოედგინა ეს დღე. თოვლით მოფენილ მიწას ფეხი დაადგა, სიცივე იგრძნო, გარშემო მიმოიხედა და ქამარს ხელი მაგრად ჩასჭიდა.
ოცდაათი მეტრის დაშორებით ერთი ჩრდილი გამოეყო და აქეთ გამოემართა, ეს სეკუნდატი კარლი იყო. კონსტანტინი რამდენიმე მეტრით დაშორდა პუშკინს და შეხვდა დანტესის ადიუტანტს.
- დანტესმა შემოგითვალათ -დაიწყო კარლ ბისტრომმა - არ უნდა სახელოვანი მწერლის სიკვდილი. მოვერიდოთ სხვის მიერ შექმნილ ჭორებს, ფრანგს რა საერთო უნდა ჰქონდეს გამოჩენილი რუსის სიკვდილთან. მხოლოდ ბოდიში მოიხადოს მისი წერისლითვის და ჩემი მეგობარი დიდსულოვნებას გამოიჩენს, საერთოდ დაივიწყებს მის არსებობას.
- იარაღი? - ასევე სწრაფად კითხა კონსტანტინმა და ამაყი სახით იყურებოდა, თითქოს აჩვენებდა ვხედავ რა მშიშრებიც ხართო.
- დამბაჩა.

დაჭრილი პუშკინის გასროლა
თავი დაუკრეს ერთმანეთს და დუელანტებისკენ გაემართნენ. ორივემ გაიგო საქმის ვითარება, ერთმანეთს მიუახლოვდნენ და იარაღი მოიმარჯვეს. როგორც დუელში გამომწვევს მეორე სროლა ეკუთვნოდა პუშკინს, ოცი მეტრით მდგარი დანტესი კი ნიშანს ელოდებოდა. სეკუნდანტებმა მოწინააღმდეგების წინ ორი ხმალი ჩაარჭეს, თუ ვერ მოხერხდებოდა დამბაჩებით ურთიერთობის გარკვევა, დუელს ხმლით გააგრძელებდნენ. კარლმა და კონსტანტინმა ნიშანი მისცეს დანტესს, რომ სროლა შესაძლებელი იყო. პუშკინი პისტოლეტმომარჯვებული ელოდებოდა გამყინავი გასროლის განხორციელებას. დანტესმაც იარაღი ნელა და უშეცდომოდ დაუმიზნა, როგორც გამოცდილ ჯარისკაცს შეეფერებოდა, მისი წარმოსადეგი აღნაგობა და მშვენიერება საშინელების ჩადენას ლამობდა. ჩახმახს გამოკრა ხელი ფრანგმა, გარშემო ბეღურების გაფრენის ხმა და პუშკინის გამყინავი მზერა ჩანდა. იდგა რამდენიმე წამს გაუნძრევლად გენიოსი, ნელა მიიტანა ხელი მუცელთან და მუხლებზე დავარდა. კონსტანტინი მაშინვე გაიქცა დაჭრილი მეგობრის დასახმარებლად, ცივი ოფლი ასხავდათ ორივეს.
პუშკინი
- ალიოშა, ალიოშა გესმის ჩემი? - კონსტანტინი უკვე თავით მიწას დამხობილი მეგობრის აყენებას ცდილობდა.
- გადი კონსტანტინ - ხმადაბლა უთხრა პუშკინმა. დაჭრილს თვალთ უბნელდებოდა, ხელი უკანკალებდა და ცდილობდა როგორმე მუხლებზე დამდგარიყო. ერთი ხელით მიწას ეყრდნობოდა, მარჯვენათი კი ლამობდა პასუხი გაეცა დანტესისთვის.
- ღმერთო შენ გვიშველე. - ხმადაბლა თქვა კონსტანტიმა, ალექსანდრემ კი ისროლა. დანტესს ტკივილი სახეზე აღებეჭდა, ოდნავ მოიხარა და ერთი ხელი მეორეს მაგრად მოუჭირა. ალექსანდრე მიხვდა რომ ხელში დაჭრა ოპონენტი, ვეღარ შეიკავა თავი და თოვლში დაეცა.

სერგეი პუშკინი, ალექსანდრ პუშკინის მამა
- დამთავრდა დუელი, მორჩა! - დაიყვირა განწირული ხმით კონსტანტინმა, ექიმი სწრაფად მივიდა მწერალთან და ჭრილობას დამუშავება დაუწყო.
ნელი, ამაყი, არისტოკრატული ნაბიჯებით მიდიოდა დანტესი პუშკინისკენ. მისვლისთანავე ზემოდან დახედა მომაკვდავს, მის სახეზე სინანული და კმაყოფილება ერთმანეთს ენაცვლებოდა. დაჭრილ ხელს კი ფაქიზად ბისტრომი უხვევდა.
- მამაჩემი თავის სიფილისიან შვილს კიდევ ნახავს - დაიწყო დანტესმა. - მამაშენი კი ვეღარასდროს ვეღარ გნახავს.
ხელთათმანები სწრაფად გაიკეთა ფრანგმა, 1812 წლის ტრაგედიაზე სრულად იძია შური და სწრაფად გაემართა ეტლისკენ. მომაკვდავი პუშკინი კი კარეტაში აიყვანეს, რომლიც სახლისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა.

გიორგი ხარშილაძე