ცხენებს მათრახის რტყმისგან გაჩენილი წყლულებიდან სისხლი სდიოდათ. მეეტლეს რაც ძალი და ღონე ჰქონდა მიაჭენებდა მათ, კონსტანტინი ალექსანდრს ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა, რამდენიმე დღეში მომჯობინდებოდა კიდეც და პასუხს აგებინებდა დანტესს, ხანდახან კი მეეტლეს დაუყვირებდა ჩქარა იარეო. ექიმი ცდილობდა ჭრილობიდან სისხლდენა შეეჩერებინა, ნატალია კი ფანჯარასთან იდგა და ქმარს ელოდებოდა.
- ჩქარა, ჩქარაა გააჭენე ცხენები! - გაყვიროდა კონსტანტინი.- კოსწია, ჩემო კოსწია. - თბილად ესაუბრებოდა ალექსანდრი - თავი დაანებე, ისედაც განწირული ვარ.
- ალიოშა მთავარია დროზე მივიდეთ სახლში, წამოწვები და გამოკეთდები. ალიოშა, ჩემო ალიოშა.
იმდენად სწრაფად მიაჭენებდა მეეტლე ცხენებს, რომ საშიშროება ნამდვილად იყო კარეტის ამოტრიალების. ეტლი პუშკინის სახლის ეზოში სწრაფად შევარდა და მხოლოდ გაჩერებისას შეამჩნიეს დაქანცულ ცხენებს პირიდან დუჟი სდიოდათ, მაგრამ ეხლა ცხენებს ვინღა დაეძებდა.
- სწრაფად მომეხმარე არტურ, - მიმართა დანზასმა მეეტლეს, - ჩამომაყვანინე თავის ოთახში ავიყვანოთ.
- ახლავე ჩემო ბატონო. - მეეტლეც კარეტის კართან დადგა ალექსანდრე რომ ჩამოსვლისას არ წაქცეულიყო. კონსტანტინემ ეტლიდან ჩამოსვლისთანავე გამოსტაცა მეგობარი მეეტლეს და ხელში აყვანილი კარები გააღო. საძინებლის ფანჯრიდან შეემჩნია უკვე ნატალიას ქმრის დაჭრილი გადმოყვანა და საძინებლის კიბეებიდან სირბილით ჩამოდიოდა.
- ალექსანდრ, ალექსაანდრ - განწირული ხმით ყვიროდა ნატალია გონჩაროვა - ღმერთო, ღმერთო...
კონსტანტინ დანზასი
შეშინებულ ქმარს მივარდა ქალი, რომელიც დანზასს უკვე დივანზე დაეწვინა. თეთრ ქანდაკებას იყო დამსგავსებული მშვენიერება, სულ თეთრი გაიქცა ალიოშასკენ და როდესაც მისი გახელილი თვალები დაინახა ბედნიერებამ წამით გაუელვა სახეზე, ცრემლნარევი უყურებდა და თხოვდა არ დაეტოვებინა ის.
- ნატალია, - მიმართა კონსტანტინემ - ალიოშას ახლა ექიმი, საწოლი და დასვენება სჭირდება.
პასუხიც არ გაუცია გონჩაროვას, თავი ოთახისკენ სირბილით გაიქცა საწოლი რომ სწრაფად გაეშალა. მოსამსახურეები ცდილობდნენ ექიმს რამით დახმარებოდნენ, დანზასს მეგობრის ხელი მაგრად ეჭირა და ცრემლიანი თვალებით თხოვდა რომ ეცოცხლა.
აქეთ-იქით სირბილში გაატარეს რამდენიმე საათი, პუშკინი ოთახში გაიყვანეს, ერთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა და ყველას მოცდა ურჩია, გენიოსს დასვენება ჭირდებოდა.
სწრაფად მოედო ეს ამბავი პეტერბურგს: ნათესავები, ახლობლები, მეგობრები მოდიოდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ გაერკვიათ საქმის ვითარება. დანზასი იჯდა განმარტოებით, არც სვავდა, არც ლაპარაკობდა, ფიქრობდა იქნებ რამეში გამოვადგე ექიმს, არ დავთვრეო, ლაპარაკის არც სურვილი ჰქონდა და არც შესაძლებლობა. ნატალია მთელი ღამე ალიოშასთან იყო და ეფერებოდა.
მეორე დღეს მოვიდა გენიოსი გონს. მის გვერძე მეუღლე იწვა და მთელი ღამის ნამტირალევ თვალებით შესციცინებდა.
- ნატალია, ჩემო ძვირფასო ნატალია...
- ალიოშა, ჩემო ძვირფასო ალიოშა. არ იდარდო არაფერზე, მე შენთან ვარ, კარგად იქნები საყვარელო...

- როდესაც შენ გიყურებ, მაშინ სიკვდილიც კი ლამაზად მეჩვენება.
- ჩუმად ალექსანდრ, ჩუმად. შენთვის დასვენებაა საჭირო.
- მალე დავისვენებ ნატალია მალე, მალე დაგასვენებ შენც ჩემო ღვთაებავ.
- რას ლაპარაკობ ალიოშა. ჩვენ ერთად ვიქნებით კიდევ დიდ ხანს და ბედნიერად. დუელში აღარ მიიღებ მონაწილეობას, გავყიდით სახლს და წავალთ აქედან სხვაგან საცხოვრებლად.

ბორის გოდუნოვი
- შენ ხარ ჩემი ცხოვრების მშვენება და აზრი. ახლა ვხვდები ღმერთი რამდენად დიდია. მე მნათლავენ გენიად, მატოლებენ ღმერთს, მაგრამ ვხედავ რამხელა უფსკრული ჩვენ შორის. მე ცალკეული სილამაზის აღწერა შემეძლო, ღმერთმა კი მთელი მსოფლი შექმნა ის. მთელ მსოფლიოში ჩემთვის ერთადერთი მარგალიტი შენ ხარ, მხოლოდ შენ რომ შეგქმნა ღმერთი მაგიტომ არის გენიოსი და მე შენით დამიმონა. ცხოვრებაში ყველაზე დიდი შედევრი რაც გამიკეთებია, ალბათ შენი მოხიბვლაა. ეხლაც არ მესმის როგორ მოვახერხე ეს.
ევგენი ონეგინი
- შენ ეხლაც ვერ ეშვები ჩემს მოხიბვლას. ეს მიყვარს შენში ალიოშა, სულ რომანტიკული და საყვარელი ხარ, სულ მზად ხარ გიყვარდე და მეუბნებოდე ამას. მე კი ამით ბედნიერი ვარ, ის ერთი ადამიანი ხარ, რომელთანაც ცხოვრება მინდა გავატარო და ჩემთვის ვერასდროს ვერავინ შეცვლის. მიყვარხარ ალიოშა...
- ნატალია, ჩემო ძვირფასო ნატალია. არ ვიცი რამდენი დრო დამრჩა ერთი დღე თუ ერთი წელიწადი, მაგრამ დანზას დაუძახე, რაღაც უნდა ვუთხრა.
- დასვენება გჭირდება ალექსანდრ. ხვალ დაელაპარაკე.
- ნატალია, გთხოვ.

პეტრე I
ნატალიამაც დაუჯერა, ნელა ადგა საწოლიდან და სასტუმრო ოთახისაკენ წავიდა. დანზასი კვლავ მარტო იჯდა, ოღონდ ახლა ჭიკით მარტინი ედგა.
- დალიე კონსტანტინ? - ჰკითხა ნატალიამ.
- მხოლოდ ერთი ჭიქა.
- მხოლოდ ერთი?
- ხო, ერთი ჭიქით ვსვამდი.
- ალიოშა გეძახის, შენი ნახვა უნდა.
გაუბრწყინდა მეგობარს თვალები და სწრაფად გაიქცა ოთახისკენ. შესულს დაღლილი თვალები ჰქონდა და გამოფიტული სახე.
- ალიოშა, მოვედი ალიოშა.
- დანზას ჩემო მეგობარო, დუელის წინ რომ გთხოვე უკანასკნელი თხოვნა შემისრულე და სეკუნდანტად გამომყევითქო გახსოვს?
- მახსოვს ალიოშა.
- მოგატყუე. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს.
- რაც გინდა მთხოვე...
- ჩემი უკანასკნელი თხოვნა, მართლა უკანასკნელი ის იქნება, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ დანზასზე შური არ იძიო. არაფრისდიდებით დუელში არ გამოიწვიო.
- ალექსანდრ ამას ვერ შეგისრულებ.
- ჩვენი მეგობრობის ხათრით...
- ვერ დაგპირდები.
- დარწმუნებული იყავი იქიდან დაგინახავ, ვნახავ ჩვენი მეგობრობას როგორ მოუფრთხილდები.
- ალექსანდრ ძალიან გთხოვ...
- დამტოვე მარტო კონსტანტინ, დაღლილი ვარ დასვენება მესაჭიროება.
დანზასმაც დატოვა. ალექსანდრს მთელი ღამე სიზრმები ესიზმრებოდა, ხედავდა პეტრე დიდის აშენებულ ქვეყანას გოდუნოვისნაირები რას უშვრებოდნენ, ევგენი ონეგინი გამოესახა, ნამდვილი რუსის სახე, არაფერს რომ არ იტოვებდა და ყველაფერს ფლანგავდა. ყველა თავის დაწერილ პიროვნებას ხედავდა, არ ქონდა მნიშვნელობა მართლა არსებობდნენ ისინი თუ უბრალოდ მოგონილი პერსონაჟები იყვნენ. პეტრე დიდი ეფერებოდა თავის შვილს, გუდუნოვი დასცინოდა და ეუბნებოდა რომ არაფრისმქნისია, დანტესი ნამდვილი კაცია და შეძლო ამ მასხარას გაჩუმება. მთელი ღამე გრძელდებოდა ეს ჩხუბი, გამთენიისას კი თამარი გამოესახა, მისი შექმნილი მშვენიერი ქალი რომელმაც თავზე ხელი გადაუსვა და ნელა აიყვანა ხელში, დაჭრილ ალიოშას კი პერანგზე სისხლი ემჩნეოდა.

პუშკინის საფლავი
მეორე დღეს თითქმის გონზე არ მოსულა პუშკინი. ერთხელ როდესაც აზროვნება დაუბრუნდა, ნატალის თხოვა წერილი დაეწერა მეფის სახელზე, სადაც მისი მეგობრის დანზასის შეწყალებას თხოვდა დუელში მონაწილეობის მიღების გამო. მეტი გენიოსს აღარაფერი უთქვამს, 1837 წლის 10 თებერვალს ნასროლი ტყვია პუშკინთან ერთად რუსეთს მოხვდა.
ნატალიამ ალექსანდრეს ბოლო სურვილი შეუსრულა და ათი წელი არ გათხოვილა, შემდეგ კი პეტრე ლანსკიზე იქორწინა.
დანზასი მეფემ გარკვეულწილად შეიწყალა და მხოლოდ 2 კვირით დააპატიმრა.
მეფის ბრძანებით მეორე დუელანტი დანტესი, ქვეყნიდან იქნა გაძევებული მან ნაპოლეონ მესამესთან იმსახურა და 1845 წელს გახდა ზემო რაინის საბჭოს წევრი (საფრანგეთის სენატორი). რაც შეეხება დანტესის ცოლს ეკატერინას (ნატალია გონჩაროას დას) 1843 წელს მშობიარობას გადაყვა, ქმარს კი მეორედ ცოლი აღარ შეურთავს.

გიორგი ხარშილაძე